1.ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან.2.ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი.3.ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა.4.ათორმეტ წელს ჰმონებდეს ქოდოლგომორს.5.ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ და მისთანანი მეფენი და დაჭრნეს გმირნი ასტაროთს შინა, კარნაინს, და ნათესავნი ძლიერნი მათ თანა და ომმეანნი საბის შინა ქალაქსა.6.და ხორრეველნი მთათა შინა სეირისათა ვიდრე ტერევინთამდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოს.7.და უკმოქცეულნი მოვიდეს ქუეყანად კერისისა, ესე არს კადე, და დაჭრნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და აღმორეველნი მკჳდრნი ასასანთამარისანი.8.ხოლო გამოვიდა მეფე სოდომთა და მეფე გომორისაჲ და მეფე ადამასა და მეფე სებომისა და მეფე ვალასა, ესე არს სეგორი, და განეწყუნეს იგინი ბრძოლად ღელესა შინა მარილოანსა,9.ქოდოლოგომორის მიმართ, მეფისა ელამისა, მეფისა სენარისა, და არიოქის მეფისა სელილასარისა. და თარგალ მეფისა წარმართთასა - ოთხნი მეფენი ხუთთა მიმართ.10.ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს ასფალტოსითა. და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და დაეცნეს მუნ, ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს.11.და წარიქციეს ყოველი იავარნი სოდომისა და გომორისა და ყოველი ჭამადი მათი. და წარვიდეს.12.და წარიყუანეს ლოთ-ცა, ძე აბრაამის ძმისა, და ჭურჭელი მისი. და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო სოდომს.13.ხოლო მოვიდა ვინმე განრომილთაგანი და უთხრა აბრაამს წიაღ სადა იგი მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა.14.ხოლო ესმა რაჲ აბრაამს, ვითარმედ წარიტყუენა ძმაჲ მისი ლოთ. აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი.15.და დევნა-უყო უკანა მათისა ვიდრე დაანადმდე. და დაესხა მათ ზედა ღამე, იგი და ყრმანი, მისნი, და დასცნა იგინი. და სდევდეს ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით დამასკისა.16.და შემოაქცია ყოველი იავარი სოდომთა და ლოთ, ძმაჲ თჳსი, შემოაქცია და ყოველნი საქონელნი და ცოლნი და ერი.17.და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ.18.და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.19.და აკურთხა აბრაამ და თქუა:20.კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.21.ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად.22.და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ.23.უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა.24.ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი.
დიდი სიკეთეა, საყვარელნო, საღვთო წერილის კითხვა. ის სულს განაბრძნობს, გონებას ცისკენ მიმართავს, ადამიანს მადლიერებისკენ განაწყობს, არ აძლევს ნებას ამქვეყნიურს მიეჩვიოს, აიძულებს ჩვენს გონებას მუდმივად ცაში იმყოფებოდეს, გვაიძულებს ყველაფერი მეუფის საზღაურის იმედით ვაკეთოთ და უდიდესი მოშურნეობით სათნოების ღვაწლისკენ ვისწრაფოდეთ. აქ, წერილში, კარგად შეიძლება გაიგო, რა სწრაფია ღვთის განგების შეწევნა, რა მტკიცეა მართალთა სიმამაცე, რა დიდია მეუფის სახიერება და...
...ბსა და სამუდამო სახლებს აშენებთ — შეხედეთ, რისგან შედგებოდა მართლის ქონება. არსად აქვს მინდორი, არსად შენობები და რაიმე ზედმეტი ფუფუნება, არამედ მხოლოდ „ცხოვარნი და ზროხანი, აქლემი და ვირნი, მონები და მჴევლები". იმის გასაგებად, საიდან ჰყავდა ამდენი მონა, წერილი სხვა ადგილას ამბობს, რომ ყველანი „მონანი" () იყვნენ. მაშ, ჩემმა ამ ბატონმა, ასეთ სიმდიდრეში მცხოვრებმა და ზეციური ასეთი დიდი შემწეობის ღირსმა, უკვე მოხუცებულმა სარრასგან ძე მიიღო. ეს ერთადერთი ძე რომ ჰყავდა, მისი მემკვიდრეც ხომ დაადგინა: „მისცა მას ყოველი, რაოდენი-რაჲ იყო მისი". ამგვარად, ბატონის დიდებისა და ისაკის შობის შესახებ რომ უამბო, მონა შემდეგ ბატონისგან მიღებულ ბრძანებაზეც ამბობს, რომლის მიხედვითაც ქარანში მოვიდა. „და მაფუცა მე, — ამბობს, — უფალმან ჩემმან მეტყუელმან: არა მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთასა, რომელთა თანა მე მკჳდრ ვარ ქუეყანასა მათსა. არამედ სახიდ მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით" (). ასე მიბრძანა. მაშინ მე, ამ საქმის სიძნელეებს წარმოვიდგენდი რა და მის სირთულეზე ვფიქრობდი, ვკითხე ჩემს ბატონს: რა იქნება, **„უკეთუ არა მოვიდე...
3. ლოტის გათავისუფლება და მელქისედეკის კურთხევა (14:19–15:1):
...იდი სული, როგორ ერთდროულად ავლენს თავის სიბრძნეს, აჩვენებს, რომ ასეთ ძღვენზე მაღლა დგას, და ღვთისმოსაობის შეცნობისკენ მიჰყავს მეფე, — მამამთავარმა უბრალოდ კი არ უთხრა: ნებას ვერ მივცემ თავს, შენგან რაიმე ავიღო, რადგან არანაირ ჯილდოს არ ვსაჭიროებ, — არამედ რა? „განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა" (). თითქოს ასე ეუბნებოდა მეფეს: ღმერთები, რომლებსაც შენ ეთაყვანები, ღმერთები არ არიან, არამედ ქვა და ხე; ერთია ყველას თავზე მდგომი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა. „უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა" არაფერს ავიღებ შენგან (), რათა არ იფიქრო, თითქოს მხოლოდ ამისთვის შურისძიება ავირჩიე შენთვის, და, რათა ვერ ამბობდე, თითქოს შენ გამამდიდრე. ის, ვინც გამარჯვება მიანიჭა და წარმატებით მაჯილდოვა, თავადვე მომცემს გამდიდრების საშუალებასაც. შეხედე, რა სარგებელი შეიძლებოდა მეფეს მიეღო პატრიარქის სიტყვებიდან, ნება რომ ჰქონოდა: ასწავლიდა, ამიერიდან საკუთარი ძალის იმედი არ ჰქონოდა, არამედ შეეცნო ყოველივეს მიზეზი, ხელით ნაკეთი ღვთაებები ეზიზღა და ყველაფრის შემოქმედ ღმერთს, სიკეთეთა წყაროს, ემსახუროს. და საერთოდ, ყველაფერში შეეძლო მეფეს აბრაამის სათნოება დაენახა. ხოლო, რათა მეფეს არ ეფიქ...