მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:1

1. მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა2. და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 3
1. მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

რომელნი არიან დღენი იგი, რომელ იტყჳს, თუ: „მათ დღეთა შინა“? რამეთუ არა თუ მათ დღეთა, ოდეს იესუ ყრმაღა იყო და ნაზარეთად მოვიდა ეგჳპტით, იქმნა ქადაგებაჲ იგი იოვანესი, არამედ შემდგომად ოცდაათისა წლისა, ვითარცა ლუკა წამებს. ვითარ უკუე ამან მახარებელმან, აღასრულა რაჲ თხრობაჲ იგი შობისათჳს უფლისა და თქუა ეგჳპტედ შთასლვაჲ და კუალად ჰურიასტანს მოსლვაჲ და ნაზარეთს დაშენებაჲ, მეყსეულად დაურთო: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელიო“? წეს არს წერილთა შინა მარადის ესევითარისა სახისა ჴმარებად, არა მათ საქმეთათჳს ხოლო, რომელნი პირველთქუმულსა მას შეუდგებოდინ, არამედ მათთჳსცა, რომელნი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულებოდინ, იტყჳს მრავალგზის წერილი ესრესახედ, ვითარცა-ესე აწ ქმნა მახარებელმან. ამისთჳსცა, ოდეს-იგი ჯდა უფალი მთასა ზეთისხილთასა და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰკითხვიდეს, თუ ოდეს იყოს დარღუევაჲ იგი იერუსალჱმისაჲ, ანუ ოდეს იყოს მეორედ მოსლვაჲ მისი, უწყით, თუ რავდენი განყოფილებაჲ იყო და რავდენი სიშორე შორის ჟამისა მის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და მეორედ მოსლვისა უფლისა, ხოლო უფალმან მიუთხრა რაჲ დარღუევისათჳს იერუსალჱმისა და აღასრულა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:1-2 — იოანე ნათლისმცემლის მოსვლა და ქადაგება:

1. მათ დღეთა შინა.- არა მაშინ, როცა უფალი ყრმა იყო და ნაზარეთში ცხოვრობდა, არამედ მახარებელი საერთოდ იმ დროზე ამბობს, რომელიც აწმყოს უსწრებდა წინ და რომელშიც იოვანე ნათლისმცემელი მოვიდა. იოვანე ღმრთისაგან იმიტომ მოივლინა, რომ იუდეველნი ემხილებინა, საკუთარი ცოდვების შეგნებამდე მიეყვანა და ამგვარად ქრისტეს მისაღებად მოემზადებინა. რადგანაც ვისაც თავისი ცოდვები შეგნებული არა აქვს, ის ვერც მონანიებამდე მივა.

1-2. მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ. - ვინაიდან იუდეველნი ქედმაღალნი იყვნენ, მონანიებისაკენ მათ ამიტომაც მოუწოდებდა. რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. - "ცათა სასუფეველს" იგი ქრისტეს პირველსა და მეორე მოსვლასა და სათნოებით აღსავსე ცხოვრებას უწოდებს, რადგან უკეთუ ჩვენ მიწაზე ისე დავაბიჯებთ, თითქოს ზეცის მოქალაქენი ვიყოთ, ვნებათა გარეშე, მაშინ ცათა სასუფეველიც მოპოვებული გვაქვს.

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის (2,33).:

...აჲ ჴორცთა საუფლოთაჲ. ხოლო მარჯუენე მამისა არს მხოლოდშობილი ძე, რომელმან ბუნებითა ჴორცთაჲთა მოიღო მამისაგან პირველ აღთქუმული სული წმიდაჲ და მოჰფინა კაცთა, ვითარცა შუამდგომელმან ღმრთისა და კაცთამან. ხოლო აღთქუმაჲ ესე მამამან ყო ძისათჳს პირითა იოვანესითა, ვითარმედ: "მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (). და კუალად, პირველ ვნებისა ჴმა-ყო ზეცით: "და ვადიდე და კუალადცა ვადიდო" (). რამეთუ ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ არა დამაკნინებელ, არამედ უფროჲსღა მადიდებელ ექმნა ძლიერებით აღდგომითა და ამაღლებითა და მიერ სულისა წმიდისა მოფენითა, რომელი-იგი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მომცემის კაცთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ მცირედ განაცხადებს მოციქული საიდუმლოსა მას ქრისტეს ღმრთეებისასა, რაჟამს ამაღლებაჲ მისი თქუა და ცხად-ყო, ვითარმედ მის მიერ იქმნა მოფენაჲ სულისა წმიდისაჲ, სახილველად და სასმენელად ყოველთა წარმართთა ქმნილი ენებითა ცეცხლისაჲთა. გარნა კუალად მამისაგან მოღებაჲ თქუა, რაჲთა არა სრულიად განაცხადოს ძალი ღმრთეებისა ქრისტესისაჲ ჯერეთ ჩჩჳლთა მათ წინაშე და სძისა მოქენეთა მსმენელთა.

რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის და...

სრულად ნახვა
თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელიღოთ სულითა წმიდითა, არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად (1,5).:

...წმიდითა ქრისტეს მიერ. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე უფლისაჲ სახედ ჩუენდა მოცემული, რამეთუ არა ეტყჳს, ვითარმედ: "მე ნათელ-გცე სულითა წმიდითა", არამედ —"ნათელ-იღოთო". გარნა ესე მოციქულთა წინაჲთვე ესწავა იოვანესგან, ვითარმედ: "მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო მან, ესე იგი არს —ქრისტემან, ნათელ გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა" () და უკუეთუ არღა მიეღო მოციქულთა სული წმიდაჲ, ვითარ ეტყოდა უფალი: "მიიღეთ სული წმიდაჲ" ()? — ცხად არს, ვითარმედ პირველი იგი წინა-განმზადებაჲ იყო შთაბერვით, რაჲთა არა დაიჴსნნენ უსრულესად მიფენასა მას სულისა წმიდისასა, რამეთუ უკუეთუ ვერ იტჳრთა ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რაჲმცა ექმნა მოციქულთა, არათუმცა წინა-განმზადებულ ყოფილ იყვნეს შთაბერვისა მის მიერ, მიღებისათჳს მდიდრად მოფენილსა მას მადლსა სულისასა, რამეთუ მრავალ-სახე და მრავალ-ნაწილ არს მიფენაჲ სულისაჲ; რომელიმე — წმიდა-მყოფელ და რომელიმე — სრულ-მყოფელ, რომელიმე — განმწმედელ და რომელიმე — სხუათა განმწმედელმყოფელ; სხუაჲ ენათა მისცემს და სხუაჲ — წინაისწარმეტყუელებათა, სხუაჲ, სასწაულთმოქმედებასა და სხუაჲ — ენათა თარგმანებასა. ყოველივე ესე მისვე და ერთისა სულისაგან, რომელმან-იგი მეერგასისესა დღესა ყოველი...

სრულად ნახვა
თავი ე̂. განშორებისათჳს ბოროტთა საქმეთაგან და მოგებისათჳს სათნოებათაჲსა და სულიერთა ნაყოფთა, თითო-სახეობისაებრ მადლთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).:

...არა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა (4,6).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ამისთჳს ეხარა მკუდარ-ქმნულთა მათ შეცოდებითა წარმართთა, ვითარმედ: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (), და "ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს" (), რაჲთა შიშითა თქუმათა და აღთქუმათაჲთა მოიქცენ ბოროტისაგან, და თჳთ ჴორცთავე შინა მყოფთა აწვე დასაჯნენ თავნი მათნი, ნაცვალად პირველ ქმნულთა ბოროტთა სინანულითა, მარხვითა და ლოცვითა, ტირილითა და გლოვითა, და ყოვლითა საწუთროჲსა ამის ღუაწლითა და შრომითა, რაჲთა საუკუნოდ ცხონდენ სულითა, ვითარცა თჳთ-დამშჯელობითა თავთა თჳსთაჲთა სოფელსა ამას, განრომილნი მერმისა მისგან საუკუნოჲსა საშჯელისა და ღირსქმნულნი ცხორებასა საუკუნესა. რამეთუ ამით სახითა იქმნების განხრწნაჲ გარეშისა კაცისაჲ და განახლებაჲ შინაგანისაჲ, რაჟამს სიკუდილი იესუჲსი ჴორცთა შინა მოაქუნდეს მოღუაწეთა მათ. და ცხოველ იყვნენ არღარა სოფლისა ამის, არცა თავთა თჳსთა, არამედ ქრისტესსა, რომლისა თანა დაფარულ არს ცხორებაჲ მათი, რომელნი ჯუარს-ეცუნეს სოფლისა და სოფელი ჯუარს-აცუეს მათდა, რაჲთა ცხოველ იქმნენ ღმრთისა და სულითა მოაკუდინეს ზრახვაჲ ჴორცთაჲ. თქუმულ არს ვიეთგანმე, ვითარმედ ამისთჳს ეხ...

სრულად ნახვა
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ (1,6).:

...ეს, სრულებითა სარწმუნოებისა და კეთილთა საქმეთაჲთა. ამისსა შემდგომად განწმედაჲ იგი ჩუენი სიხარულ ყო ანგელოზთა და მთავარანგელოზთა და ყოველთა ძალთა ზეცისათა, რაჲთა გული-უთქუას მეუფესა სიკეთისა მომართ ჩუენისა, და ესე ყოველი მიყო ჩუენ საყუარელისა მის მიერ შუამდგომელისა, რომლისათჳს წამებს: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი" ().

მოციქულისაჲ: რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ (1,7-8).

თარგმანი: ეჰა საკჳრველი, ვითარ უმადლონი და განდგომილნი არა ხოლო ცუდად გამოგჳჴსნნა, არამედ საჴსრითა, და საჴსრითა ესოდენ განსაკრთომელითა, რომელ არს სისხლი ძისაჲ, რომლითა აჩუენა ჩუენ ზედა გარდამატებულებაჲ მადლთა თჳსთაჲ, რაჟამს დაგლახაკებულნი განგუამდიდრნა, და სიმდიდრითა ღმრთისაჲთა და სიმდიდრითა მადლისაჲთა.

მოციქულისაჲ: ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა (1,8).

თარგმანი: ორსახე არს შეტყუებაჲ სიტყჳსაჲ ამის, რამეთუ ბრძენ და გონიერ მყვნა, და რამეთუ სიბრძნე და გონიერებაჲ თჳსი მაუწყა ჩუენ.

მოციქულისაჲ: გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა (1,9).

თარგმანი: რაჲმცა იყო უღრმეს ამის საიდუმლოჲსა, რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვჰკითხო მამასა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ“ (14,16).:

...ლო აქა თქუა, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“, რაჲთა სარწმუნო-ყოს სიტყუაჲ თჳსი. რამეთუ იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „სავსებისაგან მისისა ყოველთა მოვიღეთ“, ხოლო აქუნდა სხჳსა მიერ, რაჲთამცა მოიღო; და კუალად იტყოდა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. ; ; ანუ რაჲმცა აქუნდა უმეტესი მოციქულთასა, უკუეთუმცა მამასა სთხოვდა მიცემად სხუათა, ვინაჲთგან მოციქულნი მრავალგზის იქმოდეს ამას თჳნიერ თხოვისა? ანუ უკუეთუ თხოვით მამისა მიერ მოივლინების, ვითარ თავით თჳსით მოიწია, ანუ ვითარ მოივლინების სხჳსა მიერ, რომელი-იგი ყოველგან არს და განუყოფს თითოეულსა, ვითარცა ენებოს? და იტყოდა უფლებით: „განაჩინენით პავლე და ბარნაბა“, და იგინი ღმერთსა ჰმსახურებდეს, არამედ მან თჳსსა საქმესა მიიყვანნა, არა თუ, რამეთუ სხუაჲ არს მისი და სხუაჲ არს მამისა საქმჱ, არამედ რაჲთამცა ჴელმწიფებაჲ თჳსი გამოაჩინა. ხოლო რაჲღა არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვჰკითხო მამასა“? აჩუენებს ჟამსა მას მოსლვისასა, რამეთუ რაჟამს განწმიდნა იგინი მსხუერპლითა მით თჳსისა სისხლისა დათხევისაჲთა, მაშინ მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).:

...დვილად ჰრწმენეს; და აჴსენა უზეშთაესიცა იგი წამებაჲ, და უდარჱსი საქმჱ აჴსენა, რაჲთამცა იგიცა შეიწყნარეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან მომავლინა მე მამამან, მან წამა ჩემთჳს“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და სადა წამა მისთჳს მამამან? ერთად, იორდანეს, ვი-თარმედ: „ეგე არს ძჱ ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ“. ; ; ; არამედ ჯერიყო, რაჲთამცა გამოაჩინა იგი, რამეთუ იოვანჱს წამებაჲ ყოველთა მიერ საცნაურ იყო და ვერ უარ-ჰყოფდეს, და კუალად სასწაულნი, უფლისა მიერ ქმნილნი, იგინიცა ცხად იყვნეს და ვერ უარ-ჰყოფდეს. ხოლო ჯერიყო, რაჲთა მამისაცა წამებაჲ გამოაჩინოს და სარწმუნო-ყოს, და ამისი ენება უფალსა ქმნაჲ. ამისთჳს თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ მოსე იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „მოსე ეტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა“? და დავით იტყჳს: „ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა“; და კუალად ხილვასა მისსა იტყჳან ესაია და იერემ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რომელი სუამს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალად. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე, და წყალი, რომელი მე მივსცე მას, ექმნეს მას შინა წყარო წყლის, რომელი ვიდოდის ცხორებად საუკუნოდ“ (4,13-14).:

...დებს და ოდესმე წყლად, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა არსებისა მისისანი არიან ესე სახელნი, არამედ საქმეთა მისთანი, რამეთუ არა შესაძლებელ არს, თუმცა თჳთოსახეთა არსებათაგან იყო სული წმიდაჲ შემზადებულ, რომელ-იგი უხილავ არს და მარტივ; რამეთუ იოვანე ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“; ; ; ხოლო უფალი ღაღადებს, ვითარმედ: „მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“. და ამას იტყოდა სულისა წმიდისათჳს, რომელი ეგულებოდა მიღებად მორწმუნეთა მისთა. ესრეთვე უკუე დედაკაცსა მას ჰრქუა, ვითარმედ: „რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე, არღარა სწყუროდის უკუნისამდე“. ხოლო ამას სულისა წმიდისათჳს იტყოდა, რამეთუ ცეცხლისა სახელითა სიმახჳლესა მას და მჴურვალებასა მადლისა მისისასა და განმლეველობასა ცოდვათასა მოასწავებს, ხოლო წყლისა მიერ განწმედილობასა მას მისმიერსა და ფრიადსა მას ნუგეშინის-ცემასა, რომელი მიეცემის გონებათა მათ შემწყნარებელთა მისთასა, გამოაჩინებს. რამეთუ ვითარცა სამოთხჱ სა-შუებელსა, მრავალთა მიერ ხეთა ნაყოფიერთა შემკობილსა, ესრეთ ჰყოფს სულსა მას, შემწყნარე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა; და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელსცემდა“ (3,22).:

...ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, ვითარცა ქუემორე იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „თჳთ იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი“. ხოლო რაჲსათჳს არა ნათელ-სცემდა თჳთ? გარნა ამისთჳს, რამეთუ პირველ თქუა იოვანე, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“, ; ; ხოლო უფალსა ჯერეთ სული წმიდაჲ არა მიეცა, და ამისთჳს სამართლად არა ნა-თელ-სცემდა თჳთ, არამედ მოწაფენი მისნი ნათელს-სცემდეს, რაჲთამცა მრავალნი მოიყვანნეს ქრისტჱსა. და რაჲსათჳს უკუე, იწყეს რაჲ მოწაფე-თა უფლისათა ნათლის-ცემად, იოვანე არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, არამედ იგიცა ნათელ-სცემდა ენონს? და რად არა დასცხრა, რაჲთამცა უფროჲსად შესაწყნარებელ იქმნა ნათლის-ცემაჲ მოწაფეთა უფლისათაჲ? გარნა ამისთჳს არა დასცხრა ნათლის-ცემისაგან, რაჲთამცა არა თჳსნი მოწაფენი უმეტესსა შურსა შთაყარნა მათ მიმართ, რამეთუ უკუეთუ ესეოდენითა სწავლითა და ქადაგებითა ქრისტესითა ვერ შეაწყნარნა იგინი მას, უკუეთუმცა ესე ექმნა, არამცა ფრიადსა შურსა შესრულ იყვნესა?

ამისთჳსცა ქრისტემან მაშინ იწყო ქადაგებად უფროჲსად, რაჟამს იოვანე აღესრულა. და მე ესრეთ ვჰგონებ, ვითარმე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...არარაჲ ჰრქუა მათ, არცა აბრალა, არამედ სიტკბოებით მიუგო, რაჲთამცა უმეტესად გამოაცხადა მათი სიბოროტე. რამეთუ ვინაჲთგან იოვანე მრავალგზის ეწამა ქრისტესა და რაჟამს ნათელსცემდა, ყოველთა ეტყოდა, ვითარმედ: „მე ნათელ-გცემ წყლითა, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერესი ჩემსა, მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“, ; ; ; ხოლო მათ ვითარცა უყუარდა მარადის კაცობრივი და ამაოჲ საქმე, არა ენება ესე, რაჲთა ქრისტესა დაემორჩილნენ, არამედ უფროჲსად იოვანე აქუნდა დიდად, ხოლო ქრისტესთჳს იტყოდეს, ვი-თარმედ: „ძჱ არს ხუროჲსაჲ“, ; და ვითარმედ: „ნაზარეთით არს“, რომელი-იგი შეურაცხად აქუნდა; და ვითარმედ: „მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამსო“, ; ; რომელი-იგი იქმოდა ამას, რაჲთამცა იგინი მოიზიდნა, და რამეთუ არა ემოსა სამოსელი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...ჲსკნელ მოსრული იგი. და იხილე, ვითარ სიბრძნით იქმს ყოველსავე, რამეთუ არა გამოჩინებულსა ოდენ უჩუენებს, არამედ პირველ გამოჩინებისაცა, ვი-თარცა მათე იტყჳს, ვითარმედ: ეტყოდა მომავალთა მისა: „მე ნათელგცემ წყლითა, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ღირს ვარ საბელსა ჴამლთა მისთასა განჴსნად“. ; ; ; ხოლო ამისთჳს უწინარეს მოსლვისა ქმნა ესე, რაჲთა რაჟამს მოვიდეს, ადვილად ჰრწმენეს მისი, ვინაჲთგან პირველვე განმზადებულ იყოს გონებაჲ მათი, რამეთუ უკუეთუმცა ყოლადვე არა ასმიოდა უფლისათჳს, და მეყსა შინა იხილესმცა და მაშინღა ესმოდამცა მისთჳს, არა ირწმუნებდეს უნდოებისა მისთჳს სახისა მისისა და სიმდაბლისა მისთჳს ფრიადისა, რამეთუ ესევითარი სიმდაბლე აქუნდა ქრისტესა, რომელ სამარიტელნი და მეზუერენი და მეძავნი კადნიერებით მიეახლებოდეს მას. და ვითარცა ვთქუ, უკუეთუმცა მაშინ ოდენ იტყოდა მისთჳს იოვანე, ოდეს მოვიდა, არამცა ჰრწმენა მისი.

ხოლო ვინაჲთგან წინაჲთვე განჰმზადნა გონებანი მათნი წინამორბედმან, რაჲთამცა მო-რაჲ-ვიდა, ჰრწმენა მისი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „პირველ ჩემსა იყო“? ესე იგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“ (1,7).:

...ერ ნათელღებული მსგავსად სხუათა კაცთასა იხილო, არა უფროჲსად დაგიკჳრდესა? გარნა ნუ შეშფოთნები ამას ზედა, არამედ უფროჲსად გიკჳრდინ მიუწდომელი იგი სახიერებაჲ მისი. უკუეთუ კულა ვინ შეშფოთნებოდის ამას ზედა, ჰრქუას მასცა, ვითარცა იოვანეს, ვითარმედ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლჱ“. უკუეთუ კულა უმეტჱსად ვინ შეშფოთნეს, ჰრქუას მასცა, ვითარცა ჰურიათა, ვი-თარმედ: „არა თუ წამებასა კაცთაგან მოვიღებ“. რამეთუ არა თუ მას ეჴმარებოდა წამებაჲ იოვანჱსი და ამისთჳს მოივლინა იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ ესე ბოროტი გმობაჲ არს. და უკუეთუ ვინ იტყოდის: და ვითარ იტყჳს მახარებელი: „რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის მიერო“? და თავადი იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არს სხუაჲ, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, და იოვანეს მოასწავებდა. გარნა გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ ესე, რამეთუ უფალი ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „წამებასა კაცთა მიერ არა მოვიღებ“, და კუალად ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს“. და რაჲთა არა თქუან უგულისხმოთა, ვითარმედ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების, ამის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტჱ, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნი-შებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲსწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“ (24,23-28).:

...ეს აღესრულებოდის, რომელსა ეგულების აწ თქუმად. ეგრეთვესახედ დაწყებასა სახარებისასა ქმნა მახარებელმან, რამეთუ წარმოთქუა შობაჲ იესუჲსი ქალწულისაგან და მოსლვაჲ მოგუთაჲ და შთასლვაჲ უფლისაჲ ეგჳპტედ და კუალად მიერ აღმოსლვაჲ და სიკუდილი ჰეროდესი, და მეყსეულად დაურთო და თქუა: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი“. ხოლო იგი შემდგომად ოცდაათისა წლისა მოვიდა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ მათ დღეთათჳს თქუა, ოდეს უფალი ჩჩჳლღა იყო, არამედ იგი თხრობაჲ აღასრულა და მერმე თქუა: „მათ დღეთა შინაო“, ოდეს-იგი იქმნა მოსლვაჲ იოვანესი. ეგრეთვე ამას ადგილსა ჟამსა მას, რომელი ყოფად იყო შორის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და ყოვლისა სოფლისა აღსასრულისა, თანაწარჰჴდა და იტყჳს ჟამისა მისთჳს, რომელი ყოფად არს მცირედ პირველ აღსასრულისა: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. პირველ ყოვლისა ამას განაკრძალებს, რამეთუ ვი-თარცა-იგი მოციქულთა ზე მრავალნი მაცთურნი გამოჩნდეს, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და მრავალ-თა აცთუნებდენ“, ეგრეთვე პირველ მეორედ მოსლვისა უფლისა მრავალნი მაცთურნი გამოჩნდებიან, უძჳრესნი პირველგამოჩინებულთა მათ.

ამისთჳს განაკრძ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მე თქუენცა სიტყუაჲ ერთი; უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?“ (21,24-25).:

...(იოან. 1,29) და ვითარმედ: „მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ“. და კუალად თქუა: „ზეგარდამომავალი ყოველთა ზედა არს“; და ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა მისთა არს, და განწმინდოს კალოჲ თჳსი“; და „მან ნათელ-გცესო სულითა წმიდითა“. და სხუაჲ ესევითარი მრავალი წამა და ქადაგა წინამორბედმან. უკუეთუმცა ჰრწმენა მისი ჰურიათა, არარაჲ იყო დამაყენებელ ცნობად, თუ რომლითა ჴელმწიფებითა იქმოდა უფალი საქმეთა თჳსთა.

ხოლო ვინაჲთგან არა ინებეს ჭეშმარიტისა სიტყჳსა მიგებაჲ, რამეთუ შორს იყვნეს ჭეშმარიტებისაგან, არამედ უკეთურებით ჰრქუეს, ვითარმედ: „არა უწყით“, არა ჰრქუა უფალმან, თუ: არცა მე უწყი, არამედ ჰრქუა მათ: „არცა მე გითხრაო, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას“. რამეთუ უკუეთუმცა უმეცარ იყვნეს, სწავლაჲ ჯერ-იყო; ვინაჲთგან ნეფსით უკე-თურებაჲ შეიმოსეს, სამართლად არარაჲ მიუგო მათ.

იხილეთ უკუე გონებათა მათთა სიბოროტე: არა თქუეს, თუ ნათლისცემაჲ იოვანესი კაცთაგან იყო. არა თუ მას პატივ-სცემდეს, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“ (16,22-23).:

...შუენიერ არს საქმე ესე. შენ იტყჳ, თუ: „ნუ იყოფინ ესე“, ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: ეგე გულისსიტყუაჲ საეშმაკოჲ არს, რაჲთამცა ჯუარ-ცუმაჲ ჩემი არა სათნო-გიჩნდა. ესრეთ დააწყნარა გონებაჲ პეტრესი და განაგდო მისგან შიში და უმეცრებაჲ. ვითარცა-იგი იოვანე აყენებდა რაჲ მისგან ნათლის-ღებად, ჰრქუა მას: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა“; და კუალად, აყენებდა რაჲ პეტრე დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „უკუეთუ არა დაგბანნე ფერჴნი, არა გაქუს ნაწილი ჩემ თანა“. ეგრეთვე აქა სიფიცხითა მით შერისხვისაჲთა დააწყნარა შიში იგი და ურვაჲ, რომელი შეუჴდა პეტრეს ვნებისათჳს უფლისა.

ისმენდედ ყოველნი, რომელთა სირცხჳლ-უჩნს ვნებაჲ იგი ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ! უკუეთუ თავსა მას მოციქულთასა პირველ ცნობადმდე საიდუმლოჲსა მის ესრეთ ემხილა და ესმა: „წარვედ ჩემგან, სატანა! რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“, რაჲ-მე იყოს მათდა, რომელნი შემდგომად ესოდენისა მის გამოცხადებისა საქმეთაჲსა შეურაცხ-ჰყოფენ საიდუმლოსა მას ჯუარისასა?

სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა

ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს მიზეზი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ და თავი ყოველთა კეთილთაჲ, რომლისა მიერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს“ (11,11).:

...მცირესად, ვითარმედ: რომელი-ესე თქუენ მიერ უმცირეს საგონებელ არს, უფროჲს მისსა არს სასუფეველსა ცათასა, რამეთუ მეუფე არს და დამბადებელი მისი და ყოველთაჲვე.

თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს ესე სიტყუაჲ? და შემსგავსებითა იოვანესითა ხოლო არსა სიდიდე მისი? ნუ იყოფინ! არცა იოვანე, იტყოდა რაჲ: „მოვალს უძლიერესი ჩემსა“, შემსგავსებასა იქმოდა მისსა თავისა თჳსისა თანა; არცა პავლე, ოდეს მოსესთჳს აჴსენა და თქუა: „უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო, ვიდრე მოსე“, შემსგავსებასა მათსა ჰყოფს, არამედ ესე წეს არს წერილთა შინა და მრავალგზის გულისჴმისსაყოფელად უგულისჴმოთა იქმს შემსგავსებასა შეუმსგავსებელთასა, ვითარცა იტყჳს: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“; და კუალად: „არა არს ღმერთი, ვითარ ღმერთი ჩუენი“. არა თუ შემსგავსებასა იქმს კერპთასა ღმრთისა თანა, არამედ უგულისჴმოთათჳს თქუა ესრეთ. ეგრეთვე აქა, ვინაჲთგან დიდად შეერაცხა ყოველთა იოვანე, და მას ჟამსა კადნიერებით მხილებამანცა მეფისამან და შეყენებამან მისმან საპყრობილედ უმეტესად-ღა აღაორძინა სახელი მისი, და აწ უფალმანცა დიდი ესე ქებაჲ წარმოთქუა მისი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა მოწაფენი და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?“ (11,1-3).:

...(იოან. 1,33-34) არა იხილეა სული სახედ ტრედისა? არა გესმა ჴმაჲ მამისაჲ? არა აყენებდი მას და იტყოდე: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ“?3 არა ეტყოდეა მოწაფეთა შენთა: „მისდა ჯერ-არს აღორძინებაჲ, და ჩემდა დაკლებაჲ“?4 არა ეტყოდეა ერსა, ვითარმედ: „მან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა და ცეცხლითა“? და ვითარმედ: „აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“? ესე ყოველი არა პირველ სასწაულთა მათ და საკჳრველებათა ხილვისა იქადაგეა? ვითარ უკუე აწ, ოდეს ყოველთა მიერ საცნაურ იქმნა, და ყოველსა ადგილსა განისმა ჰამბავი მისი, და მკუდარნი აღდგეს, და ეშმაკნი განისხნეს, და ესოდენნი საკჳრველებანი იქმნნეს, აწღა მიავლენ ცნობად, თუ იგი არს მომავალი იგი ანუ არა? და აქამომდე უმეცარ იყავა? ნუ იყოფინ! არა თუ იოვანე, რომელი საშოჲთვე დედისაჲთ ჰკრთებოდა და პირველ შობისა ქადაგა უფალი, მოქალაქე იგი უდაბნოჲსაჲ, რომელმან ანგელოზებრივი ცხორებაჲ აჩუენა, არამედ არცა თუ სხუამან ფრიად უდარესმან ქმნამცა ესე, რაჲთა შემდგომად ესოდენისა წამებისამცა კუალადღა იკითხვიდა.

საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არცა იჭუეულ რაჲმე იყო და ამისთჳს მიავლინა, არცა უმეცარ იყო და ამისთჳს ჰკითხვიდა. არამედ რაჲ იყო მიზეზი ამის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელ-თა არა აქუნ მწყემსი. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. და მოუწოდა ათორმეტ-თა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდა-თა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“ (9,36-10,1).:

...ლი, იგი არს უფალი სამკლისაჲ მის, იგი არს მეუფე წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რომელმანცა პირველად მთესვარად მოავლინნა იგინი, ვითარცა-იგი იოვანე კეთილსა მას მუშაკთმთავრობასა მისსა გამოაჩინებს, ვითარმედ: „ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, და განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი მისი საუნჯე-თა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“.

გარნა ესე საძიებელ არს, თუ ვითარ მუშაკად რაჲ სახელ-სდვა მოწაფე-თა და თქუა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა“, არავე შეჰმატნა მუშაკნი იგი, არამედ მასვე რიცხუსა ზედა ათორმეტთასა დაიცვნა. ესრეთ უკუე გულისჴმა-ვყოთ: ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „ევედრენით უფალსა სამკლისასა“, გულისჴმა-უყო, ვითარმედ იგი თავადი არს უფალი სამკლისაჲ. ამისთჳს დაღაცათუ ვედრებაჲ უბრძანა, რაჲთა ცნან ნიჭისა მის სიმაღლე, არამედ თჳნიერ ვედრებისაცა მათისა მან თავადმან ყო საქმისა მის მოღუაწებაჲ და შემატებაჲ იგი მუშაკთა მათ საღმრთოთაჲ. ხოლო ნუ იტყჳ, თუ: არა შეჰმატა მათ; ჰე, ფრიად შეჰმატა და ფრიად განამრავლნა ათორმეტნი იგი, არა თუ რიცხჳთა, არამედ შემატებითა მით და მიმადლებითა ძალისა და მადლისაჲთა; რამეთუ ესე იყო ჭეშმარიტად საკჳრველი შემატებაჲ, რომელ ათორმეტნი მძლედ და დამმორჩილებელად ყოვლისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...ლთა კაცთა შორის ქცევისა მისისათჳს და აღდგომისა და ამაღლებისა ზეცად, ყოველივე იგი ქუეყანად მოსლვითა თჳსითა აღასრულა. ხოლო შჯული იგი ძუელი კეთილადვე აღასრულა, ერთად - თავისა თჳსისა მიერ, რომელ არარას გარდაჰჴდა მცნებათა მისთაგან; და ისმინე, რასა ეტყჳს იოვანეს: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლე“; და ჰურიათა ეტყოდა: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ და მოწაფეთა ჰრქუა: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არარაჲ პოოს“; და წინაწარმეტყუელი პირველვე მისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოა ზაკუვაჲ პირსა მისსა“.

ერთად უკუე თავისა თჳსისა მიერ აღასრულა იგი, რომელ არარას გარდაჴდა, რომელიმცა არა ჰქმნა წესსა მისსა, და მეორედ ჩუენ მიერცა დაამტკიცა იგი, რამეთუ საკჳრველი ესე არს, რომელ არა თავადმან ხოლო აღასრულა, არამედ ჩუენცა მოგუანიჭა იგი, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „აღსასრული რჩულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეუძლებელი იგი რჩულისაჲ, რომელ უძლურ იყო, ღმერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).:

...სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“ (4,1).

რომელ არს ჟამი იგი აღყვანებისა მისისაჲ უდაბნოდ, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ იესუ აღიყვანა უდაბნოდ სულისაგან“? შემდგომად გარდამოსლვისა მის ზედა სულისა წმიდისა, შემდგომად ჴმისა მის ზეცით მოსრულისა, რომელი წამებდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“, აღმოიყვანა იგი უდაბნოდ სულმან წმიდამან; რამეთუ გესმას რაჲ, ვითარმედ: „აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან“, გულისჴმაყავ, ვითარმედ სულსა წმიდასა იტყჳს აღმყვანებელად იესუსსა უდაბნოდ, რამეთუ ვინაჲთგან ყოველსავე სწავლად ჩუენდა იქმოდა და თავს-იდებდა, თავს-იდვა აღსლვაჲცა უდაბნოდ სულითა წმიდითა, რომელი-იგი მარადის იყო მის თანა და არს და იყოს, ვითარცა ერთარსებით განუშორებელი.

და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იშვებოდა რაჲ ქალწულისაგან, მოვიდა ქალწულსა მას ზედა და ძალითა მადლისა თჳსისაჲთა შეჰმზადა ტაძარი იგი ჴორცთა უფლისათჳს, ვითარცა ახარებდა გაბრიელ, ვითარმედ: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა“. ნათელს-იღებდა რაჲ, იხილვა სახითა ტრედისაჲთა წამებად ღმრთეებისა მისისა და ჩუენებად ყოველთა, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს ჴმაჲ ისმის მამისაჲ მეტყუელი ძედ საყუარელად. ეგრეთვე, აღვიდოდა რაჲ უდაბნოდ, აღიყვანა, ვითარცა ესერა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა წყლისა მისგან. და აჰა განეხუნეს ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, და მომავალი მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (3,16-17).:

...მარიტი კაცი, თჳნიერ ცოდვისა, და აღვიარებთ მას სრულად ღმრთად და სრულად კაცად. ხოლო სულმან წმიდამან არა თუ ბუნებაჲ ტრედისაჲ მიიღო. ნუ იყოფინ! ამის-თჳსცა მახარებელმან არა თქუა, თუ: გარდამოჴდა სული წმიდაჲ ბუნები-თა ტრედისაჲთა, არამედ ხილვითა ტრედისაჲთა. და სხუაგან თქუა: „სული წმიდაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი“. რამეთუ ესევითარითა ხილვითა გამოჩნდა მაშინ და მიერითგან არღარა ხილულ არს ესევითარითა სახითა, რამეთუ არა ბუნებაჲ შეიმოსა ტრედისაჲ, არამედ ხილვითა ტრედისაჲთა გამოჩნდა. იხილვნეს ქერობინნიცა სახითა ლომისა და ზუარაკისა და კაცისა და არწივისაჲთა, არამედ არცა ერთისა ამათგანისა ბუნებაჲ აქუნდა. გამოჩნდეს ანგელოზნიცა სახითა კაცთაჲთა, არამედ არა აქუნდა ბუნებაჲ კაცთაჲ. და თავადი ღმერთი წინაწარმეტყუელთა თითოფერითა სახითა ეჩუენა, არამედ არარას მათ სახეთაგანსა მსგავს არს ბუნებაჲ მისი. ეგრეთვე სული წმიდაჲ ხილვითა ტრედისაჲთა გამოჩნდა, არამედ არა ბუნებითა ტრედისაჲთა. ხოლო ძემან ღმრთისამან ჭეშმარიტად ბუნებაჲ კაც-თაჲ მიიღო, და არს იგი ღმერთი და კაცი სრული.

სხუაჲ არს უკუე ჭეშმარიტებაჲ იგი განგებულებისაჲ, და სხუაჲ არს ჟამიერისა ხილვისა ჩუენებაჲ. უკუეთუ კულა რომელი-იგი ხილვითა ტრედისაჲთა გამოჩნდა, შეურაცხებად გიჩნს თქუენ, ჵ უგუნურნო, რამეთუ თქუენდავე...

სრულად ნახვა