1.და მოჰხედა უფალმან სარრას, ვითარცა ჰრქუა და უყო ღმერთმან სარრას, ვითარცა ეტყოდა მას.2.და მიუდგა და უშვა აბრაჰამს ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი.3.და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ.4.და წინა-დასცჳთა აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.5.ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი.6.და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა.7.და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა.8.და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი.9.და იხილა სარრა ძე აგარისი მეგჳპტელისა. რომელ-იგი ესვა აბრაჰამს, იმღერდა ისაკის თანა, ძისა მისისა.10.მიუგო და ჰრქუა აბრაჰამს: განაძე მჴევალი ეგე და ძე მისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს ძემან მჴევლისამან ძისა ჩემისა ისაკის თანა.11.ხოლო ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.12.და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.13.ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს.14.ხოლო აღდგა აბრაჰამ განთიად და მოიღო პური და თხიერითა წყალი და მისცა აგარს. და აღიკიდა იგი მჴართა თჳსთა და ყრმაჲ. და განვიდა იგი და შესცთა უდაბნოსა ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.15.მოაკლდა წყალი იგი თხიერისაჲ მისგან და დააგდო ყრმაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა.16.და წარვიდა ღა დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.17.შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო, და უწოდა ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს.18.აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე.19.და აღუხილნა ღმერთმან თუალნი მისნი და იხილა ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მივიდა და აღავსო თხიერი იგი წყლითა და ასუა ყრმასა მას, და იყო ღმერთი ყრმისა მის თანა.20.და აღორძნდა და დაეშენა უდაბნოსა და იყო იგი მეისარ.21.და დაემკჳდრა უდაბნოსა მას ფარანისა, და მოჰგუარა მას დედამან მისმან ცოლი ქუეყანით ეგჳპტით.22.მას ჟამსა ოდენ მიუგო აბიმელექ და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარმან და ფიქოლ, ერისთავმან ერისა მისისამან, აბრაჰამს და ჰრქუა: ღმერთი შენ თანა არს ყოველსავე, რასაცა იქმ.23.აწ უკუე მეფუცე მე, ღმერთსა, რათა არა მავნო, არცა ნათესავსა ჩემსა, ნუცა სახლსა ჩემსა, არამედ სიმართლისაებრ ჩემისა, რომელი ვყავ შენ თანა და ქუეყანასა მას. რომელსა დამკჳდრებულ ხარ შენ მას ზედა.24.და ჰრქუა მას აბრაჰამ: მე უკუე გეფუცო შენ.25.და ამხილა აბრაჰამ აბიმელექს ჯურღმულთა მათთჳს წყლისათა, რომელ-იგი მოუღიეს მწყემსთა მათ აბიმელექისთა.26.ჰრქუა აბიმელექ აბრაჰამს: არა ვიცი, ვინ ყო საქმე ეგე. არცა შენ მითხარ, არცა მე მესმა, არამედ დღეს ხოლო.27.მოასხა აბრაჰამ ცხოვარი და ზროხაჲ და მისცა აბიმელექს და აღითქუეს ორთავე აღთქუმა.28.დაადგინა აბრაჰამ შჳდნი ტარიგნი თჳსაგან.29.და ჰრქუა აბრაჰამს აბიმელექ: რაჲ არიან შჳდნი ესე ტარიგნი ცხოვართანი, რომელ-ესე დაადგინენ თჳსაგან?30.მიუგო აბრაჰამ და ჰრქუა: რამეთუ შჳდნი ესე ტარიგნი მიიბნე ჩემგან. რათა იყვნენ ჩემდა საწამებელად, რამეთუ მე ვთხარე ჯურღმული ესე.31.ამისთჳს უწოდა სახელი ადგილსა მას ჯურღმულ ფიცისა.32.რამეთუ მუნ იფიცნეს ურთიერთას და აღითქუეს აღთქუმაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. და აღდგა აბიმელექ და ოქოზათ, მზახალი იგი მისი, და ფიქორ, ერისთავი ერისა მისისაჲ, და წარვიდეს ქუეყანად ფილისტიმედ.33.დაასხა აბრაჰამ ყანაჲ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა და ჰხადა მუნ სახელი უფლისა ღმრთისა საუკუნოჲ.34.და დაემკჳდრა აბრაჰამ ქუეყანასა მას ფილისტიმისასა დღეთა მრავალთა.
მიხარია, როცა ვხედავ, რომ თქვენ მოსასმენად იკრიბებით და დიდი სიამოვნებით იღებთ ჩვენს შეგონებას. ამიტომაც მეც ყოველდღე მეტი მოშურნეობით ვცდილობ ჩემი ღარიბი და უბრალო ტრაპეზი შემოგთავაზოთ. თქვენი გულმოდგინე მოშურნეობა ტრაპეზის სიღარიბეს ფარავს და მცირედს დიდის სახეს ანიჭებს. მსგავსი რამ შეიძლება ხორციელ საჭმელშიც დაინახო. ვინც უკვე გაძღომილ სტუმრებს იღებს, თუნდაც უხვი სანოვაგე შესთავაზოს, სტუმრების სიძღომე მოწვევის ფასს ამცირებს, ისე, რომ დიდიც...
1. სარრას სიხარული და ისმაელის განდევნის მიზეზი (21:6-12)
დღესაც, საყვარელნო, გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი და კვლავ სულიერი ტრაპეზი შემოგთავაზოთ, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ, — როგორც გუშინაც გესმოდათ, — სახიერი ღვთის გამოუთქმელი განგება და მოწყალება და, მეორე მხრივ, აბრაამის დიდი მორჩილება და სულიერი განწყობა. თქვენ იხილეთ, თუ როგორ გაახარა ისაკის შობამ სარრა. „და თქუა სარრა, — ამბობს წერილი, — საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა" (
1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2):
...მოეჩვენა. მაშინ ღმერთმა, რომელსაც მართლის ნუგეშისცემა სურდა, უთხრა: შეისმინე სარრას, ცოლისა შენისა, და ისე მოიქეცი, როგორც იგი გეუბნება, „ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა... რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად", ისმაელსაც კი „ნათესავად დიდად ვყო, რამეთუ თესლი შენი არს" (). ღვთის მთელი აღთქმა და ხარება იმაში მდგომარეობდა, რომ ისაკის შთამომავლობა დიდ ხალხად გამრავლდებოდა. ამ იმედებით გამოზრდილი, მართალი თავისი ასპარეზის დასასრულს უახლოვდებოდა, თითქოს უკვე მიეღო საზღაური ესოდენ დიდი და განუწყვეტელი მწუხარებისა და განსაცდელებისთვის, თითქოს ბოლოს უკვე მშვიდობას მიეღწია; თვალწინ ხედავდა მემკვიდრეს, რომელსაც უნდა მემკვიდრეობა მიეღო. ამგვარად, ვამბობ, მშვიდობით ცხოვრობდა მართალი, უდიდესი ნუგეშის ნაყოფს იგემებდა. მაგრამ ფარული ზრახვების მცოდნემ, რომელსაც სურდა ჩვენთვის მართლის მთელი სათნოება და ის დიდი სიყვარული ეჩვენებინა, რომელიც ღვთისადმი ჰქონდა, — ესოდენ დიდი აღთქმების შემდეგ, განსაკუთრებით უახლესი, ცოტა ხნის წინ მიცემული აღთქმის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ ახალ ხსოვნაში იყო, — როცა ისაკი უკვე სრულ ასაკში შევიდა და სიჭაბუკის ყვავილობაში იმყოფებოდა, და მამის სიყვარული მისადმი, შესამჩნევად, სულ უფრო ძლი...