1.ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაჲ. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოჲ.2.და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.3.და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:4.და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა.5.და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.6.და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.7.და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ.8.მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.9.და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა.10.და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე,11.წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა.12.და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან.13.და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.14.და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.15.და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.16.ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.17.და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა და თქუა გონებასა თჳსსა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას ძე და სარრა ოთხმეოცაათისა წლისამან შუეს.18.და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა.19.და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.20.ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.21.ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა.22.დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან.23.და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.24.ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა.25.ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა წინადაუცვეთელებაჲ ჴორცისა მისისაჲ.26.ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.27.და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლის ნაშვთა და ვეცხლით ფრდილთა უცხოთესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა მათ.
ხედავდით, საყვარელნო, როგორ საღვთო წერილში არაფერი ითქმის უსარგებლოდ? ხედავდით, რა დიდი სარგებელი მივიღეთ გუშინ, როცა აგარისა და მისი გაქცევის შესახებ ვსაუბრობდით? შევიტყვეთ პატრიარქის დიდი სიმშვიდე, მისი უმანკოების სიმაღლე, ის პატივი, რომელსაც სარას აღუვლენდა, რადგან ყველაფერზე ძვირფასად მასთან თანხმობას მიიჩნევდა. ვნახეთ, როგორ ღმერთმა, თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, მოისურვა რა მართლისთვის პატივი მიეგო, არა მხოლოდ აგარი დააბრუნა, რომელიც...
დღეს გთავაზობთ გუშინდელი ტაბლის ნარჩენებს და დავასრულებთ სიტყვას, სახელდობრ, კურთხევისა და აღთქმისა შესახებ, რომელიც ყოვლისა ღმერთმა პატრიარქს უბოძა. მაგრამ ტაბლის ნარჩენებს რომ გესმით, ნურაფერ ხორციელს იფიქრებთ: სულიერი ტაბლის ნარჩენები საჭმლის ნარჩენებს არ ჰგავს. ხორციელი ნარჩენები, სიახლეს რომ კარგავს, მჭამელთათვის ყოველგვარ სიამოვნებას კარგავს, ხოლო თუ კიდევ ერთი ან ორი დღით დატოვებ, სრულიად უვარგისი ხდება. სულიერი ნარჩენები კი, თუნდაც...
მოციქულისაჲ: ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ; არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ (4,16-17).:
...ლითა, არამედ წინადაუცუეთელობისა სარწმუნოებითა შვილთა აბრაჰამისთა. ესრეთ უკუე შეაერთებს ორთა ერთა — ჰურიათა და წარმართთა, და ზოგად მათ ყოველთა მამა ჰყოფს აბრაჰამს; არა ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ წამებითა სიტყუასა მას დაბადებისასა, რომელი-იგი მისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: "მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ" ().
მოციქულისაჲ: წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი, და უწესნ არაარსსა მას, ვითარცა არსსა (4,17).
თარგმანი: წინაშე პირსა — ესე იგი არს, ვითარმედ, ვითარცა-იგი ღმერთსა, რომლისა მიმართ ჰრწმენა აბრაჰამს, არა ვიეთმე, არამედ ზოგად ყოველთა ღმერთ არს და ეწოდების, ეგრეთვე აბრაჰამ ზოგად ყოველთა მამა არს. და ვითარ-იგი ღმერთი არა თჳსებითა ბუნებითითა, არამედ მადლით შვილებითა ყოველთა მამა არს, ეგრეთვე აბრაჰამ არა თჳსებითა ჴორციელითა, არამედ ზიარებითა სარწმუნოებისაჲთა ყოველთა მამა არს, რამეთუ ესე მიჰმადლა მას სარწმუნოებით მორჩილებამან ღმრთისა სიტყუათამან, ვითარმედ ძალ-უც მას, რომელი-იგი არაარსისაგან დაჰბადებს არსთა და ცხოველ ჰყოფს მკუდართა, რაჲთა მისიცა მკუდრობაჲ აღადგინოს და მისცეს თესლი შვილიერებისაჲ.
მოციქულისაჲ: რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა,...
...ლო თქუენ, რომელნი-ეგე არა შჯულისმდებელ ხართ, უფროჲს ზომისა უშჯით შჯულსა მცნებისა მიერ არაშჯულიერისა. ხოლო რომელ თქუა, თუ: ყოვლითურთ კაცი, გამოა-ჩინებს, ვითარმედ წინადაცუეთაჲ მცირედი რაჲმე სიმრთელჱ არს. რაჲ არს უკუე სიმრთელე იგი წინადაცუეთისაჲ? „სული კაცისაჲო, რომელმან არა მიიღოს წინადაცუეთაჲ, აღიჴოცოს“. ხოლო მე არა ერთითა ასოჲ-თა შებოროტებული, არამედ ყოვლით კერძო განხრწნილი აღვადგინე. ამისთჳს უკუე „ნუ შჯით თუალ-ღებით“.
სწავლაჲ მთ სიმართლისათჳს
ხოლო ესე არა მაშინდელთა მათ მიმართ ოდენ თქუმულ არს, არამედ ჩუენდა მომართცა, რაჲთა არცა ერთითა საქმითა გარდავაქცევდეთ სიმართლესა, არამედ ყოვლით კერძო სიმართლისათჳს ვისწრაფდეთ. და გინა თუ გლახაკი ვინ იყოს, გინა თუ მდიდარი, არა პირთა ვხედვიდეთ, არამედ საქმეთა, რამეთუ „არა შეიწყალო გლახაკი საშჯელსა შინა“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ მისდრკები უსამართლოებისა კერძსა, დაღაცათუ გლახაკი იყოს უსამართლო. აწ უკუეთუ გლახაკისა წყალობისათჳს სიმართლისა გარდაქცევაჲ არა ჯერარს, არა უფროჲსად მდიდრისათჳს არა ჯერ-არსა? ხოლო ამას ვიტყჳ არა მსაჯულთა მიმართ ოდენ, არამედ ყოველთა კაცთა, რაჲთა არაოდეს გარდავაქციოთ სამართალი, არამედ ყოლადვ...