1.ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.2.ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.3.მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.4.ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.5.უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.6.ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.7.კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.8.ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.9.მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.10.ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.11.მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.12.ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.13.მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.14.მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.15.როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.16.სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.17.იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.18.ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან.
19.ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის.20.ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას?21.სხვები კი ამბობდნენ: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. სად შეუძლია ემშაკს თვალი აუხილოს ბრმებს?
22.ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა.23.და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან.24.გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად.25.მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის.26.მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით.27.ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.28.მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.29.მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.30.მე და მამა ერთი ვართ.31.მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად.32.იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?33.მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.34.მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?35.ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),36.მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?37.თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით.38.და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში.39.მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.
40.და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ.41.ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო.42.და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ? მიუგო მან და ჰრქუა: ვინ არს, უფალო, რაჲთა მრწმენეს მისი?“ (9,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა ჭეშმარიტებისათჳს და ქრისტესთჳს ევნებოდის და იგინებოდიან, იგინი არიან, რომელთა პატივ-ეცემის, რამეთუ ვითარცა რომელმან ყოველივე დაუტევოს მისთჳს, მას უპოვნიეს ყოველივე, და ვითარცა რომელმან სული თჳსი მოიძულოს მისთჳს, მას შეუყუარებიეს იგი, ეგრეთვე რომელი იგინებოდის მისთჳს, მას უფროჲსად პატივ-ეცემის,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ვარ მწყემსი კეთილი, ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ; და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართა ჩემთათჳს“ (10,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს, საყუარელნო, წინამძღურობაჲ ეკლესიისაჲ და ფრიადი უჴმს სიბრძნჱ და სიმჴნჱ, ვითარცა ქრისტემან თქუა, რაჲთა სული თჳსი დადვას ცხოვართათჳს და არაოდეს დაუტევნეს იგინი ოჴრად, არამედ რაჲთა მარადის ჰბრძოდის მგელსა; რამეთუ ამით განყოფილ არს მწყემსი ჭეშმარიტი სასყიდლით დადგინებულისაგან, რამეთუ იგი თჳსსა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა...
ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.
მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: „ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ“ ().
როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!
მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, - არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთვნის შეცოდებათა გამო.
მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?
ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მ...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შეკრიბნა ყოველნი მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან: სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ჰრქუეს: ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (2,4-5).:
...ისრაჱლ, მხილველნი იგი და მორწმუნენი ღმრთისანი; რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების ისრაჱლი - „გონებაჲ მხილველი ღმრთისაჲ“. აწ რომელნი-იგი არიან ესევითარნი, მათცა ეწოდების ერი ღმრთისა, და იგინი დაამწყსნა ქრისტემან, მწყემსმან მან კეთილმან, რომელმან თქუა: „მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“. რომელნი-იგი იცნა, ვითარმედ მისნი არიან, მათცა ჰმწყსის და სული თჳსი დადვა ცხოვართათჳს.
ხოლო სხუანი იგი ჰურიანი, რომელთა არა ინებეს მეუფებაჲ მისი მათ ზედა, არამედ ნეფსით თჳსით იჯმნეს მისგან, არა ისრაჱლ არიან, არცა შვილ აბრაჰამისა, არამედ შვილნი არიან ეშმაკისანი, ვითარცა ეტყოდა მათ უფალი: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ. ხოლო თქუენ იქმთ საქმესა მამისა თქუენისასა“; (იოან. 8, 39,41) და მერმე გამოუცხადა, თუ ვინ არს მამაჲ მათი, და თქუა: „თქუენ მამისა თქუენისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულისთქუმაჲ მამისა თქუენისაჲ გნებავს ყოფად“. ესევითარნი იგი არა იქმნეს სამწყსო ქრისტესა, არცა იგი მწყემს მათა, არამედ „მიეცნენ იგინი, ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა, და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ“. ჯერ-იყო უბადრუკთ...