განმარტებები
იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოჲ იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა, არს თუ სული წმიდაჲ, გუასმიეს. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა (19,1-3).
თარგმანი: ზემო კერძოდ ადგილად უწოდს აღმოსავალისა ადგილთა - კესარიასა და გარემოჲსთა მისთა, რომელნი-ესე ლიტონად მოვლნა პავლე თჳნიერ დაყოვნებისა, და, მი-რაჲ-იწია...
[თ. 19. მ. 1-10]
1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და...
რქვა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს. რამეთუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა (ლუკ. ით; თ, ი).
უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა სოფლად მისთვის, რათა მოიძიოს, მოაქციოს და აცხოვნოს კაცი ცოდვილი და წარწყმედული. დღეს წარკითხულითა სახარებითგან გვესმა, ვითარ აღასრულებდა იგი საქმესა ამას. იყო კაცი ვინმე სახელითა ზაქე, მთავარი მეზვერეთა და ფრიად მდიდარი. საგულისხმო არს, რომელ სიმდიდრე მისი არ იყო შეძინებულ სიმართლითა. უკეთუ სხვანიცა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ“ (19,1-2).
ზედაჲსზედა განეშორებოდა ჰურიასტანსა შურისათჳს მათისა და მივიდოდა გალილეას, რაჲთა ერმან მან, მსხდომარემან ბნელსა, იხილონ ნა-თელი. ხოლო აწ, ვინაჲთგან მოახლებულ იყო ჟამი ცხოელსმყოფელისა მის ვნებისა მისისაჲ, „მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა... და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი“....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა წარვიდა მიერ, აჰა მო-ვინმე-უჴდა მას კაცი ერთი და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ-მე კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (19,15-16).
ვიეთნიმე იტყჳან ამის ჭაბუკისათჳს, ვითარმედ ზაკუვით და გამოცდით მოუჴდა იესუს, ხოლო მე ვეცხლისმოყუარედ და საფასეთა სიყუა რულისაგან ძლეულად არა ვჰრიდებ წოდებად, რამეთუ ქრისტემანცა ესევითარი ვნებაჲ ამხილა მას; გარნა მზაკუვარად და გამომცდელად ვერ ვიტყჳ, რამეთუ არცა ჯერ-არს უცნაურთა საქმეთათჳს ბრალისა შეჴდაჲ, და მარკოზცა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ქველისმოქმედებანი უკეთურთა და უგუნურთა მავნებელ ექმნებიან, რამეთუ ჰურიათაცა პირველ აქუნდა მადლი ღმრთისაჲ და შეწევნაჲ, და მოიძიეს მონებაჲ წარმართთაჲ და უდაბნოს მანანაჲსა წილ ნიორისა გული უთქუმიდა,1 და აწ მეუფებაჲ ქრისტესი უარ-ყვეს და კეისრისაჲ დაიდვეს თავთა თჳსთა ზედა. ამისთჳსცა უფალმან მისცა მათ...
უმჯობეს არს მოკლებული სიბრძნითა (სწავლითა) შიშითა ღვთისა, ვიდრეღა წარმატებული სიბრძნითა (სწავლითა) და გარდამხთომელი სჯულისა (ზირაქ. 19.21).
ცოდნა, სწავლა, განათლება - აჰა უმთავრესი სურვილი და საზოგადო მეცადინეობა ახლა ყოველთა კაცთა, განსაკუთრებით მშობელთა. ჩვენი საუკუნე მომეტებულად განსხვავდება მისწრაფებითა სწავლისა და განათლებისადმი. ჩვენს დროში კაცი, მოკლებული სწავლასა, საცოდავ კაცად ითვლება, ხოლო უმეცრება - ყოველივე ბოროტების წყაროდ; მსგავსადვე ამისა, მეორეს მხრით, ყველა ხალხის...
ოდეს კაცი ვინმე გარდაიცვლება ქვეყანაზე, მაშინ ყოველნი მისნი მახლობელნი, მცნობელნი და მონათესავენი სტირიან და სწუხან; ხოლო დღესა გარდაცვალებისასა დიდხანს იხსენებენ გლოვითა და მწუხარებითა. გარნა ჩვენ ქრისტიანენი, სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ დღეს მიძინებასა, ანუ მიცავლებასა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისასა. რას ნიჰშნავს ეს უჩვეულო განწესება წმიდის ეკკლესიისა? ნაცვლად ჩვეულებრივისა ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ დღესა ყოვლადწმიდის გარდაცვალებისასა?...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენთჳს?“ (19,27).
რომელსა იტყჳ, ჵ ნეტარო პეტრე, თუ: „ყოველი დაუტევეთ“? ბადე-თა იტყჳა, ანუ სათხეველთა, ანუ ლერწამსა, ანუ ნავსა, ანუ თევზობასა? ამას ყოველსა იტყჳა? ჰე, ჭეშმარიტადო, მომიგებს მოციქული; გარნა არა ზუაობით ვიტყჳ ამას ანუ სიქადულით, არამედ რაჲთა კითხვითა ამით ჩემითა შორის შემოვიყვანო კრებული იგი გლახაკთაჲ. ვინაჲთგან თქუა უფალმან, ვითარმედ: „უკუეთუ გნებავს,...
და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და სტიროდა მას ზედა და იტყოდა, ვითარმედ უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. (ლუკა. 19, 41, 42).
შესვლა უფლისა იესო ქრისტესი იერუსალიმს, რომელსა აწ ვდღესასწაულობთ, იყო ერთობ დიდებული და სადღესასწაულო. მთელი ქალაქის მცხოვრებნი მიეგებნენ მას, ვითარცა მიეგებიან დიდებულსა და ძლევა შემოსილსა მეფესა, ხის შტოებითა, ღაღადებითა ოსანა მაღალთა შინა! და ზოგნი ტანისამოსსაც დაუფენენ გზაზედ. ესრედ იფიქრებდა კაცი, რომ...
მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტჱ უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. (2) და შეიპყრა ვეშაპი იგი _გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი იცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. (3) და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.
თარგმანი. აქა იტყჳს ეშმაკისა შეკრვასა, რომელი იქმნა ქრისტჱს...
[თ. 20; მ. 1-8]
1. და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა, ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, 2. ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ ერთი, და მითხართ მე: 4. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? 5. ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა...
და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად და იყო მუნ სამ თთუე: იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან, ეგულებოდა რაჲ აღსლვაჲ ასურეთად, განიზრახა მიქცევაჲ მაკედონიაჲთ. და მის თანა ჰყვანდა ვიდრე ასიამდე სოსიპატრე, პჳრესი ბერიელი და თესალონიკელი არისტარხოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტჳქიკოს და ტროფიმოს. ესენი წინა წარგჳძღუეს და გუელოდეს ჩუენ ტროადას შინა. ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაჲთ და...
არა მოიღო სახელი უფლისა შენისა ამაოსა ზედა.
ვინც დაუკვირდება ცხოვრებასა და ზნეობასა აწინდელთა ქრისტიანეთასა, ის დაინახავს, რომელ, თუმცა, ღვთის მადლით და შეწევნით, არა მცირედნი მათ შორის არიან დიახ ღვთის მოყვარენი, და ცდილობენ აღსრულებას მცნებათა ღვთისათა. გარნა უმრავლესნი მათგანნი ერიდებიან მხოლოდ დიდ-დიდთა სულის მომაკვდინებელთა ცოდვათა. ხოლო, სამწუხაროდ, სრულიად არ ერიდებიან ისრეთთა ცოდვათა, რომელნი მათ, შეცდომით მიაჩნიათ მცირე ცოდვად. მაგალითებრ, ურიცხვნი არიან აწინდელთა ქრისტიანეთა შორის,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წარვიდეს კუალად თჳსაგან მოწაფენი იგი. ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა“ (20,10-11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბუნებაჲ დედათაჲ ლმობიერ არს და გლოვად ადვილად მომავალი. ხოლო ესე ვთქუ, რაჲთა არა გიკჳრდეს, ვითარ მარიამ დგა და ტიროდა, ხოლო მოწაფენი წარვიდეს თჳსაგან, რამეთუ ბუნებითცა მგლოვარე იყო და აღდგომისაცა სიტყუაჲ არა იცოდა ესრეთ, ვითარ მათ, რომელთა ეხილვნეს ტილონი და წარვიდეს საკჳრველებით. ხოლო იგი დგა მუნ და ტიროდა, და შთაჰხედა საფლავსა, სადა იყო გუამი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).
მოვიდა რაჲ გალილეაჲთ, არა მეყსეულად აღვიდა იერუსალჱმდ, არამედ პირველად ქმნნა სასწაულნი და ასწავა მოწაფეთა უპოვარებისათჳს და ქალწულებისათჳს და სიმდაბლისათჳს და მისაგებელისათჳს მათისა,...
მოვიდა იესო და დასდგა შორის მათსა (მოწაფეთა) და ჰრქვა მათ: მშვიდობა თქვენთანა! (იოანე 20,19)
ორმოცი დღის განმავლობაში შემდგომად აღდგომისა გამოეცხადებოდა უფალი იესო ქრისტე მრავალ გზის მოწაფეთა თვისთა, ზოგჯერ თვითოეულს, ცალ ცალკე, ვითარცა მაგალითებრ, პეტრესა და იაკობს, ზოგჯერ ორ-ორს, მაგალითად, ორთა მოწაფეთა, გზასა ზედა მიმავალთა სოფელს, ანუ ყოველთა ათერთმეტთა მოწაფეთა ერთად, ვითარცა მოისმინეთ დღეს წაკითხულის სახარებასა შინა; ერთხელ გამოეცხადა უმეტეს ხუთასთა მოწაფეთა და მორწმუნეთა შეკრებილთა...
შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმიდაი, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიუტევნენ მათ, და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ; (იოანნე 20: 22-23).
დღეს ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, წმინდა ეკლესია ჩვენი მიიღებს უჩვეულოსა სახესა და აღასრულებს განსხვავებულსა, შესანიშნავსა წესსა. აქამომდე იგი იყო დედა ჩვენი, და ვითარცა ჭეშმარიტი დედა, იგი ჩვენ მხოლოდ გვლოცავდა, გვაკურთხებდა, გვასწავლიდა. დღეს იგი გარდაიქცევა მსაჯულად ჩვენდა და აღასრულებს მოვალეობასა მართლ-მსაჯულებისასა....
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა უფალი“ (20,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ესრეთ ამაოდ და მსწრაფლ სარწმუნოებაჲ არა კეთილ არს, ეგრეთვე უფროჲს ზომისა გამოძიებაჲ ჭეშმარიტებისაჲ უჯერო არს. ამისთჳსცა თომა საბრალობელ იქმნა, რამეთუ არა ჰრწმენა მოწაფეთაჲ.1 არა თუ იგინი მტყუვრად შეერაცხნეს, არამედ საქმჱ იგი მკუდრეთით აღდგომისაჲ შეუძლებელ-უჩნდა. ხოლო ვითარ, იყვნეს რაჲ ყოველნი ერთბამად, და თომა არა იყო? გარნა...