1.ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,2.ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით;3.და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას,4.მოთმინება - გამოცდილებას, გამოცდილება - სასოებას,5.სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.6.ვინაიდან, ჯერ კიდევ ჩვენი უძლურებისას, ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის.7.მართლაცდა, ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილისთვის ვინმემ, შესაძლოა, კიდევაც გაბედოს სიკვდილი.8.მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.9.მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას.10.რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.11.და არა მარტო ამით, არამედ ღმერთითაც ვიქადით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, ვისი წყალობითაც გვეღირსა შერიგება.12.ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა.13.რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება.14.თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი.15.მაგრამ მადლი ისე როდია, როგორც ცოდვა, ვინაიდან თუ ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, მადლი და ნიჭი ღვთისა, ერთი კაცის - იესო ქრისტეს მადლით, მრავალსაც მოსჭარბდა სიუხვით.16.და არც ნიჭია როგორც მსჯავრი ერთი შემცოდის გამო, ვინაიდან მსჯავრი ერთის შეცოდებისთვის - შესაჩვენებლად, ხოლო მადლი - მრავალი შეცოდების გასამართლებლად.17.რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.18.ამიტომ, როგორც ერთის შეცოდებისაგან ყველა კაცის თავზე მოიწია სასჯელი, ასევე ერთის სიმართლისაგან ყველა კაცი გამართლდება სიცოცხლისათვის.19.ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.20.რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,21.რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
მოციქულისაჲ: აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა, და მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ (5,1).
თარგმანი: ვითარ მოიგებს კაცი მშჳდობასა ღმრთისა მიმართ? — აღსრულებისა მიერ მცნებათა მისთაჲსა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ, რომელი ცოდვიდეს, იგი ბრძოლასა ჰყოფს ღმრთისა მიმართ და არა მშჳდობასა.
მოციქულისაჲ: უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ (5,1).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მშჳდობაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ", ხოლო მშჳდობაჲ ღმრთისა მიმართ — აღსრულებითა მცნებათა მისთაჲთა იქმნების, ამისთჳს შესძინა,...
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია (5,12).
თარგმანი: მრავალსახედ გამოაჩინა ზემო განმართლებაჲ ჩუენი მოცემითა მით სულისა წმიდისაჲთა და სიკუდილითა მით ბოლოდშობილისაჲთა. აწ კუალად ამას პირსა იწყო თქუმად, ვითარმედ ესრეთცა ჯერ-იყო და სამართალ, რაჲთა, რომელნი-ესე ერთისა მის კაცისა მიერ ცოდვილ და მოკუდავ ვიქმნენით, ვინაჲთგან ურჩებასა მისსა მივემსგავსენით, კუალად ერთისავე კაცისა მიერ,...
მოციქულისაჲ: ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა, და ცოდვისა ძლით — სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს (5,12).
თარგმანი: ერთად კაცად პირველსა მას კაცსა უწოდს, ადამს, რომლისა მცნებისა [გარდასლვამან) ცოდვაჲ სოფლად შემოიყუანა, და ცოდვისა მიერ მოგუეტყუა სიკუდილი და ხრწნილებაჲ, რამეთუ ჩუენცა...
პავლესი: რამეთუ რჩულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა და ცოდვაჲ იგი არად შერაცხილ იყო, რამეთუ არღა იყო რჩული, არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა არა ეცოდა (5,13-14).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვიდრე მოსესამდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვანაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მაშინდითგან დაისჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა...
„ვიქადოთ ღმერთით..., რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება“ ()
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას...
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::
...ერ მოფენილი მშვიდობა მომცველია ყოვლისა სიკეთისა: კურთხევისა, ღვთის მოწყალებისა, ცოდვათა მიტევებისა, განმართლებისა, სიმშვიდისა, სიხარულისა, მარადიული ცხოვრებისა... მოციქული პავლე ამის შესახებ ბრძანებს: „აწ უკუე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშვიდობაა გუაქუს ღმრთისა მიმართ უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა“ ().
მშვიდობა ღმერთთან ნიშნავს მშვიდობას საკუთარ თავთან და მოყვასთან.
ბრძენთ უთქვამთ: ბუნებით კაცნი ახლობელნი არიან ერთურთისა, თუმცა თვისებანი განაშორებენ მათ. დიად სახეს ფორმა არ გააჩნია.
ალბათ, ამიტომაა ძნელი ადამიანის შეცნობა, იგი ხომ ღვთის ხატადაა შექმნილი. ალბათ, ამიტომ მიაჩნდათ ფილოსოფოსებს უდიდეს სიბრძნედ საკუთარი შინაგანი მრავალფეროვანი სამყაროს შესწავლა, რადგანაც სხვა რომ შეიცნო, პირველ რიგში შენს თავს უნდა იცნობდე კარგად.
სული და სხეული - აი, ჩვენთვის ცნობილი ადამიანის შემადგენელი ნაწილნი. სულ ეს არის, თუ კიდევ სხვაც რაიმეა ჯერაც მიუკვლეველი ჩვენთვის? როგორ ავხსნათ, მაგალითად, აზროვნების უნარი, რა არის სიცოცხლე, რას წარმოადგენს გონება, გული?
ასე წერდა გულის შესახებ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნეში ჩინელი მოაზროვნე სიუნ-ცზი: „გული მპყრობელია სხეულისა, განმგებელია სიბრძნისა. იგი მბრძანებლობს, თვით კი არავის ემორჩილ...
ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო::
...ს გამოვლენის მოწმენი გავხდით. ეკონომიკურმა გაჭირვებამ ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა და ზოგიერთში მომავლის სერიოზული შიში დაბადა. ხშირად გვესმის სიტყვები: „კატასტროფული მდგომარეობა“, „რა გვეშველება?“ არადა ვუწყით, „რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინვბაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ - სასოებასა“().
ამასთან სიტუაციას სწორად ვერ ვაფასებთ. გვეგონა იმპერიიდან გამოსვლისას ხალიჩებს დაგვიფენდნენ. მოსალოდნელი კი, ახლანდელთან შედარებით, უფრო უარესი მდგომარეობა იყო.
„რა გვეშველება?“ - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი.
პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.
ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი? ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?
ერის ზნეობრივ სახეს ყოველთვის რჩეულნი წარმოაჩენდნენ. მადლობა ღმერთს, ასეთი შვილები ჰყავს ჩვენს სამშობლოს. ჩვენ ამასთან მოწმენი ვართ იმისა, თუ რამდენი ახალგაზრდა უანგაროდ ეწირება საქართველოს მიწა-წყალის დაცვას აფხაზეთში, რაც ერის სულიერი პოტენციალის გამოვლინება...
...40,6); შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“; და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.
ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.
ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.
აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.