...და სიმართლის მზე დაინახა, ბნელში მსხდომთათვის გამობრწყინებული, — რა მოშურნეობით, რა მხურვალე გულმოდგინებით მიეახლა მას; და არც ის, რომ ქალი იყო, არც ის, რომ უცხოტომელი — არაფერი შეუშლია, არამედ ყველა ეს დაბრკოლება უგულებელყო, მიეახლა და თქვა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (). მაგრამ ფარული ზრახვების მცოდნე დუმს და არ პასუხობს, არ აღირსებს სიტყვით და არ გამოხატავს თანალმობას ქალური უძლურების მიმართ, ხედავს რა მასთან ასეთი ღაღადებით მოსულს. ყოვნებს, სურს რა ყველას წინაშე გახსნას მის შინაგანში დაფარული საუნჯე. ხედავდა დაფარულ ძვირფასეულობას და არ სურდა, ის ჩვენთვის უცნობი დარჩენილიყო; ამიტომაც ყოვნებს და პასუხს არ აღირსებს, რათა ამ ქალის დიდი სიმტკიცე ყველა მომავალი თაობისთვის დარიგება გამხდარიყო. და შეხედე, რა გამოუთქმელია ღვთის სახიერება: „ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაჲ" (), — ამბობს წერილი. ხოლო მოწაფეებმა, რომლებიც თავს მასზე თანამლმობელნი და კაცთმოყვარენი ეგონათ, ვერ გაბედეს პირდაპირ ეთქვათ: შეუსრულე თხოვნა, შეიწყალე, მოიწყალე, არამედ რა თქვეს? „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ" ()...
სახარებაჲ მათესი 15:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...რამედ ყოველთვის მიმღებთა გადიდებაც, შეხედე, როგორ მოიქცა ქანანელ ქალთანაც, თითქოს აყოვნებდა და თავს არიდებდა მისი თხოვნის შესმენას, მაგრამ ეს სწორედ იმისთვის, რომ იგი მთელს ქვეყნიერებაში ცნობილი გაეხადა. როცა ის მოვიდა, ევედრებოდა და ამბობდა: „შემიწყალე მე, უფალო,... რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს" (), კაცთმოყვარე და გულმოწყალე, ყოველთვის ჩვენს თხოვნებს წინმსწრები უფალი პასუხსაც კი არ აღირსებდა. და მისი მოწაფეები, არ იცოდნენ რა, თუ რა მოხდებოდა და როგორ ზრუნავდა თავად უფალი ამ ქალზე, და მხოლოდ იმიტომ არ პასუხობდა, რომ არ სურდა მისი ღირსება უცნობად დარჩენილიყო, მოწაფეებმა, ვამბობ, თითქოს მეტი თანალმობა ჰქონდათ, „მოუჴდეს და ჰრქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ", თითქოს ამით გამოხატავდნენ, რომ მისი შეუპოვრობა მათთვის უკვე აუტანელი იყო. „განუტევე ესე", ამბობენ, არა იმიტომ, რომ ასე უბედურია ან მისი თხოვნა სამართლიანი, არამედ იმიტომ, რომ „ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ". რა თქვა უფალმა? სურდა რა თანდათანობით ქალის ღირსების გამოვლენა და მოწაფეთათვის სწავლება, რა ნაკლებად ესმოდათ მისი კაცთმოყვარეობა, ისეთი პასუხი გასცა, რომელიც ქალის გულსაც შეარხევდა, სულის სიმტკიცე რომ არ ჰქონოდა, მხურვალე სურვილი და ძლი...
...ხილა მისი მოშურნეობა და დიდი შეუპოვრობა ვედრებაში, ჯერ შეაქო იგი და, ასე ვთქვათ, ქების გვირგვინით შეამკო, მთელი ქვეყნიერებისთვის სახელოვანი გახადა და მხოლოდ ამის შემდეგ აღუსრულა თხოვნა დიდი სახიერებით. რაკი თქვა: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ ეგე შენი", შემდეგ დაუმატა: „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს" (). და თუ საღვთო წერილში ყველა ამგვარ მაგალითს გადავხედავთ, ყველგან მეუფის დიდ გულუხვობას დავინახავთ. ამაში სრულიად დარწმუნებული და იმის მცოდნე, რომ ვინც მცირედს დათმობს, უფრო მეტს მიიღებს, პატრიარქმა, როგორც გუშინ გესმოდათ, ლოტს დაუთმო საუკეთესო ნაწილი, თავად კი უარესი აიღო, რომ დავის მიზეზიც აღმოეფხვრა, საკუთარი სათნოებაც გამოეჩინა და მთელ სახლში მშვიდობა ემეფა. მაგრამ ვნახოთ დღევანდელი საკითხავიდან, რა ჯილდო მიიღო მან უფლისგან ასეთი სიმშვიდისთვის. „ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად. რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე". შეხედე, როგორ ახლოსაა ღვთის განგება და რა სწრაფად მიაგებს მართალს. რადგან საღვთო წერილს სურს, გვაჩვენოს,...
...5,27).
თარგმანი: განაცხადებს ვითარმედ არა ხოლო ვითარცა მოწყალებისა, არამედ ვითარცა თანამდებისა მოვალე არიან მიცემად მათდა. ხოლო რაჲ-მე არიან სულიერნი იგი? — ცხად არს, ვითარმედ ჰურიათათჳს მოვიდა ქრისტე, ვითარ-იგი იტყოდა, ვითარმედ: "არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), და რამეთუ "ცხორებაჲ ჰურიათაგან არს" (). რამეთუ მიერ იყვნეს მოციქულნი, მიერ წინაჲსწარმეტყუელნი, მიერ ყოველნი კეთილნი და დასაბამნი ღმრთისმსახურებისანი, ვინაჲცა უკუეთუ სულიერთა ამათ მათთა ეზიარნეს წარმართნი და სერობისა მათთჳს დაგებულისა მეინაჴე იქმნნეს მებოძირნი გზისანი, რაჲ საკჳრველ არს, ჴორციელთა შინა, რაჲთა არა ეზიარნენ, არამედ, ვითარცა მონათა მეუფესა ხარკი, ეგრეთ მიუძღუანონ წმიდათა მათ საჴმარი ჴორცთაჲ. უფროჲსღა, რამეთუ ჴორციელნი საჴმარნი არავის განეკუთნვიან, არამედ საზოგადოდ საჴმრად ყოველთათჳს ღმრთისა მიერ მოცემულ არიან.
მოციქულისაჲ: ესე უკუე აღვასრულო, და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა, და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად (15,28).
თარგმანი: ვითარცა წარუპარველ...
...აჲ არა იქმნებოდაა?" —არა ვიტყჳ, ვითარმედ ყოვლად არა იქმნებოდა, არამედ არა ესრეთ მსწრაფლ იქმნებოდა, რაჲთამცა ვიქმნენით უკუანანი წინა, შემდგომნი —პირველ, მებოძირთანი — მეინაჴე, მეათერთმეტისანი — სწორ პირველთა; რამეთუ ჩუენ ზედა აღესრულებიან ყოველნი ესე იგავნი სახარებისანი; ვინაჲთგან "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარო" (), და "მივედით, — ნუ ლიტონითა მისლვითა, — არამედ უფროჲსღა მივედით ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), რამეთუ მათდა მოვიდა უფალი, მათ მიუვლინნა მოციქულნი, ხოლო იგინი რაჲ ჯუარის-მცუმელ იქმნნეს, მათ წილ ჩუენ გჳწოდა, და აწ ჩუენ ვართ პირმშო პირმშოთა მათ, ოდესცა მოიქცენ; დაღაცათუ მოციქული მითვე პირველითა ჩუეულებითა ჰურიასა პირველად იტყჳს, და მერმე — წარმართსა.
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი! (11,12).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჟამერთ დაყოვნებამან ჰურიათა რწმუნებისამან და ჰურიასტანით განსხმამან ქადაგთამან განამდიდრა სოფელი მრავალთესლთა წარმართთა მიერ, რაოდენ არა უფროჲს სავსება ექმნეს სოფელსა შემდგომად წარმართთასა მოქცევაჲ ჰურიათაჲცა. ხოლო ამას ყოველსა ი...
...ათვე სიტყუათა სწავლისათაჲ, რომელთა მრავალგზის წარმოთქუმაჲ უცონელობა არს მოძღურისა, და კრძალულება - მოწაფეთა.
მოციქულისაჲ: ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან; ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან მუშაკთა (3,2).
თარგმანი: ძაღლ ოდესმე წარმართთა ეწოდებოდა, ვითარმედ: "არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (), ხოლო აწ — წინაუკუმო; ვინაჲთგან შვილებისაგან განვარდეს ჰურიანი, მათ ძაღლ უწოდს, რამეთუ იყვნეს ვინმე მათგანნი, რეცა მოქცეულნი სარწმუნოებად, რომელნი კუალად ძაღლ იქმნებოდეს მიქცევითა ნათხევარსა მას ჰურიაობისასა. ამისთჳს, ვითარცა არა ხოლო თავისა თჳსისა, არამედ სხუათაცა მავნებელთა ბოროტად მუშაკად სახელ-სდვა, რამეთუ მოქმედებდეს კეთილად დანერგულთა სულთა აღმოფხურად სარწმუნოებისაგან ქრისტესისა და მიზიდვად მათდა კუალად მათვე ძუელთა წესთა ჰურიაობისათა.
მოციქულისაჲ: ჰხედევდით განკუეთილებასა მას, რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა ღმერთსა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ (3,2-3).
თარგმანი: კეთილად უწოდს მათ, რომელნი შემდგომად ქრისტეს მოსლვისა წინა-დაიცუეთდენ განკუეთილებად, რამეთუ წინადაცუეთილებაჲ იგი ძუელისა შჯულისაჲ სახე იყო ჩუენი ქრისტეს მიმართ მოქადულთა ამათ მორწმუნეთაჲ, რომელნი მოვიკუეთთ ნამეტავსა ჴორცი...
...ცხორებაჲ ჩუენი, ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან ყოველივე შექმნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. ამისსა შემდგომად იტყჳს "ზრახვისაებრ ნებისა მისისასა", ესე იგი არს, ვითარმედ: დაღაცათუ ქრისტე ჰურიათა ეტყოდა აღსაშენებელად მათდა, ვითარმედ: "არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა" (), არამედ ნუვინ ჰგონებს თუ ჰურიათა განდგომისათჳს იქმნა ცხორებაჲ წარმართთაჲ, რომელი-იგი წინა-განჩინებულ იყო ნებითა ღმრთისაჲთა, ხოლო იქმნა თჳსსა ჟამსა, ოდეს-იგი ჯერ-იყო ქმნად.
მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელნი-ესე წინაჲსწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესსა (1,12).
თარგმანი: თავსა თჳსსა წარმართთა თანა შეჰრთავს, ვითარცა ქადაგი მათი, და იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ წარმართთათჳს, რომელნი-ესე, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, წინაჲსწარ მოსავ ვიქმნენით ქრისტესსა; ესე იგი არს, ვითარმედ: რომელთა წინაჲსწარ გურწმენა ქრისტესი, ჩუენ მიერ ჯერ-არს საქმით დიდებაჲ მისი, რაჲთა ესრეთ ვმოქალაქობდეთ, რომელ ყოველნი მხედველნი წესიერებისა ჩუენისანი ჩუენ ძლით ადიდებდენ მამასა ჩუენსა ზეცათასა, რომელმან ესრეთ მიშვილნა წარწყმედულნი ესე, რომელ სახილველადცა საწადელ და სარგებელ ვართ მრავალთა, რომელნი-ესე პირველ ვიყვენით წარმართ და კერპთმსახურ....
...ან. 5,21) და ვინაჲთგან ესე ყოველი ესრეთ არს, რაჲ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, რაჟამს წარავლენდა წარმართთა მიმართ? არამედ ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ამაო არს სიტყუაჲ იგი, სიტყჳსა მისთჳს, რომელი პირველ თქუა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათთჳს წარწყმედულთა ძეთა ისრაჱლისათა“. და უჩუენებს ამისთჳს, ვითარმედ მამასაცა ესრეთვე ჰნებავს. ხოლო უკუეთუ სიმდაბლისა სახითა ესრეთ თქუა, ნუ გიკჳრს, რამეთუ ყოველსავე იქმოდა მათთჳს, რაჲთამცა უფროჲსად აღაშენნა, რამეთუ იგინი მას ზედა აღეშენებოდეს. და კუალად შემდგომად მათ ნათესავთა დაარწმუნებდა გარდამატებულებითა მით სიმდაბლისაჲთა, ვითარმედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა იტყოდა. ხოლო რაჲ არს ესე, ვითარმედ: „ყოველთა ჴორციელთაჲ“, რამეთუ არა თუ ყოველთა ჰრწმენა? გარნა ესე არა ამისი არს ბრალი, არამედ მათი, რომელთა არა ისმინნეს სიტყუანი მათნი. რომელთაცა ისმინნეს, ცხოვნდეს, ხოლო რომელთა არა ისმინნეს, მათ ნეფსით წარიწყმიდნეს თავნი თჳსნი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ კაცობრივ იტყჳს აქა, რამეთუ პირველთქუმულთა მათ მიზეზთათჳს იქმს ამას, რამეთუ მარადის ეკრძალებოდა თქუმად თავისა თჳსისათჳს...
...მისა ისწრაფდეს, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ პირველ არა უტევნა იგინი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“; და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“. ; და ესრეთ, ვიდრემდის არა ჯუარს-აცუეს იგი და მოკლეს, არა დაუტევნა იგინი, ხოლო რაჟამს მათ თჳთ მოიძულეს და მოკლეს იგი, მიერითგან არღარად საჴმარ იყო მათ თანა დადგრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“. მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“. ; ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ არა დავარდეს ქუეყანასა ზედა და მოკუდეს“ (12,24)?
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჯ...
...დეს მოციქულნი, ვითარმედ: „თქუენდა ჯერიყო თქუმად სიტყუაჲ ღმრთისაჲ. ვინაჲთგან უკუე უღირსად გამოა-ჩინებთ თავთა თქუენთა, ამისთჳს მივიქცეთ წარმართთა მიმართ“. და ქრისტე იტყოდა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“. ვინაჲთგან უკუე მათ არა ისმინეს, ამისთჳს განუღო კარი წარმართთა. და ესრეთცა არა განზრახვით, არამედ გარეწარად მივიდა მუნ, წარჰვლიდა რაჲ; მი-უკუე-ვიდა ქალაქსა სამარიტელთასა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგჳთხრობს წულილ-წულილად მახარებელი ადგილისა მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს ლევი და სჳმეონ შფოთი და ბოროტი იგი კაცის-კლვაჲ აღასრულეს.
ხოლო კეთილ არს პირველად თქუმად, თუ ვინა...
...(მარკ. 2,9) და: „აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე!“ ; და: „შენ გეტყჳ, ეშმაკო, განვედ!“ და ვითარმედ: „იყავნ შენდა, ვითარცა გნებავს!“ და: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. და ყოვლისაგანვე ვხედავთ ჴელმწიფებასა მისსა, რამეთუ საქმეთათჳს არავის აქუნდა სიტყუაჲ, ხოლო სიტყუათათჳს მრავალნი დაჰბრკოლდიან, უგუნურნი იგი, და იტყოდიან, ვითარმედ: ზუაობით იტყჳს. ამისთჳსცა ნიკოდემოსს ცხადად მაღალსა სიტყუასა არა ეტყჳს, არამედ იგავით ასწავებს თჳსსა ძალსა, ვითარმედ შემძლებელ არს თავით თჳსით ქმნად სასწაულთა, თჳნიერ ყოვლისა შემწისა, რამეთუ მამამან სრული შვა იგი და არარაჲთ ნაკლულევანი. და იხილეთ, ვითარ ეტყჳს მას. რამეთუ ვინაჲთგან ნიკოდემოს თქუა, ვითარმედ: „რაბი, ვიცი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა“, და ჰგონებდა, ვითარმედ: დიდად მიქიეს და მიდიდებიეს ქრისტჱ ამათ სიტყუათა მიერ, ხოლო უფალსა ენება, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ჯერეთ კარს...
...ეტყუელთაგან და თავადსაცა ქრისტეს ჰხედვიდეს მარადღე მოქმედად სასწაულთა მათ, და მათ ოდენ ასწავებდა და არა შეუნდობდა მოწაფეთა წარმართთა მიმართ წარსლვად და არცა ქალაქად სამარიტელთა შესლვად; და არცა თავადი იქმოდა ამას, არამედ მარადის იტყოდა, ვითარმედ: „ცხოვართათჳს წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა მოვლინებულ ვარ“. და ამას ყოველსა ზედა ესრეთ დაიბრმნეს თუალნი მათნი და დაიყვნეს ყურნი მათნი და არა მოვიდეს ყოვლადვე ქრისტეს სარწმუნოებისა მიმართ.
ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა ესევითარი, არცა ოდეს სიტყუანი საღმრთონი ასმიოდეს, არცა თუ სიზმრივ ეხილვნეს ესევითარნი საქმენი, არამედ მარადის ზღაპართა და უკეთურებათა შექცეულ იყვნეს, მსახურებასა ღმერთთა მტყუართასა, ძელთა და ქვათასა, რომელნი უშჯულოებითა თაყუანის-იცემებოდეს, და ესევითარნი იგი მეყსა შინა, ვი-თარცა ზეცით გამოსრულნი, ესრეთ ბრწყინვალედ გამოჩნდეს. ხოლო სადაჲთ იქმნა ესე და ვითარ, ისმინე პავლესი, რამეთუ მან ნეტარმან ფრიად გამოიძია საქმე ესე და პოვა მიზეზი მისი და გუასწავა. ისმინე უკუე მისი, რომელი იტყჳს მიზეზსა ესევითარისა მის სიბრმისა მათისასა და ღაღადებს, ვითარმედ: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თჳსსა ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“,...
...მუცლისა თჳსისანი, არამედ მე არა დაგივიწყო შენ“. დიდებაჲ აურაცხელსა მას კაცთმოყუარებასა მისსა!
აწ უკუე მოედით, ცოდვილნო, შეუვრდეთ მას გულითა მჴურვალითა და ვთქუათ: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამენ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ , შეგჳწყალენ ჩუენ, უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ; და გურქუას: „გეყავნ, ვითარცა გნებავს“.
ვთქუათ უძღებისაებრ: „ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა“2; ვთქუათ მეზუერისაებრ: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“3; დავალტვნეთ ფერჴნი მისნი ცრემლითა, ვითარცა მეძავმან, და გურქუას: შენდობილ არიან ცოდვანი შენნი; ვჰრეკოთ კარსა მისსა და ვევედრებოდით ჟამსა და უჟამოსა, და უფროჲსღა არაოდეს არს უჟამოჲ შევრდომაჲ, არამედ უჟამოებაჲ არს არა მარადის შევრდომაჲ და ვედრებაჲ, რამეთუ ვინაჲთგან იგი მარადის მზა არს მოცემად, ჩუენდაცა მარადის ჯერ-არს თხოაჲ. და ვითარცა ფშჳნვაჲ არაოდეს უჟამო არს, არამედ მარადის ჩუენ თანა არს, ეგრეთვე ვედრებაჲ ღმრთისაჲ მარადის თანაგუაც; ვითარცა ფშჳნვაჲ მარადის საჴმარ არს ჩუენდა, ეგრეთვე შეწევნაჲ ღმრთისაჲ მარადის საძიებელ არს ჩუენდა და, უკუეთუ გუენებოს, ადვილად მოწყალე-ვყოთ იგი ჩუენ ზედა, და მოვიდეს შეწევნად ჩუენდა, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუ...