1.მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა.2.ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი.3.მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.4.ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა.5.და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს.6.ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა.7.მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი.8.ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან.9.მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა.10.და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი.11.შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ!12.ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ.13.იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს.
14.ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი;15.და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა.16.ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი.17.ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი.18.ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ.19.შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა.20.და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე.21.ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.22.მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე.23.ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.24.მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ.25.და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს.26.მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ.27.ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ.28.მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი.29.რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!30.და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
31.ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა;32.და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან,33.და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით.34.მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ.35.რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;36.შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა.37.მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?38.ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ?39.ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?40.და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ.41.მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს,42.რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე;43.უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა.44.მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ?45.მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ.46.და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“ (25,31-32).
სიტყუათაჲ ამათ შუენიერთა და შესაძრწუნებელთაჲ, რომელნი მარადის გონებათა შინა ჩუენთა არიან, ვისმინოთ აწ შიშით და ლმობიერებით, რომელნი-ესე აღსასრულად ყვნა სწავლისა მის თჳსისა უფალმან და სამარ-თლად ესრეთ...
1-5. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი - სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. - ქალწულთა სახით უფალი ჩვენ გვთავაზობს იგავს მოწყალებაზე, სახელდობრ, მართალია,...
ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათთანაზეთიჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა (მათ. 25, 4)
კეთილშობილნო მოწაფენო! თქვენ უეჭველად არა ერთგზის გექნებათ გაგონილი წმიდა ნინა საქართველოის განმანათლებელის დღესასწაულზე, - რომელიც თქვენის ეკლესიის დღესასწაულიც არის, - სახარებისაგან მაცხოვრის იგავი ათთა ქალწულთა ზედა. ეს იგავი იპყრობს თვის შორის დიდთა ჭეშმარიტებათა და დარიგებათა, რომელნიცა საჭირონი არიან ყოველივე ასაკისა წოდებისა და სქესისათვის. მაგრამ მან განსაკუთრებით თქვენი ყურადღება უნდა მიიზიდოს,...
ჰრქვა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიეროდა სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ,მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედსიხარულსა უფლისა შენისასა (მატ. კე. კა).
ესრეთ უთხრა უფალმან მონასა მას, რომელმან, მიიღო რა ორი მხოლოდ ტალანტი, ანუ ნიჭი, კეთილგონიერად იხმარა იგი, განამრავლა და ნაცვლად ორისა წარუდგინა უფალსა თვისსა ოთხი. ამავე სიტყვათა გავიგონებთ ჩვენცა ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, უფლისაგან მეორედ მოსვლასა მისსა, უკეთუ გონიერათ მოვიხმართ და განვამრავლებთ ტალანტთა, ანუ ნიჭთა,...
ძმანო ქრისტიანენო! დღეს წაკითხულისა სახარებისაგან გესმათ თქვენ იგავი, რომელი მაცხოვარმან ჩვენმან ჰრქვა მოწაფეთა თვისთა. სასუფეველი ღვთისა, სთქვა უფალმან, ემსგავსება კაცსა, რომელმან მოუწოდა თვისთა მონათა და მისცა მათ ტალანტნი, ანუ დიდ-ფასნი ვერცხლნი, თვითეულსა ძალისამებრ მისისა. ერთსა მათგანსა მისცა ხუთი ტალანტი, მეორესა ორი, ხოლო მესამესა ერთი და უბრძანა მათ, რათა ამუშაონ, ანუ ასარგებლონ იგინი და განამრავლონ. პირველმან მონამან ასარგებლა ხუთი თვისი ტალანტი და მოიგო სხვა ხუთი; ესრეთვე ქმნა...
მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა:უფალო! უწყოდი, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ, მოიმკი, სადაარა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიეს, და შემეშინა,წარვედ და დავმალე ქანქარი, იგი შენი ქვეყანასა (მათ. 25, 24-25).
ამ სიტყვებით უნდოდა დაემალა თვისი უკმაყოფილება და დრტვინვა მესამესა მონასა, რომელმან მიიღო ერთი მხოლოდ ქანქარი, ანუ ტალანტი, მან დაინახა, რომ სხვათა მონათა მიიღეს ხუთ-ხუთი და ორ-ორი ტალანტი მეფისაგან, და ეწყინა, იფიქრა, რა უნდა მოვიგო ამ ერთი...
უხმარი ეგე მონაი განჰხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა,მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი (მათ. 25, 30).
რისთვის განურისხდა, ძმანო ქრისტიანენო, მონასა ამას მეფე იგი, ხსენებული დღეს წაკითხულს იგავში? რისთვის უთხრა მას: ბოროტო მონაო და მედგარო, და რისთვის გააგდო იგი ბნელსა გარესკნელსა? მისთვის, რომ ის იყო მედგარი, ესე იგი ზარმაცი, არ უყვარს შრომა და მუშაობა. თავის სიცოცხლეში მან არა თუ რაიმე კეთილი ჰქმნა და რაიმე შეიძინა, არამედ ის ნიჭიც, რომელიც მას მისცა ღმერთმა - დაჰმალა მიწაში. წინააღმდეგ...
და მოიგოს მეუფემან მან და რქვას მათ: „ამინგეტყვი თქვენ, რავდენი უყავით ერთსა ამასმცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით“ (მათე 31).
იქნება, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ოდესმე ვინმემ თქვენგანმა იკითხა თავის გულში, რომელი არის უდიდესი ყოველთა ქრისტიანეთა სათნოებათა შორის? რომლითა საქმითა, ანუ სათნოებითა ქრისტიანე უმეტესად ასიამოვნებს ღმერთსა, და დაიმკვიდრებს სასუფეველსა ღვთისასა? დღეს წარკითხული სახარება გვაძლევს ჩვენ ამისა პასუხსა. უდიდესი და უმეტესად ყოვლისა სასიამოვნო...
რა ჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა დაყოველნი ანგელოსნი მისნი მასთანა, მაშინ დაჯდესსაყდართა დიდებისა თვისისათა (მათე 25, 31)
წმინდამან ეკლესიამან დააწესა აწინდელსა კვირიაკესა ზედა წაკითხვა სახარებისა მის, რომლისა შინა მაცხოვარი ცხოველად აღწერს მეორესა მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა. ფრიად საჭირო და სასარგებლო არს, ძმანო ჩემნო, ხშირად და ცხადად წარმოვიდგენდეთ საშინელსა ამას დღესა. შევკრიბოთ საღმრთოისა წერილისაგან ყოველი, რაიცა სულმან წმიდამან წინადვე გვამცნო ჩვენ ამ...
არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა...
საპყრობილესა შინა ვიყავ, და მოხვედით ჩემდა. (მათე 25, 36)
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სხვათა შორის კეთილთა მოქმედებათა, ამასაც მოითხოვს ჩვენ ქრისტიანეთაგან, რომ არ დავივიწყოთ, არამედ მივხედოთ მათ, რომელნი თვისმან უბედურებამ შთააგდო საპყრობილესა შინა. აღმასრულებელნი ესრეთისა მცნებისა, ჩვენ შემწეობითა მრავალთა კეთილ-მსახურთა ქრისტიანეთა, ავაშენეთ და მოვაწყეთ ეკლესია ესე, და დღეს, ღვთის მადლით, იგი იქმნა განახლებულ და კურთხეულ. დიდითა სიხარულითა და მადლობითა უნდა მიიღოსთ თქვენ, ძმანო და...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?“ აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: „უფალი...
სწავლაჲ ჲ გლოვისათჳს თჳსთა ცოდვათაჲსა და ქველისსაქმისათჳს:
...გან, წყეულნო, ცეცხლსა მას, განმზადებულსა ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს. რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი. ისმინე იგავი იგი ქალწულთაჲ მათ, ვითარ განვარდეს სასძლოჲსა მისგან, ვინაჲთგან ზეთი წყალობისაჲ არა აქუნდა. ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა“. რამეთუ ეგრეთვე ჩუენ თანაგუაც მოწყალებაჲ მოყუსისაჲ, ვითარცა ჩუენ ვითხოვთ ღმრთისა მიერ, ხოლო მოწყალებაჲ კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩუენისა მივსცემდეთ და არა ნამეტნავისაგან; და უკუეთუ ნამეტნავისაგანცა არა მივსცემდეთ, არა უწყი, თუ ვითარი ვპოოთ წყალობაჲ მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველისაგან?
ვინაჲთგან უკუე ქალწულთა მათ ესეოდენთა შრომათა შემდგომად არარაჲ პოვეს ნუგეშინის-ცემაჲ, რაჲ ვყოთ ჩუენ, საწყალობელთა ამათ? რამეთუ ესრეთ გუაყუედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და: „რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, არცა მე მიყავთ“. რამეთუ ყოველივე კაცი, გინა დიდი იყოს, გინა მცირჱ, ოდენ მორწმუნე იყოს, და არა...
...რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი, ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხორებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებული სამოსლები, რამეთუ არარაჲ არს ცოდვისა უბილწჱს და უსაძაგელჱს. ამისთჳს ბუნებასა მას ცოდვისასა გამოსთარგმნიდა წინაჲსწარმეტყუელი და იტყოდა: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“. და უკუეთუ გნებავს, რაჲთამცა სცან სიმყრალჱ იგი ცოდვისაჲ და საძაგელებაჲ, მოიგონე, თუ რაჲ არს იგი შემდგომად ქმნისა, რაჟამს განეყენოს კაცი გულისთქუმისა მისგან ბოროტისა, რაჟამს არღარა სწუვიდეს ცეცხლი იგი გულისთქუმისაჲ, თუ ვითარ საძაგელად უჩნს იგი კაცსა. კუალად გულისხმა-ყავ გულისწყრომაჲ, რაჟამს დაწყნარებულად იყო, გულისხმა-ყავ ანგაჰრებისათჳს, რაჟამს გარეგან ვნებისა მის იყო, ვითარ არარაჲ არს უსაძაგელჱს მისა.
ამას ყოველსა ზედაჲსზედა გეტყჳ თქუენ არა თუ ამისთჳს, რაჲთამცა მო...
...ჴელ-ეწიფების ხილვად მეფისა, არამედ საპყრობილესა შინა არნ და სატანჯველთა. რამეთუ რა-ჟამს ვიტაცებდეთ და ანგაჰარ ვიყვნეთ, ვავნებდეთ სხუათა, უწყალო ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ მუნ მისლვად?
და იხილენით ქალწულნი იგი, ვითარ არა ჴელ-ეწიფა შესლვად, სადა იგი იყო, არამედ მართლუკუნიქცეს, დაშრტეს რაჲ სანთელნი მათნი, ესე იგი არს, ვითარმედ დაუტევნა იგინი მადლმან მან. რამეთუ ალი იგი, რომელი მოგუეცა ჩუენ მადლისა მის სულისა წმიდისაჲ, უკუეთუ გუენებოს, აღორძნდების, და უკუეთუ გუენებოს, სრულიად დაშრტების იგი. ხოლო იგი რაჲ დაშრტეს, მერმე არღარაჲ იყოს სხუაჲ ჩუენ ზედა, გარნა არმური და ნისლი. ამისთჳსცა თქუმულ არს, ვითარმედ: „სულიმცა ნუ დაივსების“. ხოლო დაივსების, რაჟამს ზეთი არა აქუნდეს, და რაჟამს ქარი სასტიკისა მობერვისაჲ იქმნას, და კუალად, რაჟამს იწროებით იყოს და ჭირით, რამეთუ ესრეთ დაშრტების ცეცხლი; ხოლო შეიწრდების ესე ცეცხლი ზრუნვათაგან სოფლისათა და დაშრტების გულისთქუმისაგან ბოროტისა, ხოლო არარაჲ ესრეთ დაშრეტს, ვითარ უწყალოებაჲ და მძჳნვარებაჲ და ტაცებაჲ. რამეთუ რომელი არა ზეთისა ქონებასა თანა წყალსაცა გრილსა დაასხმიდეს, ვითარ შეუძლოს მან აღნთებად სანთლისა მის? ხოლო წყალი იგი ანგაჰრებისაჲ არ...