1.და ჰრქუა უფალმან აბრაჰამს: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ.2.და გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი და იყო კურთხეულ.3.და ვაკურთხნე მაკურთხეველნი შენნი და მწყევარნი შენნი ვწყევნე. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.4.და გამოვიდა აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ, ხოლო აბრაამ იყო წლისა სამეოცდაათხუთმეტისა, რაჟამს გამოვიდა ხარანით.5.და მიიყუანა აბრაამ სარა, ცოლი თჳსი, და ლოთ ძე, ძმისა თჳსისა, და ყოველი საქონელი მათი, რაოდენი მოიგეს. და ყოველი სული, რომელი მოიგეს ხარანს, და გამოვიდეს წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდეს ქუეყანად ქანანისა.6.და განვლო აბრაამ ქუეყანაჲ იგი სიგრძედ მიმართ მისა ვიდრე ადგიდმდე სჳქემისა, მუხასა თანა მაღალსა, ხოლო ქანანელნი მკჳდრ იყვნეს მაშინ მას ქუეყანასა.7.და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე და აღუშენა მუნ აბრაამ საკურთხეველი უფალსა გამოჩინებულსა მისდა.8.წარიტრა მუნ მთად მიმართ აღმოსავალით კერძო ბეთელს და აღდგა მუნ კარავი თჳსი ბეთელს შინა ზღჳთ კერძო და ანგეთ, აღმოსავლით კერძო. და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა და ხადოდა სახელსა ზედა უფლისასა:9.და აღიტრა აბრაამ და წარსლვით ილაშქრა უდაბნოსა შინა.10.და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა და შთავიდა აბრაამ შთასლვად ეგჳპტეს მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა.11.ხოლო იყო, რაჟამს მიეახლა აბრაამ შთასლვად ეგჳპტედ, ჰრქუა აბრაამ სარას, ცოლსა თჳსსა: უწყი, რამეთუ დედაკაცი პირკეთილი ხარ შენ;12.იყოს უკუე, ვითარცა გიხილონ შენ მეგჳპტელთა, თქუან, ვითარმედ: ცოლი მისი არს ისი და მომკლან მე, ხოლო შენ გიგულონ.13.თქუ, უკუე ვითარმედ: დაჲ მისი ვარ, რათა კეთილი მეყოს შენ მიერ და ცხონდეს სული ჩემი შენ ძლით.14.და იყო, რაჟამს შევიდა აბრაამ ეგჳპტედ, იხილეს მეგჳპტელთა დედაკაცი იგი, რამეთუ შუენიერ იყო ფრიად.15.და მხილველთა მისთა მთავართა ფარაოჲსთა აქეს იგი წინაშე ფარაოსა, და შეიყუანეს იგი სახლსა ფარაოსსა.16.და აბრაამს კეთილსა უყოფდეს მის ძლით და იქმნნეს მისსა ცხოვარი და ზროხები და ვირნი და მონანი და მჴევალნი, კერძოვირნი და აქლემნი.17.და განცადა უფალმან ფარაოჲ განცდითა დიდ-დიდებითა და ბოროტებითა და სახლი მისი სარრასთჳს, ცოლისა აბრაამისისა.18.და მოუწოდა ფარაო აბრაამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ მე? რამეთუ არა მითხარ მე, ვითარმედ ცოლი ჩემი არს.19.რად თქუ, დაჲ ჩემი არს, და მოვიყუანე თავისა ჩემისა ცოლად? და აჰა ცოლი შენი წინაშე შენსა, მიიყუანე და განისწრაფე.20.ჰრქუა ფარაო კაცთა აბრაამისთა თანა განვლინებად მისსა ცოლი-ცა მისი და ყოველნი, რაოდენნი იყუნეს მისნი, და ლოთ მის თანა.
დიდად გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ გუშინაც სიხარულით მიიღეთ ლოცვის შესახებ სწავლება და დღესაც ასეთი მოშურნეობით მიისწრაფვით მოსასმენად. ეს ჩვენც უფრო მოშურნეებს გვხდის და გვაიძულებს, უფრო უხვი სულიერი ნადიმი შემოგთავაზოთ. ისევე როგორც მიწის მუშაკი, როცა ხედავს, რომ მისი ყანა უხვად აღმოაცენებს მასში ჩაყრილ თესლს და მდიდარ მოსავალს იძლევა, ყოველდღიურად არ წყვეტს ყოველგვარ ძალისხმევას, სათანადო მზრუნველობას იჩენს და დღედაღამ ზრუნავს, რომ მისი შრომა...
დიდი და გამოუთქმელი საუნჯეა, საყვარელნო, დღევანდელ საკითხავში და საჭიროა ყურადღებიანი გონება, ფხიზელი და მღვიძარე აზრი, რათა არაფერი გამოგვეპაროს ამ მოკლე სიტყვებში მოცემულიდან. კაცთმოყვარე ღმერთმა ხომ სწორედ იმიტომ არ ინება, რომ წერილში მოცემული ყველაფერი ადვილად გასაგები და ნათელი ყოფილიყო ჩვენთვის მაშინვე, უბრალო კითხვისას, — რომ ძილისგან გამოგვეღვიძა, და ჩვენ, დიდი ფხიზლობის გამოჩენით, მისგან სარგებელი მიგვეღო. ჩვეულებრივ, რაც შრომითა და ძიებით...
...ეტი მზრუნველობის ღირსი გახდება ზეგარდამო, თუ თავადაც სათნო იქნება. მაშ, რას ნიშნავს: „ერჩდა ჴმასა ჩემსა და დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი"? როცა ვუთხარი: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ" (), — მან ყოველივე, რაც ხელთ ჰქონდა, მიატოვა და უცნობისკენ გაეშურა, სულით არ შერყეულა, არ დაყოვნდა, არამედ სრული მზადყოფნით ჩემი ბრძანება შეასრულა და ჩემს ხმას დაემორჩილა. შემდეგ, რაღაც ბუნებაზე აღმატებულს ვჰპირდებოდი, როცა მისი ასაკიც აღარ აძლევდა იმედს, და არც თავად, არც დედაშენი — ვერც ერთი ვერ შობდა; მაგრამ, როცა ჩემგან ესმოდა, რომ მისი შთამომავლობა ისე გამრავლდებოდა, რომ მთელ ქვეყანას აავსებდა, — მაშინაც არ შეშფოთებულა ფიქრით, არამედ ირწმუნა. და ეს მას სიმართლედ შეერაცხა, რადგან ჩემი ძალა რომ ირწმუნა და ჩემს აღთქმებს მიენდო, ადამიანური უძლურების ზემოთ აღიმაღლა. შენი შობის შემდეგ კი, როცა დედაშენმა იწყინა ისმაელზე, მხევლისგან შობილზე, და სურდა იგი აგარითურთ სახლიდან გაეძევებინა, რათა შენთან საერთო არაფერი ჰქონოდა, — მამამთავარი, თუმცა მამობრივი სიყვარულით მისადმიც გარკვეულ მიდრეკილებას გრძნობდა, მაგრამ ჩემგან ბრძანება რომ მოი...
...ათნოებამ და მშობლებისადმი სიყვარულმა მამაც წამოყოლებას აიძულა.
როცა ხარანში მივიდნენ, იქ კარავი აღმართეს. ხოლო თარას სიკვდილის შემდეგ (ასე ერქვა მის მამას), ღმერთი კვლავ ბრძანებს იქიდან გამოსვლას. „გამოვედ, — ეუბნება, — ქუეყანისაგან შენისა, და ნათესავისაგან შენისა... და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ" (). ვინაიდან მთელ ოჯახთან ერთად ხარანში გადასახლდა, ბრძანების გამცემი, იქიდან გამოსვლას რომ უბრძანებს, დასძენს: „ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა", ამით აჩვენებს, რომ სურს, მარტო აღასრულოს მგზაურობა და თან არ წაიყვანოს არც ძმა, ანუ ნაქორი, და არავინ სხვა. „ქუეყანისაგან შენისა", — უთხრა ღმერთმა, — იმიტომ, რომ იქ არცთუ მცირე ხნის ცხოვრებით იმ მიწაზე საცხოვრებელი მოეწყოთ, თითქოს უკვე საკუთარ სამშობლოში. და, თუმცა ჯერ კიდევ მშობლებს დასტიროდა, თუმცა მაშინ მგზაურობა ბევრ სიძნელესა და უხერხულობას წარმოადგენდა, მაინც დიდი მოშურნეობით იჩქარა უფლის ბრძანების აღსრულებისკენ, ისიც კი არ იცოდა, სად დამთავრდებოდა მისი მგზაურობა. მართლაც, უფალმა არ უთხრა: წადი ამა თუ იმ მიწაზე, არამედ — „რომელიცა გიჩუენო შენ". და მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება ასე განუსაზღვრელი იყო, მან, არაფრის გამოკვლევის გარეშე, აღასრულა ნაბრძანები. თა...
სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს:
...ეთ, რომელნი საგონებელ არიან, თუ სხუათასა უმეტესი მიეცა აქავე შუებაჲ და განსუენებაჲ. ვთქუათ აბრაჰამისთჳს. ისმინე, დაწყებასა მებრ ღმრთისმსახურებისა მისისასა რაჲ-იგი ღმერთმან ამცნო მას: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა, რომელი მე გიჩუენო შენ“. არა შესაწუხებელ იყოა სიტყუაჲ ესე კაცისათჳს ესევითარისა? არამედ დაურთო ნუგეშინის-ცემაჲცა: „გყო შენ ნათესავად დიდადო“. ხოლო გამო-რაჲ-ვიდა მიერ ქუეყანით და მოვიდა, ვინაჲცა უბრძანა ღმერთმან, მრავალნი ჭირნი და მწუხარებანი შეემ-თხჳნეს, სიყმილნი და მიმოსლვანი, არამედ ნუგეშინის-ცემანიცა მარადის მიეცემოდეს ღმრთისა მიერ: ოდესმე წყლულებაჲ იგი ფარაოჲსი და შიში ღმრთისა მიერ მის ზედა მოწევნული, და კუალად გამოსლვაჲ მისი ეგჳპტით პატივითა და სიმდიდრითა დიდითა. და შემდგომითი შემდგომად ყოველივე ცხორებაჲ მისი ამით სახითა აღესრულა, ოდესმე განსაცდელითა და ოდესმე ნუგეშინის-ცემითა.
ეგრეთვე სხუათა მათ მამათმთავართაჲ, ეგრეთვე წმიდათა მოციქულთაჲ, და უფროჲსადღა მათი ცხორებაჲ უმრავლესი ჭირითა აღესრულებოდა და განსაცდელითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: „კურთხეულ არს ღმერთი...