თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მცნებანი ესე წინააღმდგომ იყვნეს ნებასა და ჩუეულებასა კაცთასა, ამისთჳს, ეგულებოდა რაჲ უფალსა მოცემაჲ მა-თი, მრავალნი სასწაულნი და კურნებანი აჩუენნა, რაჲთა სარწმუნო იყოს რჩულის-დებაჲ იგი. ხოლო რომელთა მგლოარეთათჳს იტყჳს? გარნა რომელნი-იგი ცოდვათა თჳსთათჳს იგლოვდენ, რამეთუ მეორე იგი გლოაჲ, რომელი იქმნებოდის სოფლიოჲსა რაჲსმე და წარმავალისა საქმისათჳს, ფრიად დაყენებულ არს და არა ბრძანებულ, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს, ხოლო საღმრთოჲ იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს“. ამათ ესევითართა მგლოარეთა ჰნატრის უფალი, რამეთუ კეთილ არს ესეცა მცნებაჲ და ყოვლისავე სიბრძნისა მასწავლელ, რამეთუ უკუეთუ რომელნი იგლოვდიან სიკუდილისათჳს შვილისა საყუარელისა, ანუ ძმისა, ანუ სხჳსა ვისმე საყუარელისა თჳსისა, ჟამსა მას გლოჲსასა არცა გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ ჰმძლავრობს, არცა სიყუარული საფასეთაჲ, არცა დიდებისათჳს სოფლისაჲთა სწადის, არცა შურითა მოყუსისაჲთა შეიწუებიან, არცა სხუათა მათ ვნებათაგან წარიტყუენვიან ჟამსა...
Matthew 5:4
3. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ. - წინ სწევს სიმდაბლეს, ვითარცა საფუძველს ცხოვრებისა, რამდენადაც ადამი ქედმაღლობის გამო დაეცა, ქრისტე ჩვენ სიმდაბლის გამო აღგვადგენს. ადამს ხომ იმედი ჰქონდა, რომ ღმერთი გახდებოდა. გლახაკნი სულითა - ესენი სულით შემუსრვილნი არიან.
4. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ. - ე. ი. ისინი, რომელნიც არა რაღაც ცხოვრებისეულს, არამედ ცოდვებს გლოვობენ. "მგლოვარენი"-ო ამბობს, ანუ არა ისინი, რომელთაც ერთხელ იგლოვეს, არამედ რომელნიც მარადის გლოვობენ და თანაც არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მახლობელთა ცოდვების გამოც. ისინი ხომ ნუგეშინისცემულნი აქვე არიან, რადგან, ვინც ცოდვათა გამო გლოვობს, სულით აქვე ხარობს და მით უმეტეს იხარებს იქ.
5. ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ. -ზოგიერთი "ქვეყანაში" სულიერ ქვეყანას ანუ ზეცას გულისხმობს, მაგრამ შენ ეს ქვეყანაც იგულისხმე. რაკი საერთოდ მშვიდნი უგულვებელსაყოფად და არად ჩასაგდებად ითვლებიან, ამიტომაც ამბობს, რომ უპირატესნი არიან და ყველაფერი აქვთ. მაგრამ მშვიდს იმათ კი არ უწოდებს,...
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
წმიდასა ეკკლესიასა შინა ხშირად გვესმის ჩვენ, ძმანო, სიტყვანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, რომელთა შინა იგი უწოდებს ნეტარად გლახაკთა, მგლოვარეთა, მშივდთა, მოწყალეთა და აღუთქვამს მათ სასუფეველსა ღვთისასა, ანუ ნუგეშინის-ცემასა. ამ სიტყვებში მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ ცხრა ნეტარებასა, ანუ ცხრა სათნოებათა. მე მსურს აღგიხსნა თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, ეს სწავლა მისთვის, რომელ დიდად საჭირო არის, ყოველმან ქრისტიანემან იცოდეს და ახსოვდეს იგი.
პირველი ნეტარება არის შემდგომი: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ვინ არის, ძმანო, გლახაკნი სულით? თუ გინდა შეიტყო, ვის უწოდებს ესრედ მაცხოვარი, მოიგონე, ვის ვეძახით იმისთანა კაცს, რომელსაც თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც სახლი, არც კარი, არც ტანის-სამოსი, არც საჭმელი. არამედ ყველგან დადის და მოწყალებას ითხოვს და იმითი ცხოვრობს. აქედგან, სულიერი გლახაკი, ანუ გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური...
...რდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით“ (მრკ. 12,30)
„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მრკ. 12,31) და „ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი“ ().
„გიყვარდეთ მტერნი თქვენნი“ ().
„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებებიც დაიცავით, ხოლო თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით“ ().
რა იგულისხმება საკუთარი თავის სიყვარულში?
ქრისტიანული გაგებით, საკუთარი თავის სიყვარული, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენს მუდმივ ზრუნვას საკუთარ თავზე, რათა შევძლოთ ცოდვით დაცემული შინაგანი სამყარო განვიწმინდოთ, ეგოიზმის, შურის, ღვარძლისა და ბოროტებისაგან გავათავისუფლოთ და სულში ღვთის ხატება და მსგავსება ავაღორძინოთ; ამისთვის კი მთელი არსებით უნდა ვიღვაწოთ, რადგან ამქვეყნად სწორედ ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენი სიცოცხლის აზრი.
საკუთარი თავის სიყვარული, ასევე, ნიშნავს იმას, რომ, უფლის მსგავსად, თავგანწირული, უშურველი სიყვარულით შევიყვაროთ მოყვასი, ვიყოთ თანამდგომნი, და მისი წარმატებით ვხარობდეთ; განსაცდელის ჟამს კი, - ძალისამებრ ჩვენისა დავეხმაროთ;
მოყვასი ჩვენსავით ღვთის ხატად არის...
...მტერიც შევიყვაროთ. სიყვარული ის ერთადერთი იარაღია, რომლითაც ბოროტება დაიძლევა და განქარდება. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხყმყოფელთათვის. რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენის ზეციერისა“ ().
ქრისტესმიერი სიყვარულით მივმართავ ჩვენს განდგომილ იმ სასულიერო და საერო პირებსაც, რომელნიც თავიანთი გაუთვალისწინებლობით მოსწყდნენ დედაეკლესიას და ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მტრის იარაღად იქცნენ. თქვენ კარგად იცით წმინდა მამების გაფრთხილება, რომ განყოფის და დაპირისპირების ცოდვას ადამიანი მოწამეობრივი სისხლითაც ვერ ჩამოირეცხავს. დრო აჩქარებულად მიდის. შეიძლება ცოტა ხანში სინანულიც კი გვიან იყოს. ჩვენ მამაშვილური სიყვარულით მივიღებთ ყველა დაკარგულ ცხოვარს, ვითარცა უძღებ შვილს.
ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის „ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე“ (). შევთხოვ შემოქმედ...
...სა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრაელთა 11,6).
ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა, ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს.
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს (), - მოგვიწოდებს უფალი.
სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. „ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ერთობას, კარგავს თავისი შემოქმედებითი ბუნების აღქმის უნარს და ინთქმება ქაოსური მდგომარეობის გრიგალში, უარს ამბობს რა თავის სუბსტანციურობაზე“ (პავლე ფლორენსი, „ლოგოსი ქაოსის წინააღმდეგ“).
საერთო, ზოგად მდგომარგობაზე დიდადაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანის სულიერი ცხოვრება.
ჩვენს საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ დიად გარდაქმნათა ეპოქა, მაგრამ იგი, ამავე დროს დიდი რღვევის ხანაცაა.
შეხედულებების, იდეოლოგიის, ღირებულებათა ცვალებადობა. ხალხთა დაყოფა და კვლავ გაერთიანება, მსოფლიო ომები, სისხლი, აქამდე არგაგონილი ავადმყოფობანი, ქვეყნის ერთ მხარეს უსაზღვრო ფუფუნება, მეორეში კი - შიმშილი და უკ...
...რთნი გასცემენ ღვთის სადიდებლად, სხვანი კი იღებენ ასევე ღვთის სადიდებლად, ისე რომ არ შელახონ ერთმანეთის ღირსება. აქ მეფობს სული ქრისტესმიერი ძმური ერთობისა, რომელმაც არ იცის კეთილ საქმეში უკან დახევა, რათა აღსრულდეს სიტყვები უფლისა: რომელი გთხოვდეს შენ, მიეც და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი ().
საქმეში გამოვლენილი ქრისტიანული სიყვარული შინაგანი სრულყოფით მოიპოვება, რომლის მისაღწეგად წმიდა იოანე კიბის აღმწერელმა ოცდაათ სულიერ საფეხურზე ამაღლების აუცილებლობა გვიჩვენა.
ქრისტიანული სიყვარული სათავეს იღებს იქ, სადაც მთავრდება ეგოიზმი და იწყება თავდადებული მსახურება მოყვასისათვის, ოღონდ ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის როგორ დავეხმაროთ.
ხომ უაზრობაა, ფული მისცე მდიდარს, რომელსაც ესაჭიროება მორალური შეწევნა, უფრო დიდი შეცდომა კი ისაა, რომ ავადმყოფ, მშიერ და უსახლკარო კაცს მხოლოდ ზნეობრივი დახმარება შევთავაზოთ.
კარგად არც მაშინ ვიქცევით, როცა ვცდილობთ, სხვას იძულებით მოვახვიოთ ჩვენი აზრები, ჩვენი შეხედულებები, თუნდაც რომ სწორი იყოს ისინი.
მთავარია, ჩვენ შევქმნათ იმის პირობები, რომ პიროვნება თვითონ მივიდეს ჭეშმარიტებამდე, თვითონ იგრძნოს, თვითონ აღმოაჩინოს სინამდვილე.
მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის - ბიატის ცხოვრების ერთი ფურცე...
...არ დაგდეთ, და თქვენც ერთმანეთის მიმართ კეთილად იყავით.
შესაძლებელია საკმარისად გაგვიკვირდეს ამ მართლის სათნოებით, რომელიც დიდი მონდომებით ასრულებდა ახალი აღთქმის სიბრძნის სწავლებას. რაც ქრისტემ მოციქულებს დაუბარა: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი... და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (), — სწორედ ეს, და ამაზე მეტიც, აკეთა იოსებმა. მან არა მხოლოდ ესოდენ დიდი სიყვარული გამოიჩინა მათ მიმართ, ვინც მის მოსაკლავად მზად იყვნენ, არამედ ყოველნაირად ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ მათ არაფრით შესცოდეს მის წინაშე. რა მაღალი სიბრძნე! რა მტკიცე სულგრძელობა! რა დიდი სიყვარული ღვთისადმი! არა თქვენ, ამბობს, ეს გამიკეთეთ, არამედ ღვთის განგებამ დაუშვა, ჩემზე მზრუნველმა, რათა ჩემი სიზმრებიც აღსრულებულიყო და თქვენთვისაც ცხონების იარაღად ვემსახურე. ამრიგად, ჭირი თუ გამოცდა ღვთის დიდი განგებისა და ჩვენზე მზრუნველობის მოწმობაა კაცთმოყვარე უფლისა. ამიტომ არ უნდა ვეძებოთ ყოველნაირი საშუალებით მხოლოდ მშვიდი და უდარდელი ცხოვრება, არამედ კეთილდღეობაშიც და ჭირშიც თანასწორად უნდა აღვუვლენდეთ მადლობას უფალს, რათა მან, ჩვენი კეთილგონიერება რომ დაინახოს, კიდევ უფრო მეტი მზრუნველობა გამოიჩინოს ჩვენ მიმართ, რისი ღირსნიც ვიქნებით ყველანი, ჩვენი უფლ...
...გვარად მოიქცე და რატომ კიდევ უფრო ბრაზდები? ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობ — ეს ბუნებისთვის უცხოა. ისევე, რისხვას რისხვით ვერანაირად ვერ დააოკებ. რაც წყალია ცეცხლისთვის, ის არის სიმშვიდე და ალერსი რისხვისთვის. ამიტომაც ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს?" (). და, რომ მაგალითით დაერწმუნებინა და გულგრილებზეც ეზემოქმედა, დაუმატა: „რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან". ესე იგი, გულგრილთაგან ვინც არ უნდა ავიღოთ, ნუთუ იმავეს არ აკეთებს? ნუთუ მეზვერეებიც არ აკეთებენ ამას გულმოდგინებით? რა არის მეზვერეზე უარესი? თუმცა ნახავ, რომ მეზვერეებშიც ეს სრულიად აღესრულება — და შეუძლებელია, რომ საყვარელს მოყვარული არ შეუყვარდეს. მე კი, რადგან მსურს, რომ უფრო მაღლა იყოთ და რაღაც უფრო მეტი გქონდეთ, არა მხოლოდ ამას გიბიძგებთ, არამედ მტრების სიყვარულსაც გთხოვთ. ასევე ამ ნეტარმა იაკობმაც, სჯულამდე, ყოველგვარი სხვისი სწავლებამდე, შინაგანი ბიძგით, უკიდურესი სიმშვიდით ჯერ ლაბანი სძლია, ხოლო ახლა ძმაც. თუ ზენა შეწევნითაც სარგებლობდა, მანამდე მაინც საკუთარი მცდელობა წარმოაჩინა. ჩვენც ასე უნდა ვიყოთ დარწმუნებული: რაც არ უნდა ვიცადოთ, ვერასოდეს ვერაფერს ვერ შევძლებთ, თუ ზენა შეწევნით არ ვისარგებლებთ. მაგრამ რ...
...მედ ყველანი მივბაძოთ ამ მართალს, მივბაძოთ ჩვენ, მადლის ჟამს მცხოვრებნი, რჯულამდე მცხოვრელს, და არ ვითხოვოთ ჩვენი უფლისგან არაფერი ამქვეყნიური. იგი ჩვენს შეხსენებას არ ელოდება, არამედ, თუნდაც არ ვთხოვოთ, თავად მოგვცემს საჭიროს. „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა" (). მოვისმინოთ მისი, როცა ჩვენს დარწმუნებას ცდილობს და ამბობს: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა... და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (). ხედავ, რომ იგი თავად მზადაა თქვენთვის ის მოგცეთ, და დანამატის სახით აღგითქვამთ მის ბოძებას? ამრიგად, ნუ ითხოვ, როგორც მთავარს, იმას, რაც დანამატად უნდა მიიღო. ნუ ავურევთ წესრიგს, არამედ ჯერ ის ვეძიოთ, რაც მან გვამცნო, რათა სხვაც მივიღოთ. ამიტომ უფალმა ლოცვის სიტყვებშიც, ჩვენთვის წესებისა და საზღვრების დასადგენად, რომლებამდეც ჩვენი ამქვეყნიურ საგნებზე თხოვნები უნდა ვრცელდებოდეს, ყოველი სიბრძნით აღსავსე ეს სიტყვები გვიბრძანა ვთქვათ: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს" () — ანუ დღევანდელი საზრდო. სწორედ ამაზე ის მართალიც, თუმცა ეს სიტყვები ჯერ არ ჰქონდა მოსმენილი, ლოცულობდა და ამბობდა: **„მცეს...
...აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ"**; და, რადგან ბრძანებული მნიშვნელოვანი და ძალიან ამაღლებული იყო, დაუმატა: "რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა" (). ხედავ, ვის ემსგავსება, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია, ის, ვინც არა მხოლოდ არ სავს შეურაცხმყოფელთ, არამედ მოშურნედ ლოცულობს კიდეც მათთვის? ამრიგად, ნუ წავართმევთ თავს, დაუდევრობის გამო, ესოდენ დიდ ნიჭებსა და ჯილდოს, რომლებიც ყოველგვარ სიტყვას აღემატება, არამედ ყოველმხრივ ვეცადოთ ამ (ბრძანების) შესრულებას და საკუთარ თავზე ძალის ხმარებითაც კი შევაჩვიოთ ჩვენი სული ღვთის მცნების მორჩილებას. იმიტომაც გავაკეთე დღეს ეს შეგონება, წარმოვადგინე იგავი და ვაჩვენე ამ სათნოების (შეურაცხყოფის პატიების) სიდიადე და ჩვენთვის მისგან მომდინარე სარგებლობის სიუხვე, რომ, სანამ დრო არის, ჩვენგან თითოეულმა, ვისაც კი მტერი ჰყავს, ეცადოს თავისი მოსიყვარულე მოპყრობით შეარიგოს იგი თავის თავთან. და ნუ მეტყვი ვინმე: მე ერთხელაც და ორჯერაც ვთხოვე მას (მტერს), მაგრამ ის არ დათანხმდა (შერიგებაზე). არა, თუ ჩვენ გულწრფელად გვსურს შერიგება, ნუ მოვეშვებ...
...ლა დგას, — ვინც არ სურს მოყვასზე გულისწყრომის შეწყვეტა, არც ენის ფიცისგან შეკავება, არც თვალისთვის დამღუპველი მზერის აკრძალვა, მაშინ, როცა უფალი ბრძანებს არა მხოლოდ შეურაცხყოფის სულგრძელად ატანას, არამედ მოთხოვნილზე მეტის მიცემასაც. „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი" (), — ამბობს ის. ჩვენ კი ხშირად მოყვასს ვაწყენინებთ ან შურისძიებას ვახდენთ შეურაცხყოფისთვის, — ჩვენ, ვისაც ებრძანება არა მხოლოდ ჩვენი მოყვარულების სიყვარული („მეზუერეთაცა, — ამბობს უფალი, — ეგრეთვე ყვიან" ()), არამედ მტრების მიმართაც კეთილი განწყობა, — ჩვენს მოყვარულთა მიმართაც კი თანაბარ სიყვარულს არ ვიხდით. ამიტომ ვწუხვარ და გული მტკივა, როცა ვხედავ, როგორ იშვიათი გახდა ჩვენს შორის სათნოება და როგორ, პირიქით, მანკიერება დღითი დღე ძლიერდება, როგორ არც გეჰენიის შიში აჩერებს ჩვენს ბოროტებისკენ სწრაფვას, არც ზეციური სასუფევლის სიყვარული გვიზიდავს სათნოების გზაზე; არამედ ყველანი, ასე ვთქვათ, როგორც პირუტყვნი, მივეთრევით, არც საშინელ იმ ჟამზე ვფიქრობთ, არც ღვთისგან მოცემულ რჯულზე; პირიქით, მხოლოდ ადამიანთა აზრებს ვეგუებით და მათ ქებას ვეძებთ და არ გვსურს მოვისმინოთ, რას ამბობს სახარება...
...ილი უმანკოებას არ შეიძენს, დიდებისმოყვარე არ ისწავლის მისი უგულებელყოფასა და ჭეშმარიტი დიდების ძიებას, მოყვასის სიყვარულზე არ-მზრუნველი არ გამოფხიზლდება და თავს არ აიძულებს, არა მხოლოდ მეზვერეებზე უარესი არ იყოს: „უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან" (), — არამედ სულისთვის ისეთი მდგომარეობა შეიძინოს, რომ მტრებსაც მშვიდად უყურებდეს და მათ მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავდეს. თუ ყოველდღე აქ მოდიხართ, მუდმივად ასეთ სწავლებას ისმენთ და იყენებთ, მარხვისგანაც შემწეობას იღებთ, მაგრამ ზემოთქმულ და სხვა ჩვენში წარმოშობილ ვნებებს ვერ ვძლევთ, მაშინ რა პატიება გვექნება, რა გამართლება? მითხარი, გთხოვ, თუ შენი შვილი ყოველდღე სკოლაში დადის და მრავალი დრო გადის, მაგრამ ის არაფერს ისწავლის იქ, ამას მოთმინებით ხომ არ აიტანდი? ხომ არ დასჯიდი ბიჭს? ხომ არ საყვედურობდი მასწავლებელსაც? შემდეგ კი, თუ შეიტყობდი, რომ მასწავლებელმა ყველაფერი გააკეთა და არაფერი გამოტოვა, ხოლო ყველაფრის მიზეზი ბიჭის სიზარმაცე იყო, — ხომ მთელ რისხვას ბიჭისკენ მიმართავდი და მასწავლებლისთვის ბრალის დადებას შეწყვეტდი? იგივე უნდა იყოს აქაც. ჩვენ, ღვთის მადლით მასწავლებლობის საფეხურზე დაყენებულნი, ყოველდღე გიხმობთ, როგორც სულიე...
...ემოქმედის მიერ აღსრულებულის დაწვრილებით განხილვას, ის კაცთმოყვარეობის უფსკრულს აღმოაჩენს. მართლაც, რა მსჯელობა, რა გონება შეძლებს იმ გამოუთქმელი სახიერების ჩაწვდომას, რომელსაც (ღმერთი) კაცთა მოდგმის მიმართ იჩენს, მზეს რომ აბრწყინვინებს „ბოროტთა ზედა და კეთილთა" და წვიმას აწვიმებს „მართალთა ზედა და ცრუთა" (), და ყოველივე სხვაში სიუხვეს გვიბოძებს? იქნებ ჩვენი სიტყვა საჭიროზე შორს წავიდა; მაგრამ ეს ამაოდ და უმიზნოდ არ გაგვიკეთებია, არამედ იმიტომ, რომ აქ არმოსულთ თქვენი მეშვეობით შეიტყონ, რა ზარალი მიაყენეს თავს, ხორციელი საკვების გამო რომ სულიერი სწავლება დაკარგეს. თუმცა, რათა მათი მწუხარება არ გაზარდოთ, ძმური სიყვარულით მოეპყარით, ჩვენი სიტყვები გადაეცით: ეს ჭეშმარიტი სიყვარულის მოწმობა იქნება. თუ ისინი, ვინც ხორციელ საჭმელთან ასე ექცევიან და ნაცნობთათვის ტაბლიდან რამეს გადანახავენ, ამით მცირე სიყვარულს კი არა, დიდ სიყვარულს გამოხატავენ, მით უმეტეს, სულიერ საგნებთან მიმართებაში ასეთი საქციელი დიდ ქებას მოგვიტანს; და თავადაც სარგებელი მოგვეცემა. ვინც მოყვასს ასწავლის, ის არა იმდენად სხვას ქველმოქმედებს, რამდენადაც საკუთარ თავს უმზადებს დიდ ჯილდოს და ორმაგ ნაყოფს მოიწევს: ღვთისგან უფრო დიდ მისაგებელს იღებს, და თავადაც, როცა მოყვასს გ...
...„კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ". როგორც „ხატი" ხელმწიფების ხატს უწოდა, ისე „მსგავსებას" — იმას, რომ ჩვენ, რამდენადაც ადამიანისთვის შესაძლებელია, ვემსგავსოთ ღმერთს სიმშვიდით, თავმდაბლობითა და საერთოდ სათნოებით, ქრისტეს სიტყვისამებრ: „რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა" (). როგორც ამ ვრცელ და უზარმაზარ მიწაზე ზოგი ცხოველი უფრო მშვიდია, ზოგი — უფრო მძვინვარე, ისე თქვენს სულშიც ზოგი ფიქრი — უგუნური და პირუტყვული, ზოგი — მხეცური და ველური; ისინი უნდა დამარცხდნენ, დაიძლიონ და გონების ხელმწიფებას დაემორჩილონ. მაგრამ როგორ შეიძლება მხეცური ფიქრის დაძლევა, იტყვი? რას ამბობ, ადამიანო? ლომებს ვამარცხებთ და მათ სულს ვათვინიერებთ, და შენ ეჭვობ, შეგიძლია თუ არა მხეცური ფიქრის მშვიდ ფიქრად გარდაქმნა? ამასთან, ლომში სისასტიკე — ბუნებითია, ხოლო სიმშვიდე — ბუნების წინააღმდეგი; შენში კი, პირიქით, სიმშვიდე — ბუნებითია, ხოლო მხეცურობა და სისასტიკე — ბუნების საწინააღმდეგო. მაშ, შენ, რომელიც მხეცში ბუნებით არსებულს სპობ და ბუნების საწინააღმდეგოს ანიჭებ, თვითონ ვერ შეძლებ ბუნებით შენში არსებულის შენარჩუნებას? რა დაგმობა ეკუთვნის ამას! მაგრამ კიდევ უფრო საკვირველი და უცნაურია: ლომთა ბუნებაში ამის გარდა სხვა არახელსაყრ...
...ღეს (სამსჯავროს) ჩვენი ცოდვების უდიდეს გამოსყიდვად იქცევა. მართალია, ეს მცნება ძალიან ძნელია, მაგრამ, თუ დაფიქრდები მის შემსრულებელთათვის განმზადებულ ჯილდოზე, იგი, თუმცა ძალიან ძნელია, სრულებით ისეთი არ მოგეჩვენება. რა ჯილდოა? თუ ამას იქმთ, ამბობს (წერილი), მაშინ მსგავსნი იქნებით მამისა თქვენისა, „ზეცათაჲსა" (). და, რომ ეს აზრი ჩვენთვის უფრო ნათელი გახადოს, მიუმატებს: „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა". შენ, ამბობს, ღმერთს მიბაძავ, რამდენადაც ეს ადამიანისთვის შესაძლებელია. როგორც ის მზეს ამოჰყავს არა მხოლოდ კეთილთა ზედა, არამედ ბოროტისმოქმედთა ზედაც, და ყოველწლიურად წვიმას აწვიმებს არა მხოლოდ მართალთა, არამედ ცრუთა ზედაც, – ასევე შენ, თუ გიყვარს არა მხოლოდ მოყვარენი, არამედ მტერნიც, შენი ძალისამებრ შენს უფალს მიბაძავ. ხედავ, როგორ აიყვანა (წერილმა) ყველაზე მაღალ სიმაღლეზე ის, ვისაც შეუძლია ამ სათნოების აღსრულება? ასე რომ, ნუ მხოლოდ საქმის სიძნელეზე ფიქრობ, საყვარელო, არამედ უპირველეს ყოვლისა იმაზე იმსჯელე თავისთავთან, რა პატივის ღირსი შეგიძლია გახდე, და ამ პატივის შესახებ ფიქრი შენთვის მძიმეს და ძნელსს ადვილს გახდის. მართლაც, არ უნდა მიიჩნიო მოწყალებად, რომ მტრისადმი სიკეთით შეგიძლი...
...ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა, რომელ არს სარწმუნოებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ, რაჲთა თაყუანისვსცემდეთ ერთღმრთეებასა სამგუამოვნებით, და სამგუამოვნებასა —ერთარსებით; და აღვივსნეთ უნაკლულოებითა ყოველთა სათნოებათაჲთა, რომლისათჳს ქრისტე გუეტყჳს, ვითარმედ "იყვენით სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" ().
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად, უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინათუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის (3,20).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: ხოლო შემძლებელსა ზეშთა ყოვლისა ყოფად უფროჲს და უმეტეს მისსა, რომელსა-იგი ვითხოვთ ანუ მოვიგონებთ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა ეგოდენსა კეთილსა გჳყოფს ღმერთი, რაოდენსა ჩუენ ვითხოვთ, არცა უფროჲს სათხოველისა ოდენ ჩუენისა მოგუცემს, არამედ უფროჲს მოგონებისაცა, რომელი-ესე აწ ცხად ყო; რამეთუ ვინ ესვიდა ყოფად ძალისა ამისებრ შეწევნისა ქმნად, რომელი-ესე აწ მან ყო ჩუენ შორის, რაჟამს ესოდენ განშორებულნი და ყოვლად უცხო ქმნილნი მისგან წარმართნი — შვილებისა პატივსა ღირს მყვნა.
მოციქულისაჲ: მისსა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ (3,21).
თარგმანი: ყოველთა კეთილთა მიზეზისა დამბადებელისა ღმრთისა ეკ...
...გი, მიიღო სასყიდელი, და ამის მიერ საცნაურ იქმნეს, ვითარმედ დაღაცათუმცა ჴელ-გეწიფებოდა ჴორციელადცა ვნებად, არავე ავნებდი. რამეთუ უკუეთუ ულოცვიდე და აკურთხევდე მას, მიემსგავსები ღმერთსა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ულოცევდით ბოროტისმყოფელთა თქუენთა, რაჲთა იქმნნეთ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“. ; (ლუკ. 6,27-28,35-36)
ჰხედავა, რაოდენსა კეთილსა შევიძენთ, უკუეთუ ვინებოთ, ბოროტისმყოფელთა ჩუენთა მიერ? რამეთუ არაჲ ესრეთ მხიარულ-ჰყოფს ღმერთსა ჩუენ ზედა, ვითარ არამიგებაჲ ბოროტისაჲ ბოროტისა წილ, რამეთუ არა თუ ბოროტისა არაყოფაჲ ოდენ, არამედ უფროჲსად ლოცვაჲცა და კურთხევაჲ ბოროტისმყოფელთა ჩუენთაჲ ბრძანებულ არს ჩუენდა. რამეთუ ქრისტემან, იხილე, რაოდენი კეთილი უყო მიმცემელსა თჳსსა: ფერჴნი დაჰბანნა, ფარულად ამხილებდა, ტაბლასა თჳსსა ზიარ-ყო, ამბორის-ყოფაჲ მისცა, და იგი არავე მოიქცა, არამედ უფალი მასვე ზედა ეგო და კეთილის-ყოფად არა დასცხრებოდა.
არამედ გასწავო ძუელისაგან შჯულისა მონათა მიერ ღმრთისათა, რაჲთა ესრეთ სცნათ, ვითარმედ არცა ერთი გუაქუს ჩუენ სიტყუაჲ, რაჟამს ძჳრსა ვიჴსენებდეთ. და უკუეთუ გნებავს, ვთქუათ მოსესთჳს, ანუ უზეშთაესცა მისსა აღვიყვანოთ სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ რაზომცა ძუელნი იყვნენ სახენი, ჩუენ უფროჲსად ვიძლევ...
...აღდგომისა სიტყუაჲ არა იციან, მეცნიერთა საქმესა იქმან; ხოლო რომელთა ვიცით აღდგომისათჳს, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა უწყოდეთ, და რომელთა ღმრთისა შიში არა აქუს, არამედ კაცობრივისა საქმისათჳს იქმან, ჩუენ მას ღმრთისა შიშისათჳს არა ვიქმთ. და არა ფრიადსა საშჯელსა ღირს ვართა? რამეთუ უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“, ; და მას გლოვასა არავინ იგლოვს თჳსისა სულისა ცხორებისათჳს, ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩუენდა, ამას ვიგლოვთ.
არამედ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: და ვის ძალ-უც კაცსა არა ცრემლოვაჲ მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძმისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა რაჲსამე ესევითარისა? გარნა არა თუ მემცა ამას ვის ვაყენებდი, არა თუ ვიტყჳ, ვითარმედ არა ჯერ-არს, რაჲთა ელმოდის, არამედ უშუერებასა მას ვსძაგებ. არა ვარ ესრეთ მჴეცისა მსგავს, არცა ესრეთ ულმობელ, ვიცი, რამეთუ ბუნებაჲ იიძულების, და არა ეგების არაშეწუხებაჲ; რამე-თუ ესე ქრისტემან აჩუენა, ცრემლოვოდა რაჲ ლაზარეს ზედა, და შენცა უკუე ცრემლოვოდე, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა და მყუდროებით და პატიოსნებით. უკუეთუ ესრეთ სცრემლოოდი, არა ურწმუნოებისა სახე არს ესე, და არა ვითარცა ურწმუნოჲ აღდგომისაჲ იგლოვ, არამედ რამე-თუ ვერ იტჳრთავ განყოფასა მას; რამეთუ რაჟა...
...უ საპყრობილესა შინა კაცნი საღმრთონი არიან, არამედ კაცისმკლველნი და ავაზაკნი და მპარავნი, არამედ ჩუენდა არა თუ ბრძანებულ არს, რაჲთა კეთილნი გუეწყალოდიან და ბოროტთა ვსტანჯვიდეთ, რამეთუ იტყჳს უფალი: „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ, რამეთუ აღმოაბრწყინვებს მზესა თჳსსა ცოდვილთა ზედა და მართალთა“. ; და შენცა უკუე ნუ ხარ უწყალოჲ მსაჯული, არამედ გულისხმა-ყავ, რამე-თუ ჩუენცა მრავალთა ცოდვათა თანამდებ ვართ, რომელნი შემძლებელ არიან ჯოჯოხეთს მიყვანებად ჩუენდა, რამეთუ ძმათადაცა „ცოფ“ გჳრქუამს და დედათადა გულისთქუმით მიგჳხედვან, რომელი-იგი მრუშებაჲ არს, და მრავალგზის უღირსებით ზიარებულ ვართ, შებღალულნი უშჯულოებათა მიერ და ცოდვათა, რომელ-ესე უძჳრჱს არს ყოვლისავე. ნუმცა უკუე სხუათასა გულისხმა-ვჰყოფთ, არამედ თავთა თჳსთა ცოდვანი მოვიჴსენნეთ. რამეთუ ქრისტე არა მართალთა თანა ოდენ იქცეოდა, არამედ ცოდვილთაცა, ვითარცა-იგი ქანანანელსა და სამარიტელსა და მეძავსა მას და სხუათა მრავალთა, და ჩუენ, შებღალულნი მრავალთა მიერ ცოდვათა, შეურაცხ-ვჰყოფთ მათ, რომელნი-იგი მისვე მიწისაგან ქმნულ არიან, ვინაჲცა ჩუენ. რასა იტყჳ? საპყრობილესა შინა ბოროტნი კაცნი არიანა? ხოლო ქალაქსა შინა ყოველნივე კეთილნი არი...
...წჳმათა და ბუნებისა სრბათა თესლთა შინა და გუამთა შინა ჩუენთა და პირუტყუთასაცა და სხუათა ყოველთა მათ საქმეთა, რომელთა მიერ ყოველივე ესე სოფელი ჰგიეს, მათ ყოველთაგან გულისხმა-ჰყოფდ სამარადისოსა მას მამისა მოქმედებასა, „რამეთუ აღმოაბრწყინებს მზესა მისსა კეთილთა ზედა და ბოროტთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცოდვილთა“. და კუალად იტყოდა უფალი, ვითარმედ: „იხილენით შროშანნი ველისანი, ვითარ შეჰმოსს მათ“; ; და მფრინველთათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მამაჲ თქუენი ზეცა-თაჲ ზრდის მათ“. ; რამეთუ სადაცა-იგი სიტყჳთ ოდენ ქმნის სასწაული, მათისავე საქმისა მიერ დაუყვის პირი, ხოლო აქა ვინაჲთგან ცხედრისა აღებაჲ უბრძანა, გამოაჩინებდა შაბათისა დაჴსნასა და მამისა მიმართ აღიყვანა სიტყუაჲ თჳსი. და ოდესცა შაბათისათჳს იყოს სიტყუაჲ, არცა ვითარცა კაცი ოდენ იტყჳს მას, არცა ვითარცა ღმერთი ოდენ, არამედ ოდესმე ესრეთ და ოდესმე ეგრეთ, რამეთუ ენება ამის ორისაჲვე სარწმუნო-ყოფაჲ, განგებულებისაცა მისისა სიმდაბლესა და ღმრთეებისა მისისა პატივსა. ამისთჳს აწ ვითარცა ღმერთი მიუგებს, რამეთუ...
...მიზეზ. ხოლო შენ, მოშურნეო, მითხარ, თუ რომელი მიზეზი სთქუა? არცა ერთი რაჲ გაქუს მიზეზი, გარნა უკეთურებისა სიმრავლჱ. რამეთუ უკუეთუ მტერთაცა სიყუარული ბრძანებულ არს, რაჟამს მოყუარენიცა გძულდენ, რაჲ სიტყუაჲ მიუგო? და ვითარცა უფალი იტყჳს, რომელი მეგობართა ოდენ ჰყუარობდეს, არარაჲთ უმჯობჱს არს წარმართთასა. ; მაშა რომელი კეთილისმყოფელთაცა ბოროტსა უყოფდეს, რომელი საშჯელი მიიღოს მან?
ესე ვნებაჲ სიძვისაცა უბოროტჱს არს და მრუშებისა, რამეთუ იგი მოქმედსა მისსა თანა ოდენ ჰგიეს, ხოლო შურისა ბოროტმან ეკლესიანი დიდნი დააქცინა და სოფელი განხრწნა: ამის მიერ მოკლა კაენმან აბელი; ამის მიერ ეძიებდა მოკლვად ესავი იაკობს; ამის მიერ განყიდეს იოსებ ძმათა; ამის მიერ ჰბრძავს ეშმაკი ყოველთა კაცთა. და ყოვლისა უძჳრჱს არს ესე, რომელ ცოდვაჲ ესე სუბუქად შერაცხილ არს, არამედ ყოველთა უმძიმეს არს. დაღაცათუ იტყჳ, მოშურნეო, თუ: მე არა მოვჰკლავ, არცა განვჰყიდი ძმასა ჩემსა, გარნა უკუეთუ ემტერები და არა გნებავს კეთილი და სათნოებაჲ მისი, მასვე ბოროტსა შინა ხარ და ღმერთსა ებრძვი, რომელსა იგი ჰმონებს.
ხოლო იხილე, ვითარ უბოროტეს არს სიძვისაცა: რამეთუ ისიძვა ვინმე კორინთეს შინა, და შეჰრისხნეს მას, და მოიქცა სინანულად; ეშურე...
...ლითგანვე ასწავლიდა ყოველთა და ეტყოდა: „რომელმან გცეს ყურიმალსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა. და რომელსა უნდეს მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“. „გიყუარდედ მტერნი თქუენნი, კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა, აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი ბრძანა.
ხოლო რაჲთა არა თქუან ვიეთმე, თუ: შეუძლებელ არს ამათ მცნებათა აღსრულებაჲ, ამისთჳს თავით თჳსით აღასრულა უფალმან ყოველივე, რაჲთა გუასწაოს ბოროტისმყოფელთა ჩუენთა არა ყოფად ბოროტისა, არცა განრისხებად, არცა შიშად სიკუდილისაგან, არამედ უფროჲსად შეურაცხ-ყოფად მისა სასოებითა მით მერმეთა კეთილთაჲთა.
რამეთუ ესრეთ იქმნების ძლევაჲ ღონეთა მტერისათაჲ, ვიდრეღა ოდეს ნაცვალისა ყოფად ვისწრაფდეთ. რამეთუ ოდეს ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და მაგინებელთა ჩუენთა ვაგინებდეთ და მავნებელთა ვავნებდეთ, მაშინ უფროჲსად აღვაორძინებთ და განვაფიცხებთ ჩუენ ზედა უკეთურებასა და უმეტესღა თავთა თჳსთა ვავნებთ, ვიდრეღა მტერთა ჩუენთა, რამეთუ შთავვარდებით სასჯელსა ძჳრის-ჴსენებისასა. ხოლო ოდეს მსგავსად უფლისა მოვითმინოთ ყოველი უსამართლოდ ვნებაჲ და ბოროტისმყოფელ-თა ძჳრუჴსენებლობაჲ წინააღუდგინოთ, და მტანჯველთა ჩუენთა - სიმჴნე, სიკუდილსა...