1.ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა.2.ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა.3.ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა, რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი.4.და ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ მამასა უყვარს იგი უფროჲს ყოველთა ძეთა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ მშჳდობისა სიტყუად მის თანა რაჲთურთით.5.ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა.6.და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა.7.მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა.8.ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ ზედა, ანუ უფლებით უფლებდე ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისი ჩუენებათა მათ მისთათჳს და სიტყუათათჳს მისთა.9.მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს.10.შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე, რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?11.და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა დაემარხა სიტყუაჲ ესე.12.და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა სჳქემად.13.და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ.14.ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად.15.და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა ზედა. და ჰკითხა მას: ვის ეძიებ?16.ხოლო მან ჰრქუა: ძმათა ჩემთა ვეძიებ: მითხარ მე სადა აძოებენ?17.და ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმად. და წარვიდა იოსებ კუალსა ძმათა თჳსთასა და პოვნა იგინი დოთაიმს.18.და მათ წინასწარ იხილეს იგი მიმავალი მათა შორის, ვიდრე მიახლებადმდე მათა, მოი-ძმაჲ-ცვეს მოკლვა მისი, ვიდრე მისლვადმდე მისა.19.და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა, ჩუენებისმხილველი იგი მოვალს.20.აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი.21.ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელისაგან მათისა.22.და ჰრქუა მათ: არა მოვჰკლათ იგი მოკლვით, ნუ დასთხევთ სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა უდაბნოსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის ზედა, რათამცა განარინა იგი ჴელთაგან მათთა და მისცა მამასა თჳსსა.23.და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი, რომელ ემოსა.24.და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა.25.და დასხდეს ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და იხილნეს, და, აჰა ესერა, მოგზაურნი ისმაელიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს გალათით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა, შტახსითა და მკურისკევითა და მივიდოდეს შთასლვად ეგჳპტედ.26.ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ მოვჰკლათ ძმა ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი?27.მოდით და მივჰყიდოთ იგი ისმაელიტელთა მათ, ხოლო ჴელი ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა მისთა.28.და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც დრაჰკნისა.29.და შთაიყუანეს იგი ეგჳპტედ. მოაქცია რუბენ ჯურღმულსა მას და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას.30.და დაიპო სამოსელი თჳსი და მიაქცია ძმათა თჳსთა და ჰრქუა მათ: ყრმაჲ იგი აქა არა არს და მე ვიდრე მივიდე?31.ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა.32.და სამოსელი ჭრელი მიუძღუანეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს: ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისა არს, ანუ არა.33.და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისა არს ესე. მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იოსებ, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ.34.და დაიპო იაკობ სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძა წელთა მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა.35.შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი და ასულნი და მოვიდეს ნუგეშინის- ცემად მისა. და არა უნდა ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ: შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად. და ტიროდა მამა თჳსი.36.ხოლო მადიამელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს პეტეფრეს, საჭურისსა ფარაოსასა მატაკარანსა.
კვლავ ჩვეულ ტრაპეზთან მინდა მიგიძღვანოთ და, თანმიმდევრულად წინათ ნათქვამის გაგრძელებით, დღეს წაკითხული წერილიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღევანდელი კითხვა საკმარისია, რომ ყველას გვასწავლოს, რა მავნებელია შური და როგორ გამოავლინა ამ დამღუპველმა ვნებამ მთელი თავისი ძალა, ნათესაურ კავშირზეც კი რომ გავრცელდა. მაგრამ, რომ ჩვენი საუბარი თანმიმდევრულად წარიმართოს, კითხვის დასაწყისს უნდა შევეხოთ. „ესე, — ამბობს წერილი, — შობანი არიან იაკობისანი"....
2. რაქელის გარდაცვალება, რუბენის ცოდვა და ისაკის სიკვდილი (35:14–37:1):
...უეყანასა... ტჳრთვად მათა სიმრავლისაგან მონაგებთა მათთასა. და დაეშენა ესავ მთასა სეირსა"** (დაბ 36:6–8). ესავისგან წარმოშობილთა და მისგან მომდინარე ხალხების შესახებ ამბის თხრობის შემდეგ საღვთო წერილი ამბობს: „ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას, სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა" (). აქედან კი იწყება უკვე სხვა თხრობა საკვირველი იოსების შესახებ.
3. მართალთა მიბაძვა და სულიერი სიწმინდის ძალა
აქ, თუ გნებავთ, სიტყვაც დავამთავროთ, ხოლო იაკობის ძის ამბავი სხვა საუბრისთვის გადავდოთ. საყვარელნო, მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ ნათქვამს ყურადღებით მოუსმინოთ, საღვთო წერილში გადმოცემულიდან უდიდესი სარგებელი ამოიღოთ და არაფერი უყურადღებოდ დატოვოთ. ღვთის სიტყვა სულიერი საუნჯეა. და როგორც ვინც ნივთიერი საუნჯიდან ერთ ძვირფას ქვასაც რომ მიიღებს, ხშირად დიდ სიმდიდრეს იძენს, ისე აქაც მართალთა სათნოებანი, თუ ყურადღებიანები ვიქნებით, ისეთ დიდ სარგებელს მოგვიტანს, რომ ჩვენშიც მათი მიბაძვის მოშურნეობაც გაღვივდება. ხოლო ამგვარად, ჩვენც შეგვიძლია მართალთა მსგავსი ღვთის კეთილგანწყობის ღირსნი გავხდეთ. „არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს" (საქმ 10:34–...
2. იაკობის კურთხევა ეფრემისა და მანასესი (48:1-12):
...დე ამ მოხუცს, უკვე მოხუცებულ ადამიანს, პატრიარქს, თაყვანისცემით რომ გამოხატავს იოსებისადმი პატივისცემას და თავად საქმით ახლა აჩვენებს სიზმრის აღსრულებას. როცა იოსებმა თავისი სიზმარი მოუთხრო, მან თქვა, ამბობს წერილი: „მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). მაგრამ, შესაძლოა, ვინმე იტყვის: როგორ აღსრულდა სიზმარი, როცა იოსების დედა ადრე გარდაიცვალა და ძეს არ თაყვანისცა? მაგრამ წერილი ჩვეულებისამებრ უმთავრესით მთელს აღნიშნავს. ვინაიდან „თავ დედაკაცისა ქმარი" არის () და, ამასთანავე, ნათქვამია: „და შეეყოს ცოლსა თვისსა" (), ეს ორი ერთ ხორცს შეადგენს; ამიტომ, რაკი თავი მოდრკა, ცხადია, მთელი სხეულიც თავს მიჰყვება. თუ მამამ ეს გააკეთა, მით უფრო გააკეთებდა ამას დედა, სიცოცხლეს რომ არ წარეტაცა სიკვდილს. „და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა". ამიტომ პავლემაც თქვა: „სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (). ხედავ, რომ ეს თავადაც იაკობმა რწმ...
1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1):
...ერი ღმერთმა მოაწყო, რათა მართალს ესოდენი ტანჯვის შემდეგ ბოლოს ნუგეში ეპოვა და თავისი ძის კეთილდღეობის თანამონაწილე გამხდარიყო; მეორეს მხრივ კი, რომ აღსრულებულიყო ის სიზმრები, რომლებიც თავადვე ახსნა და თქვა: „აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა?" (). ნანახისა და მოსმენილის დაჯერების შემდეგ იაკობმა აღმოხდა: „დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა" (). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამბობს, ყოველგვარ ჭკუას აღემატება და ყოველგვარ ადამიანურ სიხარულს ჩრდილავს, თუ ჯერ კიდევ ცოცხალია ჩემი ძე იოსები. „მივიდე და ვიხილო". მაშ, ვიჩქაროთ, რომ სიკვდილამდე ვნახო იგი; ეს ამბავმა ჩემი სული გააცოცხლა, სიბერის უძლურება განდევნა, ჩემი გონება განამტკიცა. თუ მოხერხდება მისი ნახვა, სრულყოფილი სიხარულით დაძღომილი მოვკვდები. მაშ, არც კი შეყოვნდა მართალი და გზას დაადგა; ჩქარობდა, ისწრაფვოდა ნახვას თავისი საყვარელი ძისა, ეგვიპტის მეფედ ეხილა ის, ვინც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილად და მხეცთა ნადავლად მიაჩნდა. ფიცის ჭასთან, რომ მოვიდა, მადლობის ლოცვა აღუვლინა უფალს და **„შეწირა მსხუერპლი ღმრთისა...