და განიყვანა იგინი გარე, ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ხელნი თვისნი, და აკურთხნა იგინი, და იყო კურთხევასა მას იესუისა მათდა მიმართ, განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. და იგინი თაყვანის-სცემდეს მას, და მოიქცეს იერუსალიმად სიხარულითა დიდითა. (ლუკ. 24,50-52).
ესრედ აღსრულდა ცხოვრება იესო ქრისტესი ქვეყანასა ზედა. მრავალი ღვაწლი და შრომა მოიღო მან თავის თავზე, გარნა მრავალიცა დიდება მიეცა მას. მან აღასრულა საქმე იგი, რომელი მიანდო მას მამამან ზეციერმან. აღასრულა მოვალეობა, რომელი მიიღო...


