მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, დადგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს სჯულისა უფლისასა (ლუკა 2, 22-23).

თუმცა მთელი ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ყოველი მისი სიტყვა, თითოეული ნაბიჯი, იყო დიდი, ამაღლებული, ღვთაებრივი, სახე და მაგალითი წმინდა ცხოვრებისა, გარნა წმინდამან ეკკლესიამან ქრისტეს ცხოვრებისაგან გამოარჩია მხოლოდ რაოდენიმე, უმეტესად შესანიშნავნი და აღმაშენებელნი, და სავსენი სწავლითა და ღვთაებრივითა მაგალითითა გარემოებანი ანუ შემთხვევანი, მაგალითად: მისი შობა,...

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ, ქრისტიანეთა აქა მდგომარეთა, გვაქვს ორი დღესასწაული: პირველად, საზოგადო ყოველთა ქრისტიანეთათვის დღესასწაული, ესე იგი მირქმა, ანუ მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი სვიმონ მართლისაგან ტაძარსა შინა იერუსალიმისასა; მეორედ, საკუთარი თქვენი დღესასწაული, ესე იგი ენკენიანობა, ანუ კურთხევა წმიდისა ამის, ახლად თქვენგან აღგებულისა, ეკკლესიისა. აწ, შეწევნითა ღვთისათა, ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა ამ ორთავე დღესასწაულისათვის. ესე იგი, პირველად, შევიტყოთ, რა...

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

დღეს, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამი, ჩვენ ვდღესასწაულობთ მირქმასა, ანუ მიგებებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა მოხუცებულის სვიმეონ მართლისაგან. ძველს სჯულში იყო დაწესებული, რომელ მეორმოცეს დღესა, მშობელნი პირმშოსა თვისსა შვილსა მიიყვანდნენ ტაძრად და შესწირვიდენ ღმერთსა, ვინც მდიდარი იყო მდიდარსა შესაწირავსა და ღარიბი კაცი ორსა მტრედის მართვესა. ეს სჯული აღასრულეს მშობელთა იესო ქრისტესა. როდესაც განვიდა ორმეოცი დღე...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იყო იერუსალჱმს პასექსა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (2,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მაშინდელნი იგი კაცნი რომელნიმე საცთურსა მიქცეულ იყვნეს, და რომელნიმე ჭეშმარიტებასა უსმენდეს, და მათგანნი რომელნიმე მოიქცეოდეს და კუალად დაეცემოდეს, რომელნიცა ქრისტემან თჳთოსახესა ქუეყანასა მიამსგავსნა: რომელნიმე - კლდოვანსა, და რო მელნიმე - ეკლოვანსა, და რომელნიმე - კეთილსა ქუეყანასა.1 და ამას მოასწავებს მახარებელი და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს იყო იერუსალჱმს,...

სარჩევი

აწ განუტევე, მეუფეო, მონაი შენი, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი (ლუკა 2, 29-30).

ესრედ წარმოსთქვა მოხუცებულმა სვიმონ მართალმან, როდესაც შეეგება ტაძარსა შინა ჩჩვილსა იესოს და მიიღო იგი მკლავთა თვისთა ზედა. მას ჰქონდა აღთქმული სულისაგან წმიდისა, არა ხილვად სიკვდილისა, ვიდრემდის იხილავს მოსულსა მაცხოვარსა სოფლისასა, და როდესაც იგი იხილა, აკურთხა ღმერთი, დალოცა დედა მისი და ევედრა ღმერთსა, რომ განუტეოს იგი ამ სოფლითგან: აწ განუტევე მონაი შენი,...

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

ერთი ძველი, საღმრთო მოთხრობა, გადმოცემული ჩვენდამო წმიდათა მამათაგან, გვეტყვის ჩვენ, რომელ, ოდესაც ყოვლად-წმიდა მარიამ შობითგან იყო მხოლოდ სამისა წლისა, მშობელთა მისთა, იოაკიმე და ანნამ, თანახმად აღთქმისა თვისისა, მიიყვანეს იგი იერუსალემს ტაძარსა შინა და მიაბარეს მუნ აღსაზრდელად, და იმ ჟამითგან იგი სწავლობდა საღმთოსა წერილსა და ეჩვეოდა კეთილსა ზნეობასა. ეს არის ის შემთხვევა, რომელსა ჩვენ ახლა ვდღესასწაულობთ, ქრისტიანენო! მაშასადამე აწინდელი დღესასწაული...

იესო წარემატებოდა სიბრძნით და ჰასაკითა, და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა. (ლუკ. 2, 52).

სახარება დაწვლილებით არ მოგვითხრობს ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რა სახით სწავლობდა და იზრდებოდა უფალი იესო ქრისტე სიყმაწყილესა შინა თვისსა. ერთი მხოლოდ ლუკა მახარებელი ახსენებს მოკლედ, რომელ იგი იყო დამორჩილებული დედ-მამათა თვისთა და წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა, და მადლითა წინაშე ღვთისა და კაცთა. გარნა ესეც საკმაო არის ჩვენდა სასწავლებლად. გონიერნი და ღვთის მოშიშნი მშობელნი ამ მოკლე სიტყვისაგანაც...

მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? წინა-მე-ვჰმატთაა? — არა სამე (3,9).

თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: რაჲ-მე უმეტეს არს ჰურიისა და მიუგო, ვითარმედ: ჰე, ესე უმეტეს არს, რომელ შჯული მოიღეს ღმრთისა მიერ. ხოლო აქა კუალად იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მოეცა შჯული, ვინაჲთგან გარდაჰჴდეს, არარაჲ აქუს უმეტესი, არამედ უდარესცა არიან, რამეთუ გულისჴმის-ყოფით ცოდვიდეს, რომელ-იგი უძჳრეს არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რასა იტყჳთ; რაჲ უმეტესი გაქუს ჰურიათა წარმართთასა, ანუ რაჲთა ვჰმატთ? — არარაჲთაო; რამეთუ ყოველნი...

სარჩევი
წიგნი 3
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.

თარგმანი. შჳდნი ვარსკულავნი, ვითარცა პირველ ვთქუთ, შჳდნი ანგელოზნი არიან, და შჳდნი სულნი ღმრთისანი მადლნი იგი სულისა წმიდისანი არიან, და ესე ყოველი ჴელსა შინა ქრისტჱსსა არს, რამეთუ ანგელოზნი უპყრიან, ვითარცა უფალსა მათსა. ხოლო სულისა წმიდისა მიმცემელი არს, ვითარცა თანა-არსი...

სარჩევი
ებრაელთა მიმართ თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: განიცადეთ მოციქული და მღდელთმოძღუარნი აღსაარებისა თქუენისაჲ იესუ, რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა (3,1-2).

თარგმანი: შემოქმედისა მისისაო, რომელმან შექმნა იგი მოციქულად და მღდელთმოძღურად, ბუნებასა ამას შინა რაჲ კაცთასა შემოვიდა, რამეთუ აქა, არა თუ არსებისათჳს, არამედ პატივთათჳს კაცობრივთა, ვითარმედ, რომელმან შექმნა იგი, ესე იგი არს, დაადგინა მოციქულად და მღდელთმოძღურად, და სარწმუნო იქმნა იგი საქმესა მას შინა.

პავლესი: ვითარცა მოსე ყოველსა ზედა სახლსა მისსა...

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: რომელთა თუალთა წინაშე პირველივე მოგიწერე ქრისტჱ ჯუარცუმული (3,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესრეთ გრწმენა, ვითარმცა თუალითა თქუენითა გეხილვა ქრისტჱ ჯუარცუმული.

პავლესი: იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ (3,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: კეთილსა სარწმუნოებასა ვიწყეთ და აწ ჰურიაებაჲ შეიწყნარეთ, რამეთუ სრულად მადლსა მას ქრისტესსა უწესს, და ჴორციელად ძუელსა მას რჩულსა.

პავლესი: ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა (3,19).

თარგმანი: ანგელოზად...

მოციქულისაჲ: ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო, უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი საშჯელი მოვიღოთ, რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე (3,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან პირველ საქმით წარმართებისა სათნოებათაჲსა სიტყჳთ მოძღურებაჲ სხუათაჲ საქმეთა მათთჳს, რომელნი თჳთ არა აქუნდენ მასწავლელსა მას, არა ხოლო ურგებ, არამედ ფრიადისა ზღვევისაცა მომატყუებელ არს. ამისთჳს საშჯელისა თანა-მდებ ჰყოფს სიტყჳთ მოძღურებასა სხუათასა, რაჟამს თჳთ მოძღუარი იგი ჯერეთ მრავლით კერძო მცთომ იყოს საქმეთა შინა.

მოციქულისაჲ: რომელი...

სარჩევი

1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. (3,1).

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ფრიადი ერთობაჲ იხილვების ორთაჲვე ამათ, ვითარ-იგი საფლავადცა ზოგად მირბიოდეს, და პირველ ამისსა პეტრე იოვანეს წამს-უყოფდა კითხვად განმცემელისათჳს. ეგრეთვე აქა, არა თუ ჰურიაობდეს ტაძრად მისლვითა ამით. არამედ მიერ უმრავლესთა სულთა მოინადირებდეს სასწაულითა ამით, რომელი ესოდენ ზედა-მიწევნით აღწერა ლუკა, რაჲთა ჟამითაცა და ადგილისა დართვითა სარწმუნო ყოს თხრობაჲ ესე, და რაჲთა ლოცვითა მით...

სარჩევი

მოციქულისაჲ: აჰა ესერა საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა (3,1-2).

თარგმანი: თჳსსაცა მოაჴსენებს, ვითარმედ ორ-გზის მიწერითა ებისტოლისაჲთა უმეტესად ცხად ჰყოფს წადიერებასა, რომელი აქუს ცხორებისათჳს მათისა. და კუალად სხუათაცა მოციქულთა ქადაგებასა დაუმტკიცებს, ვითარმედ ყოვლად ერთ-ჴმა არიან...

სარჩევი
მოციქულისაჲ: რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა (3,11-12). თარგმანი: ვინაჲთგან სასჯელისა მოულოდებელობაჲ წარუყრის აღჳრთა ცოდვისა მიმართ, და განმრავლებაჲ ცოდვათაჲ შთაუთესს ურწმუნოებასა სასჯელისასა, რამეთუ არა ჰნებავნ ყოფაჲ სასჯელისაჲ შიშითა პატიჟისა მიჴდისაჲთა, ამისთჳს ჰნებავს ჩუენი მოციქულსა, რაჲთა შიშითა მის დღისაჲთა განვემზადებოდით მისთჳს კეთილთა საქმეთა მიერ, და განმზადებულებითა მისთჳს მარადის სურვიელ და მოსწრაფე ვიყვნეთ მოსლვად მისსა.

მოციქულისაჲ: ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ. იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს (3,1).

თარგმანი: რაჲსა "ამიერთგან"? — არამედ მიმივლინებიეს ტიმოთე და გაქუს ეპაფროდიტე. არღა მოვკუდები, არამედ მომავალ ვარ მეცა. ამის ყოვლისათჳს გიხაროდენ, რამეთუ არღარაჲ გაქუს მიზეზი მწუხარებისაჲ, ვინაჲთგან ყოვლით კერძო გესმა წარმართებაჲ სახარებისაჲ, რომელ-ესე არს ჭეშმარიტი სიხარული უფლისა მიერი და საღმრთოჲ, თქუენ შორის ძმად წოდებულთა მაგათ კეთილად...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს. უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მომართ (3,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან ყოველთა მეუფისაჲ წარმოთქუა, აწ თავისაცა თჳსისასა წარმოუთხრობს, ვითარმედ: "იგი ჯუარს-ეცუა თქუენთჳს, ხოლო მე, აჰა ესერა, შეკრულ ვარ მისთჳს და სიკუდიდ განმზადებულ", რამეთუ რაჟამს ებისტოლესა ამას წერდა, კრულებათა შინა იყო; რაჲსაღამცა სხჳსათჳს, თჳნიერ წარმართთა ქადაგებისათჳს, რომელი-ესე წინაჲსწარ ჰრქუა...

სარჩევი