1.ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.2.რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.3.საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.4.მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.5.ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.6.გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა.7.ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.8.რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.9.მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან.10.ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი - ჩემი; და მე ვიდიდე მათში.11.მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.12.როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.13.ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.14.მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.15.არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი.16.ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.17.გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა.18.როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად.19.მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.20.მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.21.რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.22.დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.23.მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.24.მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე.25.მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე.26.მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე; სოფლისა ამისგანნი იყვნეს და მომცენ, და სიტყუაჲ შენი დაუმარხავს“ (17,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდისა ზრახვისა ანგელოზ“ ეწოდების ძესა ღმრთისასა ყოველთა მათ სწავლათათჳს, რომელ ასწავა, და პირველად, რომელ მამაჲ უქადაგა კაცთა, რომელსა აწ იტყჳს, ვითარმედ: „გამოუცხადე სახელი შენი კაცთა“; რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „საქმჱ შენი აღვასრულე“, ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე მივსცენ მათ სიტყუანი შენნი, და სოფელმან მოიძულა იგინი, რამეთუ არა არიან სოფლისაგანნი, ვითარ მე არა ვარ სოფლისაგანი“ (17,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ჩუენ სათნოებისათჳს ვიდევნებოდით უშჯულოთა მიერ და ვიკიცხეოდით მათ მიერ, ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესრეთ არს ბუნებაჲ ამის საქმისაჲ, და ყოლადვე სათნოებაჲ სიძულილსა მოატყუებს უკეთურთა მიერ კაცთა, რამეთუ სძულან უკეთურთა მოღუაწენი და ჰგონებენ, თუ არგებენ რასმე თავთა თჳსთა, და ისწრაფიან, რაჲ-თამცა სირცხჳლეულ-ყვეს ცხორებაჲ...
ვგონებ, რომელ განმავალობასა შინა მთელი წელიწადისა არ იპოვება არც ერთი დღე იმ ზომად საღმრთო, წმინდა, მაღალ, აღსავსე სულიერითა აღშენებითა, სხვადასხვა მაგალითითა, ვითარცა დღე ესე დიდისა ხუთშაბათისა. ამ დღეს დააგვირგვინა მაცხოვარმა ყოველნი თვისნი სწავლანი უშვენიერესითა მათ უტკბილესითა სიტყვებითა, რომლითა ნუგეში სცა მოციქულთა, გამოეთხოვებოდა საყვარელთა თვისთა ათორმეტთა მეგობართა და მოწაფეთა. რა ზომად ტკბილ არიან და ლმობიერად მომყვანებელ უკანასკნელი სიტყვანი...
...ტემ „ძლევაი საკვირველი“ მოიმოქმედა. ეშმაკს ყოვლითურთ სძლია და ადამიანს მიანიჭა სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობა, მაგრამ იგი ყველამ პიროვნულად უნდა მოიპოვოს.
გავიხსენოთ უფლის სიტყვები: „მამაო, განადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. რაკი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე…, მისცეს საუკუნო სიცოცხლე“ ().
ამიტომაცაა ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის და საერთოდ, ქრისტიანული სამყაროსათვის.
მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამ ქვეყნად მცხოვრებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.
„სასუფეველი ცათა იიძულების“ - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, - ჩვენს...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჲ არს შენდა და ჩემდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“ (2,4).:
...შეიპყრეს იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „უნდა მის ზედა დასხმაჲ ჴელთაჲ და ვერ შეუძლეს, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“. და კუალად იტყჳს: „მამაო, მოიწია ჟამი, ადიდე ძჱ შენი“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? რამე-თუ ამისთჳს მრავალი შემოვკრიბე, რაჲთა ყოველთათჳს ერთი სიტყუაჲ ვთქუა. რამეთუ არა თუ ჟამთა იძულებასა ქუეშე იყო შემოქმედი იგი ჟამთაჲ, არცა ამისთჳს იტყოდა, თუ: „არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი“, ვითარმცა ჟამი რაჲმე უჩნდა და თჳნიერ მისამცა ვერ ეძლო ქმნად, არამედ ამას მოასწავებდა, ვითარმედ თითოეულისა ჟამსა თჳსსა ჯერ-არს ქმნად, რამეთუ არა ერთბამად იქმოდა ყოველსა, არამედ თითოეულსა ჟამსა თჳსსა, რაჲთა არა უწესოებით იქმნას რაჲმე; რამეთუ არა ჯერ-იყო, რაჲთამცა ერთბამად ქმნა შობაჲ და აღდგომაჲ და საშჯელი. რამეთუ დაჰბადა სოფელი, არამედ არა ყოველი ერთბამად: რომელიმე - პირველსა დღესა და რომელიმე - მეორესა დღესა და რომელიმე - მეექუსესა. და კუალად ჯერ-იყო სიკუდილი კაცთაჲ და აღდგომაჲ საშჯელად, არამედ არა ქმნა ღმერთმან ორივე ერთბამად. და კუალად მოეცა შჯული ძუელი და მერმე თჳსსა ჟამსა - კუალად ახალი. და ესრეთვე უფალი არა თუ ჟ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა მათ და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა“ (28,18).:
...მიდაჲ, რაჲთამცა სრულიად აღმაღლებულ იყვნეს გულისჴმის-ყოფითა.
რამეთუ რომელ-იგი აქუნდა ბუნებით, ვითარცა ღმერთსა, იტყჳს, ვითარცა კაცი, განგებულებით, ვითარმედ „მომეცაო“, ვითარცა პირველ ვნებისაცა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა მე წინაშე შენსა პირველ სოფლისა ყოფისა“.
ჰხედავა, ვითარმედ რომელი-იგი მარადის აქუნდა, ვითარცა ღმერთსა, აწ ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა თქუა, ვითარმედ: „მადიდე მე“. რამეთუ სრული ღმერთი იყო და სრული კაცი, ორითა ბუნებითა, ერთი ქრისტჱ, უფალი ჩუენი და ღმერთი. ეგრეთვესახედ აწ თქუა, ვითარმედ: „მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ“, ბუნებისა მისთჳს, რომელი ჩუენგან მიიღო.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“ (28,19-20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „ნათელ-სცემდითო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა, და ასწავებდით დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“; ესე იგი არს, სარწმუნოებისათჳსცა მართლისა და საქმეთათჳს კე-თილთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ მისი.
პირველად, რაჲთა მართლმადიდებლობით და მართლაღსაარებით აღვიარებდეთ მამასა და ძ...