1.რაც შეეხება წმიდათა სამსახურს, ამის თაობაზე ზედმეტად მიმაჩნია მოგწეროთ რამე.2.რადგანაც ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი კიდეც ამას მაკედონელთა წინაშე: აქაია შარშანდელს აქეთ მზადაა-მეთქი. და თქვენმა გულმოდგინებამ აღძრა მრავალნი.3.ძმები კი იმიტომ წარმოგვგზავნე, რომ არ გაცუდდეს ჩემი სიქადული თქვენით და, როგორც ვთქვი, მართლაც მზად იყოთ,4.რათა, ჩემთან ერთად რომ მოვლენ მაკედონელნი, მოუმზადებელი არ დახვდეთ, თორემ თქვენ კი არა, ჩვენ შევრცხვებით, რაკიღა ასე დაბეჯითებით დავიქადეთ.5.ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენს მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.6.ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.7.ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.8.ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.9.როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“.10.ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს,11.რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ ბადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.12.რადგანაც ამ საქმის სამსახური არა მარტო შეავსებს წმიდათა ნაკლულებას, არამედ ღვთის მიმართ მადლიერებასაც ამრავლებს,13.რამდენადაც ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს, როცა იხილავენ თქვენს მორჩილებას ქრისტეს სახარების აღსარებისას და თქვენი ურთიერთობის სიწრფელეს არა მარტო მათდამი, არამედ ყველას მიმართაც;14.და თქვენზე მლოცველნი თავიანთ სიყვარულს არ მოგაკლებენ ღვთის მადლის გამო, ესოდენ უხვად რომ გადმოსულა თქვენზე.15.მადლობა ღმერთს მისი ენათუთქმელი საბოძვრის გამო.
მოციქულისაჲ: ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა (8,1).
თარგმანი: ფრიად რაჲმე სიბრძნით ჰყოფს, რამეთუ არა მხილებისა მიერ და სიფიცხისა იწყებს სწავლად, არამედ შესხმისა სიტყუათა მიერ წადიერ ჰყოფს მათ მოწყალებისა მიმართ, და მადლად ღმრთისა უწოდს მას, რამეთუ ჭეშმარიტად, ვითარცა მადლი კურნებათაჲ, ეგრეთვე ესეცა ღმრთისა მიერი მადლი არს, რაჲთა იყოს კაცი მოწყალე. ხოლო ამის ესევითარისა სათნოებისა სახედ მოართუამს ეკლესიათა, რომელ არიან შესაკრებელთა...
3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16):
...ვიყუროთ, არამედ იმაზე ვიფიქროთ, ვინც თავის თავზე მიიღებს ყველაფერს, რაც ღარიბთათვის კეთდება, ვინც ჯილდოს გვპირდება მოწყალებისთვის: მისკენ, მისკენ მიმართოთ გონება და მთელი გულმოდგინებით ვეცადოთ, უხვად ვთესოთ, სანამ დროა, რათა უხვი მოსავალიც მოვიმკოთ: ვინც, ნათქვამია, „სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს" (). მაშ, ნუ ძუნწი ხელით დავთესავთ ამ კეთილ თესლს, რათა თავის დროზე უხვად მოვიმკოთ. ახლა თესვის დროა: ნუ გავუშვებთ ხელიდან, რომ მიგების დღეს აქ დათესილის ნაყოფი მოვიმკოთ და ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ. ვერანაირი სხვა სათნოება ვერ ჩააქრობს ჩვენს ცოდვის ცეცხლს ისე, როგორც უხვი მოწყალება. იგი ჩვენს ცოდვებს ანადგურებს, ღვთის წინაშე კადნიერებას გვაძლევს და გამოუთქმელ სიკეთეთა ტკბობისთვის წინასწარ გვამზადებს. მაგრამ საკმაოდ ითქვა თქვენი აღშენებისთვის და იმის ახსნაც გავაკეთეთ, რომ მცირედის მიცემით, უფლისგან მეტს ვიღებთ. ჩვენი სიტყვა მოწყალების შეგონებისკენ გადაიხარა იმის გამო, რომ ვთქვით: პატრიარქმა ლოტს მიწის ნაწილი და თანაც საუკეთესო მიწაც კი დაუთმო, თავად კი უარესი აიღო და ამისთვის ღვთისგან ისეთი უხვი ჯილდო მიიღო, რომ ღმერთმა მას ყოველგვარ გონებასა და წარმოდგენაზე აღმატებული აღთქმა მისცა. **„აღიხილენ თუალნი შენნი, — ნათქვამია...
სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს:
...უარებისათჳს ამასცა შეიწირავს. ხოლო ჩუენ ესოდენსა მოვიწიენით ულმობელობასა, რომელ არცა თუ სიცრუით შეკრებულისა მისგან ვიქმთ ქველისსაქმესა, არამედ ბევრეული რაჲ მოვიტაცოთ, უკუეთუ მცირედი რაჲმე მივსცეთ, ვჰგონებთ, თუ ყოველი მიგჳცემიეს. არა გესმისა, რასა იტყჳს პავლე: „რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს“. რაჲსათჳს უკუე ერიდები? არა თუ წარსაგებელი არს საქმე ეგე, სარგებელი არს და შესაძინელი, ვაჭრობაჲ არს კეთილი, სათესავი არს ნაყოფიერი. არა უწყია, ვითარმედ სადა თესლი იყოს, მუნ მკაჲცა იქმნების? ხოლო შენ უკუეთუ ყანისა ნაყოფიერისა თესვაჲ გენების, არა თუ შენი ოდენ სთესე, არამედ სხუათაგანცა ივასხი და ზღვევად გიჩნნ ესევითარისა ქუეყანისა თესვასა რიდობაჲ. ხოლო აწ წინამდებარე არს სათესავად ყანაჲ იგი ზეცისაჲ, რომელსა ვერ რომელი უწესობაჲ ჰაერთაჲ ავნებს, არამედ უეჭუელად ასეულად და ათასეულად მოგცემს ნაყოფსა. გცონის თესვად და ჰრიდებ; არა უწყია, ვითარმედ მრავალგზის რიდობაჲ მიზეზ იქმნის ზღვევისა, და არარიდობაჲ - მიზეზ შეძინებისა?
აწ უკუე განაბნიე საფასე, რაჲთა მრავალწილად შეიკრიბო. ნუ ჰმარხავ, რაჲთა არა წარსწყმიდო; წარაგე, რაჲთა შეიძინო; და უკუეთუ დამარხვაჲ გნებავს, ნუ დაჰმარხავ, რაჲთა არა ყოველივე წარსწყმიდო. მიანდვე ნამარხევი იგი ღმერთსა, რამეთ...