1.და შემდგომად სიტყუათა ამათ იქმნა სიტყუაჲ უფლისა აბრაამის მიმართ, ჩუენებასა შინა ღამისასა, მეტყუელი: ნუ გეშინინ, აბრაამ, მე შეგეწიო შენ, სასყიდელი შენი იყოს ფრიად.2.და თქუა აბრაამ: მეუფეო, რაჲ მომცენ? რამეთუ მე წარვწყმდები უშვილოდ, ხოლო ძე მასეკის, სახლისწულისა ჩემისა, ესე დამასკოჲს ელიეზერ.3.და თქუა აბრაამ: ვინათგან მე არა მომეც თესლი, ხოლო სახლისწული ჩემი დამიმკჳდრებს მე.4.და მეყსეულად იქმნა ჴმაჲ მისსა მისდა მიმართ მეტყუელი: არა დაგიმკჳდრებს შენ, არამედ, რომელი გამოვიდეს შენგან, მან დაგიმკჳდროს შენ.5.და განიყუანა იგი გარე და ჰრქუა მას: აღიხილენ თუალნი ცად მიმართ და აღრაცხენ ვარსკულავნი, უკუეთუ ძალ-გიც აღრაცხვაჲ მათი. ესრეთ იყოს თესლი შენი.6.და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ.7.ხოლო ღმერთმან თქუა მისსა მიმართ: მე, ღმერთი გამომყუანებელი შენი სოფლისაგან ქალდეველთასა, რათა მოგცე შენ ქუეყანა ესე სამკჳდრებელად.8.და თქუა: მეუფეო უფალო, რაჲთა ვცნა, ვითარმედ დავიმკჳდრო იგი.9.და ჰრქუა მას: მომგუარე მე დიაკეული სამისა წლისაჲ და ვაცი სამისა წლისაჲ და ვერძი სამისა წლისა და გურიტი და ტრედი.10.ხოლო მან მოიხუნა ესე ყოველნი და განყუნა იგინი შუა ღა დასხნა იგინი პირისპირ ურთიერთას, ხოლო მფრინველნი არა განყუნა.11.და გარდამოვიდეს მფრინველი მძორთა მათ ზედა ორად განკუეთილებათა მათთა. და თანა-უჯდა მათ აბრაამ.12.ხოლო დასლვასა მზისასა განკჳრვებაჲ დაეცა აბრაამს და, აჰა, შიში ბნელი დიდი დაეკუეთა მას.13.და თქუა აბრაამის მიმართ: ცნობით უწყოდე, ვითარმედ მსხემ იყოს თესლი შენი ქუეყანასა არა თჳსსა და დაიმონებდენ მათ. და განაშორებდენ მათ და დაამდაბლებდნენ მათ ოთხას წელ.14.და ნათესავი, რომელსაცა ჰმონონ, ვსაჯო მე ხოლო შემდგომად ამათსა გამოვიდენ აქა განმზადებულებითა მრავლითა.15.ხოლო შენ წარხჳდე მამათა შენთა თანა მშჳდობით, განზრდილი სიბერითა კეთილითა.16.და მეოთხე ნათესავი მოიქცეს აქა, რამეთუ არ-ღა სრულ ქმნილ არიან ცოდვანი ამორეველთანი აქამომდე.17.ხოლო ვინათგან დასლვად მიიწია მზე იქმნა ალი და აჰა საჴმილი და ლამპარნი ცეცხლისანი, რომელნი განვიდეს შორის ორ განკუეთილებათა მათ.18.მას დღესა შინა აღუთქუა უფალმან აბრაამს აღთქუმაჲ მეტყუელმან: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე მდინარითგან ეგჳპტისათ, ვიდრე მდინარედმდე დიდად ევფრატად.19.კინეველნი და კინეზელნი და კედმაზელნი.20.და ქეტელნი და ფერეზელნი და რაფიმელნი.21.და ამორეველნი და ქანანელნი და გერგესეველნი და იებოოსლელნი.
მართალთა სათნოება საგანძურს ჰგავს, რომელშიც დიდი და გამოუთქმელი სიმდიდრეა დამალული. როგორც ასეთი საგანძურიდან თუნდაც მცირე ნაწილი ვინმემ აიღოს, არცთუ მცირე კეთილდღეობა შეუძლია იმით მოიპოვოს, ასევეა ამ პატრიარქის სათნოებაშიც — ნებისმიერი ვინმე იმავეს აღმოაჩენს. მართლაც, თითქმის ყოველდღე მისი ცხოვრებიდან შეგონებას შემოგთავაზებთ და თანაც ამ ტკბობას დიდი სიუხვით გადმოგცემთ, მაგრამ დღემდე მისი სათნოებების მცირე ნაწილიც კი ვერ მოვყევით. ესოდენ უხვია მისი...
1. წერილის ძალა და აბრაამისადმი აღთქმის შეხსენება (15:5–8)
დიდია საღვთო წერილის ძალა და დიდია მის სიტყვებში დამალული აზრების სიმდიდრე. ამიტომაც ჩვენ, გულმოდგინებით ვუსმენთ რა მას, ბევრი გამოძიებით უნდა მოვეკიდოთ, რომ უხვი სარგებელი მივიღოთ მისგან. სწორედ ამიტომ ქრისტემაც გვიბრძანა: „გამოიძიებდით წიგნთა" (), — რათა არა მხოლოდ უბრალო კითხვით დავკავდეთ, არამედ წერილის სიღრმეში ჩაწვდომით მისი ჭეშმარიტი აზრის წვდომა შეგვძლებოდა. ასეთია წერილის...
და იყო მუნ მოწაფეთა თანა დამასკოს დღე რავდენმე (9,19).:
...თარგმანი: დამასკოჲ გამოითარგმანების სისხლად ძაძისა, ხოლო არს იგი ქალაქი ფინიკიისაჲ დამასკო ეწოდა ელიაზარსცა. ძესა მასეკისსა, სახლისწულსა აბრაჰამისსა, რამეთუ მას დამასკოცა ეწოდებოდა, ვითარ-იგი აბრაჰამ ეტყჳს ღმერთსა, ვითარმედ: "ძემან მასეკისმან, სახლისწულმან ჩემმან, ამან დამასკო-ელიაზარ დამიმკჳდროს მე თესლი" (). ცხად არს, ვითარმედ მასვე და ერთსა ძესა მასეკისსა ორივე ესე სახელი ეწოდებოდა: ელიაზარ და დამასკო.
და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე ღმრთისაჲ. და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ტყუენვიდა იერუსალემს შინა, რომელნი ჰხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთმოძღუართა თანა? ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკეს შინა, და გულისჴმა-უყოფდა, ვითარმედ ესე არს ქრისტე. (9,20-22).
თარგმანი: უმაღლეს ყოველთა მოციქულთასა და უკადნიერეს იწყო განცხადებად, ვითარმედ ქრისტე მე არს ღმრთისაჲ. ვინაჲცა საკჳრველ იყო, ვითარ რომლისა-იგი პირველ კაცებისაცა სახელსა ვერ თავს-იდებდა სმენად, აწ მისთჳს წიგნთაგან მოსესთა და წინაჲსწარმეტყუელთასა გულისჴმა-უყოფს პურიათა, ვითარმედ: ქრისტე ჭეშმარ...
მოციქულისაჲ: ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაიტელ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი". ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად (9,6-8).:
...თმან და წარმართთა მისცა. რაჲ არს დავრდომაჲ სიტყჳსაჲ? — ცხად არს, ვითარმედ — რაჟამს წინაჲსწარ თქუმული არა იქმნას საქმით. ხოლო რომელი იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომლისა აწ დავრდომასა და უქმ ქმნასა აჩემებენ ღმერთსა? — ცხად არს, ვითარმედ სიტყუაჲ იგი დაბადებისაჲ: "ესრეთ იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი" (), რომელი-ესე უეჭუელად სრულ ქმნილ არს და არა დავრდომილ არს; რამეთუ არა ჴორციელსა, არამედ სულიერსა მსგავსებასა ზედა იქმნების უჭეშმარიტესი შვილობაჲ. ამისთჳს აწ მოციქულმან არა იაკობისგანნი, არამედ ისრაჱლისაგანნი თქუნა, რაჲთა არა ჴორცთა მიერ, არამედ სათნოებისა მიერ სახელ-სდვას მას, ვითარმედ არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ ზეგარდამო მონიჭებულ იქმნა აღთქუმით შვილობაჲ აბრაჰამისი. ხოლო სიტყუასა ამას, რომელ აწ შემოიღო "დაბადებისაგან", - "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი", — თჳთვე თარგმნის მოციქული, ვითარმედ: აღთქუმით იქმნების შვილებაჲ იგი; არღარა აბრაჰამისი, არამედ ღმრთისაჲ; რამეთუ თჳთ ისაკიცა იგი, რომელ მან შვა, არა ძალითა ჴორციელითა, არცა ჰასაკისაგან ჟამიერისა, არამედ ჟამთა გარდასრულისაგან და მოუძლურებულისა იშვა; მხოლოდ მადლითა აღთქუმისაჲთა, რომელი-ესე სახე იყო, ვითარმედ სულიერი იგი აღთქუმისა შვილებაჲ არა ჴორცთა და სისხლთა, არამედ სარ...
...გამართლება? — ამისთვის ნეტარი მოციქული, გამალიელის ფერხთით აღზრდილი და სჯულში გულდასმით გაწვრთნილი, ამბობს: ნუ იფიქრებთ, უსირცხვილო იუდეველნო, რომ წინადაცვეთამ თავისთავად გაამართლა იგი; ჯერ კიდევ წინადაუცვეთელმა, მხოლოდ რწმენა გამოავლინა და უკვე გამართლდა: „ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ" (). მაშ, მას შემდეგ, რაც ღვთისდამი რწმენით გამართლება მიიღო, მიიღო წინადაცვეთის ნიშანი; და ჯერ ღმერთმა სახელს ასო დაუმატა, შემდეგ კი წინადაცვეთა უბრძანა, და ამით აჩვენა, რომ მხოლოდ დიდი სათნოებისთვის ირჩევს და თავისთან აახლოებს მართალს, ხოლო მის გამო — მის შთამომავლობასაც. და როგორც ადამიანები, რომლებიც მონებს ყიდულობენ, ხშირად სახელსაც უცვლიან, ტანისამოსსაც, და ყველაფერს აკეთებენ, რომ სხვა მონებისგან განასხვავონ ისინი, რომ ყოველივეთი ჩანდეს, ვის ეკუთვნიან, — ასევე ყოვლის უფალმა, სურდა რა აბრაამი სხვა ადამიანებისგან გამოერჩია, ასოს დამატებით აღნიშნა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, ხოლო წინადაცვეთით — რომ მისი ხალხი რჩეული იქნებოდა და მისგან წარმოშობილი შთამომავლობა სხვა ხალხებისგან განცალკევებული. მაგრამ თუ მათაც, თავიანთი სიბრმავის გამო, ჯერ კიდევ სურთ ხორციელი წინადაცვეთის დაცვა და ისინი არ ისმენენ პავლეს სიტყვებს: **„უკუეთ...