...უევლტიან; ვსდევდეთ მათ, რომელნი გუელიან. ნუცა განვსცემთ ცხორებასა ჩუენსა, არამედ მოვეკიდნეთ სასოებასა მას მერმისა საუკუნოჲსასა. ბერნი ვიგონებდეთ, ვითარმედ აჰა ესერა მოახლებულ არს სიკუდილი; ჭაბუკნი კუალად ვიგონებდეთ, ვითარმედ უცნაურ არს ჟამი სიკუდილისაჲ, და „ვითარცა მპარავი ღამით, ესრეთ მოიწევის დღჱ იგი“. ამისთჳს უკუე ვეკრძალნეთ ყოველნი და ვასწავებდეთ ურთიერ-თას შეურაცხ-ყოფად წარმავალთა ამათ და წარუვალთა მათ ზრუნვად, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.



