1.მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.2.თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ!3.რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი.4.ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.5.სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!6.მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით გამოძარღვეს ხარი.7.წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!8.იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.9.ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?10.არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.11.ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.12.თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.13.ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.14.ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.15.ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.16.დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.17.გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.18.შენგან მოველი ხსნას, უფალო!19.გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება.20.აშერისგან - პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.21.ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.22.ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!23.გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.24.შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.25.მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.26.მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.27.ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს ნადავლს.28.ყველა ესენი ისრაელის თორმეტი შტოა. ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევით აკურთხა.29.უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,30.მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.31.იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა.32.ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.33.გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4)
წინა საუბარში იაკობის შესახებ საუბრის დასრულება დაგპირდით, მაგრამ, რადგან ჩვენი სიტყვა ზედმეტად გაგრძელდა, დაპირება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ამიტომ დღეს სურვილი მაქვს, წინა საუბრებიდან დარჩენილი შემოგთავაზოთ, რათა დღეს მაინც, თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე მივაღწიოთ. მაგრამ ჯერ, საყვარელნო, იმის შეხსენება გვმართებს, სად შევაჩერეთ წინა ჯერზე ჩვენი სიტყვა და რით დავასრულეთ შეგონება. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ როცა მართალმა,...
...იება, რათა შენ ისწავლო, რომ მთავარნი და მეფენი იუდას შტოდან შეწყდნენ და ქრისტე აუცილებლობის გამო მოვიდა. ჰეროდე ხომ არა იუდეველი, არამედ იდუმიელი იყო, ძე ანტიპატრესი, რომელსაც იგი არაბი ცოლისაგან შეეძინა. როცა მთავარნი იუდას ტომიდან შეწყდნენ, როგორც ეს იაკობმა იწინასწარმეტყველა, "წარმართთა მოლოდინის" ხანა დადგა ().
მეფისათა. - რადგან სხვა ჰეროდეც იყო, მეოთხედმთავარი, ამიტომაც მათე მის მეფურ პატივზე მიუთითებს.
აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ. - რისთვის მოვიდნენ მოგვები? რაღა თქმა უნდა, იუდეველთა განსასჯელად. უკეთუ კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს, იუდეველებს , თავის გასამართლებლად რაღა რჩებათ? ამასთან, იმისთვისაც მოვიდნენ, რომ დიდება ქრისტესი კიდევ უფრო განბრწყინებულიყო დამოწმებით მოგვებისა, რომელნიც უფრო დემონებს ემსახურებოდნენ და ღმრთის მტრები იყვნენ.
აღმოსავალით. - ესეც ებრაელთა განსასჯელად, რადგან ისინი თაყვანისსაცემად ასე შორიდან მოვიდნენ, ხოლო ებრაელები, რომელთაც ქრისტე ჰყავდათ, მას სდევნიდნენ.
2. და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? - ამბობენ, რომ ეს მოგვები ბალამ მოგვის შთამომავალნი იყვნენ - და რომ მათ იპოვნეს მისი წინასწარმეტყველება: "გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისაგან და მოს...
...* (); ხოლო წინასწარმეტყველი ამბობს: „და ღათუ მეებრ ხატად ვალს კაცი" (); და „ლომსაც" წერილი ხან სამეფო მნიშვნელობით იღებს: „მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი?" (), ამბობს; ხან კი მტაცებლობის მნიშვნელობით: „ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან" (); ასევე ვიქცევით ჩვენც. რადგან საგნები შედგენილი და მრავალგვარია, ბუნებრივია, რომ მრავალი ხატი და მაგალითი გამოიყენება: მაგალითად, როცა მშვენიერის ქება გვინდა, მას ნახატებს ვადარებთ, ხოლო როცა ნახატთა ქება გვინდა, ვამბობთ, რომ იგი ლაპარაკობს და ხმას გამოსცემს; მაგრამ ერთსა და იმავეს არ ვაკეთებთ: იქ იმიტომ, რომ მსგავსებას მიუახლოვდა, აქ კი იმიტომ, რომ მშვენიერებას მიუახლოვდა.ასევეა „ხატის" შემთხვევაშიც: იქ იგი ღვთისმოსაობის ერთგვარ სახეს, ხატს, სწავლებასა და პირველსახეს აღნიშნავს; აქ კი აღნიშნავს უსულოსა და მკვდარს, მხოლოდ გარეგან სახეს, ნიმუშსა და პირმოთნეობას.
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ერმან მან: ჩუენ გუასმიეს შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტე უკუნისამდე ეგოს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ამაღლებაჲ? ვინ არს ესე ძჱ კაცისაჲ?“ (12,34).:
...(საქმე 8,32) და შემდგომი ამისი; და დავით იტყოდა შემსგავსებულსა ამისსა მეორესა შინა ფსალმუნსა3 და სხუათა მრავალთა ადგილთა, და ერთად იტყოდა ვნებისათჳს და აღდგომისა; და მამათმთავარმან თქუა: „მიწვა და მიიძინა, ვითარცა ლომმან“, და მერმე შესძინა და თქუა, ვითარმედ: „და ვინ აღადგინოს იგი?“ და აჩუენებს ერთბამად სიკუდილსა ვნებისათჳს და აღდგომისა. არამედ ესენი ჰგონებდეს, რაჲთამცა გამოაჩინეს, ვითარმედ არა ქრისტე არს, და ესრეთ აღიარეს, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტე უკუნისამდე ჰგიეს. და იხილე უკეთურებაჲ მათი, რამეთუ არა თქუეს, თუ: გუასმიეს, ვითარმედ ქრისტეს არაჲ ევნოს, არამედ: „უკუნისამდე ეგოს“, არამედ ვნებაჲ უკუდავებისა დამახრწეველ არა იქმნებოდა. და ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა გულისხმა-ჰყოფდეს და ნეფსით ზაკუვიდეს. რამეთუ ესმა მისგან, ვითარმედ: „ჯერ-არს ძისა კაცისა აღმაღლებაჲ“, და არა ჰრწმენა, არამედ თქუეს: „ვინ არსო ესე ძჱ კაცისაჲ?“ და ესეცა უკეთურებით, ვითარმცა აჩუენებდეს, ვითარმედ არა იციან, თუ იგი არს. ხოლო ქრისტეს ენება მათისა პირისა დაყოფაჲ და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ არა დამაყენებელ არს ვნებაჲ უკუნისამდე ყოფისა, და ამისთჳს ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს” (12,35).