1.გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო,2.იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო.3.ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,4.წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს.5.ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?6.ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს.7.რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას.8.და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,9.მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით,10.ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.11.ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,12.და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.13.ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმანო, რადგანაც ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით დასაბამითვე ამოგირჩიათ სახსნელად.14.სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას.15.მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით.16.ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, -17.ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში.
ესე მიუწერა ჰრომით ამის მიზეზისათჳს, რამეთუ ვიეთნიმე თესალონიკლთაგანნი, უქმნი და უწესონი, მიმოვიდოდეს და ეტყოდეს ძმათა, ვითარმედ მოსლვაჲ უფლისაჲ ქმნილ არს და მეორედ არღარა იქმნების, და ეტყოდეს, ვითარმედ მოციქულიცა პავლჱ ესრეთვე იტყჳს და სულისა მიერ წმიდისა გუესმა ესე. და ესე ცნა მოციქულმან და მიუწერა ესე ებისტოლჱ.
პავლესი: ანუ აღმფოთნებით ნუცა სულითა, ნუცა სიტყჳთა, ნუცა გონებითა ამით, ვითარმცა ჩუენ მიერ (2,2).
2 თესალონიკელთა მიმართ 2:32 თესალონიკელთა მიმართ 2:8
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა მათ“ (24,24).:
...ა, რომლისათჳს იტყჳს პავლეცა მოციქული ესრეთ: „რაჟამს გამოჩნდესო კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი“. და მერმე იტყჳს: „მაშინ გამოჩნდესო უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა ტყუვილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუვისაჲთა წარწყმედულთა მათ შორის“. ამისთჳს უფალი განგუაკრძალებს და იტყჳს: „უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; ესერა საუნჯესა შინა არს, ნუ გრწამნ“ (24,26).
არა თქუა, თუ: მივედით, იხილეთ და ნუ გრწამნ, არამედ: ყოვლადვე ნუ მიეახლებითო, ნუცა მიხუალთ მისა, რამეთუ დიდ იყოს მაშინ საცთური სასწაულებითა მით და ნიშებითა ტყუვილისაჲთა.
„უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს“. გამოაცხადა ამით სიტყჳთა, თუ ვითარი ყოფად არს მოსლვაჲ მაცთურისაჲ მის: ერთსა ადგილსა სადმე უცნაურად, გარე...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარეთ მე. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“ (5,43).:
...თქუენ სცხოვნდეთო“, და „რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს“. და ვინაჲთგან ეგულებოდა მისი კიცხევაჲ, ჰრქუა მეორჱცა მიზეზი, უკეთურებისა მათისა გამომაჩინებელი, რამეთუ პავლე ანტისათჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელებით: „მოავლინოს ღმერთმან ძალი საცთურისაჲ, რაჲთა განსაჯნეს ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებაჲ“. ხოლო ქრისტემან არა თქუა, ვითარმედ მოვიდეს, არამედ: „უკუეთუ მოვიდესო”. რამეთუ ერიდებოდა მსმენელთა მათ და ამისთჳს დაიდუმა მიზეზი მოსლვისა მისისაჲ, ხოლო პავლე მიზეზიცა თქუა: რამეთუ იგი არს, რომელმან ყოველი სიტყუაჲ მიუღოს მათ. და ამისა შემდგომად მიზეზიცა თქუა მათისა ურწმუნოებისაჲ უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარ ჴელ-გეწიფების რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ (5,44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამითცა სიტყჳთა გამოაჩინებს, ვითარმედ არა ღმრთისასა ეძიებდეს იგინი, არამედ მით მიზეზითა თჳსსა ნებასა აღასრულებდეს, რამეთუ იგინი არა ღმრთისასა ეძიებდეს, არამედ კაცთა დიდებასა. ხოლო გამოაჩინა რაჲ მრავლით კერძო, ვითარმედ სიყუარული ღმრთისაჲ არა აქუს, და ამხილა ცხადად, ვითარმედ ყოველი სიტყუაჲ მი-ღებულ არს მათგან, მერმე მოიყვანა მოსეცა შემასმენელად მათა და თქუა: