მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 7:1

1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
სახარებაჲ მათესი თავი 7
1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას სიტყუასა ნეტარი პავლეცა იტყჳს, და უფროჲსღა მასცა ქრისტე იტყჳს პირითა პავლესითა, ვითარმედ: „აწ შენ რასა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა?“ და „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა?“ და კუალად იტყჳს: „ამისთჳს ნუვინ წინაჲსწარ ჟამისა გან-რასმე-იკითხვიდეთ, ვიდრემდე მოვიდეს უფალი და განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და გამოაცხადნეს ზრახვანი იგი გულისანი“.

აწ უკუე ვითარ გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“? და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“. და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი VII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
7:1-5 — ნუ განიკითხავთ: დირე და წუელი:

1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ. - უფალი მხილებას კი არ გიკრძალავს, არამედ სასჯელის დადებას, რადგანაც მხილება სარგებლობისთვისაა, ხოლო სასჯელის დადება - დაყვედრებისა და დამცირებისათვის, მით უმეტეს მაშინ, როცა თვითონ უფრო დიდთა ცოდვათა მქონე სხვებს საყვედურობს და განიკითხავს მას, ვისაც ბევრად უფრო მცირე ცოდვები აქვს და რომელთა განსჯაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

2-5. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. - ვისაც სურვილი აქვს სხვებს უსაყვედუროს, თვითონ უნდა იყოს უბიწო; რადგან უკეთუ იგი, ვისაც თვითონ თვალში დირე ანუ დიდი ძელი, იგივე ცოდვა აქვს და სხვას, ბეწვის (წუელი) მქონეს, საყვედურობს, მას სირცხვილის გრძნობას კიდევ უფრო უკარგავს. უფალი გვაჩვენებს, აგრეთვე,...

სრულად ნახვა
საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სოდომის ცოდვა და მოყვასის განუკითხველობა (18:20-21):

...გამ 23:1). და ნეტარი პავლეც ეპისტოლეში ღაღადებდა: „ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა" ()? და ქრისტეც, მოწაფეებს მცნებებს რომ აძლევდა და იუდეველ ხალხს, მწიგნობრებსა და ფარისეველებს ასწავლიდა, ამბობდა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (). რისთვის, ამბობს, დროის წინ იტაცებ მოსამართლის ღირსებას? რისთვის ასწრებ იმ მომავალ საშინელ დღეს? მოსამართლე გინდა იყო? საკუთარ თავსა და საკუთარ ცოდვებზე იყავი მოსამართლე. ამაში არავინ გიშლის ხელს — და, ამასთანავე, საკუთარ ცოდვებსაც გამოასწორებ და ზიანსაც არ მიიღებ. ხოლო თუ საკუთარ თავს ივიწყებ და სხვების მოსამართლედ ზიხარ, შეუმჩნევლად მხოლოდ უფრო მეტ ცოდვათა ტვირთს აგროვებ საკუთარ თავზე. ჩვენც, გევედრებით, ყოველმხრივ ავარიდოთ თავი მოყვასთა განკითხვას. თუმცა სასამართლო ხელმწიფებაც არ გაქვს და მხოლოდ ფიქრით გაიკითხავ, მაინც ცოდვის თანამონაწილე ხდები, როცა, არანაირი მტკიცებულების გარეშე, ხშირად მხოლოდ ეჭვითა და ცარიელი ცილისწამებით გაიკითხავ. ამიტომაც ნეტარი დავითი ღაღადებდა: „რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო" ().

4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის...

სრულად ნახვა
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან, განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, და მშთვრისა და სიძვისა, და რავდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი. კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით (15,29).:

...ლევ. 19:2). ხოლო აქა ესე: "რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმერთმან" (). ამათი მეხუთე რიცხჳთა თჳთ თავადისა ქრისტესი არს, ვითარმედ: "ყოველი რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყავთ მათდა მიმართ" (). ამათი დამცველი უნაკლულო იყოს ყოვლისაგან კეთილისა საქმისა, და ცოცხალ ორკერძოვე — სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთა მიერ.

იგინი ვითარცა წარემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა (15,30-31).

თარგმანი: არა თჳსაგან თითოეულსა, არამედ ზოგად ყოველთა მისცეს, რაჲთა კადნიერებით ექადაგოს ერთბამად ყოველთა და არა თჳსაგან თითოეულსა, რომლისა აღმოკითხვითა ნუგეშინის-ეცა სულსა წარმართთასა.

იუდაცა და შილა, რამეთუ იგინი წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს (15,32).

თარგმანი: საცნაურ არს, ვითარმედ ახლისაცა ამის შჯულისა წინაჲსწარმეტყუელნი იყვნეს შემდგომად ქრისტესსა, ვითარ-ესე აწ იუდა და შილა, რომელთა ყოფადთა თხრობითა ნუგეშინის-სცეს მწუხარებასა ანტიოქიას მყოფთა ძმათასა და დაამტკიცნეს შერყეულნი...

სრულად ნახვა
თავი დ̂. უწყებაჲ სიბოროტისათჳს მწვალებელთაჲსა უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რომელსა შინა იტყჳს, რაჲთა განმზადებულ ვიყვნეთ დღისა მისთჳს მეორედ მოსლვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაჲსწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროსა მას საცთურსა თანა აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისაგან თჳსისა, არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისსა დიდებაჲ და აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა, ამინ (3,17-18).:

...ესუ ქრისტესითა. მისსა დიდებაჲ და აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა, ამინ (3,17-18).

თარგმანი: ამას პავლეცა ღაღადებს: "ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან" (); და თჳთ თავადი უფალი: "ეკრძალენით მათგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ" (), რამეთუ უმეტეს ყოვლისა მავნებელ არს თანა-აღრევაჲ უჯეროთა საცთურისაჲ და დამჴსნელ ყოვლისა წესიერებისა და კრძალულებისა სულიერისა; ვინაჲცა აღვირჩიოთ მახლობელ ყოფაჲ კაცთა წმიდათა და სიტყჳთ და საქმით მარგებელთაჲ, რომელთა მიერ აღორძნდების ჩუენ შორის ყოველი კეთილი, მადლითა და წყალობითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ და მარადის და ყოველთა საუკუნეთა, უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

სრულად ნახვა
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).:

...ოვარნი აღიძრვიან თჳსებად და სიყუარულად ურთიერთას. ამისთჳს კაცთა რაბამ უჴმს მოსწრაფებაჲ თჳსებისათჳს ურთიერთას, ვითარცა სიტყჳერებითა და გულისჴმის-ყოფითა პატივ-ცემულთა. ვინაჲცა მაცხოვარი თჳთ ბუნებითისაგან წესისა ასწავებდა კაცთა, ვითარმედ: "ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ჰყვით მათდა მიმართ" (), რომელი-ესე არს მტკიცე საზღვარი ურთიერთას სიყუარულისაჲ. და ამისთჳს მცნებად არა პირველად, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დასაბამითგანად უწოდს მოციქული სიყუარულსა, რამეთუ ბუნებითი არს, და რამეთუ ესე სიტყუაჲ გუასმიეს დასაბამსა სარწმუნოებისა ჩუენისასა ქრისტესგან, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" () და "უფროჲსი ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას კაცმან მეგობრისა თჳსისათჳს" ().

მოციქულისაჲ: კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე, ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა...

სრულად ნახვა
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესაია ღაღადებს ისრაჱლისათჳს: დაღათუ იყოს რიცხჳ იგი ძეთა ისრაჱლისათაჲ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ, ნეშტი ოდენ ცხონდეს, რამეთუ სიტყუაჲ აღმასრულებელი და შემოკლებული სიმართლესა შინა, ვითარმედ სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ქუეყანასა ზედა (9,27-28).:

...ობაჲ იგი სიტყუათა სახარებისათაჲ. რამეთუ არა მიმოგანთესულ არს წიგნებსა შინა წინაჲსწარმეტყუელთასა, არამედ მოკლედ ისწავების უფლისა მიერ: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი" (მათ. 22:37,39), და "ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე ჰყოფდით მათდა მიმართ" ().

მოციქულისაჲ: და ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუა ესაია, —არათუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომელნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით (9,29).

