1.ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!2.უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.3.ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.4.მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.5.უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.6.აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად.7.უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?8.უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.9.მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ.10.გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად.11.მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.12.უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის.13.გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად.14.უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს: ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს: მთაზე უფალი გამოჩნდა.15.მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან16.და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის,17.კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს;18.იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა.19.დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან; ადგნენ და წავიდნენ ერთად ბერშებაში. და ცხოვრობდა აბრაამი ბერშებაში.20.ამ ამბების შემდგომ მოხდა, რომ ემცნო აბრაამს: აჰა, მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისათვის:21.ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, ამის ძმა, კემუელი, არამელთა მამა,22.ქესედი, აზო, ფალდასი, იდლაფი და ბეთუელი.23.ბოლო ბეთუელს შეეძინა რებეკა. ეს რვანი უშვა მილქამ ნახორს, აბრაამის ძმას.24.მისმა ხარჭამაც, სახელად რეუმამ, შვა ვაჟები: ტებანი, გახამი, თახაში და მაყაქა.
1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2)
დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი...
...ედ უცხო არიან მისგან, რამეთუ რომელსა ზედა იგი მხიარულ იყო, ესენი მწუხარე იყვნეს. „ხოლო დღჱ ჩემი იხილა და განიხარაო“, დღესა მას ჯუარ-ცუმისასა იტყჳს, რომელი მან შეწირვასა მას ვერძისასა და ისაკისსა პირველ გამოსახა, რაჟამს შესწირვიდა ისაკს, და იხილა ვერძი იგი დამოკიდებული ნერგსა მას საბეკსა და განიხარა, რამეთუ იგი იყო სახჱ ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ. და მის დღისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“, ესე იგი არს, იხილა რაჲ სახჱ ჯუარ-ცუმისაჲ. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყჳან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ“ (8,57-59).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა? რამეთუ რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვი-თარმედ: „ხუროჲსა ძე არს“, და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ამას იტყოდა და გამოსცდიდა მას, რამეთუ თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“ (6,6).:
...ა გამოსცდიდა მას, რამეთუ თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“ (6,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „გამოსცდიდა“? არაჲ ეგულებოდა მას თქუმად, რამეთუ ყოველივე პირველ ქმნისა და თქუმისა იცოდა. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ძუელისაგან გულისხმა-ყავ, რამეთუ მუნ იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი გამოსცდიდა აბრაჰამს“. არცა მუნ იტყჳს ამას, თუ შემდგომად გამოცდისა სცნობდა საქმისა მის აღსასრულსა, თუ უსმინოს ანუ არა. ნუ იყოფინ! რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე მისთჳს, რომელმან ყოველივე პირველ ყოფისა იცის? არამედ ორივე ესე კაცობრივ თქუმულ არს. რამეთუ ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „რომელი გამოეძიებს გულსა კაცთასა“, არა ამას იტყჳს, თუ არა იცის და ეძიებს ცნობად, არამედ მოასწავებს ჭეშმარიტსა მას მეცნიერებასა მისსა. ეგრეთვე ოდეს თქუას, თუ: „გამოსცდიდა“, არარას სხუასა იტყჳს, გარნა ამას, ვითარმედ იცოდა კეთილად და ენება, რაჲთამცა იგიცა გამოცდილ იქმნა და მტკიცე, და ვითარცა აბრაჰამ, ეგრეთვე ესე კითხვითა თჳსითა მოიყვანა უზეშთაესისა სასწაულისა მის გულისხმისყოფასა. ამისთჳსცა, რაჲთა არა უძლურებისათჳს სიტყჳსა ამის ბოროტი რაჲმე მოიგონო, თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“. რამეთუ ს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ არს; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ; ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავნ თქუენი ჰე ჰე, და არა არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“ (5,33-37).:
...ა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგან ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად. იგი კაცისმკლველი არს დასაბამითგან“. გარნა ფინეზ კაცისმკლველ იქმნა, და შეერაცხა მას სიმართლედ; და კუალად აბრაჰამ შვილისა თჳსისა დაკლვად ჴელი მიყო, და შეერაცხა სიმართლედ; და პეტრე მოციქულმან ანანია და სამფირა მოკლნა, და იქმნა საქმე იგი კეთილ და სულიერ.
სწავლაჲ იზ ფიცისათჳს
ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა არა ესრეთ უმეცრებით გულისჴმა-ვჰყოფდეთ საქმეთა, არამედ ჟამსა და მიზეზსა და განყოფილებასა პირთასა და სხუასა ესევითარსა ყოველსავე გამოვეძიებდეთ, რაჲთა ესრეთ მივეწინეთ ცნობად ჭეშმარიტებისა და ვისწრაფოთ გარდამატებად საქმეთა მათ ძუელისა შჯულისათა, უკუეთუ გსურის მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა, ვითარცა ბრძანებს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.
ხოლო აწ არიან ჩუენ შორის მრავალნი, რომელნი არა თუ გარდამატებულსა ოდენ არა იქმან, არამედ ნაკლულევანცა არიან ძუელისა მის წესისაგან, რამეთუ არა ხოლო თუ ფიცისაგან არა ივლტიან, არამედ...