ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე თქუა იესუ და განვიდა მოწაფეთა თჳსთა თანა წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადა-იგი იყო მტილი, და შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი“ (18,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: საშინელ არს სიკუდილი ფრიად, არამედ არა მათა არს საშინელ, რომელთა ესწავოს ზეცისა სიბრძნჱ; რამეთუ რომელმან არა იცოდის საქმჱ ზეცისაჲ, არამედ ოდენ განხრწნად და განმაქარვებელად შეერაცხოს სიკუდილი, მას სამართლად ეშინის, ვითარცა არაარსად მიმავალსა. ხოლო ჩუენ, რომელთა მადლითა ღმრთისაჲთა საიდუმლონი დაფარულნი სიბრძნისა მისისანი...