1.და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან თქუა: აჰა, მე.2.და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ.3.აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა.4.და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით.5.და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ.6.წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად.7.ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?8.ხოლო აბრაჰამ ჰრქუა: ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო წარვიდეს ორნივე ზოგად.9.და მიიწივნეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და აღაშენა აბრაჰამ საკურთხეველი და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა.10.და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა.11.ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე.12.და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.13.და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა.14.და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას "უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას "უფალი გამოჩნდა".15.და უწოდა ანგელოზი უფლისა აბრაჰამს მეორედ ზეცით და ჰრქუა.16.თავსა ჩემსა ვფუცე, თქუა უფალმან, ვინათგან ჰყავ სიტყაჲ ესე. და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს.17.კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა.18.და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.19.და მიიქცა აბრაჰამ მონათა თჳსთა თანა. და აღდგეს და წარვიდეს. ერთბამად ჯურღმულად ფიცისა და დაეშენა აბრაჰამ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.20.და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ უთხრეს აბრაჰამ და ჰრქუეს: აჰა ესერა, უშვა მელქამანცა ძეებ ნაქორს, ძმასა შენსა.21.ოქს პირმშოჲ და კავქს, ძმაჲ მისი, და კამოელ მამაჲ ასურთაჲ.22.და ქაზათ და აზავ და ფალდას და ალაბ და ბათოელ.23.და ბათოელს ესუა რებეკა. რვანი ესე ძენი, რომელნი უსხნა მელქა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.24.და ხარჭმან მისმან, რომელსა ერქუა რეჰმა, შვა მანცა, ბაეკ და ტაბეკ და ტოქოს და მუქან.
1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2)
დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი...
...ედ უცხო არიან მისგან, რამეთუ რომელსა ზედა იგი მხიარულ იყო, ესენი მწუხარე იყვნეს. „ხოლო დღჱ ჩემი იხილა და განიხარაო“, დღესა მას ჯუარ-ცუმისასა იტყჳს, რომელი მან შეწირვასა მას ვერძისასა და ისაკისსა პირველ გამოსახა, რაჟამს შესწირვიდა ისაკს, და იხილა ვერძი იგი დამოკიდებული ნერგსა მას საბეკსა და განიხარა, რამეთუ იგი იყო სახჱ ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ. და მის დღისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „იხილა დღჱ ჩემი და განიხარა“, ესე იგი არს, იხილა რაჲ სახჱ ჯუარ-ცუმისაჲ. ხოლო ისმინე, რასა იგინი იტყჳან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერგასის წლისა არღა ხარ და შენ აბრაჰამ გიხილავსა? ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრე აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ. აღიღეს ქვაჲ ჰურიათა, რაჲთა დაჰკრიბონ“ (8,57-59).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ აბრაჰამის უზეშთაესობაჲ გამოაჩინა? რამეთუ რომელსა უხაროდა ხილვად დღისა მისისა და დიდად უჩნდა ხილვაჲ მისი, საცნაურ არს, რამეთუ ვითარცა განმაცხოველებელისაჲ და ვითარცა უზეშთაესისაჲ აქუნდა დღჱ იგი, რამეთუ ვინაჲთგან იგინი იტყოდეს, ვი-თარმედ: „ხუროჲსა ძე არს“, და არარას სხუასა გულისხმა-ჰყოფდეს, ამისთჳს მცირედ-მცირედ აღიყვანებს მათ მაღლისა გონებისა მიმართ. ხოლო მათ რაჟამს ესმა, ვითარმედ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ამას იტყოდა და გამოსცდიდა მას, რამეთუ თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“ (6,6).:
...ა გამოსცდიდა მას, რამეთუ თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“ (6,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „გამოსცდიდა“? არაჲ ეგულებოდა მას თქუმად, რამეთუ ყოველივე პირველ ქმნისა და თქუმისა იცოდა. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ძუელისაგან გულისხმა-ყავ, რამეთუ მუნ იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი გამოსცდიდა აბრაჰამს“. არცა მუნ იტყჳს ამას, თუ შემდგომად გამოცდისა სცნობდა საქმისა მის აღსასრულსა, თუ უსმინოს ანუ არა. ნუ იყოფინ! რამეთუ ვითარმცა ეგებოდა ესე მისთჳს, რომელმან ყოველივე პირველ ყოფისა იცის? არამედ ორივე ესე კაცობრივ თქუმულ არს. რამეთუ ვითარცა რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „რომელი გამოეძიებს გულსა კაცთასა“, არა ამას იტყჳს, თუ არა იცის და ეძიებს ცნობად, არამედ მოასწავებს ჭეშმარიტსა მას მეცნიერებასა მისსა. ეგრეთვე ოდეს თქუას, თუ: „გამოსცდიდა“, არარას სხუასა იტყჳს, გარნა ამას, ვითარმედ იცოდა კეთილად და ენება, რაჲთამცა იგიცა გამოცდილ იქმნა და მტკიცე, და ვითარცა აბრაჰამ, ეგრეთვე ესე კითხვითა თჳსითა მოიყვანა უზეშთაესისა სასწაულისა მის გულისხმისყოფასა. ამისთჳსცა, რაჲთა არა უძლურებისათჳს სიტყჳსა ამის ბოროტი რაჲმე მოიგონო, თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „თავადმან იცოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად“. რამეთუ ს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მიმართ: არა ცილი ჰფუცო, არამედ მიეც უფალსა ფიცი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა ფუცად ყოლად ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაჲ; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი ფერჴთა მისთაჲ არს; ნუცა იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ; ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ ვერ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავნ თქუენი ჰე ჰე, და არა არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგანი არს“ (5,33-37).:
...ა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგან ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად. იგი კაცისმკლველი არს დასაბამითგან“. გარნა ფინეზ კაცისმკლველ იქმნა, და შეერაცხა მას სიმართლედ; და კუალად აბრაჰამ შვილისა თჳსისა დაკლვად ჴელი მიყო, და შეერაცხა სიმართლედ; და პეტრე მოციქულმან ანანია და სამფირა მოკლნა, და იქმნა საქმე იგი კეთილ და სულიერ.
სწავლაჲ იზ ფიცისათჳს
ამისთჳს გეტყჳ, რაჲთა არა ესრეთ უმეცრებით გულისჴმა-ვჰყოფდეთ საქმეთა, არამედ ჟამსა და მიზეზსა და განყოფილებასა პირთასა და სხუასა ესევითარსა ყოველსავე გამოვეძიებდეთ, რაჲთა ესრეთ მივეწინეთ ცნობად ჭეშმარიტებისა და ვისწრაფოთ გარდამატებად საქმეთა მათ ძუელისა შჯულისათა, უკუეთუ გსურის მიმთხუევად სასუფეველსა ცათასა, ვითარცა ბრძანებს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ არა გარდაემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთასა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“.
ხოლო აწ არიან ჩუენ შორის მრავალნი, რომელნი არა თუ გარდამატებულსა ოდენ არა იქმან, არამედ ნაკლულევანცა არიან ძუელისა მის წესისაგან, რამეთუ არა ხოლო თუ ფიცისაგან არა ივლტიან, არამედ...