1.დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში.2.აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები, რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან.3.სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი.4.დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად.5.დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ უფრო შეიძულეს იგი ძმებმა.6.უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა:7.აჰა, ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში. აჰა, წამოდგა ჩემი ძნა და ზე აღიმართა, გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანისცეს ჩემს ძნას.8.უთხრეს ძმებმა: ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო.9.კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა: კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მცემენ თაყვანს.10.უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა გეახლოთ და თაყვანი გცეთ?11.შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს ამბავი.12.წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასამწყესად.13.უთხრა ისრაელმა იოსებს: შექემში არ მწყესავენ შენი ძმები? მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი, ბატონო.14.უთხრა იაკობმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები, როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც მივიდა შექემს.15.იპოვა იგი მინდორში ვიღაც კაცმა გზააბნეული და ჰკითხა იმ კაცმა: რას ეძებ?16.უთხრა: ძმებს ვეძებ. მიმასწავლე, სად მწყემსავენ.17.უთხრა იმ კაცმა: წასული არიან აქედან. ყური მოვკარი, ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში მიაგნო მათ.18.შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა, განიზრახეს მისი მოკვლა.19.უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე.20.ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ, ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები.21.გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ მოვკლავთ.22.უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. რომ ეხსნა მათი ხელიდან და მამასთან დაებრუნებინა.23.როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, შემოაძარცვეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა.24.აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები; ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა.25.დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს: ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი, ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად.26.უთხრა იუდამ ძმებს: რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?27.მოდი, მივყიდოთ ისმაელიანებს; ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დაუჯერეს ძმებმა.28.ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები ეგვიპტეში.29.მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და, ხედავს, აღარაა ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა.30.დაბრუნდა ძმებთან და უთხრა: აღარსადაა ბავშვი. რა ვქნა ახლა, სად წავიდე?31.აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი სისხლით კვართი.32.აიღეს ჭრელი კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: ვიპოვეთ; ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის?33.იცნო კვართი და თქვა: ჩემი შვილის კვართია! ნადირს შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები!34.ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.35.ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა მას მამამისი.36.მიდიანელებმა მიჰყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის კარისკაცს, ქონდაქართუხუცესს.
კვლავ ჩვეულ ტრაპეზთან მინდა მიგიძღვანოთ და, თანმიმდევრულად წინათ ნათქვამის გაგრძელებით, დღეს წაკითხული წერილიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღევანდელი კითხვა საკმარისია, რომ ყველას გვასწავლოს, რა მავნებელია შური და როგორ გამოავლინა ამ დამღუპველმა ვნებამ მთელი თავისი ძალა, ნათესაურ კავშირზეც კი რომ გავრცელდა. მაგრამ, რომ ჩვენი საუბარი თანმიმდევრულად წარიმართოს, კითხვის დასაწყისს უნდა შევეხოთ. „ესე, — ამბობს წერილი, — შობანი არიან იაკობისანი"....
2. რაქელის გარდაცვალება, რუბენის ცოდვა და ისაკის სიკვდილი (35:14–37:1):
...უეყანასა... ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა. და დაეშენა ესავ მთასა სეირსა"** (დაბ 36:6–8). ესავისგან წარმოშობილთა და მისგან მომდინარე ხალხების შესახებ ამბის თხრობის შემდეგ საღვთო წერილი ამბობს: „ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა" (). აქედან კი იწყება უკვე სხვა თხრობა საკვირველი იოსების შესახებ.
3. მართალთა მიბაძვა და სულიერი სიწმინდის ძალა
აქ, თუ გნებავთ, სიტყვაც დავამთავროთ, ხოლო იაკობის ძის ამბავი სხვა საუბრისთვის გადავდოთ. საყვარელნო, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ ნათქვამს ყურადღებით მოუსმინოთ, საღვთო წერილში გადმოცემულიდან უდიდესი სარგებელი ამოიღოთ და არაფერი უყურადღებოდ დატოვოთ. ღვთის სიტყვა სულიერი საუნჯეა. და როგორც ვინც ნივთიერი საუნჯიდან ერთ ძვირფას ქვასაც რომ მიიღებს, ხშირად დიდ სიმდიდრეს იძენს, ისე აქაც მართალთა სათნოებანი, თუ ყურადღებიანები ვიქნებით, ისეთ დიდ სარგებელს მოგვიტანს, რომ ჩვენშიც მათი მიბაძვის მოშურნეობაც გაღვივდება. ხოლო ამგვარად, ჩვენც შეგვიძლია მართალთა მსგავსი ღვთის კეთილგანწყობის ღირსნი გავხდეთ. „არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს" (საქმ 10:34–...
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):
...დე ამ მოხუცს, უკვე მოხუცებულ ადამიანს, პატრიარქს, თაყვანისცემით რომ გამოხატავს იოსებისადმი პატივისცემას და თავად საქმით ახლა აჩვენებს სიზმრის აღსრულებას. როცა იოსებმა თავისი სიზმარი მოუთხრო, მან თქვა, ამბობს წერილი: „მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). მაგრამ, შესაძლოა, ვინმე იტყვის: როგორ აღსრულდა სიზმარი, როცა იოსების დედა ადრე გარდაიცვალა და ძეს არ თაყვანისცა? მაგრამ წერილი ჩვეულებისამებრ უმთავრესით მთელს აღნიშნავს. ვინაიდან „თავ დედაკაცისა ქმარი" არის () და, ამასთანავე, ნათქვამია: „და შეეყოს ცოლსა თვისსა" (), ეს ორი ერთ ხორცს შეადგენს; ამიტომ, რაკი თავი მოდრკა, ცხადია, მთელი სხეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმ...
1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1):
...ერი ღმერთმა მოაწყო, რათა მართალს ესოდენი ტანჯვის შემდეგ ბოლოს ნუგეში ეპოვა და თავისი ძის კეთილდღეობის თანამონაწილე გამხდარიყო; მეორეს მხრივ კი, რომ აღსრულებულიყო ის სიზმრები, რომლებიც თავადვე ახსნა და თქვა: „აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). ნანახისა და მოსმენილის დაჯერების შემდეგ იაკობმა აღმოხდა: „დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა" (). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამბობს, ყოველგვარ ჭკუას აღემატება და ყოველგვარ ადამიანურ სიხარულს ჩრდილავს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემი ძე იოსები. „მივიდე და ვიხილო". მაშ, ვიჩქაროთ, რომ სიკვდილამდე ვნახო იგი; ეს ამბავმა ჩემი სული გააცოცხლა, სიბერის უძლურება განდევნა, ჩემი გონება განამტკიცა. თუ მოხერხდება მისი ნახვა, სრულყოფილი სიხარულით დაძღომილი მოვკვდები. მაშ, არც კი შეყოვნდა მართალი და გზას დაადგა; ჩქარობდა, ისწრაფვოდა ნახვას თავისი საყვარელი ძისა, ეგვიპტის მეფედ ეხილა ის, ვინც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილად და მხეცთა ნადავლად მიაჩნდა. ფიცის ჭასთან, რომ მოვიდა, მადლობის ლოცვა აღუვლინა უფალს და **„შეწირა მსხუერპლი ღმრთისა...