მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2203 განმარტება

[თ. 17; 1-3]

1. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ, ვისგან მოვიდეს! 2. უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად ერთსა ამას მცირეთაგანსა. 3. არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას.

რამდენადაც ვერცხლისმოყვარე ფარისეველნი დრტვინავდნენ უფალზე იმის გამო, რასაც იგი არამომხვეჭელობაზე ამბობდა,...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა გადიდოს შენ“ (17,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, რამეთუ: „რომელმან ქმნას და ასწავოს, დიდ ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა“,1 და სამართლადცა, რამე-თუ სიტყჳთ სიბრძნისმეტყუელებაჲ ადვილ არს, ხოლო საქმით ჩუენებაჲ კეთილისაჲ დიდ არს. ამისთჳსცა ქრისტე ძჳრუჴსენებლობისათჳს რაჲ ასწავებდა, თავსა თჳსსა სახედ ჰყოფდა საქმისა მის. და კუალად აწ შემდგომად სწავლისა ლოცვად...

სარჩევი
სიტყვა ფერის-ცვალებასა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

და, აჰა, ხმა იყო ღრუბლით გამო და ჰრქვა: ესე არს ძე ჩემი, საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ (მათე 17, 5).

ფერის-ცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა აწ ჩვენ ვდღესასწაულობთ, ძმანო ქრისტიანენო, არის ერთი სხვათა უმეტესად შესანიშნავი გარემოება ქვეყნიერისა მისისა ცხოვრებისა, ამისთვისაც წმიდა ეკლესიამ საჭიროდ და ღირსად შეჰრაცხა დაწესება საკუთარისა დღისა სადღესასწაულოდ ამ შემთხვევისა, და გვიწოდებს ჩვენ, რათა ჩვენცა აღვიდეთ მთასა ზედა მისთანა: მოვედით და აღვიდეთ მთად...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“1 ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“,2 აწ იტყჳს, თუ რომელი საქმჱ. ესეო: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“. უკუეთუ...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს: ვი-თარ იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?“ (17,10).

სიტყუაჲ ესე საცნაურ იყო ერსა მას შორის ჰურიათასა და მიმოიქადაგებოდა ქრისტესთჳსცა და ელიაჲსთჳს ყოველთა შორის. ამისთჳს სამარიტელიცა იგი მეცნიერ იყო სიტყუასა ამას და იტყოდა: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მიმითხრას ჩუენ ყოველი“.1 და კუალად ჰურიანი ეტყოდეს იოვანეს: „ელია ხარა შენ ანუ წინაჲსწარმეტყუელი...

სარჩევი
სიტყვა კთ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

არა ათნივე განიკურნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენი, რათამცა მოიქცეს და მისცეს დიდება ღმერთსა? (ლუკ. იზ. იჱ).

მაცხოვარმან, ვითარცა მოგვითხრობს დღეს წარკითხული სახარება, ერთხელ განკურნა ათნი კეთროვანნი კაცნი. მათგან მხოლოდ ერთმან, იხილა რა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა, დავარდა მუხლთა ქვეშე იესოსთა და შესწირა მას მადლობა: სხვათა კი ცხრათა განკურნებულთა არ იფიქრეს მადლობისა მიცემა ღვთისადმი. ერთმან მათგანმან ქცევამ განაკვირვა თვით უფალი იესო ქრისტე: არა ათნივე განიკურნესა?...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისაგანნი, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგანი“ (17,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ჩუენ სათნოებისათჳს ვიდევნებოდით უშჯულოთა მიერ და ვიკიცხეოდით მათ მიერ, ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესრეთ არს ბუნებაჲ ამის საქმისაჲ, და ყოლადვე სათნოებაჲ სიძულილსა მოატყუებს უკეთურთა მიერ კაცთა, რამეთუ სძულან უკეთურთა მოღუაწენი და ჰგონებენ, თუ არგებენ რასმე თავთა თჳსთა, და ისწრაფიან, რაჲ-თამცა სირცხჳლეულ-ყვეს ცხორებაჲ...

სარჩევი
მოკლე სწავლა დიდ-ხუთშაბათს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

ვგონებ, რომელ განმავალობასა შინა მთელი წელიწადისა არ იპოვება არც ერთი დღე იმ ზომად საღმრთო, წმინდა, მაღალ, აღსავსე სულიერითა აღშენებითა, სხვადასხვა მაგალითითა, ვითარცა დღე ესე დიდისა ხუთშაბათისა. ამ დღეს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველნი თვისნი სწავლანი უშვენიერესითა მათ უტკბილესითა სიტყვებითა, რომლითა ნუგეში სცა მოციქულთა, გამოეთხოვებოდა საყვარელთა თვისთა ათორმეტთა მეგობართა და მოწაფეთა. რა ზომად ტკბილ არიან და ლმობიერად მომყვანებელ უკანასკნელი სიტყვანი...

მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ (17,22).

თარგმანი: არა ძაგებად დადგა, არამედ ქებად, რამეთუ მრჩობლ ეშმაკეულებაჲ ათინელთა შორის ესრეთ გულისჴმა-იყოფებოდა, ვითარმცა მრჩობლ მოსწრაფე იყვნეს ზორვად ღმერთთა საცნაურთა და უცნაურთა. ამისთჳს სიმრავლესა ღმერთთა მათთასა ეშმაკ უწოდდეს, ვითარ-იგი ზემო თქუეს პავლესთჳს, ვითარმედ: "უცხოთა ეშმაკთა ჩანს მომთხრობელად", ესე იგი არს უცხოთა ღმერთთა; რამეთუ ესმა რაჲ სახელი იესუჲსი და...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ჯერ-არს ძჱ კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად“ (17,22-23).

პირველ ამისა, აბრალა რაჲ პეტრე სიტყჳსა ამისთჳს, ფრიად შეჰრისხნა მას. და კუალად მოსე და ელია მთასა ზედა ვნებისა მისისათჳს იტყოდეს და საქმესა მას დიდებად უწოდეს, და მამამან ზეცით წამა ძე იგი საყუარელი, და სასწაულნი ესოდენნი აღესრულნეს, და აღდგომისა ქადაგებაჲ ესმა; და ამას ყოველსა ზედა ესმა...

სარჩევი