თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს ესე? და მოქმედებაჲ უჴმსა ძესა? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე იგავი არა ამას მოასწავებს. და იხილე, თუ რაზომითა გამოწულილვითა იწყებს იგავსა მას, რამეთუ არა იტყჳს, თუ: ძირნი მიიღებენ მოღუაწებასა მოქმედისასა, არამედ რტონიო; რამეთუ ძირისათჳს არა თქუმულ არს აქა, არამედ რაჲთა ცნან, ვითარმედ თჳნიერ მისისა ძალისა ვერარას შემძლებელ არიან ქმნად, და ვითარმედ ესრეთ უჴმს შეყოფაჲ სარწმუნოებასა მისსა, ვითარცა ვაზი ვენაჴისადა.
სახარებაჲ იოვანესი 15:1
მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! ვინაითგან დღეს, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა, ჩვენ ვაკურთხეთ ეს ეკკლესია, თქვენგან აღშენებული, მე მსურს გითხრა რაოდენიმე სიტყვა მისთვის, თუ რაი არს ეკკლესია, რა მნიშვნელობა აქვს ეკკლესიას, როგორ უნდა ისარგებლოს კაცმან ეკკლესიითა?
ჩვენ, ყოველნი, ძმანო, ვართ ქრისტიანენი; გარნა რისთვის უწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ? მისთვის, რომელ ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, გვრწამს, რომელ მხოლოდ მას ერთსა შეუძლიან განათლება და ცხოვნება. იგი არს ჩვენი მაცხოვარი, გარეშე მისა ვერავის ვერ შეუძლიან გამოხსნა ჩვენი ცოდვისა და სიკვდილისაგან; გარნა რა სახით, ანუ რომლითა საშვალობითა მოგვცემს იგი ჩვენ მადლსა, განათლებასა და ცხოვნებასა, ესე იგი, რა სახით შეიქმნება თითოეული ჩვენგანი მოზიარედ მისის მადლისა და ცხოვნებისა? ეს შეიძლება მხოლოდ ეკკლესიის საშუალობითა. ეკკლესია არის ის ადგილი, სადაცა შენ მიიღებ იმ სწავლასა, რომელიც მოგვცა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, იმ მადლს, რომელიც მან დაგვიტევა ჩვენ ჩვენდა საცხოვნებლად. უფალმან იესო ქრისტემან დააწესა ყოველსა ქვეყანასა ზედა წმიდა ეკკლესია, რომელი ყოველსა კაცსა...
...ევს, თითქოს ვიღაცამ ვირის კიცვი ვაზის რტოსთან მიაბა, — ამით ძალაუფლების სიდიადესაც და ხალხთა დიდ მორჩილებასაც გამოხატავს. ეს ვირის დიდი სიმშვიდის ნიშანია, რომ არ ეწინააღმდეგება, როცა ვაზის რტოსთან აბამენ. ხოლო ვაზს თავადვე ამსგავსებდა ქრისტე თავის სწავლებას: „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს" (). ვაზის რტოებად კი ქრისტეს მცნებათა სიმშვიდესა და სჯულის სიმსუბუქეს უწოდა და ამით წინასწარმეტყველებდა, რომ წარმართები იუდეველებზე უფრო ადვილად მოიქცევიან სარწმუნოებისკენ. „განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი".
3. ღვინისა და სამოსლის საიდუმლო და ძეთა კურთხევანი (49:12-29)
იხილე, როგორ აღნიშნა აქ მთელი საიდუმლო. საიდუმლოთა ზიარნი იციან, რას ნიშნავს ეს სიტყვები: „განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი". სამოსლის ქვეშ, ვფიქრობ, სხეული იგულისხმება, რომლის ტარებაც ცხონების აღსასრულებლად ქრისტემა ღირსებად მიიღო. შემდეგ, ზუსტად რომ ეჩვენებინა, რას უწოდა „ღვინოს", იაკობი დაუმატებს: „და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი". იხილე, როგორ აღნიშნა სისხლის სახელდებით მსხვერპლშეწირვაც და ჯვარიც და საიდუმლოთა მთელი განგებულებაც. **„მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲ...
...თქუ, მისსა მოვლინებასა მამისაგან მოელოდეთ აქავე, იერუსალემს შინა; გინათუ უღრმესად-რე: იოელის მიერ აღთქუმულ იყო მამისაგან ძუელ-სადმე, ვითარმედ: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა" (), რომლისათჳს თჳთ თავადი ეტყოდა მოწაფეთა, ვითარმედ: "რაჲ-იგი მესმა მამისაგან, მას გითხრობ თქუენ" (). ხოლო ოდეს ესმა მოწაფეთა? გარნა თუ მაშინ, რაჟამს ჰრქუა: "უმჯობეს არს თქუენდა, უკუეთუ მე წარვიდე. უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა" (). ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ არა დააკლდეთ ჴორციელად ხილვასა ჩემსა, ვერ ისწავებთ სურვილსა სულისასა, არამედ რაჟამს მე წარვიდე, მაშინ მოფენითა სულისაჲთა ისწაოთ, თუ რაჲ არს სიყუარული სულიერი, არა-მოქენე ჴორცთა მახლობელობისაჲ.
რამეთუ იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელიღოთ სულითა წმიდითა, არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად (1,5).
თარგმანი: არღარა მიფარულად იტყჳს, ვითარმედ: "უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისსა არს" (), არამედ განცხადებულად გამოაჩინებს, თუ რაოდენ უმეტეს არს იოვანესსა, რამეთუ იგი წყლითა ნათელ-სცემდა, და წყლისაჲ იგი ნათლის-ღებაჲ მოციქულთა მიეღო ჟ...
...ლივე, რაოდენი ქმნა ღმერთმან, კეთილ არს ფრიად. ხოლო ჩუენ რაჟამს ვთქუათ სოფლისა სიბოროტე, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "სოფლად" ესევითარსა მას ადგილსა ბოროტთა კაცთა უწოდთ, რამეთუ სოფელი ესე ხილული უსულო არს და უგრძნობელ, ხოლო მაცხოვარი იტყჳს, ვითარმედ: "უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა" (), რომლისა მიერ ცხად არს, ვითარმედ აწ ღმრთისმეტყუელიცა და მუნ მაცხოვარიცა და ვინცა რას ესევითარსა იტყოდის ბოროტ ყოფასა სოფლისასა, ბოროტთა კაცთა "სოფლად" უწოდს. რამეთუ ჩუენ კაცნი თჳთმფლობელად დაბადებულნი ვიქმნებით, ვითარ გჳნდეს, — ბოროტ გინა კეთილ; და ჩუენი არს ქმნაჲ სიყუარულისა და სიძულილისაჲ, რამეთუ შევიცვალებით, ვითარცა გჳნდეს. ხოლო სხუაჲ ყოველი, რომელი შექმნა ღმერთმან, ეგრეთ ჰგიეს, ვითარ დაიბადა და არა იცვალების თჳსისა დაბადებულებისაგან, ვიდრე ჟამამდე ცვალებისა.
მოციქულისაჲ: ხოლო ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ ცნობაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი. და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესსა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხორებაჲ საუკუნოჲ (5,20).
თარგმანი: ესე არს, რომლისათჳს პავლე იტყჳს, ვითარმედ: "გონებაჲ ქრისტესი გუაქუს" (), რამეთუ...
...ბითი არს, და რამეთუ ესე სიტყუაჲ გუასმიეს დასაბამსა სარწმუნოებისა ჩუენისასა ქრისტესგან, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" () და "უფროჲსი ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას კაცმან მეგობრისა თჳსისათჳს" ().
მოციქულისაჲ: კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის თანა და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს. რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე, ხოლო რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი (2,8-11).
თარგმანი: ძუელად მცნებად იტყოდა ესაიაჲსსა მას წინა-მოსწავებასა, ვითარმედ: არა ანგელოზმან, არცა მამშჳდებელმან, არამედ თავადმან უფალმან იჴსნნა იგინი, რამეთუ უყუარდეს იგინი. ამით ცხად იქმნების, ვითარმედ სიყუარულისათჳს განკაცნა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ. ხოლო აწ ახლად მცნებად იტყჳს, რამეთუ ძუელი იგი წინა-მოსწავებაჲ საქმით სრულ იქმნა. ხოლო რაჟამს ნათელი ჭეშმარიტი...
...ა ღმრთისაგან და შედგომითა ყოველთა საქმეთა სიბოროტისათა.
მოციქულისაჲ: სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა მის ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (6,12).
თარგმანი: სოფლად ჩუეულ არიან წერილნი წოდებად ბოროტთა საქმეთა, ვითარცა უფალი მოწაფეთა ეტყჳს: "თქუენ არა სოფლისაგანნი ხართ" (); ესე იგი არს, ვითარმედ: "ზეშთა ხართ ბოროტთა საქმეთა, რომელნი სოფელსა შინა იქმნებიან". ესრეთვე აწ მოციქული სოფლის მპყრობელ უწოდს ეშმაკთა, ვითარცა მაქმნეველთა და მაწუეველთა ბოროტისათა. და რაჲთა არა შეგეშინოს მათგან, გესმოდის რაჲ მათთჳს "მთავრობაჲ" და "სოფლის მპყრობელობაჲ", ამისთჳს დაჰრთავს, თუ ვიეთ ზედა მთავრობენ. ცხად არს, ვითარმედ — ბნელსა უკეთურებისასა, რომელი იქმნების საწუთროსა ამას შინა. ხოლო "ცასა ქუეშეობითა" ზეცით გარდამოვრდომილობასა და ვერღა მუნ აღმავალობასა მათსა აჩუენებს, რომლისათჳს წინა-განწყობილ არიან და სცვენ ჰაერსა ცად აღსავალსა, რაჲთა არა მუნ აღვიდეთ ჩუენ, ვინაჲ იგინი გარდამოცჳვეს.
მოციქულისაჲ: ამისთჳს აღიღეთ ყოვლადსაჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა (6,13).
თარგმანი: რაისა "ამისთჳს"? — არამედ მძჳნვარებისათჳს მტერთაჲსა ჯერ-არს გარე-მორტყმაჲ ყოვლად-საჭურველისა ღმრთისა მცნებათა...
...უკეთურთა მიერ კაცთა, რამეთუ სძულან უკეთურთა მოღუაწენი და ჰგონებენ, თუ არგებენ რასმე თავთა თჳსთა, და ისწრაფიან, რაჲ-თამცა სირცხჳლეულ-ყვეს ცხორებაჲ მათი. არამედ ნუმცა მწუხარე ვართ, რამეთუ ესე არს სასწაული მოთმინებისაჲ. ამისთჳსცა უფალი იტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა“; არამედ კუალად იტყჳს: „ვაჲ თქუენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქუენ კაცნი“. ამისთჳს აქაცა იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუანი შენნი მივსცენ მათ, და სოფელმან მოიძულნა იგინი“, და იტყჳს კუალად მიზეზსა, რომლისათჳს ღირს არიან ფრიადსა ღუწოლასა მამისა მიერ: რამეთუ შენთჳს მოძულებულ იქმნესო და სიტყჳსა შენისათჳს, ამისთჳს ღირს არიან ყოველსავე პატივსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ვიტყჳ, რაჲთა აღიხუნე სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ბოროტისაგან“ (17,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად უმეტესად გამოაცხადებს სიტყუასა თჳსსა, რომელ-ესე სხჳსა არარაჲსათჳს ქმნა, არამედ რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ ფრიად იღუწის მათთჳს, რამეთუ ესრეთ მოსწრაფებით იქმს მათთჳს სიტყუასა. და თავადი იტყოდა, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი ითხოვოთ, მოგცეს მამამან“. და ვითარ იგი აქა მათთჳს ევედრების...
...რ არს, ვითარმედ რომელ თქუა, თუ: „მე არა ამის სოფლისაგანი ვარ“ (18,23), არა თუ ამისთჳს იტყჳს, თუ: არა სრულიად ყოვლითურთ კაც ვიქმენ, არამედ გულისსიტყუათათჳს იტყჳს კაცობრივთა, და ვითარმედ შორს ვარო ესევითარისა ამის უკეთურებისაგან, რომელი თქუენ გაქუს; რამეთუ მოციქულთა ჰრქუა, ვითარმედ: „არა ხართ ამის სოფლისაგანნი“, არამედ იგინი ჴორციელ იყვნეს; ვი-თარცა-იგი პავლეცა იტყჳს, ვითარმედ: „არა ხართ ჴორციელ“, და არა თუ ამისთჳს თქუა, რომელ უჴორცო იყვნეს. ეგრეთვე რაჟამს მოწაფე-თა ჰრქუა, თუ: „არა ხართ სოფლისაგან“, არა თუ სხუასა რას, არამედ უცხოებასა სოფლისა საქმეთასა ეწამების მათ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ: უკუეთუ არა გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“ (8,24).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუ ამისთჳს მოვიდა იგი, რაჲთა ცოდვანი სოფლისანი აღიხუნეს, ხოლო ესე საქმჱ თჳნიერ საბანელისა მის ნათლის-ღებისა არა იქმნების, საცნაურ არს, ვითარმედ რომელი ურწმუნო იყოს, იგი ძუელისა მის კაცისა სამოსლითა შემოსილი წარსლვად არს, რამეთუ რომელმან არა ინებოს მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა და დაფლვაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ, იგი მოკუდეს მის თანა და წარვიდეს მას საუკუნესა მ...
...იტ, რამეთუ არა უცნაურთა საქმეთა მეტყუელი არს, რაჲთამცა რაჲ არა იცოდა და მას იტყოდა, არამედ ყოველი რომელი უხილავს და იცის ჭეშმარიტებით, მას ასწავებს. რამეთუ თჳთცა უფალი რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მესმის, ვშჯი“, და: „რაჲ-იგი მესმა მამისაგან, მას ვიტყჳ“, და რასაცა ესევითარსა იტყოდის, არა თუ ამისთჳს იტყჳს, რაჲთამცა ვცნათ, თუ სწავლაჲ უჴმს მას, რამეთუ ესე უკუანაჲსკნელი უღმრთოებაჲ არს, არამედ ამისთჳს იტყოდა მას ყოველსა, რაჲთა ვერარას იტყოდიან უღმრთონი ჰურიანი, თუ: არა ჭეშმარიტსა იტყჳ. რამეთუ ვინაჲთგან არა აქუნდა ამისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარი ჯერ-იყო, ამისთჳს ზედაჲსზედა მამასა მოიყვანებდა მოწამედ და მრავალგზის წერილთაცა, და ამას ყოველსა უძლურებისათჳს მათისა იქმოდა. ხოლო სიტყუაჲ ესე იოვანესი ესევითარი არს, ვითარმედ: ჩემდა ჯერ-არს სმენაჲ მის მიერ თქუმულთაჲ, რამეთუ იგი ზეცით მოსრულ არს და გჳთხრობს, რაჲ-იგი მან მხოლომან იცის და სხუამან არავინ. და ამას მოასწავებს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, თუ: „რაჲ იხილა და ესმა, წამებს“, ვითარმედ რაჲ-იგი მან მხოლომან უწყისო საიდუმლონი, მათ გუასწავებს. ხოლო სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: „წამებასა მისსა არავინ მიიღებს“, არა თუ ამას მოასწავებს, თუ არავ...
...წარხჳდე, არცა შეუღლებაჲ ჴართაჲ მოჴნვად ქუეყანისა, არცა ზრუნვაჲ წჳმისათჳს, ანუ შიში სეტყჳსაჲ, გინა აღ-ძრვაჲ ზღჳსაჲ, ანუ შიში კლდეთაგან ზღჳსათა; არამედ მას ვაჭრობასა და მუშაკობასა ერთი უჴმს, - რაჲთა განაბნიო საფასე, - და სხუაჲ ყოველივე მან მუშაკმან ქმნას, რომლისათჳს იტყჳს ქრისტჱ, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მუშაკი არს“. ვითარ უკუე არა ბოროტ არს, უკუეთუ ესე სადა უშრომელად მოგუეცემის, ყოველნივე ამას ზედა უდებ ვიყვნეთ, და სადა-იგი ფრიადი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ და უცნაურ არს, თუ იქმნასა, თუ არა, და მუნ ყოველსავე მოსწრაფებასა ვაჩუენებთ? ნუ, გევედრები, ნუ ვართ ესრეთ უდებ ჩუენისა ცხორებისათჳს, არამედ სადა-ესე შრომაჲ არა ფრიად არს და სარგებელი მრავალ, მას ვეძიებდეთ, რაჲთა საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...უად“ თქუა, შემდგომად მცირედისა იხილო, ვითარ იტყოდის „ნათლად“, და „ნათელსა“ მას კუალად უწოდის „ცხორება“. ხოლო არა ესრეთ ამის მიზეზისათჳს ოდენ სახელ-სდვა ესრეთ, არამედ ამისთჳსცა, რამეთუ ვინაჲთგან ეგულებოდა მამისათჳს სიტყუად ჩუენდა მომართ, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რაოდენი მესმა მამისაგან, გი-თხარ თქუენ“.
ხოლო უწესს მას „ნათლად“ და „ცხორებად“, რომელმან-იგი გულისხმის-ყოფისა ნათელი მოგუანიჭა ჩუენ და მისმიერი ცხორებაჲ. და ყოვლით არა კმა არს ერთი სახელი, რაჲთამცა გუასწავა ღმრთისათჳს, არცა ორი და სამი, არამედ კეთილ არს, უკუეთუ მრავალთა მიერ სახელ-თა ვისწაოთ მცირედი რაჲმე მისთჳს.
„სიტყუად“ უკუე უწოდა მას, რაჲთა უვნებელი იგი შობაჲ მოასწაოს. ჰხედავა, რამეთუ არა ამაოდ ვიტყოდე, ვითარმედ ზეცით გუეტყჳს ჩუენ ესე მახარებელი? ჰხედავა, დაწყებასავე სადა აღიყვანა სული და გონებაჲ მსმენელთაჲ? რამეთუ უზეშთაჱს ყოველთა ხილულთასა აღიყვანა იგი და უპირატჱს მოაქცია ქუეყანისა და ზღჳსა და ცისა, უზეშთაჱს აღიყვანა ანგელოზთასა, უზეშთაჱს ქერობინთა და სერაბინთასა, უზეშთაჱს საყდართა და მთავრობათა და ჴელმწიფებათასა და უზეშთაჱს ყო ყოვლისა დაბადებულისა.
ხოლო რაჟამს ესევითარსა სიმაღლესა აღიყვანა, ნუუკუე შემძლებელ იქმნა მუნ დასრულებად ამაღლებასა მას? ნუ იყოფინ! არა...
...ეთილად გჳთხრა ჩუენ, რომელი-ესე მეგობარი არს მისი საყუარელი; და უფროჲსად თავადი იგი ღმერთი და მეუფჱ ყოველთაჲ აქუს თავსა შორის თჳსსა მეტყუელად; და რაჲ-იგი მან მოიღო მამისაგან, ამას მოსცა საიდუმლოჲ, რამეთუ თავადი იტყჳს, ვითარმედ: „თქუენ ხართ მეგობარნი ჩემნი, რამეთუ ყოველივე, რაჲიგი მესმა მამისაგან, გითხარ თქუენ“. ხოლო აწ, ვითარცა-იგი უკუე-თუმცა ვიხილეთ ვინმე ზეცით გამოჩინებული ჰაერთა შინა ცათასა, და გჳთხრობდამცა ყოველსა თჳთოეულად, რაჲ-იგი იქმნების ცათა შინა, ყოველნივემცა მივისწრაფდით სმენად მისა, ესრეთვე აწ ვყოთ, რამე-თუ ესე მაღალი და დიდი კაცი ზეცით გუეტყჳს, რაოდენსაცა გუეტყოდის, რამეთუ არა ამის სოფლისაგანი არს, ვითარცა უფალი იტყჳს, ვი-თარმედ: „თქუენ არა ამის სოფლისაგანნი ხართ“; არამედ აქუს ამას ნუგეშინისმცემელად იგი სული თავსა შორის თჳსსა მეტყუელად, რომელი-იგი ყოველსა ადგილსა მიიწევის, რომელმან ესრეთ იცნნის საქმენი ღმრთისანი, ვითარცა სულმან კაცისამან საქმენი თჳსნი: სული იგი სიწმიდისაჲ, სული ჭეშმარიტებისაჲ, სული წრფელი, მთავარი აღმყვანებელი ზეცად, მიმცემელი სხუათა თუალთა სულიერთა და კეთილადმხედველთა, რომელი უჩუენებს მომავალთა საქმეთა, ვითარცა ქმნულთა, რომელი ჴორცთა შინა მყოფთა კაცთა ზეცი...
...ონი, მაგინებელნი და მგმობარნი, მოძულენი მისნი, რომელთა უნდავე არახილვაჲ მისი, რომელნი ქვათა და ძელთა უმეტეს მისსა პატივ-სცემდეს, შეიყუარნა სიყუარულითა მით სრულითა, რომლისა უმეტესობაჲ არა იპოების, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „უფროჲსი ამისი სიყუარული არავის აქუს, ვითარმცა სული თჳსი დადვა მეგობართა თჳსთათჳს“. და რად ვიტყჳ მეგობართათჳს? მტერთა და უმადლოთათჳს ესრეთვე ქმნა. ამისთჳს იხილე, თუ ვითარ ჯუარმცუმელთა მათ და მკლველ-თა თჳსთა იღუწიდა, რამეთუ მამასა ეტყოდა მათთჳს: „მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“; და მოწაფენი მოუვლინნა მათ, რაჲთა ასწაონ და მოაქციონ ცხორებად, რამეთუ სახიერ იყო და ძჳრუჴსენებელ, და არა არს რიცხჳ წყალობისა და კაცთმოყუარებისა მისისაჲ. დიდებაჲ მისა და ქებაჲ.
აწ უკუე, ძმანო, ჩუენცა ესევითარსა მას სიყუარულსა ვჰბაძვიდეთ, რაჲთა მივემსგავსნეთ ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს მსგავსებაჲ მისი, რაჲთა ამასცა სოფელსა მშჳდობით ვიყვნეთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ლოცვა-ყავთ ნეტარისა მამისა იოვანეს...
...ედა საქმე გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის მოძღუარი უზეშთაეს არს მოწფისა და უფალი - მონისა. ხოლო აწ მეტყუელი იგი უფალი იყო და მეუფე და ღმერთი და დამბადებელი და არა თქუა მათთჳს მონობაჲ, არამედ სახლეულად თჳსად უწოდა; ვითარცა სხუასა ადგილსა ეტყოდა: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონად“, ეგრეთვე აქა სახლეულად სახელსდვა, რაჲთა აჩუენოს მრავალი იგი საკუთრობაჲ მათი. და არა თქუა: უკუეთუ სახლისა უფალსა ძჳრსა ეტყოდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ სიტყუაჲ მებრ იგი ძჳრისმეტყუელებისაჲ აუწყა, ვითარმედ: „ბერზებულით ხადოდეს“; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გაგინებდენ თქუენ და ბოროტსა იტყოდინ თქუენთჳს, ნუ მწუხარე ხართ, ნუცა უცხო-გიჩნს; მოიჴსენეთ, თუ ჩემთჳს რასა იტყოდეს, რომელი-ესე მოძღუარი ვარ და უფალი თქუენი; რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენთჳსცა ეგრეთვე თქუან? რამეთუ დიდ არს თქუენდა მსგავსებაჲ ჩემი.
ამისა შემდგომად კუალად სხუაჲცა ნუგეშინის-ცემისა სიტყუაჲ წინაუყო და ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა განცხადნეს“ (10,26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: კმა იყო თქუენდა ნუგეშინისსაცემელად, რომელ-ესე ზიარ ჩემდა იქმნენით, უფ...
...იდებისა მისისათა და იდიდების ქერობინთა მიერ და სერაბინთა. ხოლო შე-რაჲ-ვიდეს, თაყუანის-სცეს უფალსა მათსა და ღმერთსა და მეუფესა; და შეიწყნარნა იგინი დიდითა პატივითა არა ვითარცა მონანი, არამედ ვითარცა მეგობარნი, ვითარცა ეტყოდა სახარებასა შინა, ვითარმედ: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონა“. და ესე ღირს არს და სამართალ, რამეთუ თავადმან თქუა, ვითარმედ: „ამისა უმეტესი სიყუარული არა არს, რაჲთა სული თჳსი დადვას ვინმე მეგობართა თჳსთათჳს“. აწ უკუე ვინაჲთგან ამათ სული თჳსი უფლისა თჳსისათჳს დადვეს, შეიწყნარნა მან იგინი, ვითარცა მეგობარნი, და მიერითგან ვითარი მისცა მათ დიდებაჲ, ანუ რაბამსა სიხარულსა ღირს-ყვნა, მან მხოლომან უწყის, მიმცემელმან ესევითართა მათ ნიჭთამან, რამეთუ გონებაჲ კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მოგონებად, ვერცა ენაჲ - გამოთქუმად.
აწ უკუე, საყუარელნო, ვისწრაფოთ ჩუენცა ბაძვად მათდა. დაღაცათუ ვერ ძალ-გჳც ბაძვაჲ მოციქულთაჲ, არამედ მოწამეთა ვჰბაძვიდეთ. თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ ვჰბაძვიდე მოწამეთა, რამეთუ არა არს ჟამი დევნულებისაჲ? - უწყი მეცა, ვითარმედ ჟამი დევნულებისაჲ არა არს, გარნა ჟამი წამებისაჲ არს; არა იპოების ჟამი ესევითართა სატანჯველთაჲ, არამედ გჳრგჳნოსნო...
...ითა“ (3,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო სატანჯველი ოდენ აჴსენა, ხოლო აქა მსაჯულსაცა გჳჩუენებს და ტანჯვისა მის დაუსრულებელობასა წარმოიტყჳს: „ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“. ჰხედავა, ვითარმედ იგი არს უფალი ყოვლისაჲვე და იგი არს მოქმედი ყოველთაჲ, დაღაცათუ სხუასა ადგილსა მამასა იტყჳს მოქმედად: „მამაჲ ჩემი მოქმედი არსო“. რამეთუ ერთ არს ბუნებაჲ და არსებაჲ და ძალი მამისა და ძისაჲ. ხოლო ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: „ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ შრომაჲ რაჲმე საჴმარ არს მისდა, ამისთჳს სხჳთა სახითა გულისჴმა-გჳყოფს სიადვილესა მას, რომელ არს მისდა ყოველსავე შინა, რავდენი ენებოს ქმნად, და ეგრეთვე განრჩევასა მას კეთილთა და ბოროტ-თასა და განწმედასა სოფლისასა ყოვლისავე არაწმიდებისაგან, და იტყჳს: „რომლისა ნიჩაბი ჴელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“. რამე-თუ აწ ყოველივე აღრეულად მდებარე არს, დაღაცათუ ბრწყინავს იფქლი იგი, არამედ ბზეს თანააღრეულ არს და ვითარცა კალოსა ზედა ძეს, არა ვითარცა საუნჯესა; ხოლო მაშინ ადვილ და უცთომელ იყოს განრჩევაჲ იგი და განყოფაჲ, და შეკრებაჲ იფქლისაჲ საუნჯეთა, დღესა მას განკითხვისასა, რომელ არიან მართალნი, ხოლო ბზისაჲ მის, რომელ არია...