1.ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.2.ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.3.მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.4.ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.5.უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.6.ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.7.კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.8.ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.9.მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.10.ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.11.მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.12.ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.13.მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.14.მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.15.როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.16.სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.17.იმიტომ ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.18.ვერავინ წამართმევს მას, არამედ დავდებ მას ჩემით. შემიძლია მისი დადება და შემიძლია კვლავ დაბრუნება მისი. ეს მცნება მიმიღია მამაჩემისგან.
19.ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველებს შორის.20.ბევრი მათგანი ამბობდა: ეშმაკეულია და შმაგობს; რად უსმენთ მას?21.სხვები კი ამბობდნენ: ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. სად შეუძლია ემშაკს თვალი აუხილოს ბრმებს?
22.ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა.23.და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან.24.გარს შემოერტყნენ იუდეველები და უთხრეს: სანამდის უნდა გვიმწარებდე სულს? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ნათლად.25.მიუგო მათ იესომ: გითხარით და არ მერწმუნეთ; საქმენი, რომელთაც ვაკეთებ მამის სახელით, თვითონვე მოწმობენ ჩემთვის.26.მაგრამ თქვენ არ გჯერათ, ვინაიდან არა ხართ ჩემი ცხვართაგანნი, როგორც გითხარით.27.ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.28.მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.29.მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.30.მე და მამა ერთი ვართ.31.მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად.32.იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?33.მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.34.მიუგო მათ იესომ: განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?35.ხოლო თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც იყო ღმრთის სიტყვა (წერილი კი ურღვევია),36.მას, ვინც წმიდა-ყო და ამ ქვეყნად მოავლინა მამამ, ეუბნებით, ღმერთსა გმობო, რაკიღა ვთქვი: მე ვარ ძე ღმრთისა?37.თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით.38.და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში.39.მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.
40.და კვლავ გავიდა იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც უწინ ნათელს სცემდა იოანე, და დარჩა იქ.41.ბევრი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა, რომ იოანეს არ მოუხდენია არავითარი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც მასზე თქვა, მართალი იყო.42.და იქ ბევრმა ირწმუნა იგი.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა მას: შენ გრწამსა ძჱ ღმრთისაჲ? მიუგო მან და ჰრქუა: ვინ არს, უფალო, რაჲთა მრწმენეს მისი?“ (9,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელთა ჭეშმარიტებისათჳს და ქრისტესთჳს ევნებოდის და იგინებოდიან, იგინი არიან, რომელთა პატივ-ეცემის, რამეთუ ვითარცა რომელმან ყოველივე დაუტევოს მისთჳს, მას უპოვნიეს ყოველივე, და ვითარცა რომელმან სული თჳსი მოიძულოს მისთჳს, მას შეუყუარებიეს იგი, ეგრეთვე რომელი იგინებოდის მისთჳს, მას უფროჲსად პატივ-ეცემის,...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მე ვარ მწყემსი კეთილი, ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ; და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართა ჩემთათჳს“ (10,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდ არს, საყუარელნო, წინამძღურობაჲ ეკლესიისაჲ და ფრიადი უჴმს სიბრძნჱ და სიმჴნჱ, ვითარცა ქრისტემან თქუა, რაჲთა სული თჳსი დადვას ცხოვართათჳს და არაოდეს დაუტევნეს იგინი ოჴრად, არამედ რაჲთა მარადის ჰბრძოდის მგელსა; რამეთუ ამით განყოფილ არს მწყემსი ჭეშმარიტი სასყიდლით დადგინებულისაგან, რამეთუ იგი თჳსსა...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა...
...რომ ისინი ორმაგი პატივის ღირსად შერაცხა, არამედ იმასაც, რომ დაურთო: კეთილად წინამდგომნი. და რას ნიშნავს კეთილად წინამდგომნი?მოვისმინოთ ქრისტე, რომელიც ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ ().მაშ, ეს არის კეთილად წინდგომა: არაფერს დაიშურებდე მათზე მზრუნველობისათვის.ამბობს: „უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა“ ().
სად არიან ახლა ისინი, ვინც ამბობს, რომ სიტყვა და სწავლება საჭირო არ არის?მაშინ, როცა ტიმოთესაც ამდენს შეაგონებს და ამბობს: „ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ“ (); და კვლავ: „ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა“ (); რადგან „ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი“ ().და მას...
...პისკოპოსი ანგელოზი უნდა იყოს, არავითარ ადამიანურ ვნებას არ უნდა ემორჩილებოდეს“ — ის დიდი მცნებები, რომლებიც ქრისტემ თქვა და რომლებიც მორჩილთაც უნდა ჰქონდეთ: ჯვარცმული იყოს და სული მუდამ ხელებში ეჭიროს? ეს ქრისტემაც თქვა: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“ (); და კვლავ: „და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (); ნაცვლად ამისა კი ამბობს: „არა მეღჳნე“?
კარგი იმედი გვქონია, თუ ეპისკოპოსს ამათ შესახებ უნდა შეაგონებდნენ.რატომ არ თქვი: „იგი უკვე მიწიდან გადასული უნდა იყოს“?მაგრამ რაც ერისკაცებს უბრძანე, იმავეს ეპისკოპოსს არ უბრძანებ.ხოლო იმათ რას ეუბნება?„მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა“ (); და კვლავ: „რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან“ (); და კვლავ: **„ხოლო ქრისტესთა მათ ჴორც...