...ე წერდა ტიმოთეს: „ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც" (). ისმინე, რასაც ნეტარი ლუკა ამბობს: „განსლვად იყო პავლე ხვალისაგან" ტროადიდან, „ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა... და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე" (). ნუთუ დრომ რამე ხელი შეუშალა, მითხარი, ან გაწყვიტა სწავლების სიტყვა? ყურადღებიან მსმენელს სადილის შემდეგაც შეუძლია (სარგებლით) იყოს ამ სულიერ კრებაში, ხოლო დაუდევარი და უზრუნველი, თუნდაც უჭმელი დარჩეს, აქედან არანაირ სარგებელს ვერ გამოიტანს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მარხვის სიმკაცრე მოვადუნო — ნუ იყოფინ! — პირიქით, მარხულთ ძალიან ვაქებ და მოვიწონებ, მხოლოდ მინდა, რომ სულიერი საქმეები გონიერი მსჯელობით აღასრულოთ და არა მხოლოდ ჩვეულებას მისდიოთ. სარცხვინო არ არის ამ სულიერ სწავლებაზე საკვების მიღების შემდეგ მოსვლა, არამედ (სარცხვინოა) უზრუნველი სულით მოსვლა, ვნებებზე დამორჩილება და ხორციელ გულისთქმათა დაუოკებლობა. საჭმელი ცუდი არ არის — ნუ იყოფინ! — მავნეა გაუმაძღრობა და მუცლის გადატვირთვამდე მიტანილი ნაყროვანება; ამის გამო საკვებისგან მიღებული სიამოვნებაც ქრება. ისევე, ცუდი არ არის ღვინის ზომიერი მოხმარება, არამედ მთვრალობა დ...
...ესე მრავალგზის ქმნა, ვითარცა ვპოებთ წმიდასა სახარებასა შინა. ხოლო განცინებაჲ მისი არასადა გჳპოვნია, არცა თუ ღიმილი უთქუამს მისთჳს მახარებელთაგანსა ვის. ეგრეთვე პავლე ფრიად ცრემლოოდა, ვითარცა წამებენ ყოველნი მისთჳს; და იგი თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ვჰმონებ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და ცრემლითა და განსაცდელითა“. ხოლო სიცილი არცა მან თქუა თავისა თჳსისათჳს, არცა სხუამან ვინ თქუა მისთჳს გინა სხჳსა ვისთჳსმე წმიდათაგანისა; არამედ სარრაჲსათჳს ხოლო თქუმულ არს ესე, რომლისათჳსცა ემხილა მას ბრალობით. და კუალად ძისა მისთჳსცა ნოესა თქუმულ არს სიცილი, რომლისათჳს წარწყმიდა აზნაურებაჲ თჳსი და მონა იქმნა. და ამას ვიტყჳ, არა თუ რჩულსა დაგიდებ, რაჲთა ყოვლადვე არა იცინოდით, რამეთუ ჟამსა თჳსსა განცინებაჲცა წესიერი შესანდობელ არს. თჳნიერ განცხრომისა უწესოჲსაგან გაყენებ, რამეთუ მავნებელ არს ესე ფრიად და მრავალთა ბოროტთა მიზეზ.
რაჲსათჳს უკუე განსცხრები და იმღერი, კაცო, რომელსა ესოდენ-თა თანანადებთა გარდაჴდაჲ თანაგაც და საშინელსა მას სამსჯავროსა გეგულების წარდგომად და სიტყჳს-მიცემაჲ თითოეულად ყოველთათჳს საქმეთა შენთა? რამეთუ მუნ ყოველთავე ცოდვათათჳს ნეფსითთა და უნებლიეთთა სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, და ნუ ურწმუნო ხარ ამას, თუ უნებლიეთთა ცოდვათათჳს სიტყჳს-მიცემა...
...რავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და არაუნჯებაჲ ხვალისათჳს, რამეთუ არა ერთი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, არამედ იქმნების შრომაჲ და არაზრუნვაჲ. და რომელ-იგი მართას ჰრქუა, არა თუ საქმესა აყენებდა, არამედ რაჲთა არა სწავლისა ჟამსა და ლოცვისასა წარაგებდეს ჴორცთა ზრუნვასა შინა, არამედ თჳსსა ჟამსა იქმოდის ყოველსავე. და არა თუ უქმობასა ასწავლიდა, არამედ სწავლისა კეთილად სმენასა, ვი-თარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მოვედ თქუენდა უმჯობჱსისა სწავ...