1.ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა,2.რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის.3.რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ.4.ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.5.რამეთუ თქუენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ და შვილნი დღისანი, და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი.6.აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ.7.რამეთუ რომელთა-იგი სძინავნ, ღამე სძინავნ, და რომელნი-იგი დაითრვნიან, ღამე დაითრვნიან.8.ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ.9.რამეთუ არა შემქმნნა ჩუენ ღმერთმან რისხვისათჳს, არამედ შესაწევნელად ცხორებისა უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა,10.რომელი მოკუდა ჩუენთჳს, რაჲთა, გინა თუ გუეძინოს გინა თუ გუეღჳძოს, ერთბამად მის თანა ვცხონდეთ.11.ამისთჳს ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.12.ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი.13.და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა.14.გლოცავ თქუენ, ძმანო, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ.15.ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ; არმედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთარს და ყოველთა მიმართ.16.მარადის გიხაროდენ.17.მოუკლებელად ილოცევდით.18.ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ.19.სულსა ნუ დაავსებთ.20.წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ.21.ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ.22.ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით.23.ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმიდა გყვენინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშჳნელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ.24.სარწმუნო არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ, ვითარმედ და ყოსცა.25.ძმანო, ილოცევდით ჩუენთჳსცა.26.მოიკითხენით ძმანი ყოველნი ამბორის-ყოფითა წმიდითა.27.გაფუცებ თქუენ უფალსა, წარუკითხეთ წიგნი ესე ყოველთა ძმათა წმიდათა.28.მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა. ამინ.
„ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის.“ ().
1. აღსასრულის ჟამის ძიების უსარგებლობა
არაფერი, როგორც ჩანს, ისე ზედმეტად მაძიებელი და უხილავისა და დაფარულის შესწავლისადმი ხარბი არ არის, როგორც ადამიანთა ბუნება.ეს კი მას ჩვეულებრივ მაშინ...
„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().
1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება
წინამძღოლს აუცილებლობით აქვს მცირედსულოვნების მრავალი საბაბი; როგორც ექიმთა მსახურებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება,...
...„ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ" (). რადგან პირველ წერილშიც ამბობდა: „ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა" ().ამრიგად, მისული რომ ყოფილიყო, არაფრის დაწერა აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ რადგან საკითხი გადადებული რჩებოდა, ამის გამო უმატებს ამ წერილს, როგორც ტიმოთეს მიმართაც ამბობს, რომ ზოგიერთნი „იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა" ().
ამას კი იმისთვის აკეთებდნენ, რომ მორწმუნეებს, რომელთაც აღარაფერი დიდი და ბრწყინვალე ექნებოდათ სასოებად, შრომათა წინაშე გული გასტეხოდათ.რადგან მათ სასოება ატარებდა და არ უშვებდა, რომ აწმყო გასაჭირს დამორჩილებოდნენ, ეშმაკმა, თითქოს რაღაც ღუზის გადაჭრა მოინდომაო, როცა ვერ შეძლო დაერწმუნებინა, რომ მომავალი საქმეები სიცრუე იყო, სხვა გზა აირჩია: წინ დააყენა რამდენიმე მავნებელი ადამიანი და ცდილობდა დაეცდუ...
1 თესალონიკელთა მიმართ 5:21 თესალონიკელთა მიმართ 5:6
3. მხნეობა, სიფხიზლე და წმინდანთა ლოცვა:
...ენა, დასაწყისშივე ასე გაბრწყინდა, მით უმეტეს — ისინი, ვინც უკვე ირწმუნეს. მაგრამ ნურავინ, ამას რომ იაზრებს და იცის, რომ მოკლე დროში ყველაფრის აღდგენა შეიძლება, უდებებას მიეცემა; რადგან მომავალი უცნობია და „დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის“ (), უეცრად დაგვესხმის თავს ჩვენ, მძინარეთ; მაგრამ თუ არ გვეძინება, მპარავივით არ დაგვესხმის თავს და მოუმზადებელთ არ წაგვიყვანს.რადგან თუ „მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ“ (), იგი უკვე მპარავივით აღარ დაგვესხმის თავს, არამედ როგორც სამეფო მაცნე, რომელიც ჩვენთვის გამზადებული სიკეთეებისკენ გვიხმობს; ხოლო თუ გვძინავს, მპარავივით თავს დაგვადგება.მაშ, ნურავინ დაიძინებს, ნურავინ იქნება უქმი სათნოების მიმართ; რადგან სწორედ ეს არის ძილი.
ნუთუ არ იცით, როცა გვძინავს, როგორ აღარ არის ჩვენი საქმეები უსაფრთხოდ და როგორ ადვილად ხდება ისინი ბოროტი ზრახვის სამიზნე?ხოლო როცა ვფხიზლობთ, ჩვენთვის ამოდენა დაცვა აღარ არის საჭირო....