1.და იყო მის ჟამსა, ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათა თჳსთაგან და მოვიდა ვიდრე კაცისა ვისამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა ირას.2.და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა სახელი ერქუა სავანა, და მოიყუანა იგი და შეირთო.3.და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ჱერ.4.და მერმე მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ავნან.5.და შესძინა მერმე და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სელომ. ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი.6.და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა, რომელსა სახელი ერქუა თამარ.7.და იყო პირმშო იგი ჰერ, ძე იუდასი, უკეთურ წინაშე უფლისა და მოკლა იგი უფალმან.8.და ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.9.გულისჴმა-ყო ავნან, ვითარმედ არა მისსა იყოს თესლი იგი. და იყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა, რათა არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა.10.ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ, და მოაკუდინა ესეცა უფალმან.11.ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა: ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.12.აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად.13.და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა, მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი მისი.14.განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ, ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად.15.და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი.16.და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა.17.და იუდა ჰრქუა მას: მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა სამწყსოთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა.18.და იუდა ჰრქუა: რაჲ წინდი მიგცე შენ? ხოლო მან ჰრქუა: ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან მისცა იგი და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან.19.და იგი აღდგა და მოიძარცვა თერისტრა თავისაგან თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისა მისისა.20.ხოლო იუდა მიუძღუანა თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა მის ოდოლამელისათა, რათა მიიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა პოვა იგი21.და ჰკითხა კაცითა მის ადგილისათა: ვითარმედ სადა არს მეძავი იგი, რომელი იყო ენანს გზასა ზედა?22.და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს აქა მეძავი.23.და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.24.და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს, ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა.25.და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი.26.ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად მისა.27.და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა მისსა. და შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა.28.და თქუა: ესე გამოვიდეს პირველად.29.და ვითარცა შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი ფარეზ.30.და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი, რომლისსა იყო ჴელსა მისსა ზედა მეწამული და უწოდა სახელი მისი ზარა.
გასულ ჯერზე იოსების თხრობამ საკმაოდ გვასწავლა, რაოდენ მომაკვდინებელია შური და როგორ ფუჭავს ეს საწყალობელი ვნება უწინარეს ყოვლისა იმ სულს, რომელშიც ის იბადება. თქვენ ასევე იხილეთ, როგორ დაივიწყეს ამ ვნებით დამონებულმა იოსების ძმებმა თავად ნათესაობა და ძმას თავისას, რომელმაც არაფრით შეურაცხყო ისინი, ველური მხეცების სისასტიკე უჩვენეს და, თავიანთი ბოროტების გამომჟღავნებით, არა იმდენად ძმას ავნეს, რამდენადაც საკუთარ თავს უპატივურება დაიმსახურეს. მართალია,...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან“ (1,3).:
...თამარისი, პირველ გამოყო ჴელი ზარა; იხილა რაჲ ესე აღმქუმელმან, გამოაბა ჴელსა მეწამული, რაჲთა საცნაურ იყოს, თუ რომელი არს პირმშოჲ; და ვითარცა გამოაბა მეწამული იგი, შეყო კუალად ყრმამან ჴელი, და მეყსეულად გამოვიდა ფარეზ, და მერმეღა შვა ზარა. იხილა ესე აღმქუმელმან და განკჳრდა და თქუა: „ვითარ განეღო შენთჳს ღობე?“ რამეთუ საკჳრველცა იყო. აწ იხილე საქმისა ამის ძალი, რამეთუ არა ცუდად აღწერილ არს; თუ არა, რად საჴმარ იყო ამისი აღწერაჲ, ვითარმედ ერთმან მან ყრმამან პირველად გამოყო ჴელი და მერმე შეიკრიბა და სხუაჲ იგი იშვა? რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? პირველად სახელისაცა თარგმანებაჲ ვიხილოთ, რამეთუ ფარეზ გამოითარგმანების „განყოფილებაჲ“ და „განკუე-თაჲ“; და კუალად ესეცა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ არა ბუნებითი საქმე იყო გამოყოფაჲ ჴელისაჲ და კუალად შეკრებაჲ და მეორისადა გზა-ცემაჲ გამოსლვად, არამედ მომავალთა და ყოფადთა საქმეთა სახე იყო ყრმა-თა მათ შობაჲ განგებულებით. რამეთუ სხუათაცა თქუეს პირველ ჩუენსა, ვითარმედ ორისა მის ერისა სახე იყვნეს ორნი იგი ყრმანი; რამეთუ ვი-თარცა-იგი პირველ ჴელი გამოყო ერთმან მან და კუალად შეიკრიბა და სხუაჲ იგი იშვა და მერმეღა პირველი იგი სრულიად გამოვიდა, ეგრეთ იქმნა ორსა მას ერსა ზედა და ორსა მას რჩულსა: რამეთუ მოქალაქობაჲ ესე ს...