1.და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა.2.ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი.3.და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა.4.რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა.5.და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან.6.ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.7.და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა.8.და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა.9.ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.10.და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა.11.მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს.12.და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე.13.ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად.14.და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი.15.და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ.16.და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს.17.და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა.18.და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა.19.ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა.20.ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი.21.და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი.22.და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა.23.და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა.24.და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე.
გუშინ არცთუ მცირე სარგებელი მოგვიტანა მართალი ნოეს მოდგმის ისტორიამ. ჩვენ საკვირველი გვარტომობის წესი შევიტყვეთ და დავინახეთ, რომ მართალი დიდებას იხვეჭს არა წინაპართა კეთილშობილებით, არამედ საკუთარ ზნეთა სიკეთით. სწორედ ამის გამო მიიღო მან ასეთი მაღალი მოწმობა საღვთო წერილისგან: „ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე" (). ამ მოკლე სიტყვებს გუშინ მთელი სწავლება...
მინდა კვლავ იმავე საგანს შევუდგე, რაზეც ცოტა ხნის წინ გესაუბრებოდით, საყვარელნო, და კვლავ მართალ ნოეზე თხრობა განვიხილო. მართლაც დიდია ამ მართლის სათნოებათა სიმდიდრე და ჩვენ ვალდებულნი ვართ, შეძლებისდაგვარად, ყოველივე დაწვრილებით გამოვიკვლიოთ, რათა ამით თქვენთვის რაც შეიძლება მეტ სარგებელს მოვიტანოთ. მხოლოდ ყურადღება დაძაბეთ, გევედრებით, რათა (ამ თხრობაში) მოცემული არცერთი აზრი არ გამოგეპაროთ. მაგრამ ჯერ უნდა შეგახსენოთ, საყვარელნო, რაზე...
3. „მოეხსენა ღმერთსა ნოესი" — ნოეს რწმენა და მოთმინება (8:1-3):
...ა და მოთმინება — შეხედე, რა დიდია მის მიმართ ყოვლად კეთილი ღმერთის სიყვარული. "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი". უმიზეზოდ არ თქვა საღვთო წერილმა "მოეჴსენა"; არამედ, ვინაიდან ზემოთ გვაჩვენა თავად ღმერთის მოწმობა მართლის შესახებ, რომელმაც თქვა: "შევედ... კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად... ნათესავსა ამას შინა" (), ამიტომ ახლა ამბობს: "მოეჴსენა ღმერთსა ნოესი", ანუ გაიხსენა ის მოწმობა, რომელიც თავადვე მისცა მას, და არ დატოვა დიდხანს მართალი ყურადღების გარეშე, არამედ მოითმინა მანამ, სანამ ის შეძლებდა ასეთი მდგომარეობის გაძლებას, და ბოლოს მიანიჭა თავისი მადლი. ასე, იცის რა ჩვენი ბუნების უძლურება, უფალი, თუ როდესმე ჩვენ რაიმე განსაცდელში ჩაგვიშვებს, მას იქამდე ახანგრძლივებს, სანამ ჩვენ, როგორც მან იცის, გავუძლებთ, რათა შემდეგ ჩვენც მოთმინებისთვის შესაფერისი ჯილდო მოგვანიჭოს და საკუთარი კაცთმოყვარეობა გამოავლინოს, რის შესახებაც პავლეც ამბობს: "სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად" (). ვინაიდან ეს მართალიც სიმტკიცესა და მოთმინებას იჩენდა, ღვთის რწმენით რომ გაუძლო კიდობან...