მოციქულისაჲ: ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა, რომელ-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ (2,16-17).
თარგმანი: ვინაჲთგან ვრცელად წარმოთქუმითა ქადაგა ქველისმოქმედებაჲ ნიჭთა საღმრთოთაჲ, ამისთჳს აწ განაცხადებს მხილებასა ბრალისა მათისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან ესევითართა ნიჭთა ზეცისათა ღირს-ქმნულ ხართ, რაჲსაღა გეშინის მათგან, რომელნი განგიკითხვენ თქუენ, უძლურთა ამათთჳს წესთა ქვეყნიერთა, რომელ არს...

