ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად“ (12,1).
ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს: „და იყო შაბათსა პირველ-მეორესა“.1 რაჲ არს უკუე პირველ-მეორე შაბათი? ესე იგი არს, ოდეს ორკერძოჲ არნ უქმობაჲ, რაჟამს შაბათსა შინა სხუაჲცა რაჲმე უქმობისა დღესასწაული დახუდის, და არნ უქმობაჲ შაბათისაჲცა და მოწევნულისა მისცა დღესასწაულისაჲ; რამეთუ მრავალნი აქუნდეს დღესასწაულნი: თჳსთავნი და ტალავრობანი...