1.ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა ღვთის შვილებად ვიწოდებოდეთ: ქვეყანა იმიტომ არ გვიცნობს, რომ ვერ იცნო იგი.2.საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის.3.ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.4.ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება.5.თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.6.არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი.7.შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი.8.ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.9.ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.10.ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.11.რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.12.ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა - მართალი.13.ნუ გიკვირთ, ძმანო, თუ ქვეყანას სძულხართ.14.ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავედით სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები; ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.15.ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული.16.იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.17.ვისაც სიმდიდრე არ აკლია ამ ქვეყნად, მაგრამ გაჭირვებული ძმის შემყურე გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღვთის სიყვარული?18.შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.19.ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს.20.რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.21.საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე.22.ამიტომ, რასაც ვითხოვთ, მივიღებთ მისგან, ვინაიდან ვიმარხავთ მის მცნებებს და ისე ვიქცევით, როგორც მას მოსწონს.23.მისი მცნება კი ისაა, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელით და, როგორც გვამცნო, გვიყვარდეს ერთმანეთი.24.თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.
მოციქულისაჲ: ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან, და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას (3,10-11).
თარგმანი: არა, ვითარ-იგი ვიეთმე გულისჴმა-ყვეს, მიწისაგანობაჲ ბუნებისაჲ მაყენებს ჩუენ, რაჲთა ღმრთისაგან ვიყვნეთ, არამედ არა-მსგავსებაჲ მისი სათნოებითა. რამეთუ მისგანობაჲ ჩუენი ბუნებითადცა ითქუმის, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ. ხოლო აწ სათნოებათა მიერითა მსგავსებითა მადლით მისგანობად გუაწუევს...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სოფლისაგან არა არიან, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგან“ (17,16).:
...ა მსგავსებისათჳს იტყჳს, რამეთუ ოდეს მამისათჳს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მე და მამაჲო“, სრულიადსა მსგავსებასა იტყჳს, ხოლო რაჟამს ჩუენთჳს თქუას, ფრიადსა სიშორესა გამოაჩინებს ჩუენსა მისგან. რამეთუ უკუეთუ „ცოდვაჲ არა ქმნა, და არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, ; ვითარმცა ძალ-ედვა მოციქულთა სწორ მისა ყოფაჲ? არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ: არა სოფლისა ამის მოყუარე არიან, არამედ სხუათა საქმეთა მიმართ ჰხედვენ, არარაჲ ზიარებაჲ აქუს სოფლისა ამის საქმეთა თანა, არამედ ცათა მოქალაქე ქმნილ არიან; და ამისგანცა თჳსსა სიყუარულსა გამოაჩინებს, ვინაჲთგან ესრეთ აქებს მათ წინაშე მამისა და შეჰვედრებს მათ, ხოლო თქუა რაჲ, ვითარმედ: „დაიცვენ იგინი“, არა ჴორციელთა ოდენ განსაცდელთაგან იტყჳს, არამედ დამტკიცებისათჳსცა სარწმუნოებისა. ამისთჳსცა შესძინა და თქუა:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::
...ოროტი მძლავრობს.
სიყვარულის მქადაგებელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ბნელშია აქამდე“ (). „ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ ().
„საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია“ ().
მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირისპირებას ამწვავებს და მტრობას აძლიერებს, ვინც არ აკვირდება და არ მუშაობს საკუთარ გრძნობებზე, გულსა და გონებაზე, რათა უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები დადებითით შეც...