ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).
ფრიადი მღჳძარებაჲ გჳღირს და ლოცვაჲ, რაჲთა ჯეროვნად გულის-ჴმა-ვყვნეთ სიტყუანი ესე და ვცნათ, თუ ვინ იყვნეს მოგუნი ესე და ვინაჲ მოვიდეს და ვითარ, ანუ ვინ ასწავა მათ, და რაჲ იყო ვარსკულავი იგი. ესე ყოველი საძიებელ არს ცნობად....