1.ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.2.გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.
3.გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.4.ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.5.დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა.6.მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა.7.ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ.8.მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა.9.რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.10.და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.
11.ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ12.და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.13.და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს.14.ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.15.უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ.16.უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს).17.უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან.18.მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
19.ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!20.ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით.21.კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.22.ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა.23.ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.
24.ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.25.დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.26.რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!27.მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.28.მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!29.უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.30.ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.31.ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ. არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ...
მოვიდა იესო და დასდგა შორის მათსა (მოწაფეთა)და ჰრქვა მათ: მშვიდობა თქვენთანა! (იოანე 20,19)
ორმოცი დღის განმავლობაში შემდგომად აღდგომისა გამოეცხადებოდა უფალი იესო ქრისტე მრავალ გზის მოწაფეთა თვისთა, ზოგჯერ თვითოეულს, ცალ ცალკე, ვითარცა მაგალითებრ, პეტრესა და იაკობს, ზოგჯერ ორ-ორს, მაგალითად, ორთა მოწაფეთა, გზასა ზედა მიმავალთა სოფელს, ანუ ყოველთა ათერთმეტთა მოწაფეთა ერთად, ვითარცა მოისმინეთ დღეს წაკითხულის სახარებასა შინა; ერთხელ გამოეცხადა უმეტეს ხუთასთა მოწაფეთა და მორწმუნეთა შეკრებილთა...
შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმიდაი, უკუეთუ ვიეთნიმემიუტევნეთ ცოდვანი, მიუტევნენ მათ, და უკუეთუ ვიეთნიმეშეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ; (იოანნე 20: 22-23).
დღეს ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა ეკლესია ჩვენი მიიღებს უჩვეულოსა სახესა და აღასრულებს განსხვავებულსა, შესანიშნავსა წესსა. აქამომდე იგი იყო დედა ჩვენი, და ვითარცა ჭეშმარიტი დედა, იგი ჩვენ მხოლოდ გვლოცავდა, გვაკურთხებდა, გვასწავლიდა. დღეს იგი გარდაიქცევა მსაჯულად ჩვენდა და აღასრულებს მოვალეობასა მართლ-მსაჯულებისასა....
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:
...აგან შეორგულდებიან, რამეთუ იტყჳან, თუ: ვითარ ერთისა ამის საქმისათჳს არა ერთი თხრობაჲ აღწერეს წმიდათა მახარებელთა, არამედ რეცა წინააღუდგებიან ურთიერთას? ანუ რომლისაჲ ჯერ-არს დარწმუნებაჲ, რამეთუ არა ერთ არს სიტყუაჲ მათი?
მათე იტყჳს: „მწუხრი შაბათსა“; და იოვანე იტყჳს: „ერთსა მას შაბათსა განთიად, ვიდრე ბნელღა იყო“; და ლუკა იტყჳს: „ცისკარსა მსთუად“; ხოლო მარკოზ თქუა: „და ნიად განთიად, მერმე აღმოსლვასა ოდენ მზისასა“. აწ უკუე ესევითართა ამათ სიტყუათა ჴელ-ვყოთ განმარტებად ძალითა და მადლითა ქრისტესითა.
არა თუ ესრეთ თქუეს, საყუარელნო, წმიდათა მათ მახარებელთა, თუმცა ერთსა ეთქუა, თუ მწუხრი შაბათსა აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, და სხუასამცა ეთქუა, თუ შუაღამეს ოდენ, და სხუასამცა ეთქუა, თუ ცისკარსა მსთუად ანუ თუ აღმოსლვასა ოდენ მზისასა. უკუეთუმცა ესრეთ იყო სიტყუაჲ მათი, ჭეშმარიტად წინააღმდგომადმცა ჩნდეს ურთიერთას, გარნა არა აღდგომაჲ უფლისაჲ თქუეს სხუასა და სხუასა ჟამსა ყოფად, არამედ მოსლვისა მისთჳს დედათაჲსა იყო სიტყუაჲ იგი მათი სხუასა და სხუასა ჟამსა მოსლვად საფლავად.
რამეთუ არა ერთგზის ოდენ მოვიდეს, არამედ მრავალგზის, და თი-თოეულმან მახარებელმან სხუაჲ დ...
იოანეს სახარება 20:3იოანეს სახარება 20:4იოანეს სახარება 20:6
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).:
...აფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (20,2). ჰხედავა, რამეთუ არარაჲ იცოდა მან ჯერეთ დამტკიცებულად აღდგომისათჳს? რამეთუ ჰგონებდა იგი ცვალებასა სხუად ადგილად, ამისთჳსცა წარვიდა და ჰრქუა მოწაფეთა. ხოლო იგინი მიიწინეს მუნ მოსწრაფებით და იხილნეს ტილონი იგი და სუდარი, რომელი-იგი იყო სასწაული აღდგომისაჲ. და უკუეთუმცა ვის სხუასა ადგილსა მიეცვალა, რადმცა განეშიშულა გუამი მისი? და უკუე-თუმცა ვის მოეპარა, რადმცა დაეტევა მუნ ესე ყოველი? ანუ რადმცა ზრუნვიდა შეკეცასა და თჳსაგან დადებასა სუდარისასა? არამედ ვითარცა პოვა, აღიღომცა. რამეთუ ამისთჳს პირველვე თქუა მახარებელმან, ვი-თარმედ: „მოიღეს აღრეული მურისა და ალოჲსა ასი ლიტრაჲ“, რომელიიგი უფროჲს ტყჳვისა შეჰკრავს ტილოსა და გუამსა; რაჲთა ოდეს გესმეს, ვითარმედ ტილონი ისხნეს თჳსაგან, არა ისმინო მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „წარიპარეს“. რამეთუ ვინმცა იყო უგუნური იგი მპარავი, რომელიმცა ესეოდენსა შრომასა შეიმთხუევდა, მურითა დაწებულისა მის აღჴდასა? ანუ ვითარმცა დაეფარა, ვიდრემცა მას ყოველსა იქმოდა? ხოლო რაჲსათჳს, რამეთუ ტილონი კიდე ისხნეს, და სუდარი იგი თჳსაგან შეკეცილი? რაჲთა სცნა, ვითარ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24).:
...და ერთგულებისა ქებაჲ დააკნინა მახარებელმან და ღმრთისმეტყუელმან, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისდევდა იესუს პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფე. ხოლო მოწაფე იგი მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა“. და კუალად, აღდგომასა რაჲ აღსწერდა, თქუა, ვითარმედ: პეტრე პირველ შევიდა საფლავად. ესრეთ ყოვლით კერძო პატივ-სცემდა მას.
ხოლო იაკობ მრავალი ჟამი არა დაყო სოფელსა შინა, არამედ პირველითგანვე, მო-რაჲ-იღო მადლი სულისაჲ, ესოდენ განჴურდა გული მისი, და ყოველივე კაცობრივი დაუტევა და სიმაღლედ გამოუთქუმელად აღვიდა და ფრიადითა ახოვნებითა ცეცხლებრ ეკუეთა ერსა მას ჰურიათასა, ვიდრეღა ენება რაჲ ჰეროდეს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, მოკლა იგი მახჳლი-თა და ვითარცა დიდი რაჲმე მადლი დაჰმადლა ჰურიათა; და აღესრულა მის ზედა ბრძანებაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: „სასუმელი ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ ჩემი ნათელ-იღოთ“.
ხოლო იოვანეცა მრავალთა სიკუდილთა მისცა თავი თჳსი ქრისტესთჳს და მრავალგზის დასთხია მისთჳს სისხლი თჳსი და დიდნი შრომანი და ღუაწლნი თავს-ისხნა და აღასრულა საქმით, რაჲ-იგი აღუთქუა უფალსა, რაჟამს ჰკითხა მან: „ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი ჩემდა შესუმად არს, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც“....