მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 11:29

28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.29. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.30. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.
სახარებაჲ მათესი თავი 11
29. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“ (11,28-30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოედით ჩემდა ყოველნი, არა ესე ვინმე და იგი, არამედ ყოველნი, რომელნიცა ხართ ცოდვათაგან დამძიმებულ, რომელნიცა ხართ მწუხარებათაგან შეპყრობილ, რომელნიცა ხართ ზრუნვათაგან შეურვებულ. მოედით ჩემდა ყოველნი, არა თუ რაჲთა სიტყუაჲ ბრალისაჲ მიგჴადო, არამედ რაჲთა დავჰჴსნნე და განვაქარვნე ცოდვანი თქუენნი და განგისუენო თქუენ, რომელნი-ეგე მათგან ჭირვეულ ხართ და შეიწრებულ; მოედით არა თუ ამისთჳს, ვითარმცა მეჴმარებოდა თქუენმიერი დიდებაჲ, არამედ ამისთჳს, რომელ მნებავს ცხორებაჲ თქუენი.

„მე განგისუენო თქუენ“. არა თქუა, თუ: შეგინდო ხოლო და შეგიწყალნე, არამედ: განსუენებასაცა საუკუნესა ღირს-გყვნე.

„აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამე-თუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი მცირე არს“.

უღელი თუ გესმის, ნუ გეშინინ, რამეთუ ტკბილ არს; ტჳრთი თუ ვთქუ, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ მცირე არს.

და ვითარ ზემო იტყოდა, ვითარმედ: „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ“?1 ესე იგი არს, უკუეთუ უდებ იყო და დაჴსნილ და ჴორცთმოყუარე და ვნებათა მოსურნე, იწრო და საჭირველ გიჩნდეს გზაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
11:28-30 — მოწოდება მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა:

28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. - ყველას მოუწოდებს: არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ წარმართებსაც. "მაშვრალში" იუდეველები იგულისხმე, რადგანაც სჯულის მძიმე კანონებს ისინი ემორჩილებიან და მის მცნებათა აღსასრულებლად ჯაფას ეწევიან; ხოლო ტვირთმძიმეებში - წარმართები, რომელთაც ტვირთად მძიმე ცოდვები აწევთ. ყველა ამათ განსვენებას ქრისტე მისცემს; როგორ დიდ ჯაფას მოითხოვს რწმენა, აღმსარებლობა და ნათლისღება, მაგრამ რა სიმშვიდეს ჰპოვებ, როცა აქ იმ ცოდვებისათვის აღარ იზრუნებ, რომელიც ნათლისღებამდე ჩაიდინე, ხოლო იქ განსვენება მოგიცავს.

29-30. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს. - ქრისტე უღელი, სიმდაბლე და სიმშვიდეა. ამიტომ ვინც წინაშე ყოველი კაცისა სიმდაბლეს იჩენს, განსვენება და უშფოთველი ყოფა ექნება, მაშინ, როცა პატივმოყვარე და ქედმაღალი მუდმივად შფოთავს, არ სურს ვინმეზე პატარა იყოს, არამედ ცდილობს რაც შეიძლება მეტად განდიდდეს და მტრებზეც გამარჯვება მოიპოვოს....

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრამის თავმდაბლობა და სიმშვიდე:

...დობაში ამყოფებს, მისკენ, ვითარცა ნავსადგურისკენ, სწრაფვას აიძულებს და, ამგვარად, ყოველგვარი სიმშვიდის წყაროდ გვემსახურება. ამიტომაც ქრისტემ, თავისი ღვთიური მოძღვრების წარმოდგენისას, თქვა: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (). მართლაც, ვერაფერი ისე ვერ მიანიჭებს სულს სიმშვიდესა და მოსვენებას, როგორც სიმშვიდე და თავმდაბლობა; ხოლო ვინც ეს სიკეთე მოიხვეჭა, მისთვის იგი ნებისმიერ გვირგვინზე ძვირფასია, ნებისმიერ ბრწყინვალებასა და დიდებაზე სასარგებლო. მართლაც, რა შეიძლება იყოს იმ ადამიანზე ნეტარი, ვინც შინაგანი ბრძოლისგან თავისუფალია? დაე, ჩვენ გარეგანი მშვიდობითა და მოყვასთა მომსახურებით სრულად ვსარგებლობდეთ; მაგრამ თუ შიგნით, ზრახვების აღშფოთებით, ხმაური და ქარიშხალი იბადება, არანაირი სარგებელი არ არის გარეგანი სიმშვიდისგან, ისევე, როგორც არავინ არის უფრო საცოდავი იმ ქალაქზე, რომელიც, თუმცა აურაცხელი კედლებითა და თხრილებით არის მოზღუდული, მაგრამ შიგნით მცხოვრებთა ღალატს განიცდის. მაშ, ამაზე ვიზრუნოთ, გთხოვთ, უპირველეს ყოვლისა — თუ როგორ გავხადოთ ჩვენი სული უშფოთველი, მშვიდ მდგომარეობაში მოვიყვანოთ იგი და ყოველგვარი უსიამოვნო გრძნობისგან თავისუფალნი ვიყო...

სრულად ნახვა
საუბარი 9. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსებად" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სიმდაბლე, მარხვა და სულის ფხიზლობა:

...ე, როგორ ამბობს თავად ის: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა" (). ამიტომაც ქრისტემ, (მოწაფეებთან) საუბრისას, თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (). ვინც ნამდვილად იმდაბლებს თავს, ის არასოდეს დაუშვებს თავის თავს გაღიზიანებამდე, არ განურისხდება მოყვასს, რადგან მისი სული დამდაბლებულია და იმით არის დაკავებული, რაც მას თავადვე ეხება. რა შეიძლება იყოს უნეტარესი ასე განწყობილ სულზე! ასეთი (ადამიანი) მუდამ ნავსაყუდელში ზის, ყოველგვარი ქარიშხლისგან უსაფრთხო, და ფიქრთა სიმშვიდით ტკბება. ამიტომაც ქრისტემ თქვა: „და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ". მაგრამ, როგორც ამ ვნებათა დამთრგუნველი დიდ სიმშვიდით ტკბება, ისე, პირიქით, ზარმაცი და უზრუნველი, რომელსაც არ შეუძლია სათანადოდ ალაგმოს მასში წარმოშობილი ვნებები, მუდმივ ღელვაშია, შინაგან ომს აწარმოებს და, მიუხედავად იმისა, რომ არავინ არის, შფოთავს და დიდ ქარიშხალს განიცდის; ხოლო, როცა ტალღები აზვირთდება და ბოროტი სულების ქარიშხალი შემოესევა, ხშირად უფსკრულში იძირება, რადგან მისი ხომალდი მესაჭის გამოუცდელობის გამო იღუპება. ამიტომ საჭი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).:

...ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა ჴორცთა ამათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ ჴორცითა“; და თავადი იტყჳს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“, და ესე ყოველი არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა ასწავა. რამეთუ „სამარიტელით“ და „მაცთურით“ ჰხადოდეს მას ჰურიანი და ქვასა დაჰკრებდეს, და ოდესმე მსახურთა წარავლენდიან ფარისეველნი მოკლვად მისა, და ოდესმე ეძიებდიან ღონესა შეპყრობად, და თჳთ აგინებდიან მრავალგზის, და ამას ყოველსა უმიზეზოდ, რომელნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონამან ვინმე სცა მას ყურიმალსა, მიუგო მან, ვითარმედ: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილად ვიტყოდე, რაჲსა მცემ?“ ხოლო ამათ სიტყუათა მტერთა მიმართ და მკლველთა იტყოდა. არამედ ვიხილოთ, თუ მოწაფეთა თანა რასა იქმს აწ, და უფროჲსად, თუ რასა იქმს მიმცემელისა თანა მისისა, რამეთუ რომლისაჲ-იგი უფროჲს ყოველთაჲსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მჱ გულისწყრომისათჳს:

...რაჲთა ერთაცა უმეტესთა ირწმუნონ და მოწაფენიცა უმეტესად განემტკიცნენ, ჰხედვიდენ რაჲ კადნიერებასა მას მოძღურისა მათისასა და რაჲ-იგი თავს-იდვა.

სწავლაჲ მჱ გულისწყრომისათჳს

ვისწაოთ უკუე ჩუენცა ამის ყოვლისა მიერ სახიერებაჲ და სიმშჳდჱ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. ესრეთ ვისწავოთ და აღჳრ-ვასხნეთ ყოველსავე უკე-თურებასა. უკუეთუ ვინმე მაღლოოდის ჩუენ ზედა, ჩუენ დავმდაბლდეთ და ნუ შურისმეძიებელ ვართ და ამისთჳს მოვჰკლავთ სულთა ჩუენთა. რამეთუ გულისწყრომაჲ მჴეცი არს, მჴეცი ბოროტი და ფიცხელი. ვეტყოდით უკუე თავთა ჩუენთა ჟამსა მას რისხვისასა სიტყუათა მათ წერილისათა, ვითარმედ: „მიწა ხარ და ნაცარ“; და კუალად, ვითარმედ: „წამი იგი გულისწყრომისა მისისაჲ დაცემასა მისსა“; (შდრ. ზირ. 1, 22) და ვითარმედ: „კაცი მრისხანჱ უშუერ არს“, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშუერჱს; ხოლო უკუეთუ პირისა უუშუერჱს არარაჲ არს, სულისა განრისხებულისა უუშუერჱს რაჲ იყოს? რამეთუ სკორესა რაჲ ურევნ ვინ, უფროჲსად აღიძრვინ სული სიმყრალისა მისისაჲ, ეგრეთვე სული გულისწყრომისა მიერ რაჲ შეშფო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...ჯუარს-აცუეს, მრავალნი მათგანნი ყვნა შვილ ღმრთისა. რაჲმცა იყო ამისა უსაკჳრველეს, რაჲმცა იყო ამის სახიერებისა უმეტეს?

აწ უკუე რომელთა ესე ყოველი გუესმის, შევიკდიმოთ და გულისჴმავყოთ, თუ რაჲზომ შორს ვართ გზისა მისგან, რომელსა იგი ვიდოდა. მან თავადმან გჳბრძანა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“; ხოლო ჩუენ ესეზომ უცხო ვართ საქმეთაგან მისთა, ვითარმცა ყოვლადვე არა გუასმიოდა. არამედ ვემტერებით და ძჳრსა ვიჴსენებთ ძმა-თა მიმართ ჩუენთა, რომელთათჳს ქრისტემან სიკუდილი თავს-იდვა. ნუუკუე ძჳრუჴსენებლობასაცა წარგებაჲ საფასეთაჲ უჴმსა, ვითარ-იგი მოწყალებისათჳს ვიტყჳთ? ნუ იყოფინ! ესე სათნოებაჲ სრულიად უშრომელ არს და ადვილ.

გულისჴმა-ყავ, კაცო, რავდენისა ბრალისა თანამდებ ხარ შენ, და არა ხოლო თუ სიმძიმედ გიჩნდეს მიტევებაჲ ბრალთა მათ მოყუსისათა, არამედ უფროჲსად მიისწრაფო შევრდომად მისდა, რაჲთა გექმნას ესე მიზეზ ცოდვათა შენთა შენდობისა.

არა გასმიესა, ვითარმედ წარმართთაცა, რომელთაცა არაჲ აქუს სასოებაჲ მერმისაჲ, მრავალგზის იღუაწეს წარმართებად ძჳრუჴსენებლობისა? და შენ, რომელი მოელი სასოებასა საუკუნესა, უდებ ხარ ამას ზედა და ჰკელობ; და რომელსა იქმს სიგრძე ჟამისაჲ, არა მოსწრაფე ხარა ქმნად მცნებისათჳს ღმრთისა, არამედ უმადლოდ მოელი დაცხრომად გუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოჱ სიყუარულისათჳს და სიმშჳდისა:

...ყოველსავე ზედა სახჱ მოგცა, რაჲთა ჰბაძვიდე მას. ესრეთ თუ სცხონდებოდი, ნეტარ იყოს შენდა, უკუეთუ მის მიერ დადებული წესი დაიმარხო ჟამსა მწუხარებისასა, ჟამსა ურვისასა, ჟამსა გლოვისასა და ყოველსავე საქმესა შინა.

იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“. უკუეთუ იქმნა მშჳდ და მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვი-თარ „იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა“. ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა, და „ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტყჳნ მეგობარსა თჳსსა“. უკუეთუ ესე წესი მოიგო, ამასცა სოფელსა სანატრელ იყო და საუკუნეთა მათ სატანჯველთა პირი არა იხილო, არამედ კადნიერებით წარსდგე საშინელსა მას სამშჯავროსა და ზეცისა სასუფეველსა მკჳდრ იქმნა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ დიდებაჲ არს თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲდ ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ:

...ა ჰბაძავ, არამედ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ჰბაძევდი. არა თუ მე კეთილი მიყოფიეს შენდა, კაცო, არა თუ მე ვარ მჴსნელი შენი, რაჲთამცა მე მხედევდი, სხუაჲ არს მჴსნელი და ქველისმოქმედი შენი; რაჲსათჳს დაუტეობ მეუფესა და მონათა ჰხედავ? არა გასმიესა, რასა-იგი იტყჳს? „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. და კუალად იტყჳს: „რომელსა ჰნებავს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა; რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა ვისგან, არამედ მსახურებად და მიცემად სულისა თჳსისა საჴსრად მრავალთა“. და კუალად თქუა: „რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა-იგი მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდით“.

აწ უკუე, საყუარელო, დაღაცათუ არამცა ვის ჰპოებდი კაცთა შორის სახედ კეთილისა და უფალსამცა ხოლო ჰბაძევდი, უმეტესადმცა საკჳრველ იქმენ, ვითარცა იგინი განბრწყინდეს, რომელნი უწინარეს ქრისტეს მოსლვისა იპოვნეს მოქმედ სათნოებისა, თჳნიერ სხუათა მიერ მოძღურებისა და სახისა, ვითარ იყო ნოე, აბრაჰამ, მელქიზედეკ, იობ და მსგავსნი მათნი. ხოლო აწ ჩუენ მრავალნი გუქონან სახენი სათნოებისანი: პირველად უფალი და მეუფე ჩუენი იესუ ქრისტე და მერმე აურაცხელი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მვ ვითარმედ სათნოებაჲ უაღრეს არს სასწაულთა, რამეთუ უმეტესად მისგან განბრწყინდეს წმიდანი:

...-ჰყვნე საფასენი და საჴმარნი, ვითარცა ჯერ-არს უგულებელს-ყოფაჲ მათი; მერმე, რაჲთა იყო სახიერ, რაჲთა სცემდე გლახაკსა პურსა შენსა, რაჲთა მძლე ექმნე გულისწყრომასა, რაჲთა განიოტო შენგან ზუაობაჲ, რაჲთა მოაკუდინო შური, რაჲთა იყო მშჳდ და მდაბალ, ვითარცა იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. არა თქუა, თუ: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ ვიმარხე ორმეოც დღე და ყოვლადვე მარხვით აღვასრულებ დღეთა, თჳნიერ ოდეს სადა განგებულებით ჯერ-იყოს ჭამაჲცა, არამედ არარაჲ თქუა ესევითარი, გარნა ესე ხოლო: „მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. და წარავლენდა რაჲ მოწაფეთა, მარხვისათჳს არაჲ ჰრქუა, რამეთუ წერილ არს: „წინადაგებული თქუენი ჭამეთ“. ხოლო უპოვარებისათჳს და საჴმართა შეურაცხებისა ფრიადი კრძალულებაჲ ამცნო: „ნუ მოიგებთო ოქროსა გინა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელ-თა, ნუცა ვაშკარანსა, ნუცა ორსა სამოსელსა“. ხოლო ამას რაჲ ვიტყჳ, არა თუ მარხვასა ვსძაგებ. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ვაქებ მას და მიყუარს და უწყი მისგან ფრიადი სარგებელი. გარნა ამას გეტყჳ ფრიად: უკუეთუ სხუანი მცნებანი შეურაცხ-ჰყვნეთ, ნუ ჰგონებთ, თუმცა ესე ხოლო კმა იყო ცხორებად თქუენდა. რამეთუ არა უზეშთაე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა:

...უფისა ჩუენისაჲ! დიდებაჲ და თაყუანის-ცემაჲ აურაცხელსა მას სახიერებასა მისსა! რაოდენ დაითმინა ჩუენ უმადლოთა ამათთჳს და განდგომილთა მონათა! აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა მოვიგოთ სიმშჳდე და სიმდაბლე, რამე-თუ ესრეთ იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“.

ნანდჳლვე! უკუეთუ გუნებავს სულთა ჩუენთა განსუენებაჲ, სიმშჳდისა მის და სიმდაბლისა მისისა ბაძვაჲ თანაგუაც, რაჲთა აღმოვჰფხურათ ყოველი მრისხანებაჲ და ამპარტავანებაჲ სულთაგან ჩუენთა.

ისმინეთ, რასა იტყჳს წერილი ამათ ვნებათათჳს: „რისხვამან სიმარ-თლე არა ყვისო“; ; და კუალად - „უფალი ანპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა“.

მრავალგზის ამათ ვნებათათჳს მითქუამს თქუენისა სიყუარულისა მომართ, არამედ ნუ გეწყინების, რამეთუ უკუეთუ არა ზედაჲსზედა ვინ დასდებდეს წამალსა წყლულებათა ზედა, ერთითა გინა ორითა დადებითა ვერ განჰკურნებს. ჰე, თუმცა მრავალგზის დადებითა ვაჩუენეთ რაჲმე სარგებელი. და ნუცა საბრალობელ თქუენდა გიჩნნ ზედაჲსზედა სწავლაჲ; უკუე-თუმცა განწირულ იყვენით ჩემგან, არცაღამცა გასწავლი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:

...ეშენოს თუ გოდოლი იგი სულისაჲ, „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერსადა ერეოდიან მას“. მსგავსებაჲ არს ესეცა ქრისტესი, ვითარცა-იგი სიმდაბლისათჳს ვიტყოდეთ, რამეთუ თავადმან ესრეთ ბრძანა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“. სიმშჳდე და სიწრფოებაჲ და უმანკოებაჲ ერთ არიან საქმითა, დაღაცათუ სახელი განყოფილი აქუს მცირედისა რაჲსამე შეცვალებისა მათისათჳს. სიმშჳდე შეუცვალებელობაჲ არს გონებისაჲ, რომელი პატივსა შინა და შეურაცხებასა შეუცვალებელად ეგის. ამისთჳსცა ნეტარებისა ღირს-ყო ესევითარი გონებაჲ უფალმან და თქუა: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“.

თქუეს უპირატეს ჩუენსა სხუათა, ვითარმედ: ქუეყანასა მას საუკუნესა იტყჳს სამკჳდრებელად მშჳდთა, სადა-იგი არა არს სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, რომლისათჳს თქუა წინაწარმეტყუელმან: „ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკჳდროს მე, წყალთა ზედა განსასუენებელთა მუნ გამომზარდოს მე“, სადა-იგი არს სამოთხე საშუებლისაჲ, რომლისაგან საწყალობელად გამოვისხენით და სოფელსა ამას ჭირისა და სალმობისასა მოვიწიენით. და კეთილ არს სიტყუაჲ ესე და შესაწყნარებელ, რამეთუ მეტყუე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ სიმდაბლისათჳს:

...გული-თადი ჩემი“. ესევითარი სიმდაბლჱ და შემუსრვილობაჲ ჩუენცა მოვიგოთ, ვიქმნეთ ყოველსავე ზედა მადლის შემწირველ ღმრთისა, ვიქმნეთ მშჳდ და მდაბალ, ვითარცა იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“.

აწ უკუე, რაჲთა ამასცა სოფელსა და მასცა საუკუნესა ვპოოთ განსუენებაჲ, მოვიგოთ სიმდაბლჱ, დედაჲ იგი ყოველთა სათნოებათაჲ, დავჰნერგოთ იგი სულთა ჩუენთა შინა, რაჲთა ზღუაჲცა ესე ამის სოფლისაჲ დაუნთქმელად წიაღვლოთ და მყუდროსა მას ნავთსაყუდელსა ღირს ვიქმნეთ შესლვად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა