მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალს, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი იგი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.
თარგმანი. ცისა და ქუეყანისათჳს თქუა, ვითრმედ პირველნი წარჴდეს, ესე იგი არს, ვითარმედ უმჯობჱსისა მიმართ შეიცვალნეს. ხოლო ზღჳსათჳს თქუა, ვითარმედ ზღუაჲ არღარა იყოს, რამეთუ რად საჴმარ არს ზღუაჲ, ვინაჲთგან მას შინა მავალნი არღარა იყვნენ, რაჲთამცა შორიელთა საქმეთა მოიღებდეს.