1.უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში.2.ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან - ორ-ორი, მამალი და დედალი.3.ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.4.რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.5.ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.6.ექვსასი წლისა იყია ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად.7.შევიდნენ ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნვნ წარღვნას.8.წმინდა პირუტყვი და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი9.წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის.10.შვიდი დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად.11.ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.12.აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.13.სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი - ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი.14.ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.15.შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.16.მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.17.ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ.18.გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.19.მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში.20.თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები.21.მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.22.ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა.23.აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.24.მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.
გუშინ არცთუ მცირე სარგებელი მოგვიტანა მართალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება...
მინდა კვლავ იმავე საგანს შევუდგე, რაზეც ცოტა ხნის წინ გესაუბრებოდით, საყვარელნო, და კვლავ მართალ ნოეზე თხრობა განვიხილო. მართლაც დიდია ამ მართლის სათნოებათა სიმდიდრე და ჩვენ ვალდებულნი ვართ, შეძლებისდაგვარად, ყოველივე დაწვრილებით გამოვიკვლიოთ, რათა ამით თქვენთვის რაც შეიძლება მეტ სარგებელს მოვიტანოთ. მხოლოდ ყურადღება დაძაბეთ, გევედრებით, რათა (ამ თხრობაში) მოცემული არცერთი აზრი არ გამოგეპაროთ. მაგრამ ჯერ უნდა შეგახსენოთ, საყვარელნო, რაზე...
3. „მოეხსენა ღმერთსა ნოესი" — ნოეს რწმენა და მოთმინება (8:1-3):
...ა და მოთმინება — შეხედე, რა დიდია მის მიმართ ყოვლად კეთილი ღმერთის სიყვარული. "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი". უმიზეზოდ არ თქვა საღვთო წერილმა "მოეჴსენა"; არამედ, ვინაიდან ზემოთ გვაჩვენა თავად ღმერთის მოწმობა მართლის შესახებ, რომელმაც თქვა: "შევედ... კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად... ნათესავსა ამას შინა" (), ამიტომ ახლა ამბობს: "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი", ანუ გაიხსენა ის მოწმობა, რომელიც თავადვე მისცა მას, და არ დატოვა დიდხანს მართალი ყურადღების გარეშე, არამედ მოითმინა მანამ, სანამ ის შეძლებდა ასეთი მდგომარეობის გაძლებას, და ბოლოს მიანიჭა თავისი მადლი. ასე, იცის რა ჩვენი ბუნების უძლურება, უფალი, თუ როდესმე ჩვენ რაიმე განსაცდელში ჩაგვიშვებს, მას იქამდე ახანგრძლივებს, სანამ ჩვენ, როგორც მან იცის, გავუძლებთ, რათა შემდეგ ჩვენც მოთმინებისთვის შესაფერისი ჯილდო მოგვანიჭოს და საკუთარი კაცთმოყვარეობა გამოავლინოს, რის შესახებაც პავლეც ამბობს: "სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად" (). ვინაიდან ეს მართალიც სიმტკიცესა და მოთმინებას იჩენდა, ღვთის რწმენით რომ გაუძლო კიდობან...