1.შეიწყნარეთ, ვინც უძლურია რწმენით, მაგრამ არა სადავოდ და საკამათოდ.2.რადგანაც ზოგიერთს ჰგონია, რომ შეიძლება ყველაფერი ჭამო, რწმენით უძლური კი მარტოოდენ მხალეულსა ჭამს.3.ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს, ხოლო ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის იმას, ვინც ჭამს, რადგანაც ღმერთმა შეიწყნარა იგი.4.შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა, მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას, რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი.5.ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული.6.ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.7.ვინაიდან არცერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება.8.არამედ, თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ, ხოლო თუ ვკვდებით, უფლისთვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.9.რადგანაც ქრისტე იმისთვის მოკვდა და გაცოცხლდა, რათა უფლობდეს მკვდრებზედაც და ცოცხლებზედაც.10.შენ კი რად განიკითხავ შენს ძმას? ან რაღად შეურაცხყოფ მას? რადგანაც ყველანი წარვსდგებით ღვთის მსჯავრის წინაშე.11.ვინაიდან დაწერილია: „მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.12.ამრიგად, ყველა ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს.13.მაშ, ნუ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმაზე იმსჯელეთ, რომ ძმას არ დაუგოთ ფეხწამოსაკრავი ანდა საცთური.14.ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას.15.ხოლო თუ საჭმლის გამო წუხს შენი ძმა, უკვე აღარ დადიხარ სიყვარულის გზით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.16.ნუმც დაიგმობა თქვენი სიკეთე.17.რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.18.ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.19.მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობას და ერთურთის აღშენებას ემსახურება.20.საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.21.გიჯობს არც ხორცი ჭამო, არც ღვინო სვა და არც რამ ისეთი აკეთო, რაზედაც შეიძლება წაიბორძიკოს შენმა ძმამ.22.გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს.23.ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.
პავლესი: რომელსამე ჰრწამს ჭამად ყოველი, ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამნ (14,2).
თარგმანი: იყვნეს მრავალნი ჰურიათაგან მოქცეულნი, რომელნი ჯერეთ ჭამადთა ერიდებოდეს, რომელთა ჰურიაობასა არა ჭამდეს, რამეთუ ვერ მინდობილ იყვნეს სრულიად დატევებად რჩულისა. ხოლო კუალად უკუეთუმცა ღორისასა ოდენ განეყენნეს, ბრალეულ იქმნებოდეს მორწმუნეთა შორს. ამისთჳს სრულიად აკრიბიან ჴორცი და მხალსა ჭამდიან, რაჲთა მარხვად შერაცხილ იყოს ღმრთისა მიერ, და არა რჩულსა ჰურიათასა დამარხვად. და კუალად სხუანი, რომელნი მათსა უსრულეს...
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან გამოუცხადა თავი თვისი სოფელსა და იწყო ქადაგება სახარებისა თვისისა შემდგომად ნათლის-ღებისა იოანესაგან იორდანესა შინა, ხოლო პირველნი სიტყვანი ქადაგებისა მისისანი იყვნენ ესენი: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა. მერმეცა მრავალგზის ახსენებდა მაცხოვარი სიტყვათა შინა თვისთა სასუფეველსა ღვთისასა და უხმობდა მსმენელთა შესვლად მას შინა; და ვინაიდგან წარსულს კვირიაკესა შინა ჩვენ ვიდღესასწაულეთ ნათლის-ღება იესო ქრისტესი, არ იქმნება უდროო, დღეს ჩვენ ვიფიქროთ,...
...თეს 5:14), და უძლურებს რწმენის მხრივ უძლურებს უწოდებს; რადგან უძლურება თვით რწმენაშიც ხდება. მაგრამ ნახე, როგორ არ უშვებს, რომ ისინი შეზიზღებით მოიშორონ.სხვა ადგილასაც წერდა და ამბობდა: „და უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" ().რადგან ჩვენს სხეულებშიც უძლურ ნაწილს დაღუპვას არ ვანებებთ.
ამბობს: „სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ." ()მაშ, რა?უწესოთა მიმართაც?ფრიადაც; რადგან განსაკუთრებით მოძღვრისთვის ამ წამალს არაფერი ედრება, და წინამძღვრობის ქვეშ მყოფთათვისაც არაფერია ასე გამოსადეგი; მას უეჭველად შეუძლია შეარცხვინოს და დააცხროს ყველაზე ველურიცა და უსირცხვილოც.დააკვირდით: „ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ;" ()თუ ბოროტის წილ ბოროტის მიგება არ უნდა, მით...
...ი სამშობლოსაგან გაუცხოებულს, თან წაიყვანე, ანუ ზეცაში მასთან ერთად შენც ადი და ისიც შეიყვანე, რათა სხვათათვის მქადაგებელი თვითონ არ დარჩე უღირსად; უკეთუ ვინმემ უხრწნელი სამოსელი განიძარცვა, რომელიც ნათლისღებით ებოძა და გაშიშვლდა, შემოსე და უძლური იგი სარწმუნოებითა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიწყნარე (). საპყრობილეში ამ ბნელ სხეულსა შინა, ჩამწყვდეული ინახულე და ვითარცა რაღაც ნათელი, შეგონება მიუძღვენი. ყველა ეს სახე სიყვარულისა ხორციელად, უმეტესად კი, სულიერად აღასრულე; რადგანაც ჩვენ ორი ნაწილისაგან - სულისა და სხეულისაგან შევდგებით, საქმეთა აღსრულებაც ორგვარადაა შესაძლებელი.