თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს გონიერებაჲ და სარწმუნოებაჲ კეთროვნისაჲ მის, რამეთუ ვიდრეღა საღმრთოსა მას მოძღურებასა წარმოიტყოდა უფალი, არა დახრწევა-სცა, არცა კრებული იგი შეაშფოთა, არამედ მოელოდა ჟამსა მარჯუესა, და გარდამო-რაჲ-ჴდა მთით, მაშინღა მოუჴდა, და მოუჴდა არა ლიტონად, არამედ დიდითა სარწმუნოებითა და მჴურვალებითა ფრიადითა, თაყუანის-სცემდა და შეუვრდებოდა მას, ვითარცა ჯერ-იყო; და არა ჰრქუა: უკუეთუ ევედრო ღმერთსა ანუ ილოცო, არამედ: „უკუეთუ გინდესო, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი“; და ეგრეთცა მისსა ნებასა და განგებულებასა მიაგდო ყოველივე. ამისთჳსცა უფალმან დაამტკიცა მისისა მის გონებისა კეთილი ზრახვაჲ და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდნი!“ რაჲთა ცნან ყოველთა ძალი ჴელმწიფებისა მისისაჲ. ხოლო მოციქულნი არა ესრეთ იქმოდეს, არამედ იტყოდეს: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ, ვითარცა თჳსითა ძალითა ანუ ჴელმწიფებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“ გარნა მეუფემან დაღაცათუ მრავალგზის სიტყუანი სიმდაბლისანი თქუნის და არა შემსგავსებულნი დიდებასა თჳსსა, არამედ აწ დასამტკიცებელად გონებათა მათთა,...
სახარებაჲ მათესი 8:2
1-2. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი. - კეთროვანი გონიერი იყო და მთაზე არ ავიდა, რათა სწავლება არ შეეწყვეტინებინა; ხოლო მთიდან ჩამოსულს თაყვანი სცა და დიდი სარწმუნოებაც აჩვენა. რადგან ის კი არ უთხრა, თუ ღმერთს შეევედრები განმკურნავო, არამედ უკეთუ გინდეს-ო. ამიტომაც მოიქცა ქრისტე ასე:
3-4. და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა. - შეეხო რა კეთროვანს, უფალმა აჩვენა, რომ არა თუ არ ემორჩილებოდა სჯულს, რომელიც ბრძანებდა კეთროვანს არ შეხებოდნენ, არამედ თვითონ იყო მეუფე მისი და რომ წმინდისთვის არაფერია უწმინდური და რომ მისმა ნმინდა ხორცმა კურთხევა გადასცა. გაურბის რა დიდებას, უბრძანა არავისთვის ეთქვა, არამედ თავი მღვდლისათვის ეჩვენებინა, რადგანაც უკეთუ იგი არ იტყოდა, რომ...
...(ლუკ. 5,13) და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“ ; ; და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“ ; რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმარა? არა ჰხედავა მუნ ერთარსებასა მას, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი“? რამეთუ უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, უძლურიმცა იყო და ვერშემძლებელი ყოვლისავე ნებისა თჳსისა აღსრულებად. არამედ ვიხილოთ, თუ რაჲ არს ლოცვაჲ მისი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი“ (11,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინ სადა ილოცა ესრეთ? რამეთუ ვიდრეღა არარაჲ ეთქუა, თქუ...
...ო ესე ამისთჳს არს, რომელ უცნაურად მომავალ არს დღჱ იგი, რაჲთა მარადის შიშსა შინა ვიყვნეთ და არაოდეს უზრუნველ ვიქმნებოდით. რასა იტყჳ, არა მოელია აღდგომასა და საშჯელსა? ეშმაკნი აღიარებენ აღდგომასა, და შენ ურწმუნო ხარა? რამეთუ ისმინე, რასა ეტყჳან იგინი უფალსა, ვითარმედ: „მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“. ხოლო რომელნი ტანჯვასა აღიარებენ, მათ აღდგომაჲცა იციან და საშჯელი. ნუმცა უკუე განვარისხებთ ღმერთსა საქმითა ამით ბოროტითა, რაჲთამცა სხუათა მათ ბოროტთა ჩუენთა თანა აღდგომისაცა ურწმუნო ვიყვენით. რამეთუ ვითარცა სხუათა მათ საქმეთა ზედა დასაბამ ჩუენდა იქმნა ქრისტე, ეგრეთვე ამასცა ზედა, რამეთუ ამისთჳს „პირმშოდ შესუენებულთა“ ეწოდების მას. უკუეთუმცა კულა არა ყოფად იყო აღდგომაჲ, ვისიმცა პირმშოჲ იყო, ვინაჲთგან აღდგომადმცა არავის ეგულებოდა? უკუეთუმცა არა იყო აღდგომაჲ, სადა არს ღმრთისა იგი სამართალი, ვინაჲთგან ესეოდენნი უკეთურნი კაცნი კეთილსა შინა არიან ამას სოფელსა, და ესეოდენნი მართალნი კაცნი ჭირსა შინა არიან და ჭირსა შინა აღასრულებენ ცხორებასა მათსა? რამეთუ სადა მიიღებს თითოეული ამათი ღირსებისაებრ მათისა, უკუეთუ აღდგომაჲ არა არს? არამედ არავინ კეთილთა და მართალთა კაცთაგანი ურწმუნო არს აღ...
...ურჩებაჲ.
მოვიდა უკუე ქრისტე სამარიად არა ეტლითა, არამედ ფერჴითა შრომით, რამეთუ მარადის ესევითარისა ცხორებისა მეძიებელ იყო, რაჲ-თამცა ჩუენ გუასწავა მოღუაწებაჲ და არა ძიებაჲ შუებისაჲ. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა სადგური, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“. ;
ამისთჳს უფროჲსსა ჟამსა მთათა შინა არნ. ამას მოასწავებდა დავითცა და იტყოდა, ვითარმედ: „ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას მან“. რამე-თუ იხილე, ვითარ აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი ამას ადგილსა, რაჟამს „დამაშურალი გზისა სლვისაგან იესუ ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსჱ. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ“ (4,6-8).
ამის მიერ გულისხმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უნდოებით იყოფოდა სოფელსა შინა უფალი და გარეწარად აქუნდა საზრდელისა საქმჱ. რამეთუ ამას გამოაჩინებს, რაჟამს თავსა ჴუვილისასა მუსრვიდეს, ; ;
...ა ვითარცა-იგი მეფისა, არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავსა, და არა ყოვლით კერძო ჯერ-არს მოსწრაფებაჲ, რაჲთა მსგავს ქრისტესა ვიქმნნეთ?
ხოლო უკუეთუ ქრისტეს ბაძვად გუნებავს, ისმინეთ, რასა იტყჳს იგი, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“. ; და ჯერიყო ჩუენდაცა ესრეთ ყოფად, არამედ რაჲთა ესე დაუტევო თქუენისა უძლურებისათჳს და ვითხოვო თქუენგან სუბუქი საქმჱ, რაჲთა არა ესრეთ ფრიად მოყუარე იყვნეთ საფასეთა, და ვითარცა მე უძლურებისა თქუენისათჳს სრულსა მას სათნოებასა არა ვითხოვ თქუენგან, ეგრეთვე თქუენ განეშორენით ფრიადსა მას უკეთურებასა და ნუ მონა მონაგებ-თა თქუენთა იქმნებით, არამედ უფალ მათდა იქმნენით; რამეთუ საჴმარ ამისთჳს ეწოდების საფასეთა, რაჲთა ვიჴმარებდეთ, რამეთუ დამარხვაჲ მონისაჲ არს, ხოლო ჴმარებაჲ - უფლისაჲ.
არა თუ ამისთჳს მოგუეცნეს საფასენი, რაჲთა დავჰფლათ ქუეყანასა შინა, არამედ რაჲთა განუყოთ, რომელთა-იგი უჴმდეს. და უკუეთუმცა უნდა ღმერთსა დაფლვაჲ ოქროჲსაჲ, არამცა მოეცა იგი კაცთადა, არამედ დაეტევამცა იგი სიღრმეთა შინა ქუეყანისათა; ხოლო მოგუცა იგი, რაჲთა ურთიერთას მივსცემდეთ. უკუეთუ კულა ვჰმარხვიდეთ მას, არ-ღარა უფალ მის...
...1,39), თუ სადა ვიყოფვი, რაჲთამცა უმეტესად მოიზიდნა და უჩუენამცა, ვითარმედ შეუწყნარებიან იგინი. და ამისთჳს არცა ჰრქუა, თუ: მოვედით ხვალე და ისმინოთ, არამედ ვითარცა თჳსთა მეგობართა და მეცნიერთა ჰრქუა: „მოვედით და იხილეთ“. ხოლო ვითარ იტყჳს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“, ; და აქა იტყჳს, ვითარმედ: „მოვედით და იხილეთ“, სადა ვიყოფვი? არამედ მუნ ამას მოასწავებდა, ვითარმედ არა აქუს თჳსი სახლი და ტაძარნი, და არა თუ მას მოასწავებს, თუ სახლსა შინა არა დადგებოდა. და დაადგრეს უკუე მოწაფენი იგი მას ღამესა მის თანა და ისწავნეს მისგან ერთსა ღამესა სწავლანი ესრეთ, ვიდრეღა გან-რაჲ-თენა, ორნივე სხუათა მასწავლელ იქმნნეს.
სწავლაჲ იჱ ვითარმედ ყოველივე ჟამი მარჯუე არს საღმრთოთა სიტყუათა სმენად, და რაჲთა ვივლტოდით მავნებელთა ზრახვათაგან
ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ, რაჲთა ყოველივე საქმჱ გარეწარად გუაქუნდეს სმენასა თანა საღმრთოთა საქმეთა და სიტყუათასა, და ნუცამცა ერთი ჟამი გუაქუს უჟამოდ საქმისა ამისთჳს, არამედ გინა თუ უცხოსა სახლსა ჯერ-იყოს მისლვაჲ, ანუ თუ უცნაურთა კაცთა თანა ზრახვაჲ, ნურარასმცა ზედა უდებ ვიქმნებით. რამეთუ თითოეულთა საქმეთა ამის სოფლისათა აქუნდინ თჳსი ჟამი...
...უქცა. და უკუეთუ ესევითარი იყოს ნავი ჩუენი და ესრეთ იყოს მენავეთმოძღუარი და მენავენი, კეთილად ვლოთ და ძჱ ღმრთისაჲ, ჭეშმარიტი იგი მენავეთმოძღუარი, მოვიყვანოთ ჩუენდა, რომელმან არა უტეოს ნავსა ჩუენსა დანთქმად, არამედ დაღაცათუ ბევრეულნი ქარნი ქროდიან, შეჰრისხნეს ქართაცა და ზღუასაცა და ქმნას დაყუდება დიდ. ; ;
ესრეთ უკუე მოჰმზადენით თავნი თქუენნი და ხვალისა დღე მოვედით ეკლესიად, და ესრეთ მიგითხრნეთ სიტყუანი დიდისა იოვანესნი, დავსთესნეთ იგინი თქუენ შორის, არამედ ნუმცა გზა ხართ, ნუცა კლდე, ნუცა ეკლოვან, არამედ იყვენით ქუეყანა კეთილ და ნაყოფიერ, რაჲთა ჩუენცა გულსმოდგინებით ვსთესვიდეთ თესლთა, უკუეთუ ვიხილოთ ქუეყანაჲ იგი წმიდად. უკუეთუ კულა ქვიანი იყოს და ეკლოვან და ფიცხელ, შენდობა-ყავ, რამეთუ ვერ ძალ-მიც ამაოდ შრომაჲ, რამეთუ უგუნურება არს ქუეყანასა უქმსა თესვად თესლისა.
რომელიცა ამას ტაბლასა მოვიდეს, არა უჴმს მას საეშმაკოთა ტაბლათა დაჯდომაჲ, რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რომელი-ეგე ისმენ სიტყუათა იოვანესთა და მის მიერ სულისა წმიდისათა, და კუალად მისა შემდგომად წარხუალ სმენად სიტყუათა მეძავთა დედათასა და ზრ...
...დროებისანი დაჴსნილობისა დასაბამ არიან. ისმინე, რამეთუ ინება ვინმე მოკითხვად სახლეულთა თჳსთა, და არა შეუნდო წინაჲსწარმეტყუელმან.
და რად ვიტყჳ მოკითხვასა სახლეულთასა? მამისა თჳსისა დამარხვაჲ ენება მოწაფეთაგანსა ვისმე, და არცა ესე შეუნდო ყოფად ქრისტემან. ; და რაჲმცა იყო უმეტეს ამისა საჭიროჲ და სათანადოჲ საქმე, ვითარ დამარხვაჲ აღსრულებულისა მამისაჲ? არამედ ესეცა დააყენა. რაჲსათჳს-მე ყო ესე? ამისთჳს, რამეთუ ეშმაკი ყოვლითა ძალითა ზედადგას დახრწევად ჩუენდა გზათაგან საღმრთოთა, და უკუეთუ რაოდენიცა პოოს მიზეზი მცირედისა უცალოებისა და დროებისაჲ, დიდსა უდებებასა იქმს.
ამისთჳს ბრძენი იგი იტყჳს: „ნუ სდროებ დღითი-დღე, უკუეთუ გნებავს გზასა მას საღმრთოსა წარმატებად“.
უკუეთუ ყოველივე ღმრთისათჳს უგულებელს-ჰყო, ყოველივე კეთილად განგემარჯოს, ვითარცა იტყჳს: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“. ნუ ზრუნავ უკუე სახლეულთა შენთა, არამედ არწმუნენ იგინი ღმერთსა, რაჲთა მან კე-თილად იღუაწნეს. უკუეთუ შენ იურვოდი მ...
...ვსა მას, დასცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანისცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა“ (14,32-34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ამისა იტყოდეს, ვითარმედ: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“ ხოლო აწ მოუჴდეს და თაყუანი-სცეს მას და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“. ჰხედავა, ვითარ აღამაღლებდა გონებათა მათთა გულისჴმის-ყოფისა კიბეთა? რამე-თუ მაშინ შეჰრისხნა ზღუასა მას და ქართა, ხოლო აწ სხჳთ სახით უჩუენა ძალი თჳსი - სლვითა ზღუასა ზედა და მინიჭებითა პეტრესითა მადლისა მის და განრინებითა მისითა დანთქმისაგან. ამისთჳსცა უმეტესად სარწმუნოებად მოვიდეს და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“.
ხოლო სიტყუასა ამას ზედა ნუუკუე შეჰრისხნაა ქრისტემან? ნუ იყოფინ! უფროჲსღა დაამტკიცა, უმეტესითა რაჲ ჴელმწიფებითა აღასრულნა კურნებანი, ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და...
...ა უღირსად შეჰრაცხა თავი თჳსი, უფალმან ღირსად სასუფეველისა გამოაჩინა იგი და თანამკჳდრად აბრაჰამისა.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: რად არა კეთროანიცა იგი ზემოწერილი ღირს იქმნა ესევითარსა ქებასა, რომელმან უმეტესიღა სარწმუნოებაჲ აჩუენა? რამეთუ არცა თუ ესე თქუა მან, ვითარმედ: „სიტყჳთ თქუ“, არამედ უაღრესად: „უკუეთუ გინდეს“ ოდენო (ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „ყოველივე, რაჲცა უნდა, ქმნა“3). გარნა გულისჴმაყავთ, ვითარმედ იგიცა შემსგავსებულად თჳსისა სარწმუნოებისა საქებელ იქმნა. ამისთჳს მიყო ჴელი თჳსი სახიერმან და ჰრქუა: „მნებავს, განწმიდენი!“ და მერმე ჰრქუა: „შეწირე შესაწირავი შენი საწამებელად მათდა“. ესე იგი არს, შენ ამხილო მათ და პირი დაუყო სარწმუნოებითა შენითა. და კუალად, კეთროანი იგი ჰურიათაგანი იყო, ხოლო ასისთავი ესე - წარმართ. და არა ერთ იყო მაშინ ჰურიისა მის სარწმუნოებაჲ, რომელსა თანანადებად ედვა ესე, და წარმართისა, უფროჲსად ჴელმწიფებასა შინა მყოფისაჲ, მოსლვად სარწმუნოებად, და ვითარ-იგი მას ჰრწმენა ესრეთ ძლიერად და მტკიცედ, რამეთუ გულისჴმა-ყო უფლებაჲ მისი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და ცნა, ვითარმედ ესრეთ ჰმორჩილობენ მას სნებანი და სიკუდილი, ვითარ-იგი ერჩდეს მას მჴედარნი. ამისთჳს იტყჳს: „რამეთუ მე კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე“, ეს...
...ა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა“; რამეთუ ვინაჲთგან საქმით აჩუენა, მერმე სიტყჳთცა უძლიერესად რჩული დაუდვა, რაჲთა კეთილად შეიწყნარონ სიტყუაჲ იგი. და ვითარ აჩუენა საქმით? ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. და არა თავადმან ხოლო ქმნა ესე, არამედ მოწაფეთაცა ეგრეთვე განუწესა და არა შეუნდო სოფელსა ამას შინა რაჲსავე მოგებად; ეგრეთვესახედ აქაცა ბრძანებს.
და იხილე სახიერებაჲ მისი, რომელ ვითარცა მამაჲ მოწყალე, გჳღუწის ჩუენ ჴორციელად და სულიერად. ჴორციელად მოგუცემს დღითი-დღე ბევრეულთა კეთილთა: მზესა აღმოგჳბრწყინვებს, წჳმასა მოგჳვლენს, მთა-თაგან და ველთა ნაყოფთა სიმრავლესა მოგუანიჭებს, ჩუენთჳს განმზადნა მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და ყოველნი პირუტყუნი, რომელნიმე საჭმლად და რომელნიმე სამსახურებელად, ჩუენთჳს აღმოაცენა ქუეყანით ყოველი ხე, ნაყოფიერი და უნაყოფოჲ, თივანი და მწუანვილნი და თითოფერნი ყუავილნი; და რომელიმცა ჟამი კმა-მეყო ანუ რომლითამცა ენითა უძლე მიუთხრობელთა მათ კეთილთა მისთა თქუმად?
ხოლო სულიერნი კუალად ქველისმოქმედებანი და კეთილნი მისნი რაბამ არიან, პავლესი ისმინე, რასა იტყჳს: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა...
...თევზი დიდძალი შეაწყუდია ბადეთა პეტრესთა; და წყალი ღჳნოდ გარდააქცია; და ხუთითა პურითა ესოდენი იგი ერი გამოზარდა; და ზღუასა და ქართა შეჰრისხნა, და დადუმნეს; და მნათობნი შეძრწუნდეს ჯუარ-ცუმასა მისსა და ნათელი თჳსი დაიფარეს, კუალად უბრძანა, და გამობრწყინდეს. და სხჳთა მრავლითა საქმითა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი ყოვლისაჲვე. ხოლო სიტყჳთ ესრეთ განცხადებულად თავადმან არასადა თქუა, ხოლო მოწაფენი ზედაჲსზედა ქადაგებენ და იტყჳან, იოვანე და პეტრე და პავლე. ესე ამისთჳს, რამეთუ ვერ ეძლო ჰურიათა სმენად მაღალთა მათ სიტყუათა. რამეთუ უკუეთუ მოწაფეთა, რომელთა დღითი-დღე ესმოდეს სიტყუანი მისნი და სასწაულთა მისთა ხედვიდეს და ყოველივე უარ-ყვეს სიყუარულისათჳს მისისა, უკუეთუ მათ ვერ ეძლო ყოვლისავე ტჳრთვად პირველ მოსლვისა სულისა წმიდისა, ვითარმცა უძლეს ჰურიათა მათ უგულისჴმოთა ტჳრთვად სიტყუათა მაღალთა და არა თქუმად, ვითარმედ წინააღმდგომ არს, უკუე-თუმცა არა ესრეთ სიმდაბლისა სიტყუათა მიერ ნუგეშინის-სცემდა უძლურებასა მათსა?
ამისთჳსცა, ეგულებოდა რა...
...არისანი. თქუ შენ, მეტყუელო და მოქმედო ამაოებისაო, ურწმუნო ხარა უხილავთა მათთჳს? იჭუეულ ხარა სატანჯველთა მათთჳს ჯოჯოხეთისათა? ჵ შენდა, რამეთუ უურწმუნოეს იქმენ ეშმაკთასაცა. იგინი აღიარებდეს, ვითარმედ ჯოჯოხეთი განმზადებულ არს მათთჳს. ამისთჳსცა, განასხმიდა რაჲ უფალი, ეტყოდეს: „მოხუედ პირველ ჟამისა ტანჯვად ჩუენდა“, რომლითა შეიწამეს, ვითარმედ განმზადებულ არს მათთჳს სატანჯველი იგი საუკუნე; და შენ, რომელი ესევითარსა პატივსა ღირსქმნილ ხარ და მიუთხრობელთა მათ საიდუმლოთა ზიარებად ჩინებულ ხარ, მათსაცა უუგუნურეს და უურწმუნოეს ხარა? - და ვინ მოვიდაო ჯოჯოხეთით და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი? - მეტყჳან ცნობაწარწყმედულნი იგი, რომელთაცა ვჰკითხო მე: ვინ მოვიდა ზეცით და გჳთხრა, ვითარმედ არს ღმერთი შემოქმედი ყოველთაჲ, ვინაჲ გუეუწყა, ვითარმედ არს ჩუენ თანა სული ცხოელი? რამეთუ უკუეთუ ხილულნი ოდენ გრწამს და უხილავთა ყოველთათჳს იჭუეულ ხარ, იჭუეულ ვიდრემე იქმნე შენ ღმრთისათჳსცა და ანგელოზთათჳს და სულისთჳსცა შენისა და ესრეთ სრულიად ოჴერ და წარწყმედილ იპოო. არამედ გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ უფროჲსად უხილავთა სარწმუნოებაჲ მტკიცე არს და ჭეშმარიტ, ვიდრეღა ხილულთაჲ. დაღაცათუ საკჳრველად გიჩნს სიტყუაჲ ესე, არამედ ჭეშმარიტ არს ესე და სარწმუნო. რამეთუ თუალნი ფრიად სცთებიან არა...