1.პავლე, მოციქული ქრისტე იესოსი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენი სასოების ქრისტე იესოს ბრძანებით, -2.ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.3.მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს,4.და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.5.ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,6.რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.7.რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.8.ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას.9.რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,10.მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას,11.თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.12.მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა,13.მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.14.ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.15.სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.16.მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.17.ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.18.ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,19.გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.20.მათ შორის ჰიმენეოსმა და ალექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.
„პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, და უფლისა იესუ ქრისტეს – სასოებისა ჩუენისაჲთა, ტიმოთეს, ერთგულსა შვილსა სარწმუნოებით, მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.“ ().
1. მოციქულობის ბრძანება და ქრისტეს სასოება
დიდი იყო მოციქულის ღირსება, დიდი და საკვირველი; ყველგან ვხედავთ, რომ პავლე ამ ღირსების მიზეზებს წინ...
„ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა, რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.“ ().
1. სიყვარული და რჯულის მიზანი ქრისტეში
არაფერი ისე არ აზიანებს ადამიანთა მოდგმას, როგორც მეგობრობის უგულებელყოფა და მისი...
„და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებასა ამას, რომელი პირველად ვიყავ მგმობარ და მდევნელ და მაგინებელ, არამედ შევიწყალე, რამეთუ უმეცრებით ვიყავ ურწმუნოებასა შინა. ხოლო უფროჲს გარდაემატა მადლი იგი უფლისა ჩუენისაჲ სარწმუნოებითურთ და სიყუარულით ქრისტე იესუჲს მიერ.“ ().
„სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ. არამედ ამისათჳს შევიწყალე, რაჲთა ჩემდა მომართ აჩუენოს პირველად იესუ ქრისტემან ყოველი სულგრძელებაჲ მისი სახედ მერმეთა მათ მორწმუნეთა მისა მიმართ ცხორებად საუკუნოდ.“ ().
1. სარწმუნო სიტყვა ცოდვილთა ცხონებაზე
ღვთის კეთილმოქმედებანი იმდენად დიდია და ისე აღემატება ყოველ...
„ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა, და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;“ ().
1. ღვთის არჩევანი და მოძღვრის კეთილი ბრძოლა
სწავლებისა და მღვდლობის ღირსება დიდი და საკვირველია და ჭეშმარიტად ღვთის არჩევანს საჭიროებს, რომელიც ღირსეულ...
...სა მოსლვაჲ“** (), ამბობს. რომელი ჭეშმარიტებისა?
ღმერთისადმი რწმენისა.და უკვე წინასწარაც თქვა: „ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ“ (); ხოლო რათა ვინმემ მტრებად არ მიიჩნიოს ისინი და აქედან ბრძოლები არ წარმოშვას, ამბობს: „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ ().შემდეგ, ამის თქმის შემდგომ, დაუმატა: „რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ“ ().თქვა: „მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (), და ამით აჩვენა, რომ ქვეყნიერება ჭეშმარიტებაში არ არის.კვლავ თქვა: „რამეთუ ერთ არს ღმერთი“ (), და ამით აჩვენა, რომ ღმერთები მრავალნი არ არიან, როგორც ზოგიერთნი ფიქრობენ....
...განმავლობაში როგორ აძლევს პავლე ტიმოთეს მოძღვრისათვის შესაფერის სწავლებას. და შესავლიდანვე არ უთქვამს: „ყურადღება ნუ მიაქცევ მათ, ვინც სხვაგვარად ასწავლიან“, არამედ რა თქვა?„რაჲთა ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ“ ().
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
...ბობენ, არამედ მხოლოდ ბოროტი ეჭვია? ზემოთ ვთქვი, ამბობს: საჭიროა, რომ ხუცესს „წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან“ ().
ამიტომ შიშით გვიყვარდეს ღმერთი, რადგან „მართალსა შჯულ არა უც“ (); ხოლო მრავალნი, რომლებიც სათნოებას იძულებით მისდევენ და არა საკუთარი ნებით, შიშისაგან დიდ ნაყოფს იღებენ, როცა ხშირად თავიანთ გულისთქმებს მოიკვეთენ.ამიტომ გეენიის შესახებ მოვისმინოთ, რათა ამ მუქარისა და ამ შიშისაგან დიდი რამ ვიმკოთ.რადგან ღმერთმა, რომელიც ცოდვილთა მასში ჩაგდებას აპირებს, ეს მუქარა წინასწარ რომ არ ეთქვა, ბევრი ჩავარდებოდა მასში.რადგან თუ ახლა, როცა შიში ჩვენს სულებს არყევს, მაინც არიან ისეთები, რომლებიც ასე ადვილად სცოდავენ, თითქოს იგი საერთოდაც არ არსებობდეს, მაშინ, ეს რომ არც თქმულიყო და არც დამუქრებულიყო, რა საშინელებას არ ჩავიდენდით?ასე რომ, როგორც მუდამ ვამბობ, გეენია ღმერთის მზრუნველობას სასუფეველზე ნაკლებად როდი აჩვენებს....