1.ხოლო სარრაჲ, ცოლი აბრაამისი, არა უშობდა მას. და იყო მისი მჴევალი მეგჳპტელი, რომლისა სახელი აგარ.2.და თქუა სარრა აბრაამის მიმართ ქუეყანასა ქანანისასა: აჰა ეგერა, დამჴშა მე უფალმან არა შობად. შევედ უკვე მჴევლისა მიმართ ჩემისა, რათა შვილიერ ვიქმნნეთ მისგან. და ისმინა აბრაამ ჴმისა სარასა.3.და მოიყუანა სარა, ცოლმან აბრაამისმან, მჴევალი მისი, მეგჳპტელი აგარ, შედგომად ათისა წლისა დამკჳდრებისა აბრამისა ქუეყანასა ქანანისსა, და მისცა იგი აბრაამს, ქმარსა თჳსსა, ცოლად მისსა.4.და შევიდა აგარის მიმართ და მიუდგა. და იხილა, რამეთუ მუცელქმულ არს. და უპატიო იქმნა დედოფალი მისი მის წინაშე.5.და ჰრქუა სარრა აბრაამის მიმართ: ვიუსამარლოები შენგან, მე მოგეც შენ მჴევალი ჩემი წიაღთა შენთა. ხოლო მან იხილა რაჲ, ვითარმედ მუცელქმულ არს, უპატიო-ვიქმენ წინაშე მისსა. საჯენ ღმერთმან შორის ჩემსა და შენსა.6.და თქუა აბრაამ სარრას მიმართ: აჰა, მჴევალი შენი ჴელთა შინა შენთა. იჴუმიე იგი, ვითარ-რაჲმეცა სათნო არს შენდა. და ძჳრი შეაჩუენა მას სარრა. და წარვიდა პირისაგან მისისა7.ხოლო პოვა იგი ანგელოზმან უფლისა ღმრთისამან წყაროსა ზედა წყლისასა უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ზედა გზასა ზედა სურისასა.8.და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აგარ, მჴევალო სარასო, ვინაჲ მოხუალ? და სადაჲ წარხუალ? და თქუა: პირისაგან სარას, დედოფლისა ჩემისა, ვივლტი მე.9.და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: მიიქეც დედოფლისა შენისა მიმართ და დამდაბლდი ქუეშე ჴელსა მისსა.10.და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი და არა აღირაცხოდის სიმრავლისაგან.11.და ჰრქუა მას ანგელოზმან უფლისამან: აჰა შენ მუცელქმულ ხარ და ჰშვე ძე, და უწოდი სახელი მისი ისმაილ, რამეთუ შეისმინა უფალმან სიმდაბლისა შენისაჲ.12.ესე იყოს ველური კაცი. ჴელნი მისნი ყოველთა ზედა და ჴელნი ყოველთანი მის ზედა და წინაშე პირსა ყოველთა ძმათა მისთასა დაიმკჳდროს.13.უწოდა აგარ სახელი უფლისა, მზრახუალსა მას მისსა: შენ, ღმერთო, რომელმან მოიხილე ჩემ ზედა, ვითარმედ სთქუ, და რამეთუ წინაშე ვიხილე გამოჩინებული ჩემდა.14.ამისთჳს უწოდა ჯურღმულსა მას ჯურღმული, წინაშე ვიხილე, აჰა, საშუალ კადისა და საშუალ ვარადისა.15.და უშვა აგარ აბრაამს ძე და უწოდა აბრაამ სახელი ძისა თჳსისა შობილისაჲ მისდა, რომელი შვა აგარ, ისმაილ.16.ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს.
1. მართლის სათნოება და ქორწინებულთა ერთსულოვნება (16:2)
დღევანდელი საკითხავი კვლავ იმავე მამამთავრის შესახებ საუბრისკენ გვიხმობს. ნუ გიკვირთ, თუ მისი ისტორიის თხრობას ამდენი დღის განმავლობაში ვაგრძელებთ და დღესაც ვერ შევძლებთ დავასრულოთ. მართლის სათნოებათა დიდი სიმრავლე და მისი სრულყოფილებათა სიდიადე ყველა ადამიანურ ენას აღემატება, რადგან ვისაც თავად ღმერთმა ზეგარდმო გვირგვინი დაადგა და ადიდა, მას ვინ შეძლებს ადამიანთაგან ღირსეულად შეაქოს? მაგრამ, თუმცა ჩვენი სიტყვა მისი ღირსების ბევრად...
...ელის სახით შთამომავლობაც მიანიჭა მას, ამგვარად, მართალს დიდ ნუგეშს აძლევდა და მოთმინებისთვის ჯილდოს ბოძებდა. ხოლო როცა ისმაელი დაიბადა, საღვთო წერილმა, სურდა რა პატრიარქის ასაკი ეჩვენებინა, მისი წლების ზუსტი რიცხვიც მიუთითა და თქვა: „ხოლო აბრაამ იყო ოთხმეოცჳდაექუსთა წელთა, რაჟამს უშვა აგარ ისმაელი აბრაამს" (). მაშ, ახლა ეს და შემდგომი გამონათქვამები განვიხილოთ და კვლავ დავინახოთ, რა დიდი იყო მართლის მოთმინება და რა დიდი და გამოუთქმელი — უფლის კაცთმოყვარეობა. ამას ნათლად დავინახავთ, თუ კვლავ ყურადღებას მივაქცევთ პატრიარქის ცხოვრების წლებსა და იმას, როგორ ყოვლადსახიერი ღმერთი მის ბედს განაგებდა, მუდმივად გამოცდებს უგზავნიდა თავის მორჩილს და ამით მის სულში ღვთის სიყვარულს ამჟღავნებდა. უფალი, რასაკვირველია, თავადვე ნათლად ხედავდა თავისი მორჩილის სათნოებას, მისი სულის სილამაზესა და მანვე კარგად იცოდა ამ მარგალიტის ფასი; მაგრამ სურდა იგი ყველა მისი თანამედროვისთვის ეჩვენებინა, რომ მომდევნო თაობებშიც მართლის სათნოება მსურველთ მოშურნეობისა და მიბაძვისკენ მიეზიდა. ამიტომ ღმერთი ნელ-ნელა ავლენს მართლის სულის სიმდიდრეს, რომ ჩვენც ვისწავლოთ — არასდროს დავკარგოთ რწმენა ღვთის აღთქმებისადმი და არ სასოწარვკვეთოთ მათი აღსრულების დაგვიანების გამო; დ...