1.და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი.2.და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად.3.ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის.4.უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა.5.და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ?6.და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი.7.მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი.8.და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა.9.და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა.10.სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს.11.უკუეთუ სიცრუვისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ?12.და უკუეთუ სხჳსასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ?13.არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, და ანუ ერთისაჲ თავს-იდვას და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
14.ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვეცხლის-მოყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას.15.და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავსა თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა.16.რამეთუ სჯული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების.17.უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ ვიდრეღა სჯულისა ერთი რქაჲ დავრდომად.18.ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა.
19.კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ.20.გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა.21.და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა.22.იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა.23.და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.24.და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა.25.ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები.26.და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად.27.ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა,28.რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.29.ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ.30.ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ.31.ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ.
1. და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. 2. და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. 3. ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. 4. უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. 5. და...
სარწმუნო იგი მცირესა ზედა, და მრავალსა ზედაცასარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს,მრავალსა ზედაცა ცრუ არს. ( ლუკ. 16, 10).
დღეს, ძმანო ჩემნო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ჩვენ განვიზრახეთ უბნობა თქვენთა იმ საგანზედ, რომელსა გვასწავლის ჩვენ მაცხოვარი ახლა მოყვანილსა სიტყვასა შინა: სარწმუნო იგი მცირესა ზედა... მახლობელი და პირდაპირი აზრი ამ სიტყვისა არის უბრალო და ცხადი: აქ მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რომელ კაცი, სარწმუნოდ და პატიოსნად აღმასრულებელი ყოველი მცირე საქმისა და...
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა დაიხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ (ლუკა 16, 19).
ყოველი გონიერი კაცი, ძმანო ქრისტიანენო, ჰფიქრობს მომავალისათვის და სცდილობს, რომ წინადვე მოიმზადოს ყოველი, რაც შეეწევა მისს ცხოვრებასა და ბედნიერებასა. არა ესრედ იქცეოდა მდიდარი იგი დღეს წაკითხულისა იგავისა; იგი არ ჰფიქრობდა ხვალისათვის, არამედ სცხოვრებდა დღითი-დღე, ბრწყინვალედ იმოსებოდა, ტკბილად სვამდა და სჭამდა, ლხინობდა და იხარებდა ყოველ დღე, ერთი სიტყვით, იგი იყო დაუდევნელი, წინდაუხედავი....
თუმცა იგავი, დღეს თქვენმიერ მოსმენილი სახარებითგან მდიდარსა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა, მრავალგზის იყო საგნად ჩვენისა თქვენს წინაშე უბნობისა, გარნა, ვინაითგან იგი არის ერთობ მშვენიერი და აღმაშენებელი კაცის ზნეობისა და ვინაითგან მისი განხილვა შეიძლება სხვა და სხვა კერძოით, ამისთვის დღესაც მივაქციოთ მას ზედა ყურადღება და განვიხილოთ ერთი მისი კერძო.
პირველად, რამ გააფუჭა ზნეობა მდიდრისა ამის? რამ გააქვავა ესოდენად მისი გული, რომ მას კაცი არ ებრალებოდა?...
და მან ხმა-ჰყო და სთქვა: მამაო აბრაამ!შემიწყალე მე, და მოავლინე ლაზარე, რათადააწოს მწუერვალი თითისა მისისა წყალსადა განმიგრილოს ენაი ჩემი: რამეთუ ვიტანჯებიმე ალითა ამით ცეცხლისათა (ლუკ.ივ, კდ)
ესრეთ ევედრებოდა აბრაამს მდიდარი, მყოფი სატანჯველსა შინა. ტანჯვა მისი იყო ესოდენ დიდი და საზარელი, რომელ იგი ნატრობდა ერთსა წვეთსა წყალსა გასაგრილებლად ენისა თვისისა.
რისთვის დაისაჯა ძმაო ქრისტიანენო, ეგ-ზომად მდიდარი იგი? მისთვის, რომელ მან თვისი ცხოვრება ამ სოფელში გაატარა უქმად,...
იგავი მდიდარსა კაცსა და გლახაკსა ლაზარესა ზედა (ლუკ. ივ, ით-ლა).
მრავალთა, დიდთა სწავლათა, და მოძღვრებათა აძლევს მაცხოვარი დღეს წაკითხულითა სახარებითგან იგავითა მდიდარსა კაცსა და ღარიბსა ლაზარესა ზედა ყოველი მდგომარეობის და შეძლების ადამიანთა. კაცი მდიდარი, შეძლებული და ნუგეშის-ცემული ხშირად უნდა წარმოიდგენდეს, რა სახით აღწერა მაცხოვარმან ამ იგავში ცხოვრება ერთისა მდიდარისა კაცისა და ეშინოდეს, რომ დაემსგავსოს მას. მაცხოვარი იტყვის, რომელ მდიდარი იგი მხოლოდ სჭამდა, სვამდა და იმოსებოდა...
დღეს წაკითხულითა იგავითა მაცხოვარმან გამოგვიხატა ჩვენ, ძმაო ქრისტიანენო, ორ-გვარი, ერთი მეორისაგან ფრიად განსხვავებული და წინააღმდეგი სახე ცხოვრებისა. ცხოვრება მდიდრისა იყო აღვსებული ყოვლითა ნუგეშითა და შვებითა ამის სოფლისათა; იგი ბრწყინვალედ იმოსებოდა. ტკბილად სვამდა და სჭამდა და ყოველდღე ლხინითა და მხიარულებითა ატარებდა თავის დროებასა; ხოლო ღარიბი ლაზარე იყო მოკლებული არა თუ ყოვლითა კმაყოფილებითა, არამედ არცა საჭმელი და სასმელი ქონდა საკმაოდ, და...
...ით ვკეტავთ ფულს კარებითა და ურდულებით, და ამ ფულს, რომელიც უსარგებლოდ და უმიზნოდ ძევს, ახლა გაჭირვებულთ არ ვაძლევთ, რომ მომავალ საუკუნეში მათში ჩვენი მფარველები ვიპოვოთ? „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა" (). ვიცი, რომ ბევრი არა თუ მხოლოდ ჩვენს სიტყვებს არ იღებს, არამედ მნიშვნელობასაც არ ანიჭებს, ცარიელ ლაპარაკად და ზღაპრად მიიჩნევს. ამიტომაც ვიტანჯები და ვწუხვარ, რომ არც თავად გამოცდილება, არც ღვთის ასეთი დიდი აღთქმა, არც მომავლის შიში, არც ყოველდღიური შეგონებანი ჩვენნი ვერ შეძლებენ ამ ადამიანების შერყევას; მიუხედავად ამისა, არ შევწყვეტ ამგვარი შეგონების განმეორებასას, ვიდრე ჩემი დაჟინებით არ შევძლებ მათ დაძლევასას, ყურადღებიანობის გამოღვიძებასა და იმ გაძღომისა და სიმთვრალისგან გამოყვანას, რომელშიც ფულის ვნებამ ჩააგდო, მათი გონება დააბნელა რა. ვიცი, ვიცი, რომ ღვთის მადლის შემდეგ ჩვენი მუდმივი სწავლებანიცა და მარხვის წამალიც შეძლებენ, თუნდაც მალე არა, ამ მძიმე სენისგან მათ განკურნებას და სრულ ჯანმრთელობას დაუბრუნებენ, რათა ისინიც თავისუფალნი გახდნენ მოელოდებული სასჯელისგან, ჩვენც მწუხარებისგან გავთავისუფლდეთ და ყველაფრისთვის დიდებ...
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:
...დებოდეთ, რაჲთა მეოხ გუეყვნენ წინაშე ღმრთისა; არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა არა ვიყვნეთ უდებებასა შინა და ცოდვასა, შუებასა და ძილსა და ვჰგონებდეთ სხუათა ლოცვითა მიმთხუევად ცხორებასა.
რამეთუ ისმინეთ, რასა მეტყჳს უფალი: „მოიგენით თავისა თჳსისა მეგობარნი“. ესე თქუა და არა დაიდუმა, არამედ შესძინა: „მამონაჲსაგან სიცრუისა“, რაჲთა შენცა ნაყოფი გაქუნდეს სათნოებისაჲ და არა ცუდად გინდეს მეგობართა მოგებაჲ. რამეთუ სახელითა მით მამონაჲსითა სიცრუით მოგებულისა მის სიმდიდრისაგან მოწყალებისა ქმნაჲ მოასწავა, და საკჳრველი ესე არს, რომელ არცა გამოეძიებს მონაგებსა მას სიცრუისასა და გარემიაქცევს, ვითარმცა იტყოდა: მოგიგიეს ბოროტად, წარაგე აწ კეთილად, შეგიკრებიეს უჯეროდ, განაბნიე ჯეროვნად. და რაჲ სათნოებაჲ არს ესევითარისა მონაგებისაგან ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ? გარნა ღმერთი თჳსისა კაცთმოყუარებისათჳს ამასცა შეიწირავს. ხოლო ჩუენ ესოდენსა მოვიწიენით ულმობელობასა, რომელ არცა თუ სიცრუით შეკრებულისა მისგან ვიქმთ ქველისსაქმესა, არამედ ბევრეული რაჲ მოვიტაცოთ, უკუეთუ მცირედი რაჲმე მივსცეთ, ვჰგონებთ, თუ ყოველი მიგჳცემიეს. არა გესმისა, რასა იტყჳს პავლე: „რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს“. რაჲსათჳს უკუე ერიდები? არა...
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:
...ჩუენი, რომელსა ესრეთ უყუართ, რომელ სულსა თჳსსა დასდებს ჩუენთჳს, და ძლიერი არს მეუფჱ ყოველთაჲ. ხოლო ვინაჲთგან ძლიერიცა არს და უყუართცა, რაჲღა არს დამაყენებელ ჩუენდა ცხოვნებად? არარაჲ, გარნა ჩუენი უდბებაჲ. რამეთუ იტყჳს: „ვერ ძალ-გიც ღმრთისა მონებად და მამონაჲსა“. ; აწ უკუეთუ ღმერთსა ვჰმონებდეთ, მისი მძლავრებაჲ არა მოიწიოს ჩუენ ზედა, რომელი უბოროტეს არს ყოვლისა მძლავრებისა, - სიყუარული საფასეთაჲ, - რომელი სავსე არს შურითა და ჴდომითა, ბილწებითა, ანგაჰრებითა, სიმთრვალითა, რამეთუ აზნაურთა ჰყოფს მონა, არა კაცთა მონა, არამედ ვნებათა. ჵ მონებაჲ საეშმაკოჲ, რომელსა მრავალნი სულნი დაუბნელებიან! დაბნელებულნი იგი ვერ სცნობენ წარწყმედასა მას და უფროჲსად არა ჰნებავს ცნობად, არამედ უხარის ბოროტსა მას შინა, და უკუეთუ ვის ენებოს ჴსნაჲ მათი, განრისხებულ იქმნნიან.
ჵ კაცო, არა თუ ამისთჳს დაიბადე, რაჲთა მარადის ოქროსა და ვეცხლსა ჰმონებდე, არა თუ ამისთჳს შეგქმნა ღმერთმან ხატად თჳსა, არამედ ამისთჳს, რაჲთა მას სათნო-ეყო და ჰპოვნე საუკუნენი კეთილნი და ანგელოზთა თანა იშუებდე. ხოლო შენ რად შთააგდებ თავსა შენსა უკუანაჲსკნელსა მას შინა უნდოებასა ესევითარისა პატიოსნებისა წილ?