1.და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა.2.და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.3.და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.4.და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.5.ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.6.ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.7.და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.8.და განავლინა ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.9.და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, და განყო ჴელი მისი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად.10.მერმე შემდგომად შჳდთა დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან.11.და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.12.და მერმე და-ღა-ითმინა შჳდ დღე. და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე.13.და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.14.ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა,განჴმა ქუეყანა.15.და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს.16.გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი.17.და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.18.და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი.19.და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან.20.და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.21.და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.22.ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.
ახლა წაკითხულ სიტყვებში გამოცხადებულია დიდი და გამოუთქმელი სიყვარული და უსაზღვრო სახიერება, რომელსაც ღმერთი აჩვენებს არა მხოლოდ ამ გონიერი არსების, ანუ ადამიანის, არამედ ყველა უტყვი ცხოველის მიმართაც. ვინაიდან ყოველივეს შემოქმედია, იგი თავის სახიერებასაც ყველა თავის ქმნილებაზე ავრცელებს და ყოველნაირად გვაჩვენებს, რა მზრუნველობა აქვს ადამიანთა მოდგმის მიმართ და რომ თავიდანვე, დასაბამიდანვე ყოველივე ჩვენი ცხონებისთვის აკეთებდა. ასე რომ, ურტყამს თუ სჯის, ერთსაც...
გუშინ ჩვენ ვიხილეთ კაცთმოყვარე უფლის სახიერება, თუ როგორ გამოიყვანა მართალი კიდობნიდან, განათავისუფლა იგი მასში ყოფნისგან, იხსნა ამ მძიმე და საშინელი საპყრობილისგან და დააჯილდოვა მოთმინებისთვის, სთქვა რა: "აღორძნდით და განმრავლდით" (). დღეს კი ვნახოთ ნოეს მადლიერება და აღიარება, რომლითაც მან კიდევ უფრო დიდი და მაღალი ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვა. ღმერთი ყოველთვის ასე იქცევის: როცა ხედავს, რომ ვინმე...
...ა იგი ვიდრემდე შვა.** - ანუ არასოდეს აღრეულა მასთან, რამეთუ "ვიდრემდე" აქ იმას კი არ ნიშნავს, რომ თითქოს შობამდე არ იცოდა იგი და მერე შეიცნო, არამედ იმას, რომ არც არასოდეს შეუცვნია იგი. ასეთია თავისებური ენა წმინდა წერილისა, როგორც მაგალითად: არ დაბრუნებულა ყორანი კიდობანში "ვიდრე განხმობამდე ნყლისა ქუეყანისაგან" (), მაგრამ იგი ხომ არც ამის შემდეგ დაბრუნებულა, და კიდევ: "მე თქუენ თანა ვარ ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მთ. 28,20) და აღსასრულის შემდეგ აღარ იქნება? მაშინ მით უმეტეს! მსგავსად ამისა, აქაც სიტყვები "ვიდრემდე შვა" იმ აზრით გაიგე, რომ იოსებს იგი არც შობამდე და არც შობის შემდგომად შობისა არ შეუცვნია, რადგან, როგორ შეეხებოდა ამ სიწმინდეს, როცა მისი გამოუთქმელი შობის შესახებ კარგად უწყოდა?
ძე იგი მისი პირმშოჲ. - პირმშოს მას იმის გამო კი არ უწოდებს, რომ თითქოს მარიამმა მეორე შვილიც შვა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ იგი პირველი და ერთადერთი იშვა. ქრისტე პირმშოა, რადგან პირველი იშვა და მხოლოდშობილი, რადგან ძმა არ ჰყოლია.
და უწოდა სახელი მისი იესუ. - იოსებმა ამ შემთხვევაშიც მორჩილება გამოიჩინა, რადგან ისე მოიქცა, როგორც ანგელოზმა უთხრა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:
...ეს იგი მარჯუენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორ-ჩილნენ მტერნი მისნი, და მერმე აღდგეს მარჯუენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანმცა ეშმაკმან მოიგონა ესე ანუ იკადრამცა თქუმად? ჵ თქუენ, ეშმაკთა უურცხჳნესნო!
და კუალად წერილ არს დაბადებასა შინა: „არა მოიქცა ყორანი იგი ნოესა, ვიდრემდე განჴმა ქუეყანაჲ“. არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმედ შემდგომად განჴმობისა მოიქცა. და კუალად წერილ არს: „გამობრწყინდეს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდე განკფდეს მთოვარე“. არა თუ ამას იტყჳს, თუ ამისა შემდგომად არღარა ბრწყინვიდეს სიმართლე და მშჳდობაჲ მისი. და სხუაჲ ესევითარი მრავალი არს გამოჩინებად, ვითარმედ სიტყუაჲ ესე: ვიდრემდე ანუ ვიდრემდის - სადამდის სიტყუაჲ იგი იყოს, მოასწავებს, ხოლო აღსასრულსა მის საქმისასა და ამისა შემდგომად არღარა ყოფასა არა გამოაჩინებს.
ეგრეთვე აქა არა თუ ამისთჳს თქუა: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“, რაჲთამცა მოიგონე, თუ მისა შემდგომად იცნა, არამედ „ვიდრემდე შვა ძე თჳსი“ ამისთჳს თქუა, რაჲთა უცხოჲ იგი და საკჳრველი საქმე დაამტკიცოს უთესლოდ და უხრწნელად შობისაჲ. ხოლო შემდგომი ამისი დაიდუმა, რამეთუ საკჳრველი ესე იყო და ძნიად დასარწმუნებელი: უთესლ...
...გამხნევება, ყოველგვარი შიშისგან გათავისუფლება და სრულ სიმშვიდესა და სულის სიმტკიცეში მოყვანა, აღუთქვა მას, რომ მეტად ასეთ სასჯელს არ მოავლენს.
2. ცისარტყელა — აღთქმის სასწაული (9:12-14)
მართალია, ეს მან უკვე აღუთქვა კურთხევამდეც, როდესაც, როგორც მოისმინეთ, ბრძანა: "არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა" (); ხალხი, ანუ ბევრ ბოროტებას რომც სჩადიოდეს, მაინც ასეთ სასჯელს არ დავატეხ კაცობრივ მოდგმას. მაგრამ აი, გამოიჩენს რა თავის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას, ისევ იმასვე აღუთქვამს, რათა მართალი მშვიდად იყოს და თავის თავს ასე არ ეუბნებოდეს: ღმერთმა წინათაც კურთხევით აღნიშნა ჩვენი მოდგმა და ნება მისცა გამრავლებულიყო, მაგრამ მაინც ასეთი საყოველთაო მოსპობა მოავლინა. ამგვარად, იმისთვის, რომ მისი გონებიდან ყოველგვარი შეშფოთება ამოეძირკვა და დაერწმუნებინა, რომ ეს მეტად აღარ იქნება, ღმერთი ამბობს: როგორც წარღვნა მოვავლინე კაცთმოყვარეობით, რათა ბოროტება მოვკვეთო და მისი შემდგომი გავრცელება შემეჩერებინა, ისევე ახლაც ჩემი კაცთმოყვარეობით აღვთქვამ, რომ ამის შემდეგ ამას აღარ მოვიმოქმედებ, რათა ამჟამინდელი ცხოვრება ყოველგვარი შიშის გარეშე გაატაროთ. სწორედ ამიტომ ამბობს: "აჰა, მე აღვადგენ აღთქუმასა ჩემსა", ანუ ხელშეკრულებას ვდებ. როგორც ადამიანურ...