1.როგორც ამბობენ, დაწყებულა თქვენში მრუშობა და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსი არ სმენიათ თვითონ წარმართთაც, რომ ვიღაცას მამის ცოლი თურმე ცოლად ჰყავს.2.თქვენ კი ქედმაღლობთ, ნაცვლად იმისა, რომ გეგლოვათ და მოგეკვეთათ ამნაირი საქმის ჩამდენი.3.ხოლო მე - თუმცა შორსა ვარ ხორცით, მაგრამ თქვენთან ვარ სულით, - უკვე მსჯავრი დავდე, როგორც თქვენს შორის მყოფმა, ამ უკეთურების მოქმედს.4.ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -5.სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.6.საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?7.მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.8.ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.9.აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ,10.და არა მარტო ამ წუთისოფლის მემრუშეთ, ანდა ანგართ, მტაცებელთა თუ კერპთმსახურთ, თორემ ამ ქვეყნით გასვლა მოგიწევთ-მეთქი.11.ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.12.ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?13.გარეშენი კი ღვთის მიერ განიკითხებიან. მაშ, მოიკვეთეთ უკეთური.
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.
მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის-ვე, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-იდების, ვითარმცა მამის ცოლი ვის ცოლად ესუა, და თქუენ განლაღებულ ხართ და არა...
მოციქულისაჲ: ყოვლადვე ისმის; რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ, და ეგევითარი სიძვაჲ, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა? (5,1).
თარგმანი: ზოგად ზიარ ყოველთა ჰყოფს ბრალსა ამის ცოდვისასა, რაჲთა არა ვიეთნიმე უდებ და მიმშუებელ იქმნნენ, ვითარცა თჳთ უცხონი ბრალისაგან. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო თუ ქმნაჲ, არამედ თჳთ სმენაჲცა ამის ჰამბვისაჲ საძნაურ არს თქუენ შორის, მორწმუნეთა მაგათ; რამეთუ უკუეთუ წარმართთა შორის არა ადვილ არს სახელის-დებაჲცა მებრ...
თარგმანი: ვითარცა იობს ზედა იქმნა, არამედ არა ამისვე პირისათჳს, არამედ გჳრგჳნთათჳს ბრწყინვალეთა, ხოლო აქა — ცოდვათა დაჴსნისათჳს, რაჲთა ტანჯოს იგი წყლულებითა ბოროტითა, ანუ სხჳთა სენითა. ამისთჳს მისცა ეშმაკსა, რაჲთა ჴორცნი იტანჯნენ, არამედ გულისთქუმაჲ იგი წარჴდეს და სული ცხოვნდეს და თანაზიარ იქმნნენ ჴორცნიცა ცხორებასა მას სულისასა.
პავლესი: რაჲ არს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ? (5,12).
...ომ განვეშოროთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ ცხოვრობს. მაშინ ეს დიდი ბოროტება იყო: ძმათა კრებულისგან მოწყვეტა.ამით, მაშასადამე, ყველას სჯის, როგორც სხვა ადგილას კორინთელებს სწერდა და ამბობდა: „ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად.“ ().მაგრამ ახლა მრავალნი ამას დიდად აღარ მიიჩნევენ; არამედ ყველაფერი არეული და გახრწნილია.მრუშებთან, მეძავებთან და მომხვეჭელებთან უბრალოდ და როგორც მოხვდება, ისე ვერევით.თუ მხოლოდ უსაქმოდ საზრდოებულისგან განშორება იყო საჭირო, მით უფრო მეტად — დანარჩენებისგან.და რათა გაიგო, რამდენად საშიში იყო ძმათა კრებულისგან განშორება და რამდენ სარგებელს მოუტანს მხილება მათ, ვინც მას კეთილგონივრულად იღებს, ისმინე: ის კაცი, რომელიც ცოდვით იყო ამპარტავნებული, უკიდურეს ბოროტებამდე მივიდა, ჩაიდინა „სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების“ (), და ჭრილობის მიმართ უგრძნობლად იყო (რადგან ეს არის უკუღმართობის უკიდურესობა). აი, სწორედ ას...
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:
...რსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.
სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.
ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“; და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყო...
...რადგან ასეთნი ბრიყვებს რყვნიან და უფრო დიდ ბოროტებაში უბიძგებენ; ასე ამ ცოდვილსაც ამპარტავნება შთაბერეს და უგუნურებაში გაწვრთნეს. ამიტომ პავლეც იმავეს ეუბნება კორინთელებს სიძვის მოქმედის გამო: „და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ“ ().ცოდვის მოქმედზე დიდად უნდა ვიგლოვოთ, არა ვაქოთ.ხედავ უკუღმართ ბოროტებას: არა მხოლოდ არ ამხილებენ, არამედ აქებენ კიდეც?აქედან, საკუთარი უგუნურებისა და ქებათა გამო, მან ბოროტება გააძლიერა; დაივიწყა ღვთის შიშიც და მისი განკითხვებიც; აქედანვე დაივიწყა საკუთარი ბუნებაც.რადგან ვინც ღვთის განკითხვებს ივიწყებს, დროთა განმავლობაში საკუთარ თავსაც ვეღარ იცნობს.
აბა ნახე, რას ფიქრობს: „თაობიდან თაობამდე არ შევირყევი, არამედ უბედურების გარეშე ვიქნები“.რა არის ამ აზრზე უფრო უგუნური: ადამიანი იყოს მოკვდავი, დროებით საქმეებში ჩახლართული, ურიცხვ ცვლილებას დაქვემდებარებული, და მაინც ასეთ რამეებს წარმოიდგენდეს...