1.შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ ქრისტე იესუ მართალი.2.და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ.3.და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.4.რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუვარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა.5.ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ.6.რომელმან თქუეს მის თანა ყოფაჲ, თანა-აც, რაჲთა, ვითარცა იგი თავადი ვიდოდა, ეგრეცა მისი სლვაჲ.7.ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან.8.კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს.9.რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე.10.ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა.11.ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.12.მივსწერ თქუენდა, შვილნო, რამეთუ მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა.13.მივსწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ გიძლევიეს ბოროტისადა. მივსწერ თქუენდა, ყრმანო, რამეთუ იცანთ მამაჲ.14.მივწერე თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი. მივწერე თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ თქუენ თანა დადგრომილ არს და გიძლევიეს ბოროტისადა.15.ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა.16.რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღე ამის ცხორებისაჲ. და ესე არა არს მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს.17.და სოფელი ესე წარჴდეს და გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე.18.ყმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და, ვითარცა-იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწცა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაჲცა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს.19.ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან.20.და თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე.21.და მივწერე თქუენდა, ვითარმედ არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ ვითარმედ იცით იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს.22.ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა, რომელმან უარ-ყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარ-ყოს მამაჲ და ძე.23.ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა.24.თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.25.და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.26.ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს.27.და თქუენცა ცხებულებაჲ იგი რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს. და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუილ; და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა.28.და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა.29.უკუეთუ იცით, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეთ, რამეთუ ყოველმან რომელმან ყოს სიმართლე, მისგან შობილ არს.
მოციქულისაჲ: რომელი იყო პირველითგან, რომელი გესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა (1,1).
თარგმანი: რომლისათჳს-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს "ღმერთი არავინ იხილა" (), აწ მისთჳსვე პირველითგან ყოფასა თანა თუალით ხილვასაცა იტყჳს ყურით სმენილისა მის და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულისასა. ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ, რომელი-იგი უხილავ და პირველ საუკუნეთა იყო მხოლოდშობილი და თანა-დაუსაბამოჲ ძე მამისაჲ...
მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).
თარგმანი: ვითარმედ არა ახალი არს შჯული სიყუარულისაჲ, რომელი-იგი პირველ დასაბამითგანვე დაუნერგავს დამბადებელსა ბუნებასა შინა ჩუენსა, ვითარ-იგი პირუტყუნიცა და საცხოვარნი აღიძრვიან თჳსებად და სიყუარულად ურთიერთას. ამისთჳს კაცთა რაბამ უჴმს მოსწრაფებაჲ თჳსებისათჳს ურთიერთას, ვითარცა სიტყჳერებითა და გულისჴმის-ყოფითა...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს:
„...ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს“. ()
ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღირსნო ბერმონაზონნო, საქართველოს ეკლესიის ღვთისსათნო შვილნო, მკვიდრნო ღვთისმშობლის წილხვედრილი კურთხეული საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული თანამავალ გეყავნ თქვენ აწ და...
სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა:
...(1 იოან. 1,9) იტყჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე; და კუალად მანვე თქუა: „შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ. და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინისმცემელი გჳვის მამისა მიმართ - იესუ ქრისტე მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ“.
ოდენ მოვიქცეთ სინანულად, განვეშორნეთ ბოროტსა და ვიქმოდით კეთილსა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რაჲთა შეუძლოთ თქუმად: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათათჳს, იოვანესა და ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო და ჩუენებრვე მცირედჟამ ყოფადნო.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს::
...ლია ერის მთლიანობა, ერთსულოვნება, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისაკენ სწრაფვა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სადაც სუფევს სიძულვილი და მტრობა, შური და გაუტანლობა, იქ ბოროტი მძლავრობს.
სიყვარულის მქადაგებელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ბნელშია აქამდე“ (). „ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ ().
„საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია“ ().
მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირი...
და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო (2,17).:
...ედ ყოვლად სრულ-ქმნულნი და მრთელნი გონებითა. ხოლო ხილვა არს, ვითარ-იგი პეტრეს ეჩუენა ჭურჭელი ტილოჲსაჲ და კორნილიოსს — ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რომელი-ესე ჭაბუკთაჲ მათი არს, რომელნი ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა ჰასაკისა ძლიერებისასა, რომელთა მიუწერს ღმრთისმეტყუელი იოვანე: "მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ" () და ზოგად თუალითაცა ჴორციელითა იხილვების ესევითარი ხილვაჲ, თუალთა თანა გონებისათა. ხოლო მესამე არს ჩუენებით განცხადებაჲ ძილსა შინა უწყებითა სიზმრისაჲთა, ვითარ-იგი პავლეს ეჩუენა მაკედონელი იგი და ჰრქუა: "წიაღმოჴედ და შეგუეწიე ჩუენ"; და კუალად — ანანიას პავლესთჳს. ესევითარი ესე მადლი მიეცემის მათ, რომელნი სრულ-ქმნილ იყვნენ მჴცითა სათნოებათაჲთა, და დამაშურალ ბრძოლითა და ძლევითა მტერთაჲთა. ამისთჳს, ვითარცა მოქენენი განსუენებისანი, ძილსა შინა ჩუენებითა განსუენებით და უშრომელად ისწავებენ დაფარულთა საიდუმლოთა.
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაჲსწარმეტყუელებდენ (2,18).
თარგმანი: არა იტყჳს ჟამსა განჩინებულად, რამეთუ თჳთ მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ კმა არს მაუწყებელად, თუ ოდეს იქმნა წინა-მოსწავებული ესე; ოდეს-ესე არს არს მამაკაცება...