თარგმანი: უფალი საბაოთ "უფლად მჴედრობათა" გამოითარგმანების. და იგი თავადი არს, რომელი არცა ერთსა ნათესავსა შეურაცხ-ჰყოფს, რომელსა ჰრწმენეს მისი, არამედ მცირედღა თუ იყოს ნეშტი რომლისაცა ნათესავისა, მისსა მიმართ მორწმუნეთაჲსა, ჰყოფს მათ თესლ ნაყოფიერ, გამომღებელ ოცდაათეულისა, სამოცეულისა და ასეულისა.

ჳკუმენისი: შესაძლებელ არს, რაჲთა ქრისტესთჳსცა გულისჴმა-იყოფებოდის სიტყუაჲ ესე, ვითარცა იტყჳს წმიდათა შორის დიდი კჳრილე, რამეთუ იგი არს უფლისა მიერ მონიჭებული ჩუენდა ნაყოფი, "რამეთუ ყრმაჲ იშვა ძე და მოგუეცა ჩუენ" (). და არათუმცა იგი თავადი განჴორციელებულ იყო სათნო-ყოფითა მამისაჲთა, რომელმან მოავლინა იგი, არარაჲთმცა უმოლხ...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნურას ვინ ნურარაჲთ ნუცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რაჲთა არა იგმოს მსახურებაჲ ეგე თქუენი (6,3).:

...იტყჳსა იჭუსა დაუტევებს ვის თანა თავისა თჳსისათჳს. ეგრეთვე მოწაფენიცა სარწმუნოებისა ჭეშმარიტისანი მოღუაწე იყვნენ მოგებად ცხორებისა პატიოსნისა და ყოვლისაგან ბიწისა განშორებულისა, რაჲთა არა ბოროტებითა საქმეთა თჳსთაჲთა ადგილ-სცენ წინააღმდგომთა გმობად სარწმუნოებისა ვითარცა თქუმულ არს: "ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი" ().

მოციქულისაჲ: არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისმსახურთა (6,4).

თარგმანი: არა ხოლო ბიწისაგან თავისუფლებასა, არამედ ყოველთა კეთილთა მიერ აღსავსებასა ეძიებს, რაჲთა არა ხოლო კაცთა წინაშე სახილველად, არამედ ვითარცა წინაშე ღმრთისა, დაფარულთა მხედველისა, სრულებით მოიგონ, სიტყჳთ და საქმით, ნაყოფი ღმრთისმსახურებისაჲ, რომელი-ესე მაშინ საცნაურ არს, რაჟამს სწორებით მოღუაწე იყოს კაცი სარწმუნოებისათჳს მართლისა და საქმეთა კეთილთა.

მოციქულისაჲ: მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა (6,4).

თარგმანი: ამიერითგან იწყებს და შემდგომითი-შემდგომად აღჰრაცხს ნაყოფთა ღმრთისმსახურებისათა; ესე იგი არს, რაჲთა ახოვნად თავს-იდებდენ ყოველსავე შემთხუევასა ჭირთა და განსაცდელთასა, და ესრეთ წარუდგინნენ ყოველთა კაცთა თავნი მათნი, უცილობელად და ჭეშმარიტად ღმრთისმსახურთა.

მოციქულისაჲ: იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).:

...ერთი იგი ვისმე აქუნდა და არამცა მეორჱ შეუდგა მას. რამეთუ ოდესმე იტყჳს, ვი-თარმედ: „ამას ჰკიდავს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; ; და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“, რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ „თქუენთჳს სულსა ჩემსა დავსდებო“, ; (15,13) არამედ ესრეთ არასადა თქუა ესე, ვითარ ამას ადგილსა. გარნა ზემორე იტყოდა მწყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მდ ვითარმედ არარა არიან კეთილნი ამის სოფლისანი:

...ამ ყოფად ვართ მათ შინა, გინა თუ დავგლახაკნეთ, არარაჲ გუევნების სიგლახაკისა მისგან; რამეთუ არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან სახარულ, არცა ჭირნი - საგლოველ, არამედ ორივე შეურაცხ არს და ადრე წარმავალ; ამისთჳსცა „გზად“ წოდებულ არს ცხორებაჲ ესე ღმრთისა მიერ, ერთი იგი ფართოდ და მეორჱ იწროდ და საჭიროდ. საუკუნოჲ საქმჱ სულისაჲ ყოველივე უკუდავად ჰგიეს - ტანჯვაჲცა და სუფევაჲცა. ამისთჳს უკუე ვიღუაწოთ, რაჲთა სატანჯველთაგან განვერნეთ და განსუენებაჲ ვპოვოთ.

რამეთუ რაჲ არს სარგებელი შუებისა ამის საწუთროჲსა? დღეს არს და ხვალე არა არს, დღეს არს ყუავილ ბრწყინვალე და ხვალე - მტუერ წარწყმედულ; დღეს არს ცეცხლ მოტყინარე და ხვალე - ნაცარ დამშრტალ. არამედ სულიერი არარაჲ არს ესრეთ, გარნა მარადის ჰგიეს იგი ბრწყინვალედ და ყუავის იგი შუენიერად და მარადღე უბრწყინვალე იქმნების, სიმდიდრჱ იგი არაოდეს დასცხრების, არას სხუასა მიეცემის, არცა დაილევის, არცა მოაწევს ოდეს ზრუნვასა და შურსა და შესმენასა, არცა ჴორცთა წარსწყმედს, არცა სულსა განხრწნის, რამეთუ ესე ყოველი სოფლისა სიმდიდრესა შინა იპოვების. ხოლო იგი დიდებაჲ არა ზუაობად მიიყვანებს, არცა ჴურვებასა შეუქმს, არცა ოდეს განილევის; და განსუენებაჲ იგი ზეცისაჲ ეგრეთვე უკუე ჰგიეს უცვალებელად და უკუდავად, არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის. და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდესა და დასხდიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (13,47-50).:

...ი, ვი-თარმედ: „შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. იხილეა, რავდენნი გზანი არიან წარწყმედისანი? კლდე იგი და ეკალნი, და გზაჲ და ღუარძლი, და ბადესა შინა პოვნილი ჯერკუალი. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ფართო არს გზაჲ იგი წარწყმედად მიმყვანებელი, და მრავალნი ვლენან მას შინა“. ესე ყოველი რაჲ მიუთხრა და საშინელ-ყო აღსასრული სიტყჳსა თჳსისაჲ, მერმე ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ხოლო მათ ჰრქუეს: ჰე, უფალო. და ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, რომელი მოწაფე ყოფილ არს სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს იგი კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი“ (13,51-52).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ არა განაგდებს ძუელსა მას წერილსა, არამედ აქებს და სიმდიდრედ უწესს, და აქებს მოციქულთა, რამეთუ კე-თილად გულისჴმა-ჰყვეს იგი და ჰრწმენა უფლისაჲ? რამეთუ ამისთჳს ყოველივე შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი ქადაგებდეს. და ესე წმიდანი მოციქულნი მიამსგავსნა სახლისა უფალსა მდიდარსა და ჭეშმარიტად მწიგნობრად სახელ-სდვა მათ, რამეთუ ძუელისა მის წერილისა ძალი კეთილად ცნეს და ახალი ესე ქადაგებაჲ და მოძღურებაჲ ქრისტესი სარწმუნოებით და გულსმოდგინედ შეიწყნარეს და აღასრულეს. ხოლო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მის ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (12,33).:

...ებელ არიან და ვერარას განჰგმობთ, ვი-თარ ჩემდამო ჰგმობთ, მოქმედისა ესევითართა საქმეთაჲსა? იგინი არიან ნაყოფ და მე - ხე, ვითარ ნაყოფსა აქებთ და მე შეურაცხ-მყოფთ?

რამეთუ ვითარცა ზემო თქუა, აქაცა მოასწავებს, ვითარმედ: „ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფი ხენეში გამოღებად, ვერცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად“. ხოლო ვინაჲთგან არა თავისა თჳსისათჳს ოდენ, არამედ სულისა წმიდისათჳს ჰყოფს სიტყუასა, ამისთჳს სამართლად შეჰრისხავს მათ და ეტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ“ (12,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ გამოაჩინებსცა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი პირველი: რამეთუ აჰა ესერა თქუენ ბოროტნიღა ხართ, ნაყოფსა კეთილსა ვერ გამოიღებთო, არცა თუ სიტყჳსა კეთილისა ძალ-გიც თქუმად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან ჩუეულებით გაქუს ზრდილობითა მაგით ბოროტითა და მშობელთაგან უკეთურთა. იხილე უკუე სიტყჳსა ამის წესიერებაჲ: არა თქუა, თუ: ვითარ ჴელ-გეწიფების სიტყუად კეთილისა, რამეთუ ნაშობნი იქედნეთანი ხართ? რამეთუ ესე არა აყენებს კეთილისა სიტყუად გინა საქმედ, მშობელთა მედგართაგან შობაჲ, არამედ: „ვითარ ჴელ-გეწიფებისო კეთილისა სიტყუად, რამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ: განშორებაჲ ბოროტთაგან და ქმნაჲ სათნოებისაჲ:

...გი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.

ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.

გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“, - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხოლო იყო და საჭირველ, არამედ სრულიად უვალ და მჴეცთაგან ბოროტთა სავსე, და იყავ შენ შეყენებულ მას შინა და გამოსლვისა ღონე არცა ერთი რაჲ გაქუნდა; და ვითარცა-იგი ჩჩჳლთა ვერ ჴელ-ეწიფებოდა წიაღსლვაჲ ზღჳსა მის მეწამულისაჲ, არა თუმცა ქმნილ იყო სასწაული იგი განპებისა მისისაჲ, ეგრეთვე შენ ვერ ჴელ-გეწიფებოდა პირველისა მის ცხორებისაგან ზეცად აღსლვაჲ, უკუეთუმცა არა მოსრულ იყო ნათლის-ღებაჲ. არამედ მან შეუძლებელი იგი მადლითა ქრისტესითა შესაძლებელ-ყო. ხოლო უკუეთუ შეუძლებელი იგი შესაძლებელ იქმნა, რავდენ უფროჲსად აწ ძნელი იგი ადვილ იყოს? იგი საქმე ზეგარდამოჲსა მადლისაჲ იყოო. ამისთჳს უკუე უმეტესი გაქუნდინ სასოებაჲ, რამეთუ უკუეთუ მაშინ მადლი ხოლო ესრეთ შემწე გექმნა, უკუეთუ აწ შრომაჲცა უჩუენო, არა უფროჲსად შემწე გეყოსა? უკუეთუ უნაყოფოებასა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...ყუასი - ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“; და კუალად იტყჳს: „ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს რჩული და წინაწარმეტყუელნი“; რომელ-ესე მამათა და დედათა და ყრმათა მცირეთა და ბრძენთა და უმეცართა მიერ საცნაურ არს და ადვილად გულისჴმისსაყოფელ, რამეთუ ესრეთ არს წესი ჭეშმარიტებისაჲ და წამებს აღსასრული საქმეთაჲ. რამეთუ ყოველთავე ისწავეს ძალი მცნებათაჲ მათ, და არა ისწავეს ოდენ, არამედ მრავალთა ქმნესცა არა სოფელთა შინა ოდენ და ქალაქთა, არამედ უდაბნოთაცა. მიედ უდაბნოთა გარეუვალთა და იხილო მუნ ჭეშმარიტი იგი სიბრძნე; იხილნე კრებულნი ანგელოზთანი გუამითა კაცობრივითა და მოქალაქობაჲ ზეცათაჲ ქუეყანასა ზედა აღსრულებული, რამეთუ მოწაფენი არიან მეთევზურთანი და მეზუერისანი.

ესევითარი იგი მოქალაქობაჲ დააწესეს ქუეყანასა ზედა რჩულისმდებელობითა ღმრთისაჲთა, და სასყიდელი მოქალაქეთაჲ მათ არა გჳრგჳნი დაფნისაჲ ანუ ზეთისხილისაჲ არს, ვითარცა წარმართთა ზე, ანუ ძეგლი რვალისაჲ, საქმენი ესე უნდონი და ყრმათა სამღერელნი, არამედ ცხორებაჲ დაუსრულებელი და შვილ ღმრთისა ყოფაჲ და შუებაჲ ანგელოზ...

სრულად ნახვა