1.ეს უკვე მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი თუ სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.2.ადრეც, ჩემი მეორედ მანდ ყოფნის ჟამსაც, მითქვამს და ახლაც შორიდან ვეუბნები ყველას, ვინც უწინ სცოდა და სხვებსაც, რომ არავის დავინდობ, როცა კვლავ მოვალ.3.რაკიღა იმის დასტურს ეძებთ, მეტყველებს თუ არა ჩემში იესო ქრისტე, რომელიც უძლური როდია თქვენს მიმართ, არამედ ძლიერი - თქვენს შორის.4.რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.5.მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.6.მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.7.ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.8.ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ.9.რადგანაც ვხარობთ, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი - ძლიერნი, და ამიტომაც თქვენი სრულყოფისთვის ვლოცულობთ.10.შორიდანაც მიტომ გწერთ ამას, რომ მანდ მოსვლისას მთელი სიმკაცრით არ მოვიქცე, თანახმად იმ ხელმწიფებისა, რომელიც დასაქცევად კი არა, ასაშენებლად მომცა უფალმა.11.სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი.12.მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.13.მოკითხვას გითვლით ყველა წმიდა.14.მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.
მოციქულისაჲ: მე თავადი პავლე გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა (10,1).
თარგმანი: დიდ არიან პატივნი მოციქულისანი, გესმოდის რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "მე თჳთ პავლე" (ესე იგი არს მოციქული და მოძღუარი სოფლისაჲ), რამეთუ დაასრულა რაჲ ერისა მიმართ სიტყუაჲ მოწყალებისათჳს, ამიერ იწყებს სიტყუათა მხილებისათა, ცრუმოციქულთა და მაგინებელთა თჳსთა მიმართ, რამეთუ მოშიშ არს, ნუუკუე მისსა შეურაცხ-ყოფასა თანა შეურაცხ იქმნეს მის მიერ ქადაგებულიცა იგი სახარებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს...
პავლესი: დაღაცათუ ჯუარ-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღერთემბისაჲთა (13,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ჯუარს-ეცუა ცოდვათა ჩუენთათჳს, რამეთუ უძლურებად ჩუენთა ცოდვათა იტყჳს, გარნა, ვითარცა ღმერთი ყოვლადძლიერი, ძალითა თჳსისა ღმრთეებისაჲთა სიკუდილსაცა შინა ცხოველად გამოჩნდა, რამეთუ წარმოტყუენა ჯოჯოხეთი, და აღდგა მესამესა დღესა.
მეორე ებისტოლე კორინთელთა ფილიპიაჲთ მიუწერა ტიტეს მიერ და ლუკაჲს და ბარნაბაჲსა.
...ხედავდნენ, რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელი იყო. ხოლო პავლემ, რომელმაც მჯდომარე კი არ იხილა, არამედ თავად მასში ჰყავდა მეტყველი ქრისტე, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „ამას ამბობს უფალი“, ამბობდა: „ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე“ ()?და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი“ (), რითაც უჩვენებს, რომ არაფერს ამბობს საკუთარი თავისგან; რადგან მოციქული თავისი მომავლინებლის სიტყვებს წარმოთქვამს.და კვლავ: „ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.“ ().მაშ, ყოველივე ამას იგი სულით წარმოთქვამდა, ხოლო ეს, რასაც ახლა ამბობს, ღმერთისგან სიტყვიერად მოისმინა; ისევე როგორც ის სიტყვა, რომელსაც ეფესელ ხუცესებთან საუბრისას ამბობდა: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.“ (), ფარულად ჰქონდა მოსმენილი.მაშ, ვნახოთ, რას ამბობს იგი ახლა....
...ურის მიმართ სრულ უგულებელყოფას გამოავლენს. ყველაფერი ხილული ჩრდილსა და სიზმარს დაემსგავსება ასეთ ადამიანს; თითქოს უკვე ცაში ცხოვრობს, ამ ცხოვრებაში არაფრის სურვილი ექნება. ასეთი იყო პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, რის გამოც ძახილით ამბობდა: ანუ „გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე" (). და კვლავ: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (). და კვლავ: „რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ". ხედავ აქ კაცს, რომელიც სხეულითაა მოსილი, მაგრამ ყველაფერზე ისე ლაპარაკობს, თითქოს უსხეულო არსების ხვედრი რგებოდა?
4. სულიერი მსხვერპლი და ფხიზლად ყოფნა ეშმაკის წინააღმდეგ
მას მივბაძოთ ყველამ, მოვაკვდინოთ ხორცის სხეულის ნაწილები და ცოდვისთვის უმოქმედო გავხადოთ ისინი. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ღვთისთვის სათნო მსხვერპლად წარვუდგინოთ ისინი. ხედავ რაღაც ახალსა და უჩვეულოს ამ მსხვერპლში? როცა სხეულის ნაწილები მკვდარნი ხდებიან, მაშინ ყველაზე მისაღებნი ხდებიან მსხვერპლისთვის. რატომ და რისთვის? იმიტომ, რომ ეს სულიერი მსხვერპლია და არაფერ გრძნობადს არ შეიცავს. გრძნობად მსხვერპლში არა მხოლოდ ყოველი მკვდარი იკრძალება, არამედ ცოცხალიც კი, რ...
2. სარწმუნოებისაგან განდგომა და სატანისათვის გადაცემა:
...პავლესაც აქვს ძალა, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა“ ()? და კვლავ: „რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ“ (); და კვლავ: „ჴელმწიფებისა მისებრ, რომელ მომცა მე უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად“ ().მაშ, რატომ უხმობს სატანას სასჯელისთვის?რათა სიმძაფრესა და დასჯასთან ერთად შეურაცხყოფაც უფრო დიდი იყოს; უფრო სწორად კი, ურწმუნოებს თვითონ წვრთნიდნენ, ხოლო რწმენიდან გადახვეულებს სატანას გადასცემდნენ.
და რატომღა დასაჯა პეტრემ ანანია?რადგან ანანიაც ჯერ კიდევ ურწმუნო იყო და სულიწმინდას ცდიდა.ამიტომ, რათა ურწმუნოებს ესწავლათ, რომ ვერ დაიმალებოდნენ, მოციქულები თვითონვე სჯიდნენ მათ; ხოლო მათ, ვინც ეს უკვე ისწავლეს და შემდეგ გადაუხვიეს, სატანას გადასცემდნენ, რი...