მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება
ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: ხედევდით განკუეთილებასა მას (3,2).

თარგმანი: რამეთუ რომელნი წინადაცუეთასა აწუევდეს, იგინი განჰკუეთდეს გუამსა ეკლესიისასა.

პავლესი: თანა-ხატ-ვექმნე სიკუდილსა მისსა (3,10).

თარგმანი: ესე იგი არს — თანა-ზიარ, რამეთუ, ვითარცა იგი მოკუდა კაცთა ცხორებისათჳს, ეგრეთვე მეცა ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქადაგებითა მოვკუდები.

პავლესი: რაჲთა იყვნენ იგინი თანახატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა (3,21).

თარგმანი: ეჰა საკჳრველი დიდებული მათ ჴორცთა, რომელნი მარჯუენით მამისა მჯდომარე არიან, ესე...

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: წიგნ ჩუენდა თქუენ ხართ (3,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ უკუეთუმცა სხუათა ვიეთმე ვასწავლიდით, თქუენმცა მიგავლინენით, ესრეთ სარწმუნოდ გუყავთ.

პავლესი: არა თუ წიგნითა, არამედ სულითა (3,6).

თარგმანი: წიგნად მოსეს რჩულსა იტყჳს, რომელი ცოდვილთა მოჰკლავნ, ხოლო სულად მადლსა მას ნათლისღებისასა იტყჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ მომკუდართა განაცოცხლებს.

პავლესი: უკუეთუ მსასურებაჲ იგი სიკუდილისაჲ (3,7).

თარგმანი: მსახურებად სიკუდილისა — ძუელსა მას რჩულსა იტყჳს, რამეთუ მსახურებდა...

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას უდაბნოსა შინა მისთვის, რათა პატივი ვსცეთ წმიდათა დავითს და კონსტანტინეს, და აღვასრულოთ ხსენება მათი, რომელთა წმიდანი ნაწილნი განისვენებენ აქ უხსოვარის დროითგან. მადლობა შევსწიროთ დღეს წმიდათა ამათ მოღვაწეთა, ვინაითგან მეოხებითა მათთითა ვეღირსეთ აწინდელსაც წელსა თაყვანისცემად წმიდათა მათთა ნაწილთა; ხოლო პატივისცემა მათი შევავსოთ რომლითამე სულიერითა განზრახვითა და სწავლითა, რადგანაც, დარწმუნებული ვართ, რომ მათცა იამებათ...

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: რაჟამს ვინმე თქჳს — "მე პავლესი ვარ, და სხუამან თქჳს — "მე აპოლოჲსი ვარ" — არა ჴორციელვეღა ხართა? (3,4).

თარგმანი: კუალად მათ შორის მყოფთა მათ ფილაფოსთა და მდიდართა მოასწავებს, ხოლო სახელ-არა-სდებს მათ, რაჲთა არა მოწყლნეს გულნი მათნი, არამედ თავსა თჳსსა შორის-შემოიღებს და აპოლოს, რაჲთა ესრეთ მათცა გულისჴმა-ყონ, თუ რასა იტყჳს, და სხუანი იგი არა მოიწყლნენ.

მოციქულისაჲ: რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? (3,5).

თარგმანი: ეჰა სიბრძნე იგი, რამეთუ ყოველივე თავსა თჳსსა და აპოლოს...

სარჩევი

მოციქულისაჲ: რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა (3,4).

თარგმანი: მერმესა მას დიდებით მოსლვასა მისსა იქმნების ყოველთა შორის გამოცხადებაჲ მისი, რაჟამს-იგი მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ, რამეთუ აწ დაფარულ არიან საქმენი კაცად-კაცადისანი, ხოლო მაშინ გამოცხადნენ. ვინაჲცა, რომელთა სირცხჳლისა საქმენი ექმნნენ, მათ ჰრცხუენოდის, ხოლო რომელთა ისმინონ მოციქულისაჲ და აქავე ზეცისასა ეძიებდენ, შეურაცხ-ყოფითა ყოვლისა ჴორცთა შუებისაჲთა და...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ, არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რასმე რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს, რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა (3,4-6).

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად უმაღლესობასა თანა ახლისასა უფროჲს ძუელისა მის, უეჭუელი უმაღლესობაჲ მიეცემოდა ქადაგთა ამისთა უფროჲს მოსესსა, ამისთჳს ყოველსავე ღმერთსა მიაჩემებს, ვითარმედ: ვითარ-იგი თჳთ უმაღლესობაჲ ესე ახლისა ამის შჯულისაჲ, ეგრეთვე...

სარჩევი

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა სარწმუნოებისაჲთა, ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (3,5-6).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: მომცემელი იგი თქუენდა სულისა წმიდისაჲ და მის მიერ მოქმედი ძალთა და სასწაულთაჲ ღმერთი, რაჲსათჳს ჰყოფს მას, ანუ ოდეს? — რაჟამს შჯულისა მოქმედ იყვნეთა, ანუ ოდეს მსმენელ სარწმუნოებისა ქრისტესისა? — ცხად არს, ვითარმედ სარწმუნოებითა. ხოლო გნებავს თუ შემოგართუა სახედ...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყრმანი მცირენი მარადის სასწავლოდ მივლენ და ისწრაფიან სწავლად და ღამეთაცა დღეთა ზედა დაჰრთვენ, და ესე ყოველი კაცობრივი არს; ხოლო აწ მეცა ვითხოვ თქუენგან სულიერსა მოსწრაფებასა, რაჲთა ისმენდეთ კეთილთა სწავლათა მოსწრაფედ, რამეთუ ამისთჳს მე მცირედ-მცირედ გეტყჳ მარადის და არა ყოველსა ერთბამად, რაჲთა კეთილად...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდთა საიდუმლოთა ღირს-მყვნა ჩუენ მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან, რომელთა ჩუენ არა ღირს ვიყვენით, რამეთუ ჩუენ არა თუ ოდენ ნიჭთა არა ღირს ვიყვენით, არამედ უფროჲსად დიდ-თა სატანჯველთაჲ ღირს იყო მოწევნაჲ ჩუენ ზედა. არამედ მან არა თუ ბოროტთაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ კეთილთაცა ესევითართა ღირს-მყვნა და ახალი დაბადებული ქმნა ჩუენთჳს, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელიცა არს ქრისტეს